Jump to content

Recommended Posts

როდესაც კინოს მოყვარულთ ჩვეულებრივი 3D არ ჰყოფნით, ისინი 4D-კინოთეატრებს სტუმრობენ, რათა არა მარტო დაინახონ ეკრანზე მიმდინარე მოვლენები, არამედ იგრძნონ ის, რაც ხდება. კინოში “მეოთხე განზომილების” ერთ-ერთი შემქმნელია კომპანია D-Box Technologies, რომელმაც საკუთარი სავარძლები უკვე დაამონტაჟა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 70 კინოთეატრში, რომელთაგან 50 აშშ-შია.

ფილმის ყურებისას 4D სავარძელი ვიბრაციას განიცდის, იხრება და ბრუნდება იმისდა მიხედვით, თუ რა ხდება ეკრანზე, ამ შეგრძნებების შეფასება მხოლოდ კინოს ნამდვილ გურმანს შეუძლია. მით უფრო, რომ ასეთ ფილმზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაც საშუალოდ 8 დოლარით მეტია ჩვეულებრივ 3D-თან შედარებით. თუმცა, ესეც გასაგებია, რადგანაც 4D დარბაზში არსებული თითოეული სავარძელი ათი ათასი დოლარი ღირს.

როდესაც ეკრანზე აფეთქებაა, სავარძელი ვიბრაციას იწყებს, როდესაც მთავარ გმირს მკერდში ურტყავენ, ან მანქანით ძალიან სწრაფად მოძრაობას იწყებს, სავარძელი უკან იხრება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის გახლავთ, რომ მარჯვენა სახელურზე ეფექტის სიღრმის მართვის პულტია. სეანსის დასაწყისში ეს მნიშვნელობა “ნორმალურზეა” დაყენებული, თუმცა მაყურებელს შეუძლია პოზიცია შეცვალოს “ძლიერზე” ან “სუსტზე”. ან საერთოდ გამორთოს სავარძლის მოძრაობა.

D-Box Technologies-ის სავარძლები კინოთეატრებში 2009 წლის აპრილში გამოჩნდა, ხოლო დღეისათვის კომპანიას შეთანხმებები აქვს გაფორმებული ჰოლივუდის უმსხვილეს კომპანიებთან, უკანასკნელ გახმაურებულ პროექტებს შორისაა «ფორსაჟი 5», «კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე», აგრეთვე ფილმის მეორე ნაწილი «ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები». ამას გარდა, D-Box მუშაობს გადაწყვეტებზე პერსონალური სარგებლობისთვის, რომლებში შევა პროდუქტები როგორც სახლის კინოთეატრებისთვის, ასე სათამაშო სადგურებისთვისაც.

ვიდეო ნახეთ და ყველაფერს მიხვდებით

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

ხერხი 7 4დში.მე იქ დავრჩებოდი :D

Link to comment
Share on other sites

საქართველოში არ იქნება ნეტა?

Link to comment
Share on other sites

საქართველოში არი 5D რაცხა ასტრა პარკში და ეხლა ამირანშიც არი :)

Link to comment
Share on other sites

ამირანში არის 5D? ვა რაღაც არ მსმენია

ისე 5D ზოგადად კი საკაიფოა მაგრამ ცუნამის კადრების ყურება ტეხავს მაგ კინოთეტრში :D წარმომიდგენია 2012 როგორი საყურებელი იქნებოდა 5D-ში :rofl:

Link to comment
Share on other sites

საქართველოში არი 5D რაცხა ასტრა პარკში და ეხლა ამირანშიც არი :)

ვტფ 5D რაღააა, ამირანში ჯერ 3D დახვეწონ ნორმალური ხარისხი და ეფექტი რო ქონდეს და 4ზე და 5ზე მერე გადავიდნენ

Link to comment
Share on other sites

რა 5D რაებს ბოდიალობთ? :D

4D არის "ბოლო" ჯერ რაც არსებობს და ეს 5D რაღაა :D

5-ზე ჰაერში იფრენ :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

რა 5D რაებს ბოდიალობთ? :D

4D არის "ბოლო" ჯერ რაც არსებობს და ეს 5D რაღაა :D

5D არის ფიზიკური ეფექტები ანუ ქარი უბერავს ცივა ცხელა წვიმს თოვს და ასე შემდეგ

Edited by fashisti
Link to comment
Share on other sites

4დ არის რუსთაველზე სადღაც პატარა კინოთეატრის პონტია ზუსტად არ დამამახსოვრდა მისამართი და 5 წუთი ღირს 10 ლარი. 5 ადგილია სულ მგონი :D

Link to comment
Share on other sites

4დ არის რუსთაველზე სადღაც პატარა კინოთეატრის პონტია ზუსტად არ დამამახსოვრდა მისამართი და 5 წუთი ღირს 10 ლარი. 5 ადგილია სულ მგონი :D

2 საათიან ფილმს რო ვუყურო მანდ :D გავკოტრდები :D

წავალ 10 ლარად სადმე კინოთეატრში ან სულაც Download <-----(Fuck Yea)

Link to comment
Share on other sites

4დ არის რუსთაველზე სადღაც პატარა კინოთეატრის პონტია ზუსტად არ დამამახსოვრდა მისამართი და 5 წუთი ღირს 10 ლარი. 5 ადგილია სულ მგონი :D

5 წუთი 10 ლარი რა პონტია ?

რა ტრეილერების ნახვაში ახევენ ფულს ხალხს თუ რა :D

არ იქნება ეგრე

Link to comment
Share on other sites

5 წუთი 10 ლარი რა პონტია ?

რა ტრეილერების ნახვაში ახევენ ფულს ხალხს თუ რა :D

არ იქნება ეგრე

ფილმები არ არის. სხვადასხვა ვიდეოებია. მაგალითად ამერიკული მთების სიმულაცია და ა.შ. :rolleyes: მე ტყუილებს არ ვწერ გინდ დაიჯერეთ გინდ არა :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

რა ტრეილერების ნახვაში ახევენ ფულს ხალხს თუ რა

+1 :givi:

ისე 2012-ს სიამოვნებით ვიხილავდი 4D-ში :ugly_wink:

Link to comment
Share on other sites

ფილმები არ არის. სხვადასხვა ვიდეოებია. მაგალითად ამერიკული მთების სიმულაცია და ა.შ. :rolleyes: მე ტყუილებს არ ვწერ გინდ დაიჯერეთ გინდ არა :chojinfc:

შენ ტყუილებს არ წერ, შენ თავად ტყუილი ხარ :mad:

Link to comment
Share on other sites

ეგ ვიცი რაც არის, მაგრამ მაქ მარტო სკამი მოძრაობს, არანაირი ქარი და მსგავსი მამაძაღლობა.

წვიმაზე და წყლის წვეთებზე ხო საუბარიც ზედმეტია

Link to comment
Share on other sites

შენ ტყუილებს არ წერ, შენ თავად ტყუილი ხარ :mad:

ჩაკ ნორისში არ აგერიო :aba: პს: წყლის წვეთებიც არის და ქარიც გაგიგებთ თუ გინდა მისამართს დაიცა :chojinfc:

Edited by დათო
Link to comment
Share on other sites

ეგ ვიცი რაც არის, მაგრამ მაქ მარტო სკამი მოძრაობს, არანაირი ქარი და მსგავსი მამაძაღლობა.

წვიმაზე და წყლის წვეთებზე ხო საუბარიც ზედმეტია

ეგ 3.5D ყოფილა მაშინ :D

არ ვიცი აქ რა არის მაგრამ 4D-ს ეძახიან როცა სკამებიც მოძრაობს, წყლის წვეთებიცაა და ა.შ

Link to comment
Share on other sites

ეგ 3.5D ყოფილა მაშინ :D

არ ვიცი აქ რა არის მაგრამ 4D-ს ეძახიან როცა სკამებიც მოძრაობს, წყლის წვეთებიცაა და ა.შ

დისლეილენდში იყო 3D, ძაღლი გაფურთხებდა და წყალი მართლა გესხმებოდა :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.