Jump to content

Intel უსაფრთხოების უნიკალურ ტექნოლოგიაზე მუშაობს


Recommended Posts

Justin_Rattner1.jpgIntel-ის მთავარმა ტექნოლოგმა ჯასტინ რატნერმა (Justin Rattner), გამომცემლობისადმი Computerworld ამას წინათ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანიის მეცნიერები უსაფრთხოების ტექნოლოგიაზე მუშაობენ, რომელიც ე.წ. ნულოვანი დღის მოწყველადობებს უნდა აღუდგეს წინ. მისი თქმით, ტექნოლოგია შესაძლებელია უკვე წელს იყოს მზად.ბატონმა რატნერმა თქვა: «მე ვვარაუდობ, რომ ჩვენ ნამდვილად მოწინავე იდეები გვაქვს, რომლებსაც მავნე პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში მდგომარეობის შეცვლა შეუძლია. მალე ჩვენ მომავლის მოწყობილობების ინფორმაციული შეტევებისადმი წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობებში მნიშვნელოვან გარღვევას ვიხილავთ, იქნება ეს პერსონალური კომპიუტერი, ტელეფონები, პლანშეტები თუ ტელევიზორები».

მან აღნიშნა, რომ ტექნოლოგია არ იქნება შეტევის ხელმოწერებზე დაფუძნებული, ისევე როგორც დღევანდელი პროგრამული უზრუნველყოფების უმეტესობა. ხელმოწერების საფუძველზე მავნე პუ-ს აღმოჩენა კოდში ცნობილი ნიმუშების ძიებაზეა დაფუძნებული. პრობლემა ნულოვანი დღის მოწყვლადობაში მდგომარეობს, რომელიც ძალიან ხშირად წარმატებულად მოქმედებს იმის წყალობით, რომ მათში ცნობილი ხელწერები არ არის. საინტერესოა, რომ Intel-ის ტექნოლოგია თავის საფუძვენლში აპარატული იქნება, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, იქნება თუ არა მასში პროგრამული კომპონენტი და რამდენად დიდი.«ჩვენ ახალი მიდგომა ვიპოვეთ, რომელსაც ყველაზე საშიში შემოტევების შეჩერება შეუძლიათ. იგი ნულოვანი დღის სცენარებს აჩერებს. იმ შემთხვევაშიც, კი თუ ჩვენ არ ვიცნობდით რაიმე სახის მავნე პუ-ს, ჩვენ მისი მოქმედების მთლიანად შეჩერებას შევძლევთ», — აცხადებს ჯასტინ რატნერი.

Intel-logo1.png

olds1.jpg

ანალიტიკოსი დენ ოლდსი (Dan Olds) The Gabriel Consulting Group-დან თვლის, რომ ტექნოლოგია, რომელსაც Intel აღწერს, შესაძლოა დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყოს კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროში. მან იმაზეც მიუთიტა, რომ მისი წარმატების გასაღები მისი შესაძლებლობა შეიძლება გახდეს გაარჩიოს ლეგალური პუ მავნებელისგან: თუ კი კომპანია ამის მიღწევას შესძლებს, იგი მნიშვნელოვან საკონკურენციო უპირატესობას მოიპოვებს.

ანალიტიკოსი აგრეთვე იდეალურად თვლის კომბინაციას აპარატული და პროგრამული ნაწილისა: პირველი იძლევა სიჩქარეს და მდგრადობას, მეორე კი — დრეკადობას. დენ ოლდსის თქმით მნიშვნელოვანი ცვლილება აქ ისაა, რომ როგორც ჩანს, Intel აპარატული დაცვის საკუთარ პროცესორებსა ან ჩიპსეტებში ინტეგრირებას გეგმავს.ბატონი რატნერი ამტკიცებს, რომ Intel ტექნოლოგიას ჯერ კიდევ კომპანიის McAfee შეძენამდე მუშაობდა, რომელიც კომპიუტერული უსაფრთხოებაზე მუშაობითაა დაკავებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამჟამად McAfee არ არის ჩართული მუშაობის პროცესში. $7,68 მლრდ-ის ოდენობის გარიგების შემდეგ,, Intel არა მარტო ჩიპების მწარმოებელი გახდა, არამედ უსაფრთხოების სპეციალისტიც.

mcafee-logo1.png

Edited by MaKaRoV
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

საინტერესოა რა გამოუვათ და როგორ გაარჩევს ეგ აპარატურა ლეგალურ და არა ლეგალურ პროგრამებს...

დიდი ალბათობით მაგი ჩვოულებრივი მომხმარებლისთვის არ იქნება იმიტომ რომ დღეს გამოშვებული პროცესორი სავარაუდოდ ხვალ დაწერილ ლეგალურ პროგრამას ვერ იცნობს და არ დაგაყენებინებს ან განახლებები დაგჭირდება რაც უინტერნეტო მომხმარებლებს ვერ მოემსახურება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.