Jump to content

Samsung HDD-ბიზნესის გაყიდვას გეგმავს


Recommended Posts

samsung-logo.jpg Wall Street Journal-ის თანახმად , რომელიც ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, სამხრეთ კორეული გიგანტი Samsung Electronics საკუთარი ხისტი დისკების წარმოების ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. კომპანია გარიგების შედეგად $1,5 მლრდ-ის მიღებას ფიქრობს, თუმცა საბოლოო შეთანხმება $1 მლრდ-ზეც შეიძლება იქნას მიღწეული. ეს Samsung-ს წამგებიანი მიმართულებისგან განთავისფულების შესაძლებლობას მისცემს და სახსრებს უფრო მომგებიანი და პერსპექტიული წარმოების სფეროებისთვის გამოათავისუფლებს.

თუმცა, Samsung-ის წარმომადგენლებს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიან ამ ინფორმაციაზე. Wall Street Journal ამტკიცებს, რომ გარიგებაში ყველაზე სავარაუდო პარტნიორია Seagate Technology. გამოცემამ აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში ხისტი დისკების ბიზნესი წნეხის ქვეშ იმყოფება, განსაკუთრებით თუ კი პლანშეტური პერსონალური კომპიუტერების ბაზრის სწრაფ ზრდას გავიუთვალისწინებთ.

Samsung-ის კონგლომერატმა გასულ მაისს განაცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც კომპანია 2020 წლამდე ახალ ბიზნეს-მიმართულებებში $20 მლრდ-ს ჩადებას გეგმავს. პირველი მერცხალი იყო ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კორპორაციასთან Quintiles Transnational ერთობლივი საწარმოს შექმნა იყო. როგორც ჩანს, Samsung თუ კი ელექტრონიკის წარმოებიდან «სიმძიმის ცენტრის» გადაწევას არა, როგორც მაქსიმუმ ახალი სფეროების დამუშავებას მაინც გეგმავს, რომლებიც IT-ინდუსტრიასთან არანაირ კავშირში არ არიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში Western Digital-მა Hitachi Global Storage Technologies შეიძინა. გარიგების ღირებულება $4,3 მლრდ იყო.

Link to comment
Share on other sites

ხო შეიძლება გაიყიდოსო, არადა კარგათ გაქაჩა სამსუნგმა F1-ის სერიიდან მოყოლებული თავისი ხარდი, ეხლა F3 მაქვს 1TB და ეგეც კარგი რამეა ნამდვილათ, უკვე მგონი F4 გამოვიდა თუ არ ვცდები

Link to comment
Share on other sites

უკვე შედგა გარიგება Seagate და Samsung შორის, Seagate იყიდა $1,375 მილიარდათ Samsung HDD-ს წარმოების განყოფილება.

Edited by BioS
Link to comment
Share on other sites

სამწუხარო ამბავია.

wd და seagete-ი დარჩნენ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.