Jump to content

სამეცნიერო ექსპერიმენტი: ელექტრო დენი გეიმერულ შესაძლებლობებს აძლიერებს

Recommended Posts

თუ კი თქვენ საშუალო სიძლიერის მოთამაშეს ჰკითხავთ რა არის ყველაზე მთავარი წარმატებული გეიმინგისთვის – სავარაუდოდ პასუხად გაიგებთ «ვიდეოკარტა» და «კარგი თაგვი + კლავიატურა». კიბერსპორტსმენი ამას მუდმივ ვარჯიშსა და მოწინავე პერიფერიას დაუმატებს. თუმცა, ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ ტვინის მცირედი ელექტროსტიმულაციაც არ იქნებოდა ურიგო.

მარტივი პრაქტიკული ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევარებმა მოხალისეებს სთხოვეს DARWARS Ambush! ეთამაშათ – თამაში, რომელიც DARPA (მოწინავე თავდაცვის კვლევითი პროექტების სააგენტო) ამერიკელი ჯარისკაცების სავარჯიშოდ შექმნა. ექსპერიმენტის მონაწილეთა ნახევარი დენის ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს – თამაშის განმავლობაში თავის ქალის კანზე 2 მილიამპერის სიძლიერის დენს აწვდიდნენ მოწყობილობის დახმარებით, რომელიც უბრალო 9-ვოლტიანი ელემენტით იკვებებოდა. «ელექტრონიკებმა» თამაშის დროს ორჯერ უკეთესი შედეგები უჩვენეს მათთან შედარებით, ვინც ელექტრობის ნაკლებ დოზას იღებდა. DARPA-ს მიერ დაფინანსებული ეს კვლევა იმ მიზნით ჩატარდა, რომ გამოერკვიათ უმჯობესდება თუ არა სწავლებაზე გავლენის მქონე ტვინის მახასიათებლები ელექტროსტიმულაციის პროცესში. როგორც ჩანს, პასუხი დადებითია, თუმცა ექსპერიმენტების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ რაღა თქმა უნდა არ ღირს ამ ექსპერიმენტის სახლში გამეორება.

wired-gaming.jpg

ტრანსკრანიალური ელექტროსტიმულაციის შესწავლაში პროგრესი სხვადასხვა ნევროლოგიური და კოგნიტური დარღვევების წარმატებული გამოსწორების შესაძლებლობას მისცემს სპეციალისტებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კვლევას DARPA აფინანსებდა, სავსებით შესაძლებელია, რომ მისი შედეგები სამხედრო მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. ვინ იცის, იქნებ ოდესმე საბრძოლო ავიაციის პილოტებს შლემზე ელექტრო დენი მიაწოდონ მათი რეაქციისა და აზროვნების სისწრაფის გასაუმჯობესებლად. გამანადგურებელს დიდი ფასი აქვს, ხოლო 2 მილიამპერი არავის დააზარალებს…

წყარო: http://www.popsci.com

  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

გამანადგურებელს დიდი ფასი აქვს, ხოლო 2 მილიამპერი არავის დააზარალებს…

ჩაგეთვალა :D

Link to comment
Share on other sites

+ მომეოწნა ნიუსი :)

Link to comment
Share on other sites

ეხლა რა კომენტარი შეიძლება გავუკეთო : ის აზრი დამებადა რომ მგონი ესენი იმას აკეთებენ რომ ტვინს აწვდიან დენის სახით იმ ენერგიას რისი მიწოდებაც არ შეუძლია ორგანიზმს, და ალბათ ტვინი გაუძლებს თუ არა და შედეგს მიიღებენ :)

Link to comment
Share on other sites

ძალიან მწირე ინფორმაციის მიღება შევძელი მე პირადად ამ სტატიიდან,

კი გვითხარი რომ დენის მიწოდების შემთხვევაში უკეთესი შედეგები აჩვენეს მოთამაშეებმა მაგრამ

როგორ, რანაირად, რატომ განაპირობა ელექტრო ენერგიის მიწოდებამ უკეთესი შედეგების ჩვენება,

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, ტვინში, როდესაც ელექტრო ენერგია შედის

და რით განსხვავდება ასეთი მდგომარეობა ჩვეულებრივისგან...

Link to comment
Share on other sites

წყარო: http://www.popsci.com

ამის მიწერა დამავიწყდა :D

Link to comment
Share on other sites

ვააა ტვინსაც ვოლტაჟის მომატება სდომებია რაზგონის დროს :D :D :D

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

გადავალთ მალე დენით კვებაზე :lollol:

Edited by agapo
Link to comment
Share on other sites

ძალიან მწირე ინფორმაციის მიღება შევძელი მე პირადად ამ სტატიიდან,

კი გვითხარი რომ დენის მიწოდების შემთხვევაში უკეთესი შედეგები აჩვენეს მოთამაშეებმა მაგრამ

როგორ, რანაირად, რატომ განაპირობა ელექტრო ენერგიის მიწოდებამ უკეთესი შედეგების ჩვენება,

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, ტვინში, როდესაც ელექტრო ენერგია შედის

და რით განსხვავდება ასეთი მდგომარეობა ჩვეულებრივისგან...

საბა გამარჯობა!

უჯრედი არის აგზნებადი სხეული

აგზნების გამოწვევის შესაძლებლობის გამო ჩვენ აღვიქვავთ ყველა ემოციათა სპექტრს.

ანუ,უჯრედში ელ.დენის მიწოდებით ვააქტიურებთ და "ტონუსში" მოგვყავს ნეირონთა ის უბნები,რომლებიც ამა თუ იმ გრძნობათა ორგანოს ემსახურება.

ელ დენით კი,ჩვენ ვახდენთ უჯრედის დეპოლარიზაციას(ან ვამზადებთ მას მისთვის-უხეშად რომ ვთქვათ),ანუ უჯრედშიდა გარემოს,სადაც k+ -ია,შეერევა Na+,რომელიც უჯრედგარე გარემოს წარმადგენს (მხოლოდ ეს ორი ნივთიერება არა,მის გარდა უამრავია კარბოჯგუფის და ა.შ.),შედეგად უჯრედთა აგზნებით გარემოში უკეთესი "ჩაძირვა".

(ნერვული ქსოვილიში კი აგზნება ნეირომედიატორების შუამავლობით ხდება,რაც დეპოლარიზაციას მოყვება)

ელექტროდები კი გარედან იქნება მიდებული

ელექტროენცეფალოგრამის მსგავსად:

460px-EEG_32_electrodes.jpg

იმის მაგალითი,რომ ეს ყველაფერი,ამ პრინციპზეა დამოკიდებული,არის

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები თუნდაც

მაგ: ნოვოკაინი ახდენს ნატრიუმის იონური არხების ბლოკირებას,რაც იწვევს დეპოლარიზაციის ტალღის ბლოკირებას ნატრიუმის არხების განვლადობის დათრგუნვით და რაც არ იწვევს აგზნებას.

უჯრედში მოქმედების პოტენციალის გენერირება და გადაცემა ხდება,აგზნების გამომწვევია კალციუმის იონიც,ასე ხდება დეპოლარიზაცია კუნთებშიც.

შემდეგ კი,დეპოლარიზაციის შემდეგ,როდესაც უჯრედში აღმოჩნდება ნატრიუმის დიდი რაოდენობა,ნატრიუმის არხები იკეტება და იწყება უკუპროცესი,

რეპოლარიზაცია,რაც უფრო დიდ პერიოდს მოიცავს ვიდრე დეპოლარიზაცია

და ხდება უჯრედის მომზადება,მომდევნო აგზნებისათვის

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ძალიან მწირე ინფორმაციის მიღება შევძელი მე პირადად ამ სტატიიდან,

კი გვითხარი რომ დენის მიწოდების შემთხვევაში უკეთესი შედეგები აჩვენეს მოთამაშეებმა მაგრამ

როგორ, რანაირად, რატომ განაპირობა ელექტრო ენერგიის მიწოდებამ უკეთესი შედეგების ჩვენება,

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, ტვინში, როდესაც ელექტრო ენერგია შედის

და რით განსხვავდება ასეთი მდგომარეობა ჩვეულებრივისგან...

მოკლედ რომ ვთქვა კონკრეტულ უჯრედებს რომელიც პასუხისმგებელია ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად , უფრო გიაქტიურებს

პამოიმუ ასე უნდა იყოს რა

Link to comment
Share on other sites

საინტერესოა პლაცებომ რამხელა როლი ითამაშა აქ და ასეთი "ჯანსაღი" თAმაში,რამდენად სასარგებლოა დროთA განმავლობაში,მისი მუდმივი ხმარებისას

Link to comment
Share on other sites

კარგი ნიუსია :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

საინტერესოა პლაცებომ რამხელა როლი ითამაშა აქ და ასეთი "ჯანსაღი" თAმაში,რამდენად სასარგებლოა დროთA განმავლობაში,მისი მუდმივი ხმარებისას

პლაცებო ეფექტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ჩემის აზრით

და ხშირად ტვინის ეგეთი "სტიმულაცია" ყველა ვარიანტში გამოიწვევს მოგვიანებით დარღვევებს

შეიძლება ინსულტი არა მაგრამ ეპილეფსია დამართოს

თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვი :)

Link to comment
Share on other sites

პლაცებო ეფექტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ჩემის აზრით

და ხშირად ტვინის ეგეთი "სტიმულაცია" ყველა ვარიანტში გამოიწვევს მოგვიანებით დარღვევებს

შეიძლება ინსულტი არა მაგრამ ეპილეფსია დამართოს

თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვი :)

თუმცა გააჩნია ექსპერიმენტის "სისუფთავესაც" მაგმხრივ

საინტერესოა ისე,ასეთი სტიმულაცია გამოყენებადია თუ არა მკურნალობისმხრივ გონებაჩამორჩენილ და სხვა ტვინში რაიმე დარღვევის მქონე პაციენტებში გამიზნულად ტვინის ნახევარსფეროების ზოგი მონაკვეთის ასაგზნებად,რომელიც ამათუიმ ფუნქციაზე აგებს პასუხს.

Link to comment
Share on other sites

თუმცა გააჩნია ექსპერიმენტის "სისუფთავესაც" მაგმხრივ

საინტერესოა ისე,ასეთი სტიმულაცია გამოყენებადია თუ არა მკურნალობისმხრივ გონებაჩამორჩენილ და სხვა ტვინში რაიმე დარღვევის მქონე პაციენტებში გამიზნულად ტვინის ნახევარსფეროების ზოგი მონაკვეთის ასაგზნებად,რომელიც ამათუიმ ფუნქციაზე აგებს პასუხს.

ალბათ ბევრია ეგეთი ექსპერიმენტი და შეიძლება მიმდინარეც

რაღაც სინდრომი იყო სულ თავი სტკივა პაციენტს და ვერც ხსნიან ამ ტკივილს და ვერც მიზეზსს პოულობენ

კიდე ალცჰაიმერზე, პარკინსონიზმზე უნდა იყოს ეგეთი ექსპერიმენტები

Link to comment
Share on other sites

ანუუ ეხლა უნდა ვიჩალიჩო რომ დენი მივიღო თამაშისას თორემ ფიფა 11 წეღან ნათანმა მიმანგრია :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

ალბათ ბევრია ეგეთი ექსპერიმენტი და შეიძლება მიმდინარეც

რაღაც სინდრომი იყო სულ თავი სტკივა პაციენტს და ვერც ხსნიან ამ ტკივილს და ვერც მიზეზსს პოულობენ

კიდე ალცჰაიმერზე, პარკინსონიზმზე უნდა იყოს ეგეთი ექსპერიმენტები

რამდენად ეფექტური აღმოჩნდა?

Link to comment
Share on other sites

რამდენად ეფექტური აღმოჩნდა?

ვერ გამიგე სწორად

მე უბრალოდ ვვარაუდობ რომ მასეთ დაავადებებზე შეიძლება ტარდება ეგეთი ექსპერიმენტები

რაც ვიცი შიზოფრენიაზე იყო პრაქტიკაში ელექტრო შოკით თერაპია

თუმცა არ გაამართლა ნამდვილად

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

კაკრაზ ამ თემასთანაა კავშირში:

ამირიკაში დასჭირდათ პერსონალის მომზადება საქმისთვის, რასაც რამდენიმე წლის მომზადება უნდოდა, პრობლემა დროში იყო, სფერო კი სამხედრო, კონკრეკულად: თანამგზავრის მეშვეობით მტრის გამოვლენა და განადგურება.

შექმნეს მასეთი "პოლარიზატორი" , რომლის დროსაც ააქტიურებენ თავის ტვინის ნახევარსფწროების იმ უბნებს, რომლებიც აღქმაზეა ორიენტირებული.

რამაც კარგი შედეგი ჰქონდათ რამდენიმე მეცადინეობაში .

გატესტვის ფაზისას კი, პიროვნებას დაავალეს შეესრულებინა ჩხირებით მოქმედება პოლარიზაციამდე, რასაც ვერცერთმა ვერ გაართვა თავი და პოლარიზაციის მერე, რაც ყველამ შეასრულა.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ამ ელექტროსტიმულატორის ხშირი მოხმარება რა ეფექტებს გამოიწვევს საინტერესოა. არის თუ არა შანსი რომ ტვინი მიეჩვიოს ამ ელექტროდენს და მის გარეშე მუშაობის უნარი დაქვეითდეს? წამლების მიღებისას ხომ ასე ხდება: ორგანიზმი აღარ თვლის საჭიროდ კონკრეტული ნივთიერების გამოყოფას რადგან მათ გარედან ვაწვდით და ხშირ შემთხვევაში ორგანოების დისფუნქციას იწვევს. მაგალითად საჭმლის მომნელებელ აბებს თუ ხშირად ვსვამთ ნაღვლის ბუშტი წყვეტს საჭირო ფერმენტების გამომუშავებას. სიცხის დამწევები და გაციების საწინააღმდეგო წამლები იმუნიტეტს აქვეითებს და ასე შემდეგ. იგივე ლოგიკით შესაძლებელია რომ ტვინიც ელექტროდამოკიდებული გახდეს?

არა, აქ დამოკიდებულებაზე არ წავა საქმე, ჩვენ რაიმე ნივთიერებით არ ვმოქმედებთ

აქ ძალიან "სუსტ დენს" აწვდიან, ადამიანი ვერც გრძნობს, თუმცა, იონიზაციაზე თემა რომ მიწერია, იმავე ეფექტი თუ გამოიწვია ცუდია, + და მინუსიც ბოლომდე არაა გამოვლენილი და კრინტიც არ დაუძრავთ, თუმცა მე რაღაც ეჭვი მეპარება, რომ რაიმე წინასწარგანწყობა ორგანიზმში არ გააღვიძოს.

Link to comment
Share on other sites

ჰო რავიცი. მაგრამ მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თან ბოლომდე არაა გამოკვლეული და აპასნია მაინც. ვფიქრობ სჯობს ექპერიმენტები თაგვებზე გააგრძელონ და არა სამხედროებზე.

Link to comment
Share on other sites

ჰმ, საინეტერესა, მაგრამ არ ჯობია სამეცნიერო კვლევების დროს გამოიყენონ?

მედიცინაში, ოპერაციისას ექიმმა კარგი აზროვნებისთვის რომ მოიხმაროს ცუდი არ იქნება...

გეიმინგ სფეროში ეს ძალიან ზედმეტობაა... და დიდი სისულელე...

მთელი კაცობრიობის პრობლემაც სწორედ მაგაშია დროს და რესურსებს არასწორად ხარჯავენ......

  • Upvote 1

:yes:
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.