Jump to content

რა არის უნიფიცირებული კომუნიკაციის (UC) სისტემა


Recommended Posts

onlom.jpg

უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემა აერთიანებს სატელეფონო კავშირს, აუდიო კონფერენციას, ელექტრონულ და ხმოვან ფოსტას, ფაქსს, ვიდეო კონფერენციის სისტემას, მყისიერი ტექსტური შეტყობინებების სერვისს, ხელმისაწვდომობის სტატუსის მაჩვენებელ სისტემას (Presence), კალენდარს, კონტაქტების სერვისებს, მობილური კავშირის საშუალებებს და ბიზნეს პროცესების მართვის გარკვეულ აპლიკაციებს. UC სისტემა საშუალებას იძლევა ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი დამოუკიდებელი სისტემები კომუნიკაციის ერთიან, ინტეგრირებულ სისტემად გაერთიანდეს. ტექნოლოგიების ინტეგრაციის ასეთი მიდგომა ორგანიზაციის კლიენტებთან, პარტნიორებთან, თანამშრომლებთან და კორპორატიულ რესურსებთან მუდმივი კავშირის შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან. განსხვავებით ცალკე მდგომი სისტემებისგან, უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემას დამატებით შეუძლია გაამარტივოს დაკავშირება და გაზარდოს ეფექტიანობა, კავშირის მომენტისთვის ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის გამოყენების გზით; უფრო ეფექტურად გამოიყენოს თანამშრომლების დრო სამუშაოს მეტად ხარისხიანი კოორდინაციის შედეგად, რასაც განაპირობებს მათი განრიგისა თუ ხელმისაწვდომობის ცოდნა და მყისიერი კავშირის შესაძლებლობა; შეამციროს კომუნიკაციების ღირებულება ისეთი მეთოდებით, როგორებიცაა ტრანსპორტირების ღირებულების შემცირება, საკომუნიკაციო სისტემების კომპონენტების რაოდენობის შემცირება, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მომსახურების ღირებულების შემცირება და ა.შ.

თანამედროვე UC სისტემებს საფუძვლად უდევს ინდუსტრიულ სტანდარტებზე ბაზირებული არქიტექტურა, რაც უზრუნველყოფს სისტემის მოქნილობასა და ინვესტიციების დაცულობას სამომავლო განახლებებისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების ზრდის შემთხვევაში. გთავაზობთ UC სისტემის შემადგენელი ძირითადი ელემენტების მოკლე აღწერას.

კომპანიის შიდა სატელეფონო სისტემა მოიცავს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის იმ ძირითად ნაკრებს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის შიგნით სატელეფონო სისტემის მოწყობას. ამ სისტემაში ერთიანდება ანალოგური, ციფრული და IP ტიპის სატელეფონო სადგურები და ხორციელდება ქალაქის სადგურთან კავშირი ასევე სხვადასხვა ტიპის არხებით. ბიზნესის მოთხოვნიდან გამომდინარე, კორპორატიულ ტელეფონიაში შესაძლებელია სარგებლობა მრავალფეროვანი ფუნქციონალით. მათგან გამოყენებაში ყველაზე მეტად პოპულარულია უნიფიცირებული მესიჯინგი, რომლის შემადგენელი ნაწილებია: ხმოვანი ფოსტა - იძლევა საშუალებას აბონენტის არ ყოფნის შემთხვევაში დავტოვოთ ხმოვანი შეტყობინება მის პერსონალურ საფოსტო ყუთში. შეტყობინების მიღებას აბონენტი შეძლებს როგორც კორპორატიული ქსელის სხვა ტელეფონიდან, ასევე პერსონალური კომპიუტერის, ტაბლეტის, PDA-ისა თუ სხვა მობილური მოწყობილობის მეშვეობით; ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ - უზრუნველყოფს შემომავალი ზარების წინასწარ განსაზღვრული პრინციპებით დამუშავებას. მენიუში ნავიგაცია საშუალებას იძლევა ოპერატორის ჩარევის გარეშე მოხდეს სასურველი ინფორმაციის მიღება, იქნება ეს საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა, თუ შეკვეთილი პროდუქციის მოწოდების ვადები; ელექტრონულ ფოსტასთან და ფაქსთან ინტეგრაცია, რაც უზრუნველყოფს ხმით, ელექტრონული ფოსტით და ფაქსით მიღებული შეტყობინებების ერთიან მენეჯმენტს.

კონტაქტ ცენტრი თანამედროვე კომუნიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი მეშვეობით ხორციელდება როგორც ზარების ავტომატური განაწილება, ასევე წინასწარგანსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მათზე განსხვავებული სერვისების მინიჭება. თუმცა, ტრადიციული ქოლ-ცენტრებისგან განსხვავებით, კონტაქტ ცენტრში წარმოებს არა მარტო ზარების გადანაწილების კოლექტიური მომსახურება, არამედ ისეთი კომუნიკაციებიც როგორებიცაა: ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, მყისიერი შეტყობინებები, თუ ვიდეო კომუნიკაცია. თანამედროვე, ინტელექტუალური სისტემების საშუალებით შესაძლებელი ხდება კონტაქტ ცენტრის მომსახურება მინიმალური რაოდენობის ოპერატორებით. ხოლო მოქნილი რეპორტინგისა და ანალიტიკის მეშვეობით, კომპანიები ადვილად ახერხებენ ოპერატორების მუშაობის ეფექტურობისა და შედეგად, კლიენტურის მომსახურების ხარისხის ზრდას. ხარისხის კონტროლის მიზნით, ასევე ფართოდ გავრცელებულია ზარების სრული ან შერჩევითი ჩაწერა. ჩაწერილი საუბრების ბაზა ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ იგი ანალიზის, სამხილისა თუ სხვა სასურველი მიზნისათვის.

ინტერნეტის პოპულარული ტექსტური შეტყობინებების სისტემებიდან ყველასთვის ცნობილი სტატუსის მაჩვენებელი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კორპორატიულ კომუნიკაციებში. თანამშრომლის ხელმისაწვდომობის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ქონა კომუნიკაციის ეფექტურობის ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის. სტატუსის ცოდნა ხელს უწყობს დაკავშირების ოპტიმალური მეთოდის არჩევას, ხოლო მისი ინტეგრაცია უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემის სხვა კომპონენტებთან – არჩევანის გაკეთების ავტომატიზირებას და შედეგად დაკავშირების ოპერატიულობის გაზრდას.

უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის, მყისიერი შეტყობინების სისტემის ინტეგრაცია ისეთ ქვესისტემებთან, როგორებიცაა: კალენდარი, ელექტრონული ფოსტა თუ კონტაქტების ბაზა, შესაძლებელობას იძლევა მოხდეს ინფორმაციის მომენტალური გაცვლა, რაც დიდწილად ამაღლებს კოლექტიური მუშაობის ხარისხს. ხოლო თანამედროვე სისტემებში ჩაშენებული ვიდეო კომუნიკაციის შესაძლებლობები, კომუნიკაციების ეფექტურობის მაქსიმალურ ზრდას უწყობს ხელს. ვებ კონფერენციის სისტემები საშუალებას იძლევა ჩატარდეს ვიდეო და აუდიო კომუნიკაცია ერთდროულად დოკუმენტების და პრეზენტაციების წარდგენით. ეს საშუალება აქტიურად გამოიყენება დაშორებულ ოფისებს შორის თათბირების ჩატარებისას, ასევე, დისტანციური ტრენინგისთვის.

თანამედროვე ქსელები მაღალი ხარისხის ვიდეო კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა, რაც შესაძლებელს ხდის დამყარდეს მაღალი გარჩევადობის (HD) ვიდეო კომუნიკაცია. როდესაც გადაწყვეტილების მიღების ოპერატიულობა უაღრესად მნიშვნელოვანია, როდესაც ორგანიზაციის თანამშრომლები გეოგრაფიულად ერთმანეთისგან დაშორებით იმყოფებიან და როდესაც საოპერაციო თვითღირებულების მინიმიზაცია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდეოკონფერენციის სისტემა ერთადერთი სწორი პასუხია აღნიშნულ გამოწვევებზე. ტელეპრეზენზისა და HD ვიდეო კომუნიკაციების თანამედროვე ტექნოლოგიები გეოგრაფიულად სხვადასხვა ადგილზე მყოფი არაერთი მონაწილისგან შემდგარი შეხვედრის ოპერატიულად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ხოლო ის უამრავი დაზოგილი ფული, რომელიც გადაფრენებზე და სამივლინებო საჭიროებებზე დაიხარჯებოდა, დანახარჯების შემცირებასა და მოგების ზრდას უწყობს ხელს. ვიდეო კავშირის, კოლაბორაციისა და კონფერენციის სისტემები ძირეულ ცვლილებებს ახდენენ როგორც განათლებისა და ჯანდაცვის დარგებში, ასევე თითქმის ყველა ტიპის ბიზნესისა თუ სახელმწიფო ორგანიზაციების მუშაობის ეფექტიანობის ზრდაში.

ორგანიზაციების თანამშრომლებს შეუძლიათ ფაქტიურად ყველანაირი კორპორატიული კავშირით: ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, ვიდეო კავშირით, ერთობლივი კალენდარითა თუ სხვა ბიზნეს სისტემებით სარგებლობა, მიუხედავად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი თავიანთ სამუშაო ადგილზე. სპეციალური პროგრამული საშუალებებით დღეს უკვე შესაძლებელია მობილური ტელეფონის (სმარტფონის, ტაბლეტის) მუდმივი ჩართულობა კორპორატიულ საკომუნიკაციო ქსელში. შესაბამისად, Wi-Fi შიდა დაფარვის ზონაში ყოფნისას მობილური მოწყობილობა კორპორატიული ქსელის გავლით მიიღებს და განახორციელებს ზარებს ოფისის სატელეფონო ნომრის გამოყენებით, დაუკავშირდება კორპორატიულ ფოსტას და ისარგებლებს სხვა UC სერვისებით, ხოლო Wi-Fi დაფარვის ზონიდან გასვლის შემთხვევაში, მიმდინარე ზარები წყვეტის გარეშე გადაერთვება შესაბამისი მობილური ოპერატორის ქსელზე. კავშირის ასეთი მობილურობა შესამჩნევად ზრდის თანამშრომელთა მუშაობის ეფექტიანობის ხარისხს.

უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემებს აქვს ორგანიზაციის მონაცემთა ბაზებთან, CRM სისტემებთან და სხვა პროგრამულ აპლიკაციებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, თანამედროვე ინტელექტუალური UC სისტემები ვებ-სერვისების მეშვეობით ინტეგრირდებიან კომპანიის ბიზნეს პროცესებთან, რაც ამ უკანასკნელთა ავტომატიზაციის დამატებით შესაძლებლობებს იძლევა უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემების რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზით.

Cisco-ს მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების უმეტესობა ყველაზე აქტიურად იყენებს ვებ კონფერენციებს, მეორე ადგილზე დგას ვიდეო კონფერენცია და მესამეზე კონტაქტ ცენტრები. იმავე კვლევამ უჩვენა, რომ რაც უფრო მეტ უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემას იყენებს კომპანია, მით უფრო მეტია თანხის დაზოგვა. თავიდან კომპანიები ნერგავდნენ უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემებს ხარჯების დაზოგვისთვის, მაგრამ თანდათან იზრდება სისტემების დანერგვა თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

უნიფიცირებული კომუნიკაციის ისეთი სისტემების დანერგვა, როგორიცაა კონტაქტ ცენტრი, “პრეზენსი” და მობილურობა, მნიშვნელოვნად უადვილებს კლიენტებს კომპანიის თანამშრომლებთან დაკავშირებას, რაც ამცირებს დაკავშირების დროს და მომსახურების ხარისხს.

წყარო: navigator.ge

მადლობთ ყურადღებისთვის

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.