Jump to content

როგორ გავაკეთოთ სწორი screenshot-ი


Recommended Posts

აქ ვეცდები ლაკონურად ავხსნა როგორ გავაკეთოთ screenshot-ი ბენჩმარკების ტესტების ვალიდაციისთვი

საერთოდ სურათის გადაღება ხდება მარტივად კლავიატურაზე print screen კლავიშზე (შეიძლება შემოკლებით Prt scr ეწეროს) დაჭერით ეკრანის სურათი ინახება ბუფერში

2be23a56e5f6.gif

ამის შემდეგ უნდა გავხსნათ ვინდოუსში mspaint პროგრამა შემდეგ ან მაუსის მარჯვენა კნოპკით paste ფუნქციით ან კლავიშების კომბინაციით Ctrl + v სურათი გამოჩნდება პროგრამაში რომლის შენახვაც შეგვიძლია ნებისმიერ ფორმატში (ან შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პროგრამები ეკრანის სურათის გადასაღები). უმჯობესია jpg ფორმატში შევინახოთ save as ფუნქციით შედარებით პატარა გამოვა მოცულობაში სურათი.

ამის შემდეგ შენახული სურათი შეგვიძლია ავტვირთოთ რომელიმე სერვერზე მაგალითად radikal.ru-ზე

იმისთვის რომ სურათი არ დააპატარავოს ზომაში უნდა მოვხსნათ ორი თოლია (პწიჩკა)

8bdf941baa72.jpg

ეხლა როგორ უნდა იყოს გაფორმებული ბენჩმარკებში სურათები, ანუ რა პროგრამების ფანჯარა უნდა ჩანდეს.

3D mark Vantage მაგალითი

a09dec6e7229t.jpg

1. Nvidia-ს კარტების შემთხვევაში Nvidia კონტროლ პანელიდან გამორთული უნდა იყოს PhysX.

ATI-ს PhysX არა აქვს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში...

ჩართული იყო თუ არა ტესტის დროს ადვილად გავიგებთ ასე რომ შეგიძლიათ არც გამოიტანოთ სკრინზე ;)

სხვა 3D მარკებში აზრი არა აქვს ჩართული გექნებათ თუ არა, ნება თქვენია.

2. უნდა ჩანდეს წითლად შემოხაზული ფანჯრები, ანუ აუცილებელია ჩანდეს რეზოლუცია რომელზეც გავატარეთ ტესტი და საშუალო FPS ტესტებში. ყველა ბენჩი ტარდება Default რეზოლუციაზე, ამ ტესტში რეზოლუციას განსაზღვრავს სიმბოლო P (performance).

ასევე უნდა ჩანდეს CPU-z და GPU-z სკრინები, თუ რამოდენიმე კარტით ჩატარდა ტესტი ჩამოშლილი უნდა იყოს ფანჯარა სადაც ჩანს კარტების რაოდენობა.

3. სასურველია მაგრამ აუცილებელი არ არის მწვანედ შემოხაზული სკრინები ანუ CPU-z memory და mainboard ტაბები.

4. გაატარეთ მხოლოდ GPU და CPU ტესტები. Future ტესტები შეგიძლიათ გამორთოთ, დროის კარგვაა...

როგორ მოვიგოთ დრო 3DMark Vantage-ის გატარებისას

448ca345e011t.jpg

გამორთეთ ყველა feature test (სურათზე მაგალითისთვის ორი ცალი მაინც ჩართულია მაგრამ ყველა გამორთეთ)

3D Mark 06 მაგალითი

48ac962b1ab9t.jpg

1. უნდა ჩანდეს წითლად შემოხაზული პუნქტები. რეზოლუცია რომელზეც გაატარეთ ტესტი და უნდა იყოს 1280 X 1024 (Default რეზოლუცია) თუ მონიტორს ასეთი გაფართოება არა აქვს სხვა მონიტორი იშოვეთ :) ასევე უნდა ჩანდეს CPU-z და GPU-z სკრინები.

2. აუცილებლად უნდა ჩანდეს Details ფანჯარა საშუალო FPS-ით ყველა ტესტში.

3. თუ რამოდენიმე კარტით ჩატარდა ტესტი ჩამოშლილი უნდა იყოს ფანჯარა სადაც ჩანს კარტების რაოდენობა.

4. სასურველია მაგრამ აუცილებელი არ არის მწვანედ შემოხაზული სკრინები ანუ CPU-z memory და mainboard ტაბები.

5. სხვა ბენჩებისგან განსხვავებით გასატარებელი ტესტები ავტომატურად მონიშნულია, არაფრის მოკლება არ გჭირდებათ.

3D Mark 05 მაგალითი

fd01f403afd0t.jpg

აბოლუტურად იგივე ხდება რაც 06-ში უბრალოდ აქ სავალდებულო რეზოლუცია 1024 X 768 რომელიც Default რეზოლუციაა და ავტომატურად დგება.

შეგიძლიათ გამორთოთ ყველა ტესტი და გაბენჩოთ მხოლოდ Game ტესტები დანარჩენი დროის კარგვაა.

EVEREST - Bechmark მაგალითი

952d1907870at.jpg

აუცილებელია წითლად შემოხაზული ფანჯრები. მწვანედ შემოხაზული ფანჯრები სავალდებულო არ არის მაგრამ სასურველია.

Hall Of Fame შევსებისას დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ ციფრებს დაუსმევთ წერტილებს ათასეულის ნიშნულთან მაგალითად ასე 25.004; 23.259; 28.174 და ა. შ.

SuperPI & Wprime მაგალითი

a19faec6d6cet.jpg5c493569bdb9t.jpg

ამ ტესტებშიც უნდა ჩანდეს წითლად შემოხაზული ფანჯრები, ანუ თვითონ ტესტის ფანჯარა, SuperPi-ში უნდა ჩანდეს რომ ტესტი 1MB-ზე გატარდა და არა ნაკლებზე. და როგორც Superpi ასევე Wprime ტესტში უნდა ჩანდეს CPU-z მთავარი და Memory ტაბით.

Mainboard ტაბი აცულიებელი არ არის.

wprime-ში advanced settings

threads - მიუთითეთ ნაკადების რაოდენობა თორემ ქულას დაგაკლებთ

df4b15b09a92.jpg

Fritz Chess მაგალითი

50fe05ab9679t.jpg

აუცილებელად უნდა ჩანდეს CPU-z მთავარი და Memory ტაბით.

Unigine Heaven მაგალითები

DX11 (ქულა აღნიშნულია X სიმბოლოთი)

eba2ce63b52at.jpg

DX9 (ქულა აღნიშნულია B სიმბოლოთი)

33f1ee9653aft.jpg

წითლად შემოხაზული ფანჯრები სავალდებულოა. ასევე რამოდენიმე ვიდეო კარტის შემთხვევაში ჩამოშლილი უნდა იყოს GPU-z სკრინზე ფანჯარა.

მწვანედ შემოხაზული ფანჯრები სასურველია მაგრამ სავალდებულო არ არის.

მწვანედ შემოხაზულ ფანჯრებზე მინდა გითხრათ რომ სავალდებულო არ არის მაგრამ ძალიან საინტერესოა და კარგი იქნება თუ მათაც მოაყოლებთ, მაგრამ თუ არ მოაყოლებთ ამის გამო არავინ დაგსჯით. შედეგი დაფიქსირდება.

თუ თქვენი სკრინები ასე იქნება გაფორმებული შედეგები დაემატება რანკინგს. სხვა შემთხვევაში რანკინგში არასრულყოფილი სურათით შედეგს ვერ დავამატებთ.

წარმატებულ ბენჩებს გისურვებთ :)

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.