Jump to content

Grand Theft Auto - ისტორია


Recommended Posts

GTA-ს ისტორია

Grand Theft Auto - დასაწყისი

28 თებერვალი 1998 წელი, ამ დღემ სამუდამოდ შეცვალა ვიდეოთამაშების ისტორია,

მაგრამ უნდა გასულიყო 3 წელი, სანამ GTA-ზე დაიწყებდნენ სერიოზულად ლაპარაკს.

სწორედ ამ დღეს გამოვიდა Grand Theft Auto - PC-ზე და მოგვიანებით PlayStation-ზე.

GTA-ის პოპულარობა დრო და დრო სულ უფრო უზრდებოდა, GTA-მ შეძლო გამოეჩინა

ყველაფერი, შენობები, ობიექტები და გზები, დიდი თავისუფლება მთელი ქალაქის სანახავად,

დიდი არჩევანი ტრანსპორტის და მუსიკის არჩევაში. ქალაქი იყო დაყოფილი სამ დიდ ნაწილად:

Liberty City, Vice city და რაღა თქმა უნდა San Andreas.

GTA-ს სამყაროში შეგეძლო გეკეთებინა ის რასაც შენ მოისურვებდი, შეგეძლო შეგესრულებინა

საინტერესო მისიები, შეგეძლო მიგეფურთხებინა კანონებისთვის, გევლო მოპარული მანქანით

და არ მიგექცია ყურადღება გადასასვლელ გზებს, შეგეძლო დაფლობოდი იარაღს და ხალხი

დაგეხოცა, შენ კი ამ მხიარული გართობით იშოვიდი უამრავ ფულს. ამ წელსვე პირველად დაიწყო

გამოჩენა 3D თამაშებმა, მაგრამ კომპანია DMA-მ გადაწყვიტა წასულიყო ნაცნობი გზით - GTA იყო

მთლიანად ორგანზომილებიანი, სადღაც ცაში ვირტუალური კამერით. ძლიერი Gameplay,

იუმორი და არცისე ცუდი სიუჟეტი შეუყვარდათ ბევრ მოთამაშეს და საერთო თხოვნით

29 აპრილს 1999 წელს კომპანია DMA-მ გამოუშვა PC-ზე და PlayStation-ზე დამატება: GTA: London 1969.

თამაშის მოქმედება ბრუნდება ძველი დროის ინგლისში. დამატება შეიცავდა 30-თ ახალ მისიას

ამდენივე ახალ ტრანსპორტს და რაღა თქმა უნდა ახალ Soundtrack-ს იმ დროის სტილში.

CVGS01.history.orig_5--article_image.jpg

CVGS01.history.orig_3--article_image.jpg

CVGS01.history.orig_11--article_image.jp

GTA - 2

GTA - გახდა მოთამაშეებისთვის ჰიტი და DMA-ს არ შეეძლო არ გამოეშვა გაგრძელება,

რომელიც გამოჩნდა 29 ოკტომბერს 1999 წელს PC-ზე და PlayStation-ზე. GTA 2-მა

აიღო ცნობილი Gameplay თავისი პატარა ძმისგან, საგრძნობლად გაზარდა ხელოვნური

ინტელექტი და დაეუფლა სრულიად ახალ და საინტერესო სიუჟეტს. თამაშის მოქმედება

გაემართა არცისე შორეულ მომავალში, თამასში არის შვიდი განსხვავებული ხულიგნების

დაჯგუფება, რომლებიც იბრძვიან ქალაქში გამეფებისთვის. თამაშში შეგიძლია მიიღო

ბანდიტების მეთაურისგან მისიები, ან შეგიძლია უბრალოდ ისეირნოთ ქალაქში,

შემქმნელებს როგორც ადრე არ სურდათ გაეკეთებინათ GTA-ს სამყარო სამგანზომილებიანი,

მოთამაშეს კი შეეძლო ისევ ისე მაღლიდან ეყურებინა თამაშისთვის. თამაშის გრაფიკამ

განიცადა ცვლილება და გახდა ოდნავ უკეთესი ვიდრე ორიგინალი GTA. 2000 წელს GTA 2

იყო გამოშვებული იქნა ასევე "DreamCast"-ზეც. თამაში კარგად იყიდებოდა და თაყვანისმცემლების

არმია უფრო და უფრო იზრდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა ეს არაფერი არ იყო სრულიად ახალ ჰიტ-თან

არაჩვეულებრივ და ასევე საშინელ GTA III-თან.

CVGS01.history.gta2_1--article_image.jpg

CVGS01.history.gta2_2--article_image.jpg

GTA III

მოვიდა ერა სამგანზომილებიანი თამაშების ახალი თაობის კონსოლის გამოსვლით.

ეს აღმოჩენა არ გამორჩათ შემქმნელებს კომპანია DMA-ს (შტატი რომელიც იყო საგრძნობლად

განახლებული და კომპანიამ გადაირქვა სახელი - Rockstar). მონატრებული თამაშის რეალიზი

Playstation 2-ზე გაიმართა 23 ოქტომბერს 2001 წელს (რეალიზი იყო გადადებული 11 სექტემბრის

New York-ის ტრაგედიის გამო, რადგან თამაშს შეეძლო ხალხში ნეგატიური რეაქცია გამოეწვია).

PC-ზე თამაში იყო გამოშვებული 21 მაისს 2002 წელს. მთლიანად სამგანზომილებიანი სამყარო,

კიდევ დიდი თავისუფლება გარშემო მყოფი სამყაროს სანახავად, უზარმაზარი არჩევანი ტრანსპორტისა

და იარაღების, ძალიან საინტერესო სიუჟეტი და საინტერესო პერსონაჟი. ამ ყველაფერიმა

თამაშს დიდი პოპულარობა მოუტანა, თამაში ძალიან კარგად იყიდებოდა და რეკორდიც დაამყარა

PS2-ზე გაყიდვების რაოდენობაში. ბევრი მოთამაშე გადიოდნენ თამაშს თვეები, დამატებითი მისიების

შესრულებით და ბევრი საინტერესო ადგილების ძებნით უზარმაზარ ქალაქ Liberty City-ში.

კიდევ ერთი არცისე საჭირო ფაქტორი რომელმაც იმოქმედა თამაშზე იყო ის რომ მოთამაშეს

შეეძლო PC-ზე შეეცვალა ბევრი პარამეტრები და ისე გაეკეთებინა როგორც მოთამაშეს სურდა.

გამოჩნდა უზარმაზი რაოდენობის თაყვანისმცემელთა საიტები საიდანაც მოთამაშეს შეეძლო

გადაეწერა უამრავი ტრანსპორტის მოდელები და მოდიფიკაციები, კიდევ ფაილები რომლებიც

ცვლიდნენ გარე სამყაროს.

CVGS01.history.gta3_3--article_image.jpg

CVGS01.history.gta3_4--article_image.jpg

CVGS01.history.gta3_9--article_image.jpg

CVGS01.history.gta3_7--article_image.jpg

GTA: Vice City

Rockstar Games  ვერაფრით ვერ წარმოედგინათ ასეთი წარმატება GTA III-ისგან და რაღა თქმა უნდა

მათ გამოუშვეს გაგრძელება, GTA Vice City გამოვიდა გაყიდვაში 29 ოქტომბერს 2002 წელს PS2 ვერსიისთვის

და 13 მაისს 2003 წელს PC ვერსიისთვის. Vice City ძალიან განსხვავდებოდა GTA III-ისგან,

თუ Liberty City-ში იყო სულ ღრუბლიანობა ახლა Vice City-ში უფრო მზიანი ამინდები იყო

და ეს რათქმა უნდა შემქმნელების ჩანაფიქრით თამაშის მოქმედებამ გადაინაცვლა მზიან კალიფორნიაში

მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში! განუმეორებელი ატმოსფერო საკურორტო ქალაქი, რომელშიც

იმყოფებოდნენ კაიფში მყოფი მაფიოზები, მიმზიდველი მანქანები და მოტოციკლები. სათამაშო სამყარო

კიდევ უფრო გაიზარდა, Gameplay გახდა კიდევ უფრო საინტერესო, და გრაფიკა ულამაზესი.

Rockstar-მა გააფორმა კონტრაქტი Sony-სთან, რათა თამაში გამხდარიყო კიდევ უფრო ხარისხიანი.

მთავარმა გმირმა Tommi Versetti-იმ, როგორც იქნა აღმოაჩინა ახალი შესაძლებლობები,

რომელიც აკლდა წინა სერიის პერსონაჟს. კიდევ ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობა მთავარი გმირის

იყო ის რომ შეეძლო შეეცვალა ტანსაცმელი იმის გამორიცხვით თუ სად აპირებდა ის წასვლას - სტუმრად

ან დასალევად თავის მეგობართან! ტომს უკვე შეეძლო ეყიდა თავისი საკუთრება, რომლისგანაც მიიღებდა

შემოსავალს ან გამოეყენებინა როგორც საცხოვრებელი ადგილი, და ასევე თამაშის დასამახსოვრებლად.

ეს ყველაფერი ძალიან მოეწონათ მოთამაშეებს და შეიყვარეს Vice City ვიდრე დაუვიწყარი GTA III.

CVGS01.history.vice_03--article_image.jp

CVGS01.history.vice_01--article_image.jp

CVGS01.history.vice_02--article_image.jp

GTA: San Andreas

Rockstar-მა ოფიციალურად გამოაცხადა GTA-ს გაგრძელების შექმნაზე, მაგრამ არ დაასახელა

ამ თამაშის გაგრძელების სახელწოდება, ამან გამოიწვია მითქმა მოთქმა GTA-ს გაგრძელებაზე.

ზოგი ამბობდა რომ თამაშს დაერქმეოდა GTA 4. ზოგი ამტკიცებდა, რომ მოქმედება დაბრუნდებოდა

Vice City-ში, ზოგი კი ამბობდა რომ მოქმედება განვითარდებოდა Tokyo-ში 2010 წელს.

ფანატები კი მშვენივრად ხვდებოდნენ რომ თუ იყო Liberty City და Vice City მაშინ ლოგიკურად

შემდეგი ქალაქი უნდა ყოფილიყო San Andreas. და ეს ხალხი სრულია მართლებიც იყვნენ,

მაგრამ ეს იყო უკვე არა ქალაქი, არამედ San Andreas-ის სამეფო. San Andreas იყოფოდა

სამი უზარმაზარი ქალაქით. San Andreas-ის ტერიტორია იყო უზარმაზარი ზომის, ის იყო 5-ჯერ

უფრო დიდი ვიდრე Vice City და ყველა ქუჩა უზარმაზარი სამყაროსი იყო სხვადასხვა და თავისებურად უნიკალური:

San Andreas-ში ტყე იცვლებოდა უდაბნოთი, უდაბნო კი არცისე დიდი ქალაქებით და ფერმებით,

ეს ყველაფერი დაუჯერებელი ჩანს მაგრამ ეს უზარმაზარი სამყარო უპრობლემოდ დაეტია ერთ DVD დისკზე,

ასევე თავისი მუსიკებით და მაცხოვრებლების საუბრებით. და ეს ყველაფერი შესანიშნავად მუშაობს PS2-ზე!

თამაში ტრადიციულად გამოვიდა ჯერ Playstation 2-ზე 26 ოქტომბერს 2004 წელს, შემდეგ კი

X-BOX-ზე და PC-ზე 7 ივნისს 2005 წელს.

შეუძლებელია მოკლედ ჩამოთვალო ის სიახლე რაც იყო დამატებული ამ თამაშში: ველოსიპედი

და ცურვის შესაძლებლობა, საერთოდ თამაშში იყო დამატებული ბევრი RPG ელემენტები როგორიცაა:

კვება, მიმზიდველობა, ვარჯიში, იარაღის ფლობა და საბრძოლო ხელოვნება და კიდევ ბევრი სხვა.

შესაძლებლობა შეცვალო ნებისმიერი ტანსაცმელი, თმის შეჭრა, ტატუს გაკეთებამ მთავარი გმირი

გახადა ყველასგან განსხვავებული და უნიკალური. კიდევ ის რომ მთავარი გმირი გახდა შავკანიანი

სახელად Karl Johnson ან CJ. სიუჟეტი დაწერილი იქნა ძალიან კარგად და შეგეძლო უფრო კარგად შეგეგრძნო

ატმოსფერო ნამდვილი ამერიკული Ghetto-სი, გავსებული სახალისო და უიმედო ისტორიებით,

ბანდიტებითა და მშვიდობიანი ხალხით. საერთოდ CJ - ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია

GTA ას ისტორიაში, და არამარტო ის: გამყიდველი პოლიციელი Frenk Tanpenni, რომელიც

არაჩვეულებრივად გაახმოვანა Samuel L. Jackson-მა. ეს ყველაფერი გასაკვირია, მაგრამ GTA-ს

ახალ ნაწილმა მოახსინა სენსაცია თამაშების სამყაროში და დაამტკიცა რომ ყოველ ჯერზე ხდებოდა

საუკეთესო. კიდევ საკვირველი ისაა რომ სკანდალურმა დამატებამ "Hot Coffe"-მ არ შეუშალა ხელი

გამხდარიყო ათწლეულის საუკეთესო თამაში.

CVGS01.history.san_art24--article_image.

CVGS01.history.san_artk8--article_image.

CVGS01.history.san_s04--article_image.jp

' alt='' class='ipsImage' >

' alt='' class='ipsImage' >

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.