X-treme user Posted July 9, 2011 Share Posted July 9, 2011 AMD A75 ჩიპსეტზე დაფუძნებულ, MSI-ის სისტემური დაფების პრემიერული ჩვენებიდან ერთი თვის შემდეგ, ინფორმაციულმა წყარომ მათგან ერთ-ერთ პროდუქტ - A75A-G35-ის შესახებ, მოიპოვა უფრო დეტალური ინფორმაცია. ზომების თვალსაზრისით, ის აკმაყოფილებს ATX ტიპისაა, ხოლო მასთან თავსებადი პროცესორების სია შემოფარგლულია მხოლოდ APU A-სერიის მოდელებზე. მოწყობილობა აღჭურვილია ორ-ორი PCI Express x16 და PCI, სამ PCI Express х1 სლოტით. ოპერატიული მეხსიერებისთვის განკუთვნილი ბუდეების რაოდენობაც ორია, თუმცა AMD Llano-ს პოზიციონირების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ A75A-G35 არ არის A75-ზე დამზადებული, კომპანიის ფლაგმანი მოდელი, ეს დიდ გაკვირვებას მაინცდამაინც არ იწვევს. ნაწარმის კომპლექტაციაში აგრეთვე შესულია ექვსი ცალი SATA 6 გბიტ/წმ და ორი USB 3.0. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ოთხი USB 2.0, ორი PS/2 - მაუსისა და კლავიატურის კავშირისათვის, RJ-45 ქსელური კაბელისთვის განკუთვნილი ბუდე, D-Sub, HDMI, DVI ვიდეოგასასვლელები (ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ ორი მათგანის გამოყენება), ექვსი 3,5 მმ დიამეტრის მქონე პორტი - აკუსტიკური სისტემების ჩართვისათვის. დღესდღეობით, MSI A75A-G35 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი დედადაფაა აღნიშნული ჩიპსეტისთვის. მაგალითად ევროპაში, მისი ღირებულება დაახლოებით 71.5 ევროა. VR-Zone IXBT 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted July 9, 2011 Share Posted July 9, 2011 მაგარი ფასი აქვს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 12, 2011 Share Posted August 12, 2011 MSI A75A-G55 Socket FM1 Motherboard http://guru3d.com/news/msi-a75ag55-socket-fm1-motherboard-/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.