#Skinhead Posted April 26, 2011 Share Posted April 26, 2011 თუ კი თქვენ საშუალო სიძლიერის მოთამაშეს ჰკითხავთ რა არის ყველაზე მთავარი წარმატებული გეიმინგისთვის – სავარაუდოდ პასუხად გაიგებთ «ვიდეოკარტა» და «კარგი თაგვი + კლავიატურა». კიბერსპორტსმენი ამას მუდმივ ვარჯიშსა და მოწინავე პერიფერიას დაუმატებს. თუმცა, ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ ტვინის მცირედი ელექტროსტიმულაციაც არ იქნებოდა ურიგო. მარტივი პრაქტიკული ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევარებმა მოხალისეებს სთხოვეს DARWARS Ambush! ეთამაშათ – თამაში, რომელიც DARPA (მოწინავე თავდაცვის კვლევითი პროექტების სააგენტო) ამერიკელი ჯარისკაცების სავარჯიშოდ შექმნა. ექსპერიმენტის მონაწილეთა ნახევარი დენის ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს – თამაშის განმავლობაში თავის ქალის კანზე 2 მილიამპერის სიძლიერის დენს აწვდიდნენ მოწყობილობის დახმარებით, რომელიც უბრალო 9-ვოლტიანი ელემენტით იკვებებოდა. «ელექტრონიკებმა» თამაშის დროს ორჯერ უკეთესი შედეგები უჩვენეს მათთან შედარებით, ვინც ელექტრობის ნაკლებ დოზას იღებდა. DARPA-ს მიერ დაფინანსებული ეს კვლევა იმ მიზნით ჩატარდა, რომ გამოერკვიათ უმჯობესდება თუ არა სწავლებაზე გავლენის მქონე ტვინის მახასიათებლები ელექტროსტიმულაციის პროცესში. როგორც ჩანს, პასუხი დადებითია, თუმცა ექსპერიმენტების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ რაღა თქმა უნდა არ ღირს ამ ექსპერიმენტის სახლში გამეორება. ტრანსკრანიალური ელექტროსტიმულაციის შესწავლაში პროგრესი სხვადასხვა ნევროლოგიური და კოგნიტური დარღვევების წარმატებული გამოსწორების შესაძლებლობას მისცემს სპეციალისტებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კვლევას DARPA აფინანსებდა, სავსებით შესაძლებელია, რომ მისი შედეგები სამხედრო მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. ვინ იცის, იქნებ ოდესმე საბრძოლო ავიაციის პილოტებს შლემზე ელექტრო დენი მიაწოდონ მათი რეაქციისა და აზროვნების სისწრაფის გასაუმჯობესებლად. გამანადგურებელს დიდი ფასი აქვს, ხოლო 2 მილიამპერი არავის დააზარალებს… წყარო: http://www.popsci.com 8 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted April 26, 2011 Share Posted April 26, 2011 გამანადგურებელს დიდი ფასი აქვს, ხოლო 2 მილიამპერი არავის დააზარალებს… ჩაგეთვალა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted April 26, 2011 Share Posted April 26, 2011 + მომეოწნა ნიუსი :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted April 26, 2011 Share Posted April 26, 2011 ეხლა რა კომენტარი შეიძლება გავუკეთო : ის აზრი დამებადა რომ მგონი ესენი იმას აკეთებენ რომ ტვინს აწვდიან დენის სახით იმ ენერგიას რისი მიწოდებაც არ შეუძლია ორგანიზმს, და ალბათ ტვინი გაუძლებს თუ არა და შედეგს მიიღებენ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
საბა Posted April 26, 2011 Share Posted April 26, 2011 ძალიან მწირე ინფორმაციის მიღება შევძელი მე პირადად ამ სტატიიდან, კი გვითხარი რომ დენის მიწოდების შემთხვევაში უკეთესი შედეგები აჩვენეს მოთამაშეებმა მაგრამ როგორ, რანაირად, რატომ განაპირობა ელექტრო ენერგიის მიწოდებამ უკეთესი შედეგების ჩვენება, რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, ტვინში, როდესაც ელექტრო ენერგია შედის და რით განსხვავდება ასეთი მდგომარეობა ჩვეულებრივისგან... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted April 26, 2011 Author Share Posted April 26, 2011 წყარო: http://www.popsci.com ამის მიწერა დამავიწყდა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
BIRKOF Posted April 26, 2011 Share Posted April 26, 2011 ვააა ტვინსაც ვოლტაჟის მომატება სდომებია რაზგონის დროს :D :D 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
agapo Posted April 27, 2011 Share Posted April 27, 2011 (edited) გადავალთ მალე დენით კვებაზე :lollol: Edited April 27, 2011 by agapo Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted April 27, 2011 Share Posted April 27, 2011 ძალიან მწირე ინფორმაციის მიღება შევძელი მე პირადად ამ სტატიიდან, კი გვითხარი რომ დენის მიწოდების შემთხვევაში უკეთესი შედეგები აჩვენეს მოთამაშეებმა მაგრამ როგორ, რანაირად, რატომ განაპირობა ელექტრო ენერგიის მიწოდებამ უკეთესი შედეგების ჩვენება, რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, ტვინში, როდესაც ელექტრო ენერგია შედის და რით განსხვავდება ასეთი მდგომარეობა ჩვეულებრივისგან... საბა გამარჯობა! უჯრედი არის აგზნებადი სხეული აგზნების გამოწვევის შესაძლებლობის გამო ჩვენ აღვიქვავთ ყველა ემოციათა სპექტრს. ანუ,უჯრედში ელ.დენის მიწოდებით ვააქტიურებთ და "ტონუსში" მოგვყავს ნეირონთა ის უბნები,რომლებიც ამა თუ იმ გრძნობათა ორგანოს ემსახურება. ელ დენით კი,ჩვენ ვახდენთ უჯრედის დეპოლარიზაციას(ან ვამზადებთ მას მისთვის-უხეშად რომ ვთქვათ),ანუ უჯრედშიდა გარემოს,სადაც k+ -ია,შეერევა Na+,რომელიც უჯრედგარე გარემოს წარმადგენს (მხოლოდ ეს ორი ნივთიერება არა,მის გარდა უამრავია კარბოჯგუფის და ა.შ.),შედეგად უჯრედთა აგზნებით გარემოში უკეთესი "ჩაძირვა". (ნერვული ქსოვილიში კი აგზნება ნეირომედიატორების შუამავლობით ხდება,რაც დეპოლარიზაციას მოყვება) ელექტროდები კი გარედან იქნება მიდებული ელექტროენცეფალოგრამის მსგავსად: იმის მაგალითი,რომ ეს ყველაფერი,ამ პრინციპზეა დამოკიდებული,არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები თუნდაც მაგ: ნოვოკაინი ახდენს ნატრიუმის იონური არხების ბლოკირებას,რაც იწვევს დეპოლარიზაციის ტალღის ბლოკირებას ნატრიუმის არხების განვლადობის დათრგუნვით და რაც არ იწვევს აგზნებას. უჯრედში მოქმედების პოტენციალის გენერირება და გადაცემა ხდება,აგზნების გამომწვევია კალციუმის იონიც,ასე ხდება დეპოლარიზაცია კუნთებშიც. შემდეგ კი,დეპოლარიზაციის შემდეგ,როდესაც უჯრედში აღმოჩნდება ნატრიუმის დიდი რაოდენობა,ნატრიუმის არხები იკეტება და იწყება უკუპროცესი, რეპოლარიზაცია,რაც უფრო დიდ პერიოდს მოიცავს ვიდრე დეპოლარიზაცია და ხდება უჯრედის მომზადება,მომდევნო აგზნებისათვის 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted April 27, 2011 Share Posted April 27, 2011 ძალიან მწირე ინფორმაციის მიღება შევძელი მე პირადად ამ სტატიიდან, კი გვითხარი რომ დენის მიწოდების შემთხვევაში უკეთესი შედეგები აჩვენეს მოთამაშეებმა მაგრამ როგორ, რანაირად, რატომ განაპირობა ელექტრო ენერგიის მიწოდებამ უკეთესი შედეგების ჩვენება, რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, ტვინში, როდესაც ელექტრო ენერგია შედის და რით განსხვავდება ასეთი მდგომარეობა ჩვეულებრივისგან... მოკლედ რომ ვთქვა კონკრეტულ უჯრედებს რომელიც პასუხისმგებელია ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად , უფრო გიაქტიურებს პამოიმუ ასე უნდა იყოს რა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted April 27, 2011 Share Posted April 27, 2011 საინტერესოა პლაცებომ რამხელა როლი ითამაშა აქ და ასეთი "ჯანსაღი" თAმაში,რამდენად სასარგებლოა დროთA განმავლობაში,მისი მუდმივი ხმარებისას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted April 27, 2011 Share Posted April 27, 2011 რაცარუნდა გეიმერი ვიო მაგას თავზე არ შევიერთებ :vikingi: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted April 27, 2011 Share Posted April 27, 2011 კარგი ნიუსია :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 28, 2011 Share Posted April 28, 2011 საინტერესოა პლაცებომ რამხელა როლი ითამაშა აქ და ასეთი "ჯანსაღი" თAმაში,რამდენად სასარგებლოა დროთA განმავლობაში,მისი მუდმივი ხმარებისას პლაცებო ეფექტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ჩემის აზრით და ხშირად ტვინის ეგეთი "სტიმულაცია" ყველა ვარიანტში გამოიწვევს მოგვიანებით დარღვევებს შეიძლება ინსულტი არა მაგრამ ეპილეფსია დამართოს თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვი :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted April 28, 2011 Share Posted April 28, 2011 პლაცებო ეფექტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ჩემის აზრით და ხშირად ტვინის ეგეთი "სტიმულაცია" ყველა ვარიანტში გამოიწვევს მოგვიანებით დარღვევებს შეიძლება ინსულტი არა მაგრამ ეპილეფსია დამართოს თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვი თუმცა გააჩნია ექსპერიმენტის "სისუფთავესაც" მაგმხრივ საინტერესოა ისე,ასეთი სტიმულაცია გამოყენებადია თუ არა მკურნალობისმხრივ გონებაჩამორჩენილ და სხვა ტვინში რაიმე დარღვევის მქონე პაციენტებში გამიზნულად ტვინის ნახევარსფეროების ზოგი მონაკვეთის ასაგზნებად,რომელიც ამათუიმ ფუნქციაზე აგებს პასუხს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 28, 2011 Share Posted April 28, 2011 თუმცა გააჩნია ექსპერიმენტის "სისუფთავესაც" მაგმხრივ საინტერესოა ისე,ასეთი სტიმულაცია გამოყენებადია თუ არა მკურნალობისმხრივ გონებაჩამორჩენილ და სხვა ტვინში რაიმე დარღვევის მქონე პაციენტებში გამიზნულად ტვინის ნახევარსფეროების ზოგი მონაკვეთის ასაგზნებად,რომელიც ამათუიმ ფუნქციაზე აგებს პასუხს. ალბათ ბევრია ეგეთი ექსპერიმენტი და შეიძლება მიმდინარეც რაღაც სინდრომი იყო სულ თავი სტკივა პაციენტს და ვერც ხსნიან ამ ტკივილს და ვერც მიზეზსს პოულობენ კიდე ალცჰაიმერზე, პარკინსონიზმზე უნდა იყოს ეგეთი ექსპერიმენტები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 28, 2011 Share Posted April 28, 2011 ანუუ ეხლა უნდა ვიჩალიჩო რომ დენი მივიღო თამაშისას თორემ ფიფა 11 წეღან ნათანმა მიმანგრია :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted April 28, 2011 Share Posted April 28, 2011 ალბათ ბევრია ეგეთი ექსპერიმენტი და შეიძლება მიმდინარეც რაღაც სინდრომი იყო სულ თავი სტკივა პაციენტს და ვერც ხსნიან ამ ტკივილს და ვერც მიზეზსს პოულობენ კიდე ალცჰაიმერზე, პარკინსონიზმზე უნდა იყოს ეგეთი ექსპერიმენტები რამდენად ეფექტური აღმოჩნდა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 28, 2011 Share Posted April 28, 2011 რამდენად ეფექტური აღმოჩნდა? ვერ გამიგე სწორად მე უბრალოდ ვვარაუდობ რომ მასეთ დაავადებებზე შეიძლება ტარდება ეგეთი ექსპერიმენტები რაც ვიცი შიზოფრენიაზე იყო პრაქტიკაში ელექტრო შოკით თერაპია თუმცა არ გაამართლა ნამდვილად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted November 17, 2012 Share Posted November 17, 2012 კაკრაზ ამ თემასთანაა კავშირში: ამირიკაში დასჭირდათ პერსონალის მომზადება საქმისთვის, რასაც რამდენიმე წლის მომზადება უნდოდა, პრობლემა დროში იყო, სფერო კი სამხედრო, კონკრეკულად: თანამგზავრის მეშვეობით მტრის გამოვლენა და განადგურება. შექმნეს მასეთი "პოლარიზატორი" , რომლის დროსაც ააქტიურებენ თავის ტვინის ნახევარსფწროების იმ უბნებს, რომლებიც აღქმაზეა ორიენტირებული. რამაც კარგი შედეგი ჰქონდათ რამდენიმე მეცადინეობაში . გატესტვის ფაზისას კი, პიროვნებას დაავალეს შეესრულებინა ჩხირებით მოქმედება პოლარიზაციამდე, რასაც ვერცერთმა ვერ გაართვა თავი და პოლარიზაციის მერე, რაც ყველამ შეასრულა. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted November 17, 2012 Share Posted November 17, 2012 ამ ელექტროსტიმულატორის ხშირი მოხმარება რა ეფექტებს გამოიწვევს საინტერესოა. არის თუ არა შანსი რომ ტვინი მიეჩვიოს ამ ელექტროდენს და მის გარეშე მუშაობის უნარი დაქვეითდეს? წამლების მიღებისას ხომ ასე ხდება: ორგანიზმი აღარ თვლის საჭიროდ კონკრეტული ნივთიერების გამოყოფას რადგან მათ გარედან ვაწვდით და ხშირ შემთხვევაში ორგანოების დისფუნქციას იწვევს. მაგალითად საჭმლის მომნელებელ აბებს თუ ხშირად ვსვამთ ნაღვლის ბუშტი წყვეტს საჭირო ფერმენტების გამომუშავებას. სიცხის დამწევები და გაციების საწინააღმდეგო წამლები იმუნიტეტს აქვეითებს და ასე შემდეგ. იგივე ლოგიკით შესაძლებელია რომ ტვინიც ელექტროდამოკიდებული გახდეს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted November 17, 2012 Share Posted November 17, 2012 ამ ელექტროსტიმულატორის ხშირი მოხმარება რა ეფექტებს გამოიწვევს საინტერესოა. არის თუ არა შანსი რომ ტვინი მიეჩვიოს ამ ელექტროდენს და მის გარეშე მუშაობის უნარი დაქვეითდეს? წამლების მიღებისას ხომ ასე ხდება: ორგანიზმი აღარ თვლის საჭიროდ კონკრეტული ნივთიერების გამოყოფას რადგან მათ გარედან ვაწვდით და ხშირ შემთხვევაში ორგანოების დისფუნქციას იწვევს. მაგალითად საჭმლის მომნელებელ აბებს თუ ხშირად ვსვამთ ნაღვლის ბუშტი წყვეტს საჭირო ფერმენტების გამომუშავებას. სიცხის დამწევები და გაციების საწინააღმდეგო წამლები იმუნიტეტს აქვეითებს და ასე შემდეგ. იგივე ლოგიკით შესაძლებელია რომ ტვინიც ელექტროდამოკიდებული გახდეს? არა, აქ დამოკიდებულებაზე არ წავა საქმე, ჩვენ რაიმე ნივთიერებით არ ვმოქმედებთ აქ ძალიან "სუსტ დენს" აწვდიან, ადამიანი ვერც გრძნობს, თუმცა, იონიზაციაზე თემა რომ მიწერია, იმავე ეფექტი თუ გამოიწვია ცუდია, + და მინუსიც ბოლომდე არაა გამოვლენილი და კრინტიც არ დაუძრავთ, თუმცა მე რაღაც ეჭვი მეპარება, რომ რაიმე წინასწარგანწყობა ორგანიზმში არ გააღვიძოს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted November 17, 2012 Share Posted November 17, 2012 ჰო რავიცი. მაგრამ მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თან ბოლომდე არაა გამოკვლეული და აპასნია მაინც. ვფიქრობ სჯობს ექპერიმენტები თაგვებზე გააგრძელონ და არა სამხედროებზე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted November 17, 2012 Share Posted November 17, 2012 ჰმ, საინეტერესა, მაგრამ არ ჯობია სამეცნიერო კვლევების დროს გამოიყენონ? მედიცინაში, ოპერაციისას ექიმმა კარგი აზროვნებისთვის რომ მოიხმაროს ცუდი არ იქნება... გეიმინგ სფეროში ეს ძალიან ზედმეტობაა... და დიდი სისულელე... მთელი კაცობრიობის პრობლემაც სწორედ მაგაშია დროს და რესურსებს არასწორად ხარჯავენ...... 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted November 17, 2012 Share Posted November 17, 2012 ჰმ, საინეტერესა, მაგრამ არ ჯობია სამეცნიერო კვლევების დროს გამოიყენონ? მედიცინაში, ოპერაციისას ექიმმა კარგი აზროვნებისთვის რომ მოიხმაროს ცუდი არ იქნება... გეიმინგ სფეროში ეს ძალიან ზედმეტობაა... და დიდი სისულელე... მთელი კაცობრიობის პრობლემაც სწორედ მაგაშია დროს და რესურსებს არასწორად ხარჯავენ...... :yes: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.