X-treme user Posted July 17, 2011 Share Posted July 17, 2011 მიუხედავად რეგულარულად გავრცელებელი ხმების, დესქტოპ-პროცესორ AMD FX-Series (Bulldozer)-ების გამოსვლის გადადებასთან დაკავშირებით, რომელთა დებიუტიც, ბოლო მონაცემებით, შესაძლებელია ოქტომბრამდე არ შედგეს, კომპანია ASRock-მა გადაწყვიტა არ დალოდებოდა ზღვის ამინდს და ოფიციალურად დაანონსა სისტემური დაფა Fatal1ty 990FX Professional, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ CPU-ებთან მუშაობაზე. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ნაწარმი დამზადებულია ვიდეოთამაშების სფეროში განთქმულ გურუ - ჯონათან 'Fatal1ty' ვენდელთან თანამშრომლობით, ხოლო საფუძვლად მას უდევს ჩიპსეტი AMD 990FX. ATX ფორმ-ფაქტორში აგებული დედადაფა უნდა გახდეს ტაივანური მწარმოებლის ფლაგმანური გადაწყვეტილება AM3+ პლატფორმაზე და შეუძლია შემოგვთავაზოს მყარი კონდენსატორების მქონე ციფრული V12+2 ფაზური კვების სისტემა და Fatal1ty Mouse Port - მოთხოვნის რეგულირებად სიხშირეს 125-დან 1000 ჰზ-ის ფარგლებში, გეიმერული მაუსების დაკავშირებისათვის. გარდა ამისა, პროდუქტის აღჭურვილობაში შედის სამი PCI-Express x16 გაფართოების სლოტი - CrossFireX და SLI რეჟიმების მხარდაჭერით, ოთხი ცალი - DDR3 2100 მოდულებისათვის, 32 გბ მეხსიერების ტევადობით და ექვსი SATA 6.0 Gbps პორტი. ASRock Fatal1ty 990FX Professional-ის შემადგენლობაში მოიპოვება Gigabit Ethernet-ის ორმაგი გასასვლელი XFast LAN გადაწყვეტილებით - ქსელური შესაძლებლობების მართვისათვის და ასევე, საერთო ჯამში, ექვსი USB 3.0 პორტი - XFast USB ტექნოლოგიით, რომელიც იძლევა მონაცემთა გადაცემის სისწრაფის ზრდას. გარდა ამისა, ადგილზეა PCI-Express x1 და PCI სლოტების წყვილი, ერთი FireWire და ორი eSATA, ფუნქცია Graphical UEFI, 7.1-არხიანი ხმის მხარდაჭერა და გადადების შუქდიოდური ინდიკატორი - Power, Reset და Clear CMOS ღილაკებთან ერთად. 305 x 244 მმ ზომების მქონე დაფის გაყიდვების დაწყების თარიღისა და ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. TC Magazine, Ferra.Ru 9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted July 19, 2011 Share Posted July 19, 2011 ASRock აღარ ხუმრობს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted July 20, 2011 Share Posted July 20, 2011 ესეც MSI 990FXA-GD80 აბზორი გურუ3დ-ზეც http://www.guru3d.com/article/msi-990fxa-gd80-review/ ხო სლის და ახალი ბულდოზერის საპორტიც ქონია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AMD & ATI Posted July 20, 2011 Share Posted July 20, 2011 ესეც MSI 990FXA-GD80 აბზორი გურუ3დ-ზეც http://www.guru3d.com/article/msi-990fxa-gd80-review/ ხო სლის და ახალი ბულდოზერის საპორტიც ქონია ძალიან მაგარი მაზერია მაგრამ მე მაგას ეს ვამჯობინე და ჩამოვიტან კიდეც ცოტახანში http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16813128508 როგორც კი ჩემ პროცესორს და მაზერს გავყიდი ეგრევე უნდა შევუკვეთო :mameda: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 22, 2012 Share Posted April 22, 2012 სლის და კროსფაირის ტესტიროვკა ამ მაზერზე http://www.overclockers.ru/lab/46934/Izuchenie_processorozavisimosti_SLI_i_CrossFireX_chast_2_platforma_AM3.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.