Jump to content

Recommended Posts

Posted

Hero1_edited-9237aed9bc945d997767-1900x1080.thumb.jpg.0703bf28c759af9be5296c00f0db8cd4.jpg
ჟანრი: RPG
მწარმოებელი : virtuos, bethesda game studios
გამომცემელი : bethesda sofworks
ინტერფეისის ენა : ENG/FR/IT/GR/SP/JP/PL/PO/CN
გახმოვანების ენა : ENG
კრეკი: არის

მოკლე შინაარსი

Quote

მოკლე შინაარსი
თამაშის ქმედება ხდება სამყაროში სახელად ტამრიელი სადაც ჩვენ მთავარი გმირი ვიმყოფებით ციროდილში კერძოდ იმპერიული ქალაქის ციხეში
აქ ჩვენს საკანში უეცრად შემოდის იმპერატორი ურიელ სეპტიმ მეშვიდე რომელიც თავის მინდობილ რაინდებთან ერთად გარბის ასსასინებისგან რომლებმაც თითქმის ყველა შვილი მოუკლეს  იმპერატორი გრძნობს რომ თავისი დროც მოვიდა
ამიტომაც ის გარბის საიდუმლო გვირაბში რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება ჩვენს საკანში
აქ იმპერატორი ჩვენში იცნობს პიროვნებას რომელიც სიმრებში ენახა და ამიტომაც ჩვენ მოკლედ გვეუბნება რა ხდება სამყაროში და რატო გარბის ის
ამასობაში ჩვენ მივყვებით იმპერატორს და ცოტა ხანში თავს გვესხმიან  ასასინები და ბოლოში სიკვდილის წინ იმპერატორი გადმოგვცემს თავის ამულეტს და გვაბარებს ის გადავცეთ თავის ბოლო შვილს რადგან თვითონ გრძნობს რომ საქმე ცუდადაა და მალე მოკვდება
და ის იგი კვდება
იმპერატორის ამულეტს აქვს დიდი მნიშვნელობა რადგან  მისი ტარება მარტო ღირსეულ ბრძანებელს და მის შვილებს შეუძლიათ
და სანამ ამ ამულეტს არ ყავს მფლობელი მსოფლიო ქაოსში ექცევა
რადგან ეს ამულეტი ასევე აჩერებს ობლივიონს ჩვენ სამყაროსთან დაკავშირებისგან კარებებით (აქაური ჯოჯოხეთი/დეადრიკული პრინცების სამყარო (დეადრიკული პრინცი აქაური დაბალი დონის ღმერთები რომლებსაც ბევრი ძალა აქვთ და აღსახავენ სხვადასხვა ელემენტს ან იდეას სიგიჟის პრინცი ძილის პრინცი ომის პრინცი ასშ..)

ამის შემდეგ ჩვენი გამოვდივართ საიდუმლო გასასვლელიდან და ვართ გადაგდებული ვეებერთელა სამყაროში ბევრი ქვესტებით და აქტივობით სადაც მოგვიწევს ობლივიონის კარაბების დაკეტვა და სხვა ათასი აქტივობით დაკავება
(რამე არასწორად თუ ვთქვი ბოდიში ეს თამაში 10 წლის წინ ვითამაშე და შეიძლება რაღაც ცუდად ვთქვი ან გამომრჩა)

სისტემური მოთხოვნები
მინიმალური;
windows 10 21H1
R5-2600X, i7-6800K
16GB RAM
RX 5700, GTX 1070TI
DX12
125 GB თავისუფალი ადგილი დისკზე
SSD

რეკომენდირებული;
windows 10/11 ბოლო აპდეითებით
R5-3600X, i5-10600K
32GB RAM
RX 6800XT, RTX 2080
DX12
125GB თავისუფალი ადგილი დისკზე
SSD

სკრინშოტები;

ss_3cfe517f1464aa4d77df744c1e3d96e506da378d.600x338.jpg.0d368833dc337f2e17cda0db65de7b63.jpg
ss_5b7d3079d983cd40a8f0b676b164e6c0fbf3edd2.600x338.jpg.51474cc93672a16d06762eb0d14a8f90.jpg
ss_27619a5ffb8d3b41d807a0387dc0a3d3616d4b48.600x338.jpg.a8a4ea2f97229e0b75ce88db06af8c7f.jpg
ss_84171997a07f3429636b518ae4246a7ab5e07d6e.600x338.jpg.912ab67fe4cc6cf928685e22417d1f42.jpg
ss_5d342842ed33010aac7dfa9e04b350a3a8911ef3.600x338.jpg.9f90bd1d511c91ab3ac6ef66e4eb7a33.jpg

ლინკები:
სტიმი
რუტორი
fitgirl რეპაკი

  • Thanks 2
  • Upvote 1
Posted

მოკლედ 10 საათზე მეტი ვითამაშე უკვე, ბაგები ჯერ არ შემხვედრია თუმცა პერიოდულად წაუსტატერებს ხოლმე გაშლილ ლოკაციებზე და საკაიფო დროპებიც ეძრობა ოღონდ  საკმაოდ იშვიათად, თამაშის მუღამს არ დაგაკარგვინებს 10 საათის განმავლობაში მგონი სამჯერ მოხდა სულ 120-დან რო რეზკად 30-მდე დაეცა რამდენიმე წამით, თანაც არცერთხელ არ იყო რამე ექშენი, პროსტა რენდომად გადროპა ხოლმე, ერთხელ ვაფშე ქათსცენის დროს

შეიძლება სეთინგებში წაჩალიჩებით ესეც მოგვადეს

პირველი ცოტა წესიერი ზმანიც ავაგდეე

Screenshot (53).jpg

Posted

არავინ დაიწყეთ ტო თამაში? რა სტრანნია

ამაზე კაი წელს არაფერი გამოვა

Posted

მე ჯერ ზი ლასთ ოფ აზს ვთამაშობ, კიდე რაღაცეები მაქვს მოსასი ჯი და მერე ამას მივადესერტებ :gigi: 

Posted

ბევრს ალბათ დახურული ექნება დიდი ხნის უკან ეგ ნაწილი და უფრო ეგაა მიზეზი შეიძლება, დაუსრულებელი რამეა ეგეც, დიდხანს ვუბერავდი მაგ ნაწილსაც მახსოვს, ნოუტბუკზე დავხურე მთლათ მგონი 15+ წლის უკან მინიმუმ უფრო გვიან თუ არა, ნუ ორიგინალი 19 წლის წინ გამოვიდა და იმ დროისთვის კარგი გრაფიკა ქონდა საკმაოთ მაინც, მესამე გოთიკა ჩამორჩებოდა გრაფიკით, დაჟე დატვიკულმა ძლივს გაუსწრო მოგვიანებით რომ ახალი ვარიანტი მივახურე

Oblivion Remastered was a mess on PC until I made these 6 tweaks https://www.xda-developers.com/tweaks-to-boost-performance-in-oblivion-remastered-on-pc/ პრინციპში ნოუტბუკზე მგონი არც მექნება ეგ ნაწილი დახურული, მაშინ უკვე დესკტოპი მქონდა მგონი, უფრო შეიძლება GTX260 მქონდეს ეგ უკვე დახურული, აღარც მახსოვს ლოლ ზუსტათ, მაგრამ ეგრე უწევს ან ეგ ან 8800GTS-ი ნოუტბუკის შემდეგ რაც მქონდა პირველათ, თამაში საკმაოთ კარგი დასახურია, სკაირიმზე დაბალი დონის არაა, თუ ჯობია ახალი მარტო ცოტათი შეიძლება, ეგ გრაფიკას რომ დავანებოთ თავი, მარტო გეიმპლეი-მისიებით, მახსოვს სერიოზული ბოდიალი ჭირდება მაგასაც, ეგ დამამახსოვრდა და კარგი ენვირომენტი იმ დროინდელი თამაშისთვის, რომელიც ლამის ყველა სხვა ეკშენ-რპჯ ჯობდა და მერე უკვე ვიჩერმა გადაუსწრო მეორე ნაწილი რომ გამოვიდა, თუმცა ეგ უკვე უფრო ახალი თამაშია და მაგას უფრო სკაირიმს ადარებდენ მაშინ

Posted
16 hours ago, G1ORG1 said:

მე ჯერ ზი ლასთ ოფ აზს ვთამაშობ, კიდე რაღაცეები მაქვს მოსასი ჯი და მერე ამას მივადესერტებ :gigi: 

TLOU-ს რა თამაში უნდა 2 დღის ამბავია, მეტი რაა საინტრესო?

Posted

რუსული აზვუჩკის პირველი ვერსიაც დაიდოო

Posted

ამ თამაშში ზუსტად თუ დაიმახსოვრე სად დატოვე ცხენი ვეღარ იპოვი? 

Posted

ციხესიმაგრეც ავაგდეე

Screenshot (57).jpg

  • Upvote 1
Posted
6 hours ago, david_888 said:

ციხესიმაგრეც ავაგდეე

Screenshot (57).jpg

რუსული გახმოვანებით თამაშობ?

Posted
11 hours ago, vechny said:

რუსული გახმოვანებით თამაშობ?

კი, მე ჩემით ჩავაგდე, მარა უკვე ინტეგრირებული რეპაკებიც დაიდო

https://rutor.info/torrent/1034659/the-elder-scrolls-iv-oblivion-remastered-v-0.411.140.0-dlcs-2025-pc-repack-ot-decepticon

  • Thanks 1
Posted
19 minutes ago, david_888 said:

კი, მე ჩემით ჩავაგდე, მარა უკვე ინტეგრირებული რეპაკებიც დაიდო

https://rutor.info/torrent/1034659/the-elder-scrolls-iv-oblivion-remastered-v-0.411.140.0-dlcs-2025-pc-repack-ot-decepticon

კარგად მუშაობს? ძველი ვერსიიდან არის გადმოტანილი მგონი ხო? Nexusmod ზეა რაღაც 4.6 gb ფაილი და ეგ ჩავაგდო? მთლიანი რეპაკი როარ გადმოვწერო

Posted
3 hours ago, vechny said:

კარგად მუშაობს? ძველი ვერსიიდან არის გადმოტანილი მგონი ხო? Nexusmod ზეა რაღაც 4.6 gb ფაილი და ეგ ჩავაგდო? მთლიანი რეპაკი როარ გადმოვწერო

პირველი ვერსიაა და აქვს იაღლიშები ზოგგან არაა გახმოვანებული, 80% რუსულადაა ოღონდ სრულფასოვანია  ნეირონული არაა, ტექსტი (სუბტიტრები) პრაქტიკულად ყველაგან რუსულია

ტექსტის რუსიფიკატორი ცალკე უნდა ჩააგდო და მერე ხმის

https://www.playground.ru/elder_scrolls_4_oblivion_remastered/file/the_elder_scrolls_4_oblivion_remastered_integratsiya_tekstovogo_perevoda_ot_1s_0_3_1_segnetofaza-1766093

https://www.playground.ru/elder_scrolls_4_oblivion_remastered/file/the_elder_scrolls_4_oblivion_remastered_rusifikator_zvuka_na_baze_originala_ot_1s-1766606

  • Thanks 1
Posted

On 5/1/2025 at 4:50 PM, david_888 said:

ციხესიმაგრეც ავაგდეე

Screenshot (57).jpg

გუშინ დავიწყე თამაში და ვამოწმებდი როგორ მუშაობს სტაბილურობაზე. 10+ საათი ვითამაშე — რამდენიმე წამიერი FPS-ის ვარდნა მქონდა ღია ლოკაციებში, მაგრამ სერიოზული ბაგები არ შემხვედრია. გარემოს განათება და დეტალიზაცია შესამჩნევად გაუმჯობესებულია. სიუჟეტი უცვლელია, შესრულება უკეთესი. გამოიყენება ძველი მექანიკები და სისტემები. მუშაობს სტაბილურად fitgirl-ის რეპაკითაც.

Posted

აუ ჯერჯერობით მაგრად არ მისწორდება.დანჯენებივით როა(განათებული კარები) მანდ შევედი 5 ცალში და ისეთი ტასკა და უინტერესო იყო გული ამერია. ქალაქებიც უინტერესო.ატმოსფეროც ჯერჯერობით.ai ტუგადუნი,კომბატზე არ ვამბობ არაფერს,ისედაც ვიცოდი რა ნეხვიც იქნებოდა.3-4 საათი მაქ ჯერ ნათამაშები მეტი არა და იმედია გაიხსნება თუ გავაგრძელე.გრაფიკაც კაი მაგარი #$%ობაა, ხმები: თუნდაც ისრის გასროლის ან დარტყმის საზიზღრობაა.ჩუჩელათი ვთამაშობ თითქოს

სქაირიმზე უკეთესი ამ კომპანიას არ გამოუშვია არაფერი

Posted
26 minutes ago, vechny said:

*მოროვინდზე უკეთესი არ გამოუშვია არაფერი

ისე ობლივიონში დანჯონებში სირბილს ჯობია სამყაროში იარო და საიდ კვესრები ასრულო

საიდ კვესტებშია ყველაზე კარგი ლუტი გეიმფლეი და ისტორია

Posted

მე პირადათ მომეწონა ეგ ნაწილი, ოღონდ ორიგინალი დავხურე გამოსვლიდან ეგრევე თუ არა რამდენიმე წელში, გრაფიკაც კარგი ქონდა იმ დროინდელი თამაშების ფონზე, განათების ეფექტები და ვიზუალიზაცია ქონდა კარგ დონეზე, სახის ანიმაცია დიდი ვერაფერი, ეგ ყოველთვის პრობლემა იყო მაგ სტუდიის, თუმცა იმ დროისთვის მაინც არ გამოიყურებოდა ცუდათ ალბათ, მე მაგალითათ მესამე ნაწილიც მოვსინჯე და ძალიან სხვანაირი ტიპაჟის რპჯ ეგ, აღარაფერს ვამბობ მორალურათ მოძველებულ გრაფიკაზე, 4 შემდეგ ეგეთი მე ვეღარ ვითამაშე მაშინაც კი, მაგას თან ძალიან სპეციფიკური სიუჟეტი აქვს ჩახლართული, გომბატს რაც შეეხება ეგ არასდროს უვარგოდა ბეთესდას იგრებს მემგონი, აიღე თუნდაც ფოლაუტები, ან სკაირიმი არც მაგას არა აქვს კარგი კომბატი და იდეალური გეიმპლეი, ვიჩერთან ვერ მივა და იმასაც აკრიტიკებს ბევრი ჰარდკორ გეიმერი, მაგის კომბატს დაჟე მესამე გოთიკას კომბატიც კი ჯობია, მე მაინც ჩამითრია მეოთხე ნაწილმა, თუმცა ვიჩერი უფრო მომეწონა მოგვიანებით, მაგ იგრას შეიძლება 80% არ მიცე შეფასება, შეიძლება 90% დაუწერო უპრობლემოთ, გააჩნია მინუსებს და პლიუსებს როგორ შეაფასებ საერთო ჯამში, იგივე ასნავნოი და საიდ კვესტები და თამაშის საერთო ატმოსფერო და ანტურაჟი, ეგ თუ არ მოგეწონა არ ღირს ჩემი აზრით თამაშის გაგრძელება, ასე 10-12 საათში უნდა დაგაინტერესოს მერე არა მგონია ჩაგითრიოს უკვე თამაშმა, ნუ ეგეთი იგრაა და მაგიტომ, ბევრი ბოდიალი უნდა მაგ ნაწილსაც, თუმცა სკაირიმი კიდე უფრო გრძელია მაგაზე, მე ვიღაც გიჟი მაგი ნაპარნიკი მახსენდება უბედურ ფაერბოლებს რომ ისროდა, ეფექტურათ გამოიყურებოდა ეგ ყველაფერი, მაგრამ მგონი უფრო თამაშის ბოლოს ეძრობა ეგ პერსონაჟი, თუ რამე სხვაში არ მერევა, მაგრამ ელფები კარგათაა მაგ ნაწილში გაშუქებული, არის რამდენიმე საინტერესო პერსონაჟიც, ჩემივე სკაირიმის თემაში დაწერილი 2011 წლის პოსტი გამოვჩხრიკე:

ესეც 1001 და კიდე ერთი ღამის ზღაპრების ნაირი იქნება უეჭველი, წადი იქ მოიტანე ეს გაემგზრავრე იქით გამოემგზავრე აქეთ, შეჭამე ის მოკალი ეს და ასე შემდეგ + პრიკოლნი იუმორი დიდი ენვირომენტი და ნორმალური დონის გრაფიკა პს-ზე მაინც, ობლივონიც ეგეთი არ იყო, წვრილმანებზე იყო და საიდკვესტებზე აქცენტი გაკეთებული და მურტლათ კაიფობდენ პერსონაჟები მაგ თამასში, შეიძლება ვისაც ენა არ ესმის კარგათ ვერ გაეგო მყრალი იუმორი მაგრამ კვდებოდი ხოლმე სიცილით მაგაზე და ფალაუტის შუტკებზე

აი ეგ ვარიანტია მაშინ უფრო კარგათ მახსოვდა, მითუმეტეს მაგ ნაწილსაც ნელ ტემპში ვხურავდი და ლამის 1 წელი მოვანდომე დახურვას, თუმცა იყო დღეები საათობით ვუბერავდი, ბლომათ ბოდიალი უნდა აშკარათ მაგასაც, ოხრათ საიდკვესტები აქვს სხვათაშორის და ხოშიან ადგილებში დავბოდიალობდი და ბევრი დრო მეხარჯებოდა გზაში მახსოვს, ისე ვამპირათაც გადაქცევა მოსულა, 72 საათი თუ არ განიკურნები ვამპირათ გადაიქცევი და მერე უფრო რთული პროცედურა გაქვს მგონი გასავლელი, დეტალები აღარ მახსოვს

Posted
7 hours ago, George said:

კაი პოსტია, ძმაო, ზედმიწევნით აღწერე ის გრძნობები, რაც ბევრ ჩვენგანს გვქონია თამაშის დროს. მეც ძალიან მომწონდა მეოთხე ნაწილი — ატმოსფერო, მუსიკა, იმდროინდელი ვიზუალი თავისი განათებით და სიჩუმით მართლა შთამბეჭდავი იყო. მართალი ხარ, სახის ანიმაცია ყოველთვის სუსტი წერტილი იყო იმ ეპოქის ბეთესდასთვის, მარა მაინც ქონდა სული თამაშს. და ის ფაერბოლების მცმეხავი მაგი ნამდვილად იმსახურებს ცალკე ოდას 😀 პრიკოლები, საიდ-ქვესტები და პერსონაჟების იუმორი ობლივონში კი მართლა ძველი ზღაპრებივით იყო გადმოცემული. იმათ, ვინც მხოლოდ გეიმფლეის გამო არჩევს თამაშებს, შეიძლება ვერც გაიგონ ეს მაგია, მარა ჩვენნაირებისთვის — მთელი ატმოსფეროა მთავარი. აბა შენ იცი, თუ გემახსოვრება კიდევ მსგავსი მომენტები, გაგვიზიარე. შენ კომენტარს რომ კითხულობ, მაგ დროს თითქოს თვითონაც ისევ ტამრიელში ბოდიალობ.

შენ რომელ ქვესტს ვერ ივიწყებ ობლივონიდან?

Posted
4 minutes ago, michael1 said:

საქართველოს ნაკრები ყოველთვის დიდი ემოციების მომტანია და სპორტული ფსონების კუთხითაც აქტიურად ვაკვირდები მატჩებს. პირადად მე ყოველთვის ვირჩევ https://1win.com.ge/ 1 win, რადგან აქ მაქსიმალურად სწრაფად განახლდება შანსები და ლაივ რეჟიმიც ზუსტია. პლატფორმა ოპტიმიზირებულია მობილურისთვისაც და არასოდეს მაქვს პრობლემა ფსონის დადებასთან. კმაყოფილი ვარ მათ მიერ შეთავაზებული ბონუსებითაც.

მართლა მაგარი პასაჟი გამოგსვლია, ძმაო, მთელი ეს ტექსტი რომ წავიკითხე, გეფიცები, ეგრევე გამახსენდა როგორ ვცდილობდი ღამე არ ჩამძინებოდა, მხოლოდ ობლივონის კიდევ ერთი საიდ ქვესტისთვის. შენც კარგად დაიჭირე იდეა – ამ თამაშს თავისი სული და ძველი ზღაპრებივით თხრობადი სტილი აქვს, და მაგას უკვე ვიზუალი ვერ შველის თუ ატმოსფერო არ იჭერს.

რაც შეეხება იმ მაგს ფაერბოლებით – მეც მახსოვს ეგ ტიპი, მგონი ბოლოს მოდის პლოტში, და ცოტა კომიკურადაც გამოჰყავდა ბეთესდას, რაც მაგარი ეფექტურია. ზოგადად, იმ დროისთვის ეს თამაში თითქოს მთელი სამყაროს შემცვლელი იყო, აი ისეთ დონეზე აგრძნობინებდა მოთამაშეს თავისუფლებას და მნიშვნელობას.

მე პირადად "Whodunit?" ქვესტი არასდროს დამავიწყდება, სადაც ყველანი უნდა ამოაკლო წვეულებაზე ისე, რომ სხვებმა ვერ გაიგონ. აი, კლასიკაა პირდაპირ. ასეთ რაღაცებს ვეღარ იგრძნობ ახალ თამაშებში ისე გულწრფელად.

შენ კომენტარში სულ სხვანაირად გაცოცხლდა ძველი ემოციები. მადლობა მაგისთვის. შენ თვითონ რომელი ფრაქცია გიყვარდა ყველაზე მეტად? Mages Guild, Thieves Guild თუ Dark Brotherhood?

Posted
11 hours ago, vechny said:

ai ტუგადუმი,კომბატზე არ ვამბობ არაფერს,ისედაც ვიცოდი რა ნეხვიც იქნებოდა

რას ელოდებოდი, რემასტერია და არა რემეიქი

მექანიკებიც და ai-ც 2006 წლიდანაა მხოლოდ ვიზუალია შეცვლილი

Posted
1 hour ago, david_888 said:

რას ელოდებოდი, რემასტერია და არა რემეიქი

მექანიკებიც და ai-ც 2006 წლიდანაა მხოლოდ ვიზუალია შეცვლილი

თან კაი ბომბორა სტატერინგები აქვს გარეთ როცა ვარ.

ეს ანრეალ ენჯინი მაგარი ცუდი რამეა.
დაველოდები პაჩებს მანამდე რუსული გახმოვანებაც მოიხოდება და ვცდი კიდე ერთხელ

Posted
2 hours ago, vechny said:

თან კაი ბომბორა სტატერინგები აქვს გარეთ როცა ვარ.

ეს ანრეალ ენჯინი მაგარი ცუდი რამეა.
დაველოდები პაჩებს მანამდე რუსული გახმოვანებაც მოიხოდება და ვცდი კიდე ერთხელ

გრაფიკას დაუწიე, 8 გბ არ ყოფნის ამ თამაშს ისევე როგორც პრაქტიკულად არცერთს ue5-ზე, მედიუმზე უნდა დააყენო შენ კარტაზე

Posted

8gb არც იყენებენ იგრები თან, თუ სწორათ მახსოვს სადღაც 7.3გბ ფარგლებში ენიჭება იგრებს 8გბ კარტებზე და 10.3 11გბ ან 11.3 12გბ 16გბ სადღაც ეგრეა ანუ სადღაც 700მბ მინიმუმ ვინდოუს 11 ბოლო ბილდებზე იპარავს HAGS და RBAR რომც ჩაურთო, მანდ ზოგან სტატერიც აქვს და სხვა ტიპის ბაგები თორე როცა მუშაობს მართლა მაქსიმუმამდე იყენებს VRAM მაგეებით კარტის, ყველაზე კარგი სიტუაცია მგონი მაგ მხრივ ახალ DX12 Ultimate აქვს, შედარებით ახალ სერიებზე დაემატა მარტო მაგის საპორტი

Posted
27 minutes ago, George said:

  • Haha 3
Posted

იყო VRAM მოხმარებასთან დაკავშირებით საინტერესო თემა რომელიღაცა ჰარდის საიტზე, მანდ იყო კარგათ ახსნილი ეგ ყველაფერი, ბოლომდე დღემდე ვერ იყენებს კარტა ცალკე თამასში სრულ VRAM აბიომს, აგრანიჩენია დღემდეა დატოვებული DX12 ბოლო ვერსიებზეც კი და WDDM 3.2 დრაივერებზე, ანუ 16გბ კარტა 16გბ მთლიანათ ცალკე თამასში ვერ გამოიყენებს, ვინდოუს 11 ყველაზე მცირე აგრანიჩენიაა უკვე ბოლო ბილდებზე განსაკუთრებით, ვინდოუს 10-ზე შეზღუდვა ცოტა უფრო მეტი აქვს კარტებზე, ყველამ შეიძლება ვერც გაიგოს სლოჟნი პროცედურებია მანდ და თვითონ HAGS და resizable bar არაა მთლათ ადვილი პროცედურა ცალკე ახსნა-განმარტება რომ ნახო რასაც აკეთებს ან ერთი ან მეორე, ფურცელზე შეიძლება დიდი ხანია უკვე რაც მოიგონეს ორივე, მაგრამ რეალურათ არც ისე დიდი დრო გავიდა მაგეების უფრო აქტიურათ გამოყენების შემდეგ მაზერებში და ვინდოუსებში, რახან Rbar მაზერიდან უნდა გააქტიურო მაინც და აქვს გავლენა გარკვეული მაგასაც VRAM გამოყენებაზე თამაშებში, RBAR ჯერ კიდევ ინტელის 300 სერიის მაზერებზეც იყო უფრო ახალ ბიოსებში დამატებული, თუმცა უფრო გვიან დაიხვეწა ეგ ტეხნოლოგია, დღემდე ბოლომდე გამართულათ ყველა თამასში არ მუშაობს მაინც, HAGS ეხლა გაცილებით მეტი ფიშკებია მიბმული ვიდრე თავიდან რომ დაემატა ვინდოუს 10 ეგ ფიშკა, მაგას თუ გაუთიშავ ახალი სერიის კარტებზე რაღაცეები აღარ მუშაობენ უკვე, ნუ რაც მეტია ლიმიტი მით უფრო მეტი სტატერინგი ექნება და ფპს ვარდნები, ერთია როცა 200მბ არ ყოფნის საშვალოთ, მეორე როცა 1გბ+ თამაშს უკვე შენ კარტაზე, თუმცა ზაპასით თუ უბერავს მაშინ იქნება უფრო კარგ ფორმაში, რა თქმა უნდა გამტარობა თუ ყოფნის და მანდ არა აქვს უკვე შეზღუდვები, ორივე მნიშვნელოვანია მაინც, ცალკე 16გბ VRAM არაა აშკარათ საკმარისი ბოლო იგრებში, პრინციპში 15.3 VRAM რისი გამოყენების თავიც აქვს თამაშებში მაგ კარტას ეგ პატარა აბიომი უკვე ნამდვილათ არაა, მაგრამ რეიტრეისინგით კიდე 2გბ+ მეტი VRAM ჭირდება უკვე 2K მინიმუმ და ისეთი დიდი ზაპასი აღარ რჩება, თუმცა რა თქმა უნდა ბევრათ კარგი სიტუაციაა მაინც ვიდრე 12გბ კარტებზე, UE5 კიდე საკმაოთ მომთხოვნი დვიჟოკია, მანდ ბლომათ VRAM ითხოვს კარტა თუ არ შეუზღუდე გრაფიკა ბოლო იგრებში, 8გბ კვდება ფაქტიურათ თავისი 7.3გბ VRAM 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.