Jump to content

CM 690 Chassis


Recommended Posts

Coooler Master 690

ეს ქეისი გუშინწინ ვიყიდე Oriontech-ში და ძალიან კმაყოფილი ვარ. ხოდა რადგანაც მაგრად მომეწონა გადავწყვიტე დავწერო რევიუ ამ ქეისზე იმათთვის ვისაც 192 ლარი აქვთ და ქეისის ყიდვა უნდათ
:D
სტატიაში გამოყენებული იქნება ჩემი და Techpowerup.com-ს გადაღებული სურათები, ჩემები ბანძი რო გამოვიდა სუპერ ბექგრაუნდებით მაგიტომ
:D
იმედია გაარჩევთ ჩემს გადაღებულებს Techpowerup-ს გადაღებულებიდან
:D
. როგორც ვანომ თქვა ჩვენ საიტს აკლია ჩვენ ჰარდზე გაკეთებული სტატიები და მგონი არ არის აუცილებელი მაინცდამაინც სპონსორმა რომ მოგვაწოდოს ჰარდი სტატიის დასაწერად როცა ბევრ ჩვენგანს ვიდეოკარტიდან დაწყებული ქეისამდე დამთავრებული high-end რკინეული აქვს
:D

c5641005c04e.jpg

ქეისი Cooler Master 690 პირველად 2007 წლის შემოდგომაზე ვიხილეთ, ამ ქეისის მოცულობა საკმარისია Crossfire ან SLI-სთვის, გარე კონექტორების შესანიშნავი კრებული (მათ შორის eSata), საკმაო რაოდენობის ფენები და კიდე ბევრი კარგი სხვა რამ, რაზეც იქნება მიძღვნილი ეს სტატია. ქეისის ზომები

ფერი

შავი

Drive Bay-ების რაოდენობა

5

ქეისი ტიპი

ATX, Micro-ATX

Expansion სლოტები

7 სტანდარტული სლოტი

ქეისის ფენები

წინა: 120 მმ ლურჯ LED-იანი ფანი x 1, 1200 rpm, 21 dBA, უკანა: 120 მმ სტანდარტული ფენი, 1200 rpm, 21 dBA, ზემო: 120 ან 140 მმ ფენი x 2 (ოპციონალური), ძირზე: 120 მმ ფენი x 1 (ესეც ოპციონალური), მარცხენა: 120 მმ ფენი x 2 (ერთი მოყვება, ერთიც ოპციონალური) შესაძლებელია 140მმ ფენის დაყენებაც

ზომები

(სიგანე)213 X (სიმაღლე)482 x (სიგრძე)524.5 მმ

წონა

9.8 კგ

წინა I/O

USB 2.0x2, IEEE 1394 x1, MIC x1, eSATA x 1,SPK x1 ( HD Audio-ს მხარდაჭერა)

შეფუთვა

8502dc8c9bbf.jpg47474412268d.jpg

მარცხენა TPU-ს, მარჯვენა ჩემი

როგორც Cooler Master-ს სხვა პროდუქტების შეფუთვა, ამ ქეისის ყუთიც ვარდისფერი და თეთრი ფერებითაა გაფორმებული. წინა მხარეს ქეისი და კომპანიის დიდი ლოგოა, ასევე დიდადაა ქეისის სახელი CM-690 (CM ნიშნავს Cooler Master-ს) უკანა მხარეს კი ვხედავთ ქეისის სხვადასხვა სურათს, რომლებზეც გამოსახულია ქეისის მთავარი პრიორიტეტები.

აქსესეუარები

9a6addaeb486.jpg

ქეისის შიგნით მიმაგრებული იყო პატარა თეთრი კარდონის ყუთი, რომელშიც იდო ქეისის ინსტრუქცია, დედაპლატის ქეისისგან გამოსაყოფი ვინტიკები, კაბელების დასამაგრებელი და წინა სლოტის 3.5 ინჩიანზე გადამყვანი Floppy და სხვა დივაისებისთვის. ეს სხვა ქეისების აქსესუარებთან შედარებით ცოტაა, მაგრამ როგორც გაირკვა ისინი ქეისის სხვადასხვა ადგილებში არიან
:spiteful:

ქეისი ახლოდან

396ace4d6705.jpg1485cd637d57.jpg

Cooler Master-მა ქეისის წინა ნაწილი რკინისა და მყარი პლასმასისგან გააკეთა. კომპანია ცნობილია მისი სოლიდური დიზაინით უფრო ძვირფას ქეისებში. CM-ს დიდი ლოგო კარგად ჩანს ქეისის წინა მხარეს. პირველი სასოამოვნო რამ რაც ქეისის უკანა ნაწილზეა, არის ის რომ კვების ბლოკის დაყენება შესაძლებელია ქეისის ქვედა ნაწილში, დედაპლატის ქვემოთ.

037ef05b5a5d.jpge3cbeda5724e.jpg

ქეისის ორივე მხარეს ფენების დასამგრებელი ნახვრეტებია. სურათზე ჩანს 8 სანტიმეტრიანი ფენის დასამაგრებელი ადგილი, მისი ფუნქცია პროცესორის უკანა ნაწილის გაგრილებაა.

a005c4e6fdc8.jpg786bf343e4d6.jpg

მეორე მხარეს ვხედავთ ორ მასიურ ფენის ხვრელს ორივეზე შესაძლებელია დაყენდეს 80-დან 140 მმ-მდე დიამეტრის ფენი. ამ მხარეს ერთი ფენი უკვე ამაგრია რომლის შეერთება შესაძლებელია როგორც პიდაპირ დედაპლატაზე ასევე 4 პინიანი მოლექსის ორივენაირ შესაერთებელზე.

be1de93dd160.jpg301dd661b7f0.jpg

ქეისზე I/O პანელი გადატანილია ქეისის ზევითა მხარეს, რაც ძალიან კომფორტულია მათთვის ვინც ქეისის მაგიდის ქვეშ დადებას აპირებს. პანელზე არის 2 ცალი USB 2.0, Firewire, eSATA, მიკროფონისა და ყურსასმენის შესაერთებელი. ჩართვის და გადათვირთვის ღილაკები ქეისის მარჯვენა ნაპირზეა მოთავსებული, ისინი საკმაოდ მოზრდილები არიან, ამიტომ მათი პოვნა არ გაგიჭირდებათ
:)

770965907977.jpg

კიდევ ერთი კარგი რამ, არის რეზინის კარგი დიზაინის მქონდე სადგამები რაზეც CM 690 დგას. სხვა ქეისებისგან განსხვავებით CM-მ ეს სადგამები უქსკლუზიურად ამ ქეისისთვის შექმენა.

2501eaa8ec53.jpga3a5df17d37b.jpg

ქეისი უკანა მხარეს კარგად ჩანს 120 მმ-იანი ფენი, 7 PCI დივაისების სლოტი, დედაპლატის I/O სლოტი და 2 ცალი წყლის მილის რეზინის ნახვრეტი.

ქეისის შიგნით

be367b230841.jpg141b1fe9a6b5.jpg

ქეისის შიგნით უამრავი საინტერესო რამ ხდება, დავიყწოთ ქეისის ჭერით
:D
დედაპლატის Tray-ს ფენის ჭრილის გარდა აქვს კიდევ 2 პატარა ნახვრეტი, რომლებიც მე Tray-ზე მიმაგრებული პლასტმასის სამაგრებტან ერთად Cable Menagement-სთვის გამოვიყენე
:D
5.25 ინჩიან Bay-ს ორივე მხარეს აღმოჩნდნენ ის ვინტები რომლებიც აქსესუარებს აკლდნენ. ეს ძალიან მოსახერხებელი სისტემაა მათთვის ვისაც პრობლემა აქვს ქეისის დაშლა-აწყობის დროს ვინტების დაკარგვაზე. ვინტები არიან ორი სახის- M3 და 6-32. რომელთა საერთო რაოდენობაც 40 ცალს აღწევს.

bb690e0dc293.jpg735113c02823.jpg

f06173d6fc5b.jpg1a4ee85eec24.jpg

3.5 და 5.25 დივაისების სამაგრები ძალიან მოსახერხებელია, DVD-rw და HDD ორივე ძალიან ადვილად დამაგრდა მექანიკური დამჭერებით. HDD ჯერ თავსდება პლატმასის Tray-ზე და შემდეგ უადვილესად ჯდება 3.5-იან tray-ში. HDD Tray ჩვეულებრივი ქეისებისგან განსხვავებით შემოტრიალებულია, და კაბელების შეერთება მყარ დისკზე მეორე მხრიდან ხდება.

0c032b57b44c.jpg84e3f4b5ef1a.jpg

ასევე ადვილად ხდება PCI დივაისების და კვების ბლოკის დამაგრება ქეისში. PCI ბრეკეტები აადვილებს ვიდეოკარტების და სხვა დივაისების ქეისზე დამაგრებას. კვების ბლოკი დამაგრების შემდეგ გამოყოფილია ქეისიდან რეზინებით რაც ახშობს კვების ბლოკისგან გამოწვეულ ვიბრაციას. PSU tray-ს გვერძე ქეისის ძირზე დამაგრებულია 120 მმ ფენის პლასტმასისი სამაგრი რომელსაც მტვრის ფილტრიც გააჩნია. ჭერზე ვხედავთ 2 დიდ ფენის ნახვრეტს, რომლებზეც შესაძლებელია დამაგრდეს 80-დან 140 მმ-მდე ნებისმიერი ტიპის ფენი.

9372a884afea.jpg7a8bf82860a6.jpg

დასრულებული ქეისი

ქეისში ნაწილების ჩადება და კაბელების ლამაზად გაწყობა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. Box ფენის უქონლობის გამო იძულებული გავხდი davita-ს ნაჩუქარი 120მმ-იანი ფენი დროებით ქეისის ჭერზე ჩამომეკიდა ინტელის სტოკ რადიატორის წინ
:D
DVD-rw დავიტოვე ძველი და გასალამაზებლად IDE კაბელს მოდი გავუკეთე რეზაკით და ლურჯი ლეიკოპლასტირით. მოკლედ ძალიან მაგარი ქეისია მათთვის ვისაც 192 ლარი აქვს და ქეისის ყიდვა უნდა
:D
მინუსები 2 ცალი ვუპოვე, პირველი ის რომ I/O კონექტორები მაღლა აქვს და რადგან ქეისი მაგიდაზე მიდგას ძნელი მისაწვდომია და მეორე გვერდითა პანელის 120 მმ ფენი რომელსაც ჰაერი შემოაქვს ქეისში, რკინის პანელთან სიახლოვის გამო პატარაზე ბღუის, ეგეც ყურს თუ კარგად მიუგდებ
:D
სურათების გალერეა:

cb8652a1ca79t.jpgae89b6593197t.jpg3a5f5d06a617t.jpgab4403e66f73t.jpgd72e977d0882t.jpgb5437d5c246ct.jpgcbffcf2955f7t.jpge489d1fbfb2dt.jpge11813cb7808t.jpge7e3e937de34t.jpg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.