Jump to content

Recommended Posts

ASUS Eee PC 1201T მინი ნოუთბუქის მიმოხილვა

თუ თქვენ, მთელი დღის განმავლობაში სამუშაოდ გჭირდებათ პორტატული კომპიუტერი, მაშინ ASUS Eee PC 1201T ზუსტად თქვენთვისაა შექმნილი. მისი კომპაქტურობა და პატარა წონა (1,5 კგ), საშუალებას მოგცემთ 6 საათი შეუწყვეტლივ და რაც მთავარია, კომფორტულად იმუშაოთ. მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ ASUS Eee PC 1201T.

დიზაინი

ASUS–ის ამ მოდელმა განსაკუთრებული პოპულარობა ჰპოვა ნოუთბუქების ბაზარზე და არაერთი თაყვანისმცემელი გაიჩინა. სწორედ მათთვის ASUS Eee PC 1201T გამოიცემა სხვადასხვა ფერებში, კერძოდ კი: ვერცხლისფერში, წითელში და შავში. სამივე ფერი იდეალურია იმისათვის, რომ არ დაეტყოს ნათითურები. განსაკუთრებით ლამაზია, შავი ფერის მოდელი გაშლილ მდგომარეობაში, სადაც იდეალურად ერწყმის ერთმანეთს შავი სამუშაო დაფა და ვერცხლიფერი ღილაკები.

66c9v1tr6abtk56u3sm9.jpg

მინი ნოუთბუქი დამზადებულია მაღალი ღარისხის პლასტმასისაგან. თხელ კორპუსს განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს, მომრგვალებული კუთხეები. ადვილად შესამჩნევია, რომ ყველაფერი დამზადებულია გემოვნებით და საკმაოდ ხარისხიანად.

დისპლეი

არც თუ ისე დიდი ზომის, 12,1’’ TFT ეკრანის ოპტიმალური გაფართოებაა 1366×768 პიქსელი. თხევადკრისტალური დისპლეი, საკმაოდ კარგი ხედვის კუთხით, შესაძლებლობას მოგცემთ უყუროთ თქვენს საყვარელ ფილმებს 16:9 შეფარდებით.

js2jnjdfjlkejgkxoa1.jpg

0,3 MP კამერა, არც თუ ისე მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო გადაღებას უზრუნველყოფს, მაგრამ სრულებით საკმარისია, რომ ცუდი განათების მიუხედავადაც კი, შეძლოთ ვიდეოკონფერენციის გამართვა.

აუდიოსისტემა Intel High-Definition, წარმოდგენილია ორი სტერეო დინამიკით, რომელთა ჟღერადობა საკამოდ სუფთაა და ხმის სიმაღლეც დამაკმაყოფილებლი.

კლავიატურა და თაჩპედი

კლავიატურის ტიპიური განლაგება და დიდი ღილაკები, საშუალებას მოგცემთ ჩვეული სისწრაფით იმუშაოდ ბეჭდურ რედაქტორებში თუ სხვა.

fqcuyltfmz7td1r0yw.jpg

რაც შეეხება თაჩპედს, ის არც თუ ისე დიდი ზომისაა, მანიპულატორის ზედაპირი კი ხორკლიანია, სამუშაოდაც საკმაოდ მოსახერხებელია.

პროცესორი და კომპლექტაცია

ASUS Eee PC 1201T ყიდვისთანავე მზად არის სამუშაოდ, რადგან მასზე დაინსტალირებულია ოპერაციული სისტემა Windows 7 Home Premium. ნოუთბუქში ყველაფერი გათვლილია იმისათვის, რომ მომხამრებელმა შეძლოს კომფორტულად მუშაობა. ფაილების შესანახად ლეპტოპი აღჭურვილია 250 გბ მყარი დისკით, რომელიც მუშაობს 5400 ბრ/წთ სიჩქარით.

AMD Athlon Neo 1.6 GHz სიხშირის პროცესორი, საშუალებას იძლევა იმუშაოთ საკმაოდ სწრაფად. ოპერატიული მეხსიერება არის DDR2 ტიპის, 2 გბ მოცულობის, ხოლო ვისთვისაც არც ესაა საკმარისი, მისი გაზრდა შესაძლებელია მაქსიმალურ 3 გბ–მდე.

გამოსახულების მაღალ ხარისხზე პასუხისმგებელია, ინტეგრირებული ვიდეოდაფა ATI Mobility Radeon HD 3200, რომელიც ვერ დაიკვეხნის უახლესი თამაშების გაშვებით, მაგრამ მკაფიო ვიდეო გამოსახულებას 100% უზრუნველყოფს.

ოპტიკური წამკითხველი, პორტები, ჩიპის წამკითხველი (Card-reader)

დეტალური დათვალიერებისას კარგად ჩანს, რომ ASUS Eee PC 1201T არ არის აღჭურვილი ოპტიკური წამკითხველით.

2nkah6xsctq6zmg4s5it.jpg

ნოუთბუქის მარჯვენა მხარეს ნახავთ 2 USB პორტს, ჩიპის წამკითხველს, ყურსასმენის და მიკროფონის შესაერთებლებს და კენსინგტონის საკეტს. ტრადიციულად, მარცხენა მხარე მხარე ნაკლებად დატვირთულია, არის მხოლოდ 1 USB პორტი, VGA კონექტორი და კვების შესაერთებელი.

უსადენო კავშირის დამყარება შესაძლებელია Bluetooth 2.1 და Wi-Fi–ს მეშვეობით.

დასკვნა

ASUS Eee PC 1201T მინი ნოუთბუქის დახმარებით, თქვენ შეძლებთ ითამაშოთ ზოგიერთი თანამედროვე „თამაში’’, ასევე ისიამოვნოთ მაღალი ხარისხის ვიდეოს ყურებით. ტექსტის აკრეფის დროს, თქვენ იგრძნობთ კომფორტს და სიმსუბუქეს, თითქოს თქვენი თითები „ეფერებოდნენ’’ კლავიატურას.

ეს ულტრამსუბუქი, მობილური კომპიუტერი შეუცვლელი იქნება დასვენებისას თუ მუშაობისას, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე საქმიანი ადამიანებისთვის.

მადლობა ყურადღებისათვის.

ა. ჩხიკვაძე. :rolleyes:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.