Jump to content

Danamics LMX Superleggera ქულერი თხევად მეტალზე


Recommended Posts

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პროცესორისთვის განკუთვნილი გაგრილების სისტემების ერთობ ორიგინალური სეგმენტი, კერძოდ თხევადი მეტალის ქულერები. მაგალითისათვის განვიხილავთ კომპანია Danamics-ის მიერ წარმოებულ ქულერს Danamics LMX Superleggera. კომპანიას ამ ტიპის ქულერის საინჟინრო ნიმუშის შექმნისას გათვალისწინებული ჰქონდა სპეციალისტთა მოსაზრება, რომ თხევად მეტალს შესანიშნავად შეეძლო სითბოს გადატანა, თუ მას საჭირო სისტემაში მოაქცევდნენ და სწორ მიმართულებას მისცემდნენ. ქულერის მექანიზმი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს წყლის გაგრილების სისტემისას, მოქმედებს შემდეგნაირად. სითბურ მილაკებში მოთავსებულია საჭირო რაოდენობის თხევადი მეტალი, რომლის მოძრაობასაც უზრუნველყოფს პომპა. გაცხელებული თხევადი მეტალის გაგრილებას უზრუნველყოფენ მძლავრი ფენები. ამ სურათზე სწორედ საბენჩაო მაგიდაზე მოთავსებულ Danamics LMX Superleggera-ს ვხედავთ.

cdd7afd7a449.jpg

რაში მდგომარეობს თხევადი მეტალის საიდუმლო? პასუხი ქიმიის მეცნიერებაში უნდა ვეძიოთ. ალბათ ყველა თქვენგანს გაუგია მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემა. ამ სისტემის ერთ ერთ ჯგუფში გაერთიანებული არიან ტუტე მეტალები, რომლებიც დნობის ძალზედ დაბალი ტემპერატურებით გამოირჩევიან. ინჟინრებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ ამ მეტალთა ქიმიური თვისებით, რაც მათ იოლად გათხევადებაში გამოიხატებოდა და მათგან ორის: კალიუმის და ნატრიუმისაგან დაემზადებინათ ე.წ. ნაცრისფერი შენადნობი აბრევიატურით NaK. ერთი შეხედვით მარტივი საქმე გახლავთ, მაგრამ ვისაც ოდნავი შეხება აქვს ქიმიასთან, ეცოდინება, რომ ეს ორი მეტალი სუპერ აქტიურია და ჰაერთან და წყალთან კონტაქტში შეიძლება მოხდეს რეაქცია, რომელიც დიდი ალბათობით გამოიწვევს აფეთქებას (მე პირადად იმ ნეტარსახსენებელ დროს, როცა ქიმიის აქტიური მიმდევარი გახლდით, ამ რეაქტივებს ნავთით სავსე ჭურჭელში ვინახავდი). მაგრამ ტექნიკოსებმა შეძლეს და დაამზადეს საჭირო სიმტკიცის გამტარები, რომლებიც გამორიცხავდნენ გაჟონვას და ფატალურ შედეგს.

მეორე ტექნოლოგიური საოცრება გახლავთ ის, რომ თხევად მეტალს ნიკელით დაფარულ სითბურ მილაკებში ამოძრავებს პომპა, რომელსაც მოზრავი ნაწილები არ აქვს(!). მთელი საიდუმლო ელექტრომაგნიტურ ველშია დამალული. სწორედ იგი წარმოქმნის ძალას, რომელიც აიძულებს თხევად მეტალს გადაადგილდეს სითბურ მილაკებში.

Danamics LMX Superleggera საკმაოდ მძიმე ქულერია. იგი 1180 გრამს იწონის და საკმაო ჯაფას აყენებს დედაპლატას, რომელზეც იგი არის დამაგრებული. ცემი სუბიექტური აზრიტ მისი გამოყენება საბენჩაო მაგიდის არსებობის შემთხვევაში უფროა რეკომენდირებული. რაც შეეხება ზომებს სამ განზომილებაში: 158.2 x 170.5 x 90 მმ. საკმაოდ დიდი ქულერია და კეისში მისი ჩაყენება გარკვეულ პრობლემებს შექმნის.

422278a8f1aa.jpg

რაც შეეხება სოკეტებთან თავსებადობას. აქ უკვე სიტუაციაა იდეალურადაა. დღესდღეობით არსებული ყველა ძირითადი სოკეტი მხარდაჭერილია: Intel version: LGA775, LGA1156, LGA1366; AMD version Socket AM2/AM2+/AM3.

მოვცილდეთ მეცნიერებას და გადავიდეთ პრაქტიკულ საკითხებზე. ქულერის შეფუთვის გახსნისას ქულერთან ერთად ჩვენ ხელთ აღმოჩნდება ყველა ტიპის სამაგრი, ინსტრუქციები და ე.წ. ძალური დანადგარი. ამსათან თვალში მოგვხვდება ორი სხვადასხვა ტიპის 120 მილიმეტრიანი ფენი, რომლებსაც საკმაოდ ეფექტური დიზაინი გააჩნიათ.

fa53b5926793.jpg

რაც შეეხება ე.წ. ძალურ დანადგარს(ეს ტერმინი თავად შევარჩიე და გადმოვირე ბირთვული ფიზიკიდან, რომელიც ესოდენ მიყვარს), რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს ქულერში ჩაშენებული პომპა, აქვს სტანდარტული ზომა 3.5 ინჩი და მოიხმარს სასწაულად მცირე სიმძლავრის დენს: 1 ვატს(!)

e6d2564ecad2.jpg

af515f533cbe.jpg

არცერთ ჩემ სიტყვას, რომელიც მიუთითებს ამ ქულერის ეფექტურებაზე, არ ექნება ფასი თუ არ წარმოგიდგენთ ტესტირების შედეგებს. ტესტირებისათვის გამოყენებულია ინტელის წარმოების Core i5 750 პროცესორი, რომელიც უკვე საკმაოდ გავრცელებულია და საკმაოდ მძლავრიც. ქულერზე დამონტაჟებული ფენების ბრუნთა რიცხვი კონტროლდება eVGA p55 Classified 200 დედაპლატის ბიოსის მიერ.

დაუტვირთავ მდგომარეობაში ჩვენ ვიღებთ 30 გრადუსს ცელსიუსის შკალით, ხოლო 100%-ით დატვირთვის დროს ეს მაჩვენებელი 45 გრადუსამდე იზრდება. შემდეგი ტესტი ჩატარდა აჩქარებულ მდგომარეობაზე. 3.3 GHz-მდე აჩქარებისთვის პროცესორს მიაწოდეს 1.3 ვოლტი ძაბვა, სემდგომ კი რამდენიმე ქულერზე დატესტეს.

დაუტვირთავი მდგომარეობა:

cf07d7eead10.jpg

დატვირთული მდგომარეობა:

c5315da5702e.jpg

გაითვალისწინეთ, რომ ოთახის ტემპერატურა 21 გრადუსია.

ხმაურის დონე. 80%-იანი დატვირთვით მომუშავე ფენები წარმოქმნიან 44 დეციბალის ტოლფას ხმას.

167d8f0d8fb1.jpg

დასკვნისათვის შეიძლება ითქვას, რომ ეს მოწყობილობა ნამდვილად არის ახალი სიტყვა ქულერების სამყაროში და მისი დახვეწა მომავალში აუცილებლად მოგვცემს ბევრად უკეთეს შედეგებს.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.