Jump to content

Accelero TwinTurbo Pro


Recommended Posts

შვეიცარიულმა ფირმამ Arctic-Cooling 2010 წლის იანვარში ბაზარზე შემოიტანა ცნობილი ქულერის ახალი ვერსია Accelero TwinTurbo Pro.

წინა ქულერი გამოირჩეოდა კარგი წარმადობით და რაც მტავარია ხმაურის დაბალი მაჩვენებლით

ამ რევიუში მე $#^#(|ადე ახალი ქულერი შემედარებინა ქარხნული ქულერის წარმადობას.

მწარმოებელი ტექ. მონაცემებში იძლევა 120 ვატი წარმადობის დაპირებას.ეს ნიშნავს რომ ამ ქულერს შეუძლია 120 ვატი სითბო გააცალოს გრაფიკულ პროცესორს.

განსხვავება წინა Accelero TwinTurbo ქულერთან არის ის რომ, პრო ვერსიას სულ ცოტა 120 ვატი აქვს მინიმალურ ბრუნებზე ,როდესაც წინა ვერსიას 120 ვატამდე შეეძლო მაქსიმალური ბრუნით.

შევადაროთ სურათები:

fc5092834bdc.jpg

ეს გახლავთ პირველი ვერსია 80მმ ფენებით

და ესეც ახალი პრო ვერსია

49f07711b35c.jpg

ac-tt-pro-2.jpg

ძირითადი განსხვავება:

2X80მმ შეიცვალა 2X92მმ ფენით.ამავდროულად იგივე დარჩა ბრუნები.

92მმ მაქსიმალური ბრუნი 2000 რპმ ,ხოლო 80მმ 2200რპმ იყო

92 მეტრკუბი/საათში არის ახალი მაჩვენებელი 68 მეტრკუბ/საათის წინააღმდეგ

წონაშიც მოხდა ცვლილებები.350 გრამის მაგივრად ახალი ქულერი უკვე 450 გრამს იწონის

ორივე ქულერი 4 ცალი 6მმ ჰითპაიპით აგრილებს გრაფიკულ პროცესორს.

ქულერი მიდის შემდეგ ვიდეო დაფებზე:

ATI Radeon

HD 5870

HD 4890, 4870, 4850, 4830

HD 4770

HD 3870, 3850

HD 2900XT, 2900 Pro

X1950, X1900 series

X1800, X1650 series

X1600, X1550 series

X1300 series

nVIDIA GeForce

GT240, GTS250

GTS150 (not LP), GT130 (not LP)

9800GTX+, 9800GTX, 9800GT

9600GT, 9600GSO

9500GT (not LP), 9400GT (not LP)

8800GTS(G92), 8800GT, 8800GS

8500GT (not LP), 8400GS (not LP)

7950GT, 7900, 7800, 7600 series

6800, 6600 series

შედარებისთვის ავიღე ატი 4850ის თხელი ქარხნული ქულერი ე.წ. single slot

გატესტვა მოხდა შემდეგ პირობებში:

ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსი

Fურმარკის 1.7 ვერსიაზე ბენჩმარკი 120 წამის განმავლობაში 1680X1050 8X AA ტესტი დინამიური მონიტორინგით

სტოკ და დაჩქარებული რეჟიმები,აუტო და 100% ფანის რეჟიმები

აქვე შედეგები:

4850 ქარხნულ ქულერზე

024c71738d61.jpg

და აქვე ფანი 100% რეჟიმში უკეთესი გაგრილებისთვის

7f5be7f13ef5.jpg

შემდეგი ნაბიჯი იყო უკვე დაჩქარებული რეჟიმი იგივე პირობებში

ქარხნულ ქულერზე სამწუხაროდ მოხერხდა მხოლოდ 675 მეგაჰერცის სტაბილურად შენარჩუნება

და მეხსიერების რაზგონი წარმოუდგენელი იყო უკვე 90 გრადუსის გამო

თუმცა მეხსიერების ამხელა ტემპერატურას იწვევდა ქულერის ცუდი კონსტრუქცია

იმდენად აცხელებდა გრაფიკული პროცესორი ქულერს რომ სხვა ნაწილები გაგრილების მაგივრად ავტომატურად თანაბრ ტემპერატურაზე აყავდა სპილენძის ქულერს

ანუ ფაზები და მეხსიერების ჩიპები რეალურად გაგრილების მაგივრად ცხელდებოდა

აქვე 675/993 დაჩქარება ქარხნული ქულერით

ფენი აუტო რეჟიმშია

97afe619fd10.jpg

და 675/993 დაჩქარება ფანი 100%

3ff30c08e5c8.jpg

ქარხნული ფენით შეიძლება ითქვას რომ ფანი აუტო თუ 100% რეჟიმში დიდ განსხვავაებას არ იძლევა

გრაფიკული პროცესორი მშვიდ რეჟიმში 75 გრადუსს ხოლო დატვირთვის დროს 95 გრადუსს ცდება

ხმაური 50% ის შემდეგ უკვე აუტანელი ხდება ამ კონკრეტულ ქულერზე

აშკარად ღმუის და 100% ზე ისე ბღუის ნებისმიერ დელტას ფენს შეშურდებოდა

აქვე ახალი აქსელეროს შედეგები:

625/993 აუტო და 100%

fe8116eedfa5.jpg

8a5f642cf46b.jpg

და აქვე დაჩქარებული რეჟიმი

25f497bcef0b.jpg

cc3225f1805b.jpg

შედეგებში ახალმა ქულერმა 60 გრადუსით აჯობა ქარხნულს

ხმაურში 100% ზე სულ ოდნავი ხმა აქვს აქსელეროს

მიახლოებით შევადარებდი 120მმ ფენი 1000 რპმზე :)

სადღაც 22დბა

25%ზე ფენი უხმაუროა

უფრო ჩუმია ვიდრე 120მმ ფენი 600რპმზე

დასკვნა:

შედეგები რა თქმა უნდა შთამბეჭდავია

თუ გავითვალისწინებთ რომ მე არაერთი 4850 მქონია ხელში და ასევე მინიმუმ 5-6 სხვადასხვა ქულერი მისინჯავს ზედ

ახალი აქსელერო სასწაულად აგრილებს გრაფიკულ პროცესორს

აქამდე მქონდა 4850 ზეროთერმის GX810 ზე, გოლდენ სეიმპლი სპეციალური ქულერით,4850 დუალ სლოტი HIS, საფირის სპეც ქულერიანი ვერსია vaporX

არცერთი მათგანი დატვირთვაზე 65 გრადუსზე დაბლა არ ყოფილა

ახალი აქსელერო კი როგორღაც ახერხებს და პროცესორს 45 გრადუსამდე ტოვებს ულტრა ჩუმ რეჟიმში

ამ ყველაფერს ემატება ფასი 25 ევრო და პრინციპში იდეალური ქულერია ყველანაირად

westsider

overclockers.ge ©

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.