Jump to content

NZXT HALE 90


LEON

Recommended Posts

კომპანია NZXT-მა გამოუშვა კვების ბლოკების ახალი სერია HALE90. მოდელთა ახალი რიგი გამოირჩევა ძალზედ მაღალი ეფექტურობით და საკმაოდ კარგი დიზაინით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანია ყოველთვის გამოირჩეოდა სიმძლავრის, ხარისხის და დიზაინის საუკეთესო შეხამების უნარით. კვების ბლოკების სეგმენტში კი ეს თვისება ყველაზე უკეთ იგრძნობა. ამას ადასტურებს სოსოს მიერ ამ რამდენიმე ხნის წინ წარდგენილი კვების ბლოკების სერია HALE Power.

დღეს კი მსურს წარმოგიდგინოთ სერია HALE90-ის ყველა წარმომადგენელი. აღნიშნული სერიის სახელწოდებაში რიცხვი 90 მიუთითებს კვების ბლოკების ეფექტურობის მაჩვენებელზე. სერიას მინიჭებული აქვს 80+ Gold სერთიფიკატი, რითაც უკვე ყველაფერი ნათქვამია.

1. HALE90-550-S

550 ვატიანი კვების ბლოკი, რომელიც ძნელია მივაკუთვნოთ ე.წ. Low-End სტანდარტს, რადგან შესანიშნავი მაჩვენებლები აქვს. მე თავს არ შეგაწყენთ ჩემი კომენტარებით და წარმოგიდგენთ მაჩვენებელთა ტაბულებს:

ffaf9a8dc1c7.jpg

როგორც ხედავთ, მას მხოლოდ ერთი +12 ვოლტიანი არხი აქვს, რაც უზრუნველყოფს უფრო მეტ სტაბილურობას.

fd88e293e73d.jpg

იგი, ისევე როგორც სერიის ყველა სხვა მოდელი, აღჭურვილია 140 მილიმეტრიანი ფენით, რომელიც ჩუმად და ეფექტურად ასრულებს სამუშაოს.

5290cc085749.jpg

ფენი თავისი ფერით სრულიად ჯდება კვების ბლოკის დიზაინში და არ აუარესებს მას

251ef660d252.jpg

თვალი შევავლოთ კონდენსატორებსაც და დავრწმუნდეთ, რომ უბრალო ფუტლიარი არაა

78e55c86f224.jpg

როგორც ვხედავთ, ეს მოდელი მოდულარი არაა, განსხვავებით მისი უფროსი ძმებისგან

b97da05846f6.jpg

ეფექტურობის შესაფასებლად გამოგვადგება ქვემოთმოყვანილი დიაგრამა

3fd74a64fcd9.jpg

ხმაურის დონე კი ამ დიაგრამაზეა ასახული

3db6d789326c.jpg

ზოგადად უნდა ითქვას, რომ 550 ვატიანი მოდელი არის შესანიშნავი გადაწყვეტილება PSU-ების კონკურენტულ ბაზარზე. მას ხომ +12V-ზე 45A-ის მოწოდება შეუძლია.

2. HALE90-650-M

HALE90 სერიის მეორე წარმომადგენელი, რომელიც ასევე 80+ GOLD სერტიფიკატით იწონებს თავს, სრულ 54A-ს გამოიმუშავებს ერთ +12V-იან არხზე. სტაბილურად მუშაობა გარანტირებულია.

3f197a59b521.jpg

ეს მოდელი, როგორც ვხედავთ მოდულარია. მის კონექტორთა ნაკრებში მოიძებნება საკმარისი რაოდენობა PCIe შესაერთებლებისა, რომ ჩავრთოთ როგორც SLI, ისე Crossfire.

9193eeb5456d.jpg

366ae5b98931.jpg

შევაფასოთ ეფექტურობა

88cea41b85e8.jpg

და ხმაურის დონე

a9ccd2892fb5.jpg

როგორც ვხედავთ, საკმაოდ კარგი მოდელია 650 ვატიანი

65f091885481.jpg

3. HALE90-750-M

მოდელი რასაკვირველია არის 80+ GOLD სერტიფიკატით მონიშნული. მისი ერთადერთი +12V-იანი არხი სრულ 62A-ს გვაძლევს, რაც სრულიად საკმარისია ყველაზე მომთხოვნი სისტემის ასამუშავებლად.

e77c470fa6c7.jpg

კვების ბლოკი რასაკვირველია მოდულარია

b99ba553e0ac.jpg

b1c23b248c24.jpg

ეფექტურობა

7efae280ee3e.jpg

ხმაური

899e23b27e95.jpg

4. HALE90-850-M

თუ თქვენ გაქვთ მძლავრი ვიდეობარათი ან მათი კომბინაცია, მაშინ ეს მოდელი სწორედ თქვენთვისაა. მას +12V-ზე სრული 70A აქვს.

fc7356e44ce6.jpg

ეს მოდელი მოდულარია და ამასთან გააჩნია 80+ GOLD სერტიფიკატი.

771d768052e8.jpg

დატვირთვის დროს ეფექტურობის ცვლილება

3f9c6c0023c7.jpg

ხმაურის დონე

fffe6b9ae60e.jpg

5. HALE90-1000-M

ყველაზე მძლავრი მოდელი HALE90 სერიაში. მისი ერთადერთი +12V-იანი არხი 82A-ს გვაწვდის, რაც თავზე გადაუვა გახევამდე დარაზგონებულ 480-ების წყვილს.

24609ed48519.jpg

აღნიშნული კვების ბლოკი რასაკვირველია მოდულარია

68e1533956ee.jpg

7bf5ef35130d.jpg

ჩავიხედოთ მის გულში ( :givi: )

80c00a3011e5.jpg

29f53e6a172c.jpg

f0ca7d549f8f.jpg

80+ GOLD სერტიფიკატი რომ აქვს, ამას ჩემი შეხსენება არ სჭირდება.

ეფექტურობა

1c73b972ba63.jpg

ხმაურის დონე

05eb12b5c660.jpg

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ეხლა კი ყველაზე მთავარი: ფასები

550W - $119.99

650W - $139.99

750W - $159.99

850W - $179.99

1000W - $209.99

ამ თემის გადმოტანა გადავწყვიტე იმდენად, რამდენადაც დიდი სიმპათიები გამაჩნია ბრენდისადმი და კონკრეტულად ამ სერიისადმი

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ამ თემის გადმოტანა გადავწყვიტე იმდენად, რამდენადაც დიდი სიმპათიები გამაჩნია ბრენდისადმი და კონკრეტულად ამ სერიისადმი

გეთანხმები

ახალი ბრენდია კვების ბლოკებში და ეგრევე მაღალი ეფექტურობით კვების ბლოკების გამოშვება დაიწყო

Link to comment
Share on other sites

  • 2 years later...
  • 5 weeks later...

HALE90-750-M და Corsair CX750M

რომელი ჯობია ამათგან ?

რათქმაუნდა Hale90. 2-თავით სჯობს კორსაირის CX სერიას.

HALE90 = Corsair AX > Corsair HX > Corsair CX

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

68e1533956ee.jpg

უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ ამ ჩემი ანტარქტიდით :rolleyes:

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.