Jump to content

Extreme Overclocking


Recommended Posts

Dry-Ice Extreme Overclocking

Overclockers.ge-ს გუნდმა ჩაატარა რიგით მეორე Dry-Ice Overclocking სესია. პირველი სეესიისგან განსხვავებით, ამჯერად ჩვენს ხელთ აღმოჩნდა დედაპლატა: Rampage Formula. OverDozeD-მდა თავისი დედაპლატა ჩააბარა Hannibal-ს ინსულაციის გასაკეთებლად. დაახლოებით 3 საათის შემდეგ დედაპლატა მზად იყო მშრალი ყინულისათვის. Hannibal-ის Tube-მა რამოდენიმე ცვლილება განიცადა და უფრო სრულყოფილი გახდა.

i12261_small.jpg

პირველი Dry-Ice სესიისგან განსხვავებით, ამჯერად ჩვენი მიზანი არ იყო მხოლოდ Tube-ის დატესტვა, არამედ ამჯერად ჩვენი მთავარი მიზანი იყო საქართველოს რეკორდის მოხსნა.

მაგრამ ამჯერადაც პრობლემების გარეშე ვერ შევუდექით Overclocking-ს. ოპერაციული სისტემა Windows XP IDE HDD-ზე გარდაიცვალა, ამიტომ საჭირო გახდა სხვა HDD-ს შოვნა Windows XP-თი.

გარდა ამისა პრობლემები შეიქმნა Tube-თან დაკავშირებითაც, აღმოჩნდა რომ ის სრულყოფილად არ ეხებოდა პროცესორის (Celeron D347) ზედაპირს. რა საკვირველია ასეთ პირობებში რაზგონი შეუძლებელი იყო მაღალი ტემპერატურების გამო. მცირე შესწორებების შემდეგ Tube დაჯდა პროცესორზე და მისი ტემპერატურა ჩამოაგდო -45 გრადუსამდე.

451c19a4cd89.jpg

ამის შემდეგ ჩვენ აღარაფერი გვიშლიდა ხელს საქართველოს რეკორდის დასამყარებლად.

მოგეხსენებათ რომ Rampage Formula-ს არ აქვს ოფიციალური Celeron D347-ის მხარდაჭერა, მაგრამ მიუხედავად ამისა პროცესორი მაინც დარაზგონდა.

5.3GHz-ის გადაცილება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ პროცესორის დარაზგონებისას ტემპერატურა -45 გრადუსიდან ადიოდა +50 გრადუსამდე.

ჩვემ ვიყემებდით ვოლტაჟს 1.9-ის ფარგლებში.

ოპერაცილული სისტემა ჩაიტვირთა 5420Mhz-ის ტოლ სიხშირეზე, შემდეგ SetFSB-ს გამოყენებით დავაფიქსირეთ 5616.6 MHz რაც უკვე საქართველოს რეკორდია, თუმცა მიღწეულზე ჩვენ არ გავჩერდით და წავედით უფრო შორს. ჩვენ მოვახერხეთ 5753.93 MHz-ის დაფიქსირება, სამწუხაროდ ამჯერად 6Ghz-ის გადალახვა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო მაღალ შედეგებს გპირდებით.

3f76c60cb4bb.jpg

339865013770.jpg

Text BY NODO-GT (ნოდარ სვანიძე)

მხოლოდ overclockers.ge-სათვის!

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.