Jump to content

Extreme Overclock


Recommended Posts

პირველად საქართველოში, ჩვეულებრივმა "რაზგონმა" გადაინაცვლა ექსტრემალურ რაზგონში

გუშინ 2008 წლის 2 ნოემბერს, overclockers.ge-ს გუნდმა პირველად საქართველოში განახორციელა Extreme Sub Zero Overclocking-ი, რომელიც შესაძლებელი გახდა მშრალი ყინულის და აცეტონის საშუალებით, ამ ორი ნივთიერების შერევა გვაძლევს გამაოგნებელ -78 გრადუსს, ასეთ დაბალ ტემპერატურასთან კი არც თუ ისე ადვილია მუშაობა. იმის გამო რო მშრალი ყინული ასეთი ცივია ეს tube-ის (ალუმინისგან გამოჩარხული ტრუბა, რომელიც ედება პროცესორს და შიგნით იყრება ყინული) გარშემო ყინავს ყველაფერს, არის შანსი კონდენსატის პლატაზე მოხვედრის და მისი დაწვის. ამის აღსაკვეთად არსებობს რამოდენიმე ხერხი, ჩვენ გამოვიყენეთ თურქების მოგონილი ჭ#$%ტვადი საშლელის მეთოდი რომელიც არის ძალიან პრაქტიკული, არ ტოვებს კვალს დედაპლატაზე და უსაფრთხოა. საშლელის გარდა არსებობს ათასი წვრილმანი რომელიც გასათვალისწინებელი იყო, ამის შესასწავლად საკმაო ხანი ვიღებდით რჩევებს ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან Xtremesystems-იდან, როდესაც ჩავთვალეთ რომ უკვე საკმაო ცოდნა გვაქ რათა უსაფრთხოდ ჩაგვეტარებინა აჩქარება, დავნიშნეთ დღე, საათი და დავიწყეთ ჩვენი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

061bdd1e70d7.jpg

ტესტირება გრძელდებოდა მთელი 6 საათის განმავლობაში, თავიდან როგორც ყოველთვის წარმოიშვა უამრავი პრობლემა, მაგრამ დანებებას არცერთი არ ვაპირებდით. როგორც იქნა გამოვნახეთ ისეთი "მაზერი" რომელიც არც თუ ისე ძველია და არც ისე ძვირი, ძვირიანი იმიტომ არ გვინდოდა რომ ჩვენი გამოუცდელობის გამო დიდი შანსი იყო მისი დაწვის. ავაწყეთ სისტემა, დავაყენეთ ვინდოუსი და შევამოწმეთ ჰარდი. ამის მერე კი უკვე დავიწყე პლატის ინსულაცია, საშლელით დავფარე პროცესორის გარშემო ყველა ის დეტალი დედაპლატაზე, რასაც შეეძლო წყლის მოხვედრის შემთხვევაში, მოკლე ჩართვის გამოწვევა და დედაპლატის დაწვა. როდესაც დავრწმუნდით რომ პლატა საიმედოთაა დაფარული საშლელით, ერთიანი ძალებით შევუდექით Tube-ის ინსტალაციას. მისი პლატაზე დაყენება არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა მისი სიდიდის გამო. საერთოდ Tube-ს გაცილებით უფრო პატარებს აკეთებენ, რათა ადვილი იყოს ბოლტებით პლატაზე Tube-ის დამაგრება, მაგრამ ქართველები მოგეხსენებათ ამბიციური ხალხი ვართ და მეც ნორმაზე დიდი გამოვაჩარხინე, რის გამოც მომიწია თითონ ალუმინის გახვრეტა 4 ადგილას სადაც შურუპები დამაგრდებოდა.

3cf431f91eb5.jpg

როგორც იქნა ყველაფერი თავის ადგილზე დავამაგრეთ, დავამოკლეთ Power on-ი და სისტემა ჩაირთო, ტემპერატურას ბიოსიდან ვაკვირდებოდით, სანამ მშრალ ყინულს ჩავყრიდით და აცეტონს დავამატებდით, პროცესორის ტემპერატურა იყო 40 გრადუსის ფარგლებში, მშრალი ყინულის რამოდენიმე ნატეხის ჩაყრის შემდეგ ტემპერატურა არ შეცვლილა, რამაც ცოტახნით ჩაგვაფიქრა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა აცეტონი, მისი ჩასხმისთანავე აშკარად შეეტყო პროცესორის ტემპერატურას კლება. პროცესორის ტემპერატურა, სულ რაღაც 1 წუთში +40 გრადუსიდან დაეშვა -47 გრადუსზე. ამ ტემპერატურაზე პროცესორმა დაახლოებით 2 საატი იმუშავა სანამ ჩვენ ვცდილობდით მის დარაზგონებას საქართველოს რეკორდამდე. სამწუხაროდ ჩვენ ეს არ გამოგვივიდა მარტივი მიზეზის გამო, დედაპლატას Vcore ეწეოდა მხოლოდ 1.6-ამდე რაც Celeron D347-ს მხოლოდ 4.6-ამდე რაზგონზე ეყო.

bceafa2f7f69.jpg

თუმცა ჩვენი მიზანი არც იყო საქართველოს რეკორდის მოხსნა, მიზანი იყო საქართველოში პირველი ნაბიჯი გადაგვედგა Extreme overclock-ში და მიგვეღო ამ სფეროში პრაქტიკული გამოცდილება, რაც ჩემი აზრით მიღწეულია, ყინული გადნა და დედაპლატაც უვნებლად დაუბრუნდა პატრონს. ეს მხოლოდ დასაწყისია, მომავალში იგეგმება საქართველოს რეკორდების მოხსნა, კიდე უფრო შორეულ მომავალში კი მსოფლიო რეიტინგში ღირსეული ადგილების დაკავება.

ტესტირებაში მონაწილეობას იღებდნენ Overclockers.ge Team & allmark Team-ი

იდეის და სტატიის ავტორი: დავით დვალი

დანარჩენი სურათები:

2fe1f6f75998t.jpg

715b0674cfeat.jpg

b835a40bd3e1t.jpg

c3fc8b6295act.jpg

8dec98a31b90t.jpg

ვიდეოსაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ

ესეც ვიდეო:

http://www.myvideo.ge/?video_id=305571

კარგი ხარისხით:

http://www.link.ge/file/139085/Dry-Ice.wmv.html

კომენტარები გაკეთებულია ამ თემაში: http://www.overclockers.ge/forum/index.php?showtopic=6315

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.