Jump to content

Sapphire Radeon HD 5xxx (Evergreen) - განხილვა


Recommended Posts

შესავალი

SapphireTech დიდი ხანია არსებობს ევროპულ ბაზარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას, რომელმაც თავი AMD- ვიდეოდაფის წარმოებით გაითქვა. მისი პროდუქცია ყოველთვის გამოირჩეოდა, როგორც მისაღები ფასებით, ასევე კარგი დაჩქარებისუნარიანობით,რაც ძალიან მნიშვნელოვანია ენთუზიასტებისთვის.AMD- V სერიის Evergreen ოჯახის ვიდეოდაფების წარმოებაში Sapphire, ისევ წინ აღმოჩნდა თავის კონკურეტებთან შედარებით. ვინც არ იცის ვეტყვი, რომ მთავარი რაც აღნიშნულ გრაფიკულ ადაფტერებს, "წინა მოდგმის" პროდუქტებისგან განასხვავებს არის ის, რომ მათ გააჩნიათ DirectX 11-ის პროგრამირება, რაც შემდეგში შესაძლებლობას მოგცემთ, უფრო მოდიფიცირებული და ლამაზი ეფექტებით დატკბეთ თამაშში. AMD- გადაწყვიტა უსახელოდ არ დაეტოვებინა, ახალი გრაფიკული ბირთვები და უწოდა: Cypress - კიპრესი, Hemlock- ცუდა (წიწვოვანი ხე ამერიკასა და აზიაში), Juniper- ღვია,Cedar-კედარი,Redwood - წითელიხე. ყველა ჩამოთვლილი GPU- წარმადობა ერთმანეთისგან განსხვავდება. DirectX 11-ის საფუძველზე, ამ უკანასკნელებს გააჩნიათ ტესელაცია - პროცესი, რომლის დროსაც გამოსახულება, უფრო პატარა ფორმებად ნაწევრდება, მაგ. როგორც სამკუთხედი ან ოთკუთხედი. ეს შემდეგში გამოიწვევს, თამაშის დეტალიზებას, რომელიც ემსახურება ტექსტურების და ზოგადად მათი ხარისხის გაზრდას.

ww9jqaefr1o0r7uio7ut.jpg

dyed5b85pkomv6al13.jpg

Sapphire ერთ-ერთი იყო, რომელმაც AMD- ახალი ვიდეოდაფები უცხოურ ბაზარზე გაიტანა.

სწორედ ეს ვიდეოდაფები იქნებიან, დღეს ჩვენი განხილვის საგნები.

mvatwgtewhjzoc16ogy.jpg

რა და როგორ გაიტესტა

ტესტირებისთვის ამოარჩიეს Sapphire-ის წარმოებიის თითო-თითო მოდელი HD 5xxx ოჯახიდან და

შედარებულიიყვნენ Single/CrossFireკონფიგურაციებში,როგორც 3D-Benchmark-ებში, ასევე

სხვადასხვათამაშებში.ვიდეოდაფებმატესტირებაგაიარეს ნომინალურ სიხშირეზე და OCClub.ru-

კოლეგებისდახმარებით,პროექტი ორიენტირებული იყო დაჩქარებაზეც, ამიტომ ზემოდხსნებულნი

მაქსიმალურად"გამოწურეს".

გატესტილივიდეოდაფებისცხრილი:

* 2х Sapphire HD 5970 (735/1010 MHz);

* 2х Sapphire HD 5870 (850/1200 MHz);

* 2х Sapphire HD 5850 (725/1000 MHz);

* 2х Sapphire HD 5770 (850/1200 MHz);

* 2х Sapphire HD 5750 (700/1150 MHz).

გრაფიკულმა ადაფტერებმა, როგორც Single, ასევე CrossFire რეჟიმში გაიარეს შემდეგი გამოცდები:

* 3DMark06 - პოპულარული გრაფიკული მტესტავი Futuremark-ისგან, რომელიც 2006 წელს გამოუშვა.

მისი მოვალეობაა, მაქსიმალურად გამოვავლინოს ვიდეოდაფის შესაძლებლობები.ცვლილებები: ავტომატური.

* 3DMark Vantage - უახლესი გრაფიკული მტესტავი, რომელიც თავიდანვე NVIDIA- ქვეშ იყო მოქცეული,

მაგრამHD5xxx გამოსვლისშემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ცვლილებები: ავტომატური.

* Heaven - პირველი DirectX 11 Benchamrk, რომელიც შთამბეჭდავი გრაფიკით გამოირჩევა. მომავალში,

ალბათ იგი შეუერთდება ყველა იმ აუცილებელ ტესტს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე.

* Crysis Warhead - თამაში, რომელმაც მრავალი გეიმერის გული დაიპყრო და აღაფრთოვანა თავისი გრაფიკით.

ცვლილებები: გაფართოება- 1920x1200, გრაფიკის ხარისხი- Very High.

* FarCry2 - CryEngine ძრავაზე დაფუძნებული თამაში, ლამაზი გარემოთი და ჩამთრევი სიუჯეტით.

ცვლილებები: გაფართოება- 1920x1200, გრაფიკის ხარისხი- Very High.

bqc7u6v9od61afjww8.jpg

სატესტოსტენდი:

* პროცესორი - Intel Core i7 Extreme975 3.33 GHz @ 4 GHz (მწარმოებელი: Intel);

* ქულერი - Cooler Master V8 (მწარმოებელი: Cooler Master);

* დედაპლატა - Asus P6T6WS Revolution(მწარმოებელი:ASUSTeK);

* ოპერატიული მეხსიერება - Kingston 3 x2Gb 2000 MHz DDR3 CL9 (მწარმოებელი: Kingston Technology);

* ხისტი დისკი - Seagate Baraccuda7200.12 500 GB (მწარმოებელი:Seagate Technology);

* კვების ბლოკი - Cooler MasterMPower 850W (მწარმოებელი:Cooler Master).

ვიდეოდაფები

Sapphire Radeon HD 5970 OC (1500 GEL)

ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 9/10

* Stream Processor - 2 x 1600 (3200);

* ტექსტური ბლოკების რიცხვი - 2 x 80 (160);

* ROP ბლოკების რაოდენობა - 2 x 32 (64);

* ბირთვის სიხშირე - 735 MHz;

* მეხსიერების სიხშირე - 1010 MHz;

* მეხსიერების გამტარიანობა - 256 bit;

* მეხსიერების მოცულობა - 2 x 1024 Mb;

* TDP დონე - 294 W.

3592skk1ilg0fnh9r4ys.jpg

AMD- ორთავიანი ტოპ პროდუქტი, რომელმაც თავისი სიძლიერით მთლიანად დაჯაბნა, წინა თაობის

ვიდეოდაფები.სიმართლე,რომ ვთქვათ ასეთი დონის წარმადობას არავინ არ მოელოდებოდა. Hemlock

წარმოადგენს ორ გაერთიანებულ Cypress ჩიპს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ PCB-ზე ორი GPU არის

მოთავსებული,ბირთვის სიხშირეები 850MHz-დან725 MHz-მდეარის დაწეული. აქვე ავღნიშნავ,

რომ იგი თავისთავად წარმოადგენს ქარხნულად დაჩქარებულ ვერსიას. რაც შეეხება TDP- ძაბვას,

იგი დაწეულია - ჩვეულებრივ Cypress-ისთვის 1.16V. მიუხედავადამისა იგი მაინც ცხელია. Sapphire-ის

ამ ვერსიამ შეძლო და 950/1200MHz-მდედაჩქარდა,რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ასეთი

ვიდეოდაფებისწყვილი გაერთიანება შეიძლება, მრავალ გეიმერს სიზმარში უტოპიად ექცეს. ერთ-ერთ

მინუსად შეიძლება მისი ფასი დავასახელოთ.

Sapphire Radeon HD 5870 (1010 GEL)

ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 8/10

* Stream Processor - 1600;

* ტექსტური ბლოკების რიცხვი - 80;

* ROP ბლოკების რაოდენობა - 32;

* ბირთვის სიხშირე - 850 MHz;

* მეხსიერების სიხშირე - 1200 MHz;

* მეხსიერების გამტარიანობა - 256 bit;

* მეხსიერების მოცულობა - 1024 Mb;

* TDP დონე - 188 W;

jf48yn0r69vdch5ndsue.jpg

ერთბირთვიანი ტოპ კლასის ვერსია რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, რომელმაც მრავალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია

მის ოფიციალურ ანონსამდე. დაჩქარების პოტენციალი მოცემული ვიდეოდაფის უფრო დიდია, ვიდრე ორბირთვიანი

ფლაგმანის. ეს აიხსნება იმით, რომ შიგა ტემპერატურა შედარებით დაბალია. ამ შემთხვევაში მან სტაბილურად

იმუშავა 1000/1200(Core/Memory) MHz სიხშირზე. Radeon HD 5870-ის დაბალი კლასის ვიდეოდაფებისგან

ძირითად განმასხვავებელინიშანი არის - 256 bit მეხსიერების გამტარიანობა. ორი ასეთი მონსტრი და გადაუსწრებს

თავის"ორთავიან მოძმეს"- ბირთვის/მეხსიერების მაღალი სიხშირის გამო, ამასთან Radeon HD 5970 OC-თან

შედარებითფასი უფრო მისაღებია.

Sapphire Radeon HD5850 (750 GEL)

ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 8/10

* Stream Processor - 1440;

* ტექსტური ბლოკების რიცხვი - 72;

* ROP ბლოკების რაოდენობა - 32;

* ბირთვის სიხშირე - 725 MHz;

* მეხსიერების სიხშირე - 1000 MHz;

* მეხსიერების გამტარიანობა - 256 bit;

* მეხსიერების მოცულობა - 1024 Mb;

* TDP დონე - 151 W.

pteosfz9vf8btl4fddxq.jpg

ისევ Cypress,მაგრამ დაბალი სიხშირეებით და მაღალი დაჩქარების პოტენციალით. უფრო იაფი, ცივი, ჩუმი -

- ეს მისი პოზიტიური მხარეებია. მაშინ სად არის მინუსები? შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მას მინუსები არ

აღმოაჩნდა,იგი დაჩქარებით ჩვეულებრივ გაუთანაბრდა Radeon HD 5870-ის ნომინალურ სიხშირეებს და

საბოლოოდ 920/1150(Core/Memory) MHz-ზე დაჯდა- ეს მხოლოდ ბირთვის ძაბვის შეცვლის გარეშე. არის

სასიამოვნოამბები მათთვის ვისაც, ბოლო დონის კორპუსი არ აქვს. იგი ჩვეულებრივ თავსდება ყველა თანამედრო-

ვე ქეისში, როდესაც Radeon HD 5870/5970-ის მოთავსებისას შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. საბოლოოდ

დებიუტანტიარის საუკეთესო შენაძენი და ამასთან საუკეთესო არჩევანი.

Sapphire Radeon HD5770 (470 GEL)

ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 7/10

* Stream Processor - 800;

* ტექსტური ბლოკების რიცხვი - 40;

* ROP ბლოკების რაოდენობა - 16;

* ბირთვის სიხშირე - 850 MHz;

* მეხსიერების სიხშირე - 1200 MHz;

* მეხსიერების გამტარიანობა - 128 bit;

* მეხსიერების მოცულობა - 1024 Mb;

* TDP დონე - 108 W.

p5nm06riwlitlq0rnea.jpg

Juniper - გრაფიკული ბირთვი, რომლის მისი უფროსი ძმებისგან მთავარი განმასხვავებელი არის 128 bit

მეხსიერებისგამტარიანობა.ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ვიდეოდაფა წარმოადგენს low-endკლასს, სწორედ

ეს ხდის მას სუსტს. GPU- საკმაოდ ძლიერი გამძლეობა აღმოაჩნდა, იგი 1050/1400(Core/Memory) MHz-მდე

დაჩქარდა .მიუხედავად იმისა, რომ ყველა HD 5xxx ვიდეოდაფა იყენებს GDDR5 ტიპის მეხსიერების მიკროქსქემას,

HD 5770- შეუძლია დაჩქარდეს ყველაზე მეტად.

Sapphire Radeon HD 5750 (370 GEL)

ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 5/10

* Stream Processor - 720;

* ტექსტური ბლოკების რიცხვი - 36;

* ROP ბლოკების რაოდენობა - 16;

* ბირთვის სიხშირე - 700 MHz;

* მეხსიერების სიხშირე - 1150 MHz;

* მეხსიერების გამტარიანობა - 128 bit;

* მეხსიერების მოცულობა - 1024/512 Mb;

* TDP დონე - 86 W.

h96jwz1b647bt3cnbrv.jpg

თქვენს წინაშეა თაობის ყველაზე სუსტი ვიდეოდაფა. მისი ფასი შეადგენს 370 ლარს. რას ვიგებთ ჩვენ ამ ფულით? წარმადობა რათქმაუნდა დაბალი ექნება, თავის ძმებთან შედარებით, მაგრამ იგი იმისთვის არსებობს, რომ დაამარცხოს NVIDIA- წარმოების შესაფერისი პროდუქტები. ყურადღება გავამახვილოთ მისი ენერგომოთხოვნილებაზე, რომელიც მინიმუმამდე არის დაყვანილი - ამის კვალობაზე იგი არ ავლენს ცუდ წარმადობას. ფაქტობრივად მეორე ასეთი ვიდეოდაფის აღებით ვიღებთ 2-ჯერ მეტ წარმადობას.

ტესტირების რეზულტატები

xfhv53prthvculihwcf.jpg

ამ ტესტის გრაფიკის დონე, უბრალოდ გაოცებას იწვევს და ეს ყველაფერი ტესელაციის დამსახურეებაა,რომლის გამორთვაც

საკმაოდ მატებს FPS-ების რაოდენობას. თუმცაღა ტოპ დონის ვიდეოდაფები გამოკვეთილ წარმადობას ვერ აჩვენებენ. დაჩქა-

რებისას სიტუაცია სასიკეთოდ იცვლება.

uxe5y7lmqhpyf9p6hlo9.jpg

3DMark 06 ტესტებში დიდი წვლილი მიუძღვის პროცესორის სიხშირეების. ამ უკანასკნელის გაზრდა ერთი-ორად

მნიშვნელოვანია გრაფიკული ადაფტერის overclocking-თან შედარებით.ერთჩიპიანივერსიების CrossFire სულ ცო-

ტათი თუ აღემატებაSingle რეჟიმის ტესტების ქულებს.

yeo1fn83b6dba18clc1z.jpg

ეს ტესტი თავიდანვე NVIDIA-ზე იყო ოპტიმიზირებული, ახლა Radeon-ებისთვის იგი აღარ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. პროცესორის

პირდაპირპრორციულობა ვიდეოდაფასთან აქაც მოქმედებს, მისი სიძლიერის გაზრდით იზრდება ვიდეოდაფის წარმადობა,როგორც CrossFire

კონფიგურაციაში, ასევე Single რეჟიმში.

43kna5pkcm0v3nwnocek.jpg

Crysis თავის გამოსვლიდან (2007 .), არცერთ სისტემას თავს არ უდებდა და ასე ვთქვად დაუმარცხებელი იყო. შემდეგ წლებში ჰარდის

გაუმჯობესებასთან ერთად შეიცვალა დამოკიდებულება ამ თამაშისადმი და ის ღრმული რასაც CryTek-ის ეს შედევრი წარმოადგენდა -

ამოვსებული იქნა . მართალია მაქსიმალურ ცვლილებებზე თამაში, მხოლოდ ტოპ კლასის ვიდეოდაფებით არის შესაძლებელი, მაგრამ გა-

ფართოების დაპატარავებით შესაძლებელიხდება, low-end გრაფიკული ადაფტერებისგან ამ სიამოვნების მიღება. დაჩქარების შედეგად

რეზულტატების ზრდა, პირველი შეხედვისას პრაქტიკულად მინიმალურია,მაგრამ საწყისი დაბალი fps დაჩქარებასთან ურთიერთობაში

5-10%-ით ზრდას იწვევს.

2zsrv9c67y0pg7w6871v.jpg

გახმაურებული ექშენის გაგრძელება Crysis-ის შემდეგ გამოვიდა და როგორც ვხედავთ შემქმნელებმა თამაშის ძრავა ისე მოაწყვეს, რომ მთლიანად გამოეყენებინა სისტემა. Radeon HD 5770-ის შეხედვით ჩვენ ვხედავთ, რომ შესაძლებელია კო-მფორტულად თამაში Full HD გაფართოებაზეც კი. მოცემულ თამაშში ტექნოლოგია CrossFire არც თუისე ცუდად არის ოპტიმიზირებული. აღსანიშნავია, რომ წყვილი Radeon HD 5870 ამარცხებს, მის უფროს ძმას - RadeonHD 5970-.

დასკვნა

შეიძლება ითქვას, რომ AMD- Radeon HD5xxx ოჯახი,ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა იმ პროდუქტებიდან, რომელიც კომპანიას გამოუშვია. როგორც იქნა, შემქმნელებმა შეძლეს და მოახდინეს იმ ძალის რეალიზება, რომელიც თავიან GPU-ებში ჩადეს. კომპანია SapphireTech ერთ-ერთი იყო, რომელმაც ახალი პროდუქცია უცხოურ ბაზარზე გაიტანა. გაყიდვებმა კი ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. ცალკე აღსანიშნავია საფირის პროდუქციის დაჩქარებუნარიანობა.სწორედ ეს უკანასკნელი ხდის, ენთუზიასტებისთვისდა ექსტრემალური ოვერქლოქერებისთვის საფირის პროდუქციას მიმზიდველს და საუკეთესო არჩევანს. ჩვენი ტესტირებების მიხედვით, ვიდეოდაფა Sapphire Radeon HD 5850 იღებს ჯილდოს - "გონივრული არჩევანი", რომელიც გამოირჩევა მისაღები ფასით, კარგი წარმადობით და მაღალიდაჩქარებისუნარიანობით,რაც მას საუკეთესო პროდუქტის ტიტულს ანიჭებს.

ორთავიანი მონსტრი- Sapphire Radeon HD 5970 OC კი, ჯილდოვდება, როგორც "ჩვენი არჩევანი",რადგანიგიყველადროის ძლიერი 3D-ამაჩქარებელია.

u8qs372531lr1nhi3ml.jpg7nvmn76flvmpacqso356.jpg

წყარო :Habrahabr.ru76taiyl49cmklbam1kbm.jpg

P.S. წყაროს მოწოდებისთვის გმადლობ George-ს!

Edited by BeR0
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

Sapphire Radeon HD 5570 XtendTV ვსტროენი ტვ ტუნერით http://www.overclockers.ru/hardnews/40409/Videokarta_Sapphire_Radeon_HD_5570_XtendTV_so_vstroennym_TV-tjunerom_predstavlena_oficialno.html

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეს თემა მემგონი ძალიან ჩუმად გაიხსნა :D

ძველ ფორუმზე მქონდა გახსნილი და ახლა იმდენად აღარ არის საინტერესო თქვენთვის :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.