LEON Posted November 11, 2010 Share Posted November 11, 2010 კომპანია NZXT-მა გამოუშვა კვების ბლოკების ახალი სერია HALE90. მოდელთა ახალი რიგი გამოირჩევა ძალზედ მაღალი ეფექტურობით და საკმაოდ კარგი დიზაინით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანია ყოველთვის გამოირჩეოდა სიმძლავრის, ხარისხის და დიზაინის საუკეთესო შეხამების უნარით. კვების ბლოკების სეგმენტში კი ეს თვისება ყველაზე უკეთ იგრძნობა. ამას ადასტურებს სოსოს მიერ ამ რამდენიმე ხნის წინ წარდგენილი კვების ბლოკების სერია HALE Power. დღეს კი მსურს წარმოგიდგინოთ სერია HALE90-ის ყველა წარმომადგენელი. აღნიშნული სერიის სახელწოდებაში რიცხვი 90 მიუთითებს კვების ბლოკების ეფექტურობის მაჩვენებელზე. სერიას მინიჭებული აქვს 80+ Gold სერთიფიკატი, რითაც უკვე ყველაფერი ნათქვამია. 1. HALE90-550-S 550 ვატიანი კვების ბლოკი, რომელიც ძნელია მივაკუთვნოთ ე.წ. Low-End სტანდარტს, რადგან შესანიშნავი მაჩვენებლები აქვს. მე თავს არ შეგაწყენთ ჩემი კომენტარებით და წარმოგიდგენთ მაჩვენებელთა ტაბულებს: როგორც ხედავთ, მას მხოლოდ ერთი +12 ვოლტიანი არხი აქვს, რაც უზრუნველყოფს უფრო მეტ სტაბილურობას. იგი, ისევე როგორც სერიის ყველა სხვა მოდელი, აღჭურვილია 140 მილიმეტრიანი ფენით, რომელიც ჩუმად და ეფექტურად ასრულებს სამუშაოს. ფენი თავისი ფერით სრულიად ჯდება კვების ბლოკის დიზაინში და არ აუარესებს მას თვალი შევავლოთ კონდენსატორებსაც და დავრწმუნდეთ, რომ უბრალო ფუტლიარი არაა როგორც ვხედავთ, ეს მოდელი მოდულარი არაა, განსხვავებით მისი უფროსი ძმებისგან ეფექტურობის შესაფასებლად გამოგვადგება ქვემოთმოყვანილი დიაგრამა ხმაურის დონე კი ამ დიაგრამაზეა ასახული ზოგადად უნდა ითქვას, რომ 550 ვატიანი მოდელი არის შესანიშნავი გადაწყვეტილება PSU-ების კონკურენტულ ბაზარზე. მას ხომ +12V-ზე 45A-ის მოწოდება შეუძლია. 2. HALE90-650-M HALE90 სერიის მეორე წარმომადგენელი, რომელიც ასევე 80+ GOLD სერტიფიკატით იწონებს თავს, სრულ 54A-ს გამოიმუშავებს ერთ +12V-იან არხზე. სტაბილურად მუშაობა გარანტირებულია. ეს მოდელი, როგორც ვხედავთ მოდულარია. მის კონექტორთა ნაკრებში მოიძებნება საკმარისი რაოდენობა PCIe შესაერთებლებისა, რომ ჩავრთოთ როგორც SLI, ისე Crossfire. შევაფასოთ ეფექტურობა და ხმაურის დონე როგორც ვხედავთ, საკმაოდ კარგი მოდელია 650 ვატიანი 3. HALE90-750-M მოდელი რასაკვირველია არის 80+ GOLD სერტიფიკატით მონიშნული. მისი ერთადერთი +12V-იანი არხი სრულ 62A-ს გვაძლევს, რაც სრულიად საკმარისია ყველაზე მომთხოვნი სისტემის ასამუშავებლად. კვების ბლოკი რასაკვირველია მოდულარია ეფექტურობა ხმაური 4. HALE90-850-M თუ თქვენ გაქვთ მძლავრი ვიდეობარათი ან მათი კომბინაცია, მაშინ ეს მოდელი სწორედ თქვენთვისაა. მას +12V-ზე სრული 70A აქვს. ეს მოდელი მოდულარია და ამასთან გააჩნია 80+ GOLD სერტიფიკატი. დატვირთვის დროს ეფექტურობის ცვლილება ხმაურის დონე 5. HALE90-1000-M ყველაზე მძლავრი მოდელი HALE90 სერიაში. მისი ერთადერთი +12V-იანი არხი 82A-ს გვაწვდის, რაც თავზე გადაუვა გახევამდე დარაზგონებულ 480-ების წყვილს. აღნიშნული კვების ბლოკი რასაკვირველია მოდულარია ჩავიხედოთ მის გულში ( ) 80+ GOLD სერტიფიკატი რომ აქვს, ამას ჩემი შეხსენება არ სჭირდება. ეფექტურობა ხმაურის დონე ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ეხლა კი ყველაზე მთავარი: ფასები 550W - $119.99 650W - $139.99 750W - $159.99 850W - $179.99 1000W - $209.99 ამ თემის გადმოტანა გადავწყვიტე იმდენად, რამდენადაც დიდი სიმპათიები გამაჩნია ბრენდისადმი და კონკრეტულად ამ სერიისადმი 3 Link to comment Share on other sites More sharing options...
zviooo777 Posted November 26, 2010 Share Posted November 26, 2010 მართლაც რომ უმაგრესი კვების ბლოკები აქვს NZXT'ს :chojinfc: Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 26, 2010 Share Posted November 26, 2010 ამ თემის გადმოტანა გადავწყვიტე იმდენად, რამდენადაც დიდი სიმპათიები გამაჩნია ბრენდისადმი და კონკრეტულად ამ სერიისადმი გეთანხმები ახალი ბრენდია კვების ბლოკებში და ეგრევე მაღალი ეფექტურობით კვების ბლოკების გამოშვება დაიწყო Link to comment Share on other sites More sharing options...
leusbidz Posted January 15, 2013 Share Posted January 15, 2013 უმაგრესი კვებები აქ NZXT Link to comment Share on other sites More sharing options...
MILANISTA Posted February 15, 2013 Share Posted February 15, 2013 HALE90-750-M და Corsair CX750M რომელი ჯობია ამათგან ? Link to comment Share on other sites More sharing options...
OgaiB Posted February 15, 2013 Share Posted February 15, 2013 HALE90-750-M და Corsair CX750M რომელი ჯობია ამათგან ? რათქმაუნდა Hale90. 2-თავით სჯობს კორსაირის CX სერიას. HALE90 = Corsair AX > Corsair HX > Corsair CX 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
მოთამაშე Posted February 18, 2013 Share Posted February 18, 2013 უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ ამ ჩემი ანტარქტიდით :rolleyes: Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts