Jump to content

Recommended Posts

HP Probook 4520s ნოუთბუქის მიმოხილვა

HP Probook 4520s ნოუთბუქი, შექმნილია პროფესიონალი მომხმარებლებისათვის, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ და პარალელურად მუშაობენ. ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა, მოცემულ ბიზნეს კლასის ლეპტოპს შეუძლია 4 საათის განმავლობაში, ხოლო სრულად დასატენად საჭიროებს სულ რაღაც 90 წუთს. ახლა მოდით უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ ზემოთხსენებული ნოუთბუქი.

დიზაინი

თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ HP Probook 4520s კორპუსის დასამზადებლად გამოყენებულია ალუმინის შენადნობი, რაც იძლევა სიმყარის და პრაქტიკულობის გარანტიას, ამავე დროს იცავს მას მექანიკური დაზიანებებისგან და ნაკაწრებისგან. ნოუთბუქს მკაცრ იერს სძენს, ოდნავ დამრგვალებული მაგრამ სწორკუთხოვანი კიდეები.

kbs5ufvy1scp24toox4.jpg

დისპლეი

HP Probook 4520s აქვს 15,6 დიუმიანი დისპლეი, რომლის ოპტიმალური გაფართოებაა 1366x768 პიქსელი. ეკრანის სამუშაოდ გამოყენებულია LED–განათება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნაკლებ ენერგო მოხმარებასთან და შესაბამისად ზრდის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობას.

zs8dvuwjj6tm0x7132.jpg

დისპლეის ზედა ნაწილში დამონტაჟებულია ვებ კამერა (2.0 MP). კამერა შეიძლება გამოყენებულ იქნეს იდენტიფიკაციისთვის, პაროლის მაგივრად.

კლავიატურა და თაჩპედი

სტანდარტულ, დიდი ზომის კლავიატურას აქვს 102 ღილაკი, რომლებიც ეთმანეთისგან დაშორებულია 2.5მმ–ით, რაც საშუალებას იძლევა რომ სწრაფად ავკრიფოდ დიდი მოცულობის ტექსტი და ამავე დროს შემთხვევით არ დაგვეჭიროს თითი არასაჭირო ღილაკზე.

ksbylylypxuu1irb9le.jpg

დიდი ზომის (62 კვ.სმ) თაჩპედს არ აქვს გამყოფი ღილაკები. ის უბრალოდ დაყოფილია სექტორებად, რაც აადვილებს მუშაობას და ამშვენებს ნოუთბუქის ინტერფეისს. თუმცა მომხმარებლთა უმეტესობა ამჯობინებს თაგვის (მაუსი) გამოყენებას.

პროცესორი და კომპლექტაცია

მოცემული ნოუთბუქი, ყიდვის მომენტიდანვე მზადა არის სამუშაოდ, ვინაიდან მასში დაინსტალირებულია ოპერაციული სისტემა SUSE Linux Enterprise Desktop.

HP Probook 4520s აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით Intel Core i3-330M, რომელსაც აქვს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების მხარდაჭერა, როგორიცაა Enhanced Intel SpeedStep, Idle State, Execute Disable Bit და სხვა. ტაქტური სიხშირე, რომელზეც მუშაობენ პროცესორის ბირთვები, შეადგენს 2.13 GHz, რაც თავის მხრივ მიუთითებს ნოუთბუქის საკმაოდ მაღალ წარმადობაზე.

67z6xryozq63863clcdc.jpg

განსაკუთრებით საინტერესოა ტექნოლოგია – Intel AT, რომლის წყალობითაც ნოუთბუქი იბლოკება, მისი მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში.

HP Probook 4520s აღჭურვილია DDR3 ტიპის, 3 გბ მოცულობის, ოპერატიული მეხსიერებით. ხოლო იმ მომხმარებლებისთვის ვისაც კიდევ უფრო მეტი უნდათ, შეიძლება ოპერატიულის გაზრდა მაქსუმალურ 8 Gb–მდე.

მყარი დისკი (ვინჩესტერი) მუშაობს შესანიშნავი სიჩქარით – 7200 ბრ/წთ. და შეუძლია შეინახოს ინფრომაცია, მოცულობით 320 გბ. მწარმოებლებმა იზრუნეს, რომ დისკი დაცული იყოს დარტყმის ან დავარდნის შემთხვევაში.

ვიდეოსისტემა აღჭურვილია ვიდეოკარტით ATI Mobility Radeon HD 4350, 512 მბ მეხსიერებით, რომელიც ოპერატიული მეხსიერების ხარჯზე შეიძლება გავზარდოთ 1754 მბ–მდე. თანამედროვე თამაშებისთვის ასეთი ვიდეოკარტა რათქმაუნდა არაა საკმარისი. პრინციპში ამ ტიპის (ბიზნეს კლასის) ნოუთბუქისგან ეს არც მოითხოვება.

ოპტიკური წამკითხველი, პორტები, ჩიპის წამკითხველი (Card-reader)

ლეპტოპის მარჯვენა მხარეს შევხვდებით, საკმაოდ ჩუმ, ოპტიკურ წამკითხველს DVD Super Multi, რომელიც აღჭურვილია ტექნოლოგიით LightScribe (სურათის ან წარწერის დისკის ზედაპირზე დატანება), ასევე მარჯვნივაა განთავსებული სატენი მოწყობილობის შესაერთებელი, 2 USB პორტი და მოდემი.

უფრო მეტადაა დატვირთული ნოუთბუქის მარცხენა მხარე, სადაც განთავსებულია სლოტი ExpressCard/34–სათვის, 2 USB პორტი, eSATA პორტი, HDMI და VGA პორტები, კენსინგტონის საკეტი და ქსელის კარტის შესაერთებელი.

უკანა მხარე საერთოდ თავისუფალია ყველანაირი პროტებისგან, ხოლო წინ შევხვდებით 5–1–ში ჩიპის წამკითხველს ( 5–in-1 Card-reader).

უსადენო კავშირი ხორციელდება Bluetooth 2.1 და Wi-Fi–ს მეშვეობით.

დასკვნა

ლეპტოპი Hewlett Packard Probook 4520s – შესანიშნავი, წვრილმანებამდე გათვლილი და დახვეწილი კომპიუტერია, რომელიც შეუცვლელია, პირველ რიგში, ბიზნეს კლასის მომხმარებლებისთვის. მისი კლასიკური დიზაინი ხაზს უსვამს თქვენს სტატუსს, ხოლო მაღალი წარმადობა დაგეხმარებათ, თავი გაართვათ სხვადასხვა და არც თუ ისე მარტვის ამოცანებს, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ხვდებით.

მადლობა ყურადღებისათვის.

ა. ჩხიკვაძე. :rolleyes:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.