Jump to content

Recommended Posts

Posted

Screenshot_20241015_220747_Chrome.jpg27 წლის შემდეგ ცნობილი ტექ სიახლეების საიტი წყვეტს მიმოხილვების გაკეთებას

https://www.anandtech.com/show/21542/end-of-the-road-an-anandtech-farewell

It is with great sadness that I find myself penning the hardest news post I’ve ever needed to write here at AnandTech. After over 27 years of covering the wide – and wild – world of computing hardware, today is AnandTech’s final day of publication.

 

ერთ-ერთი პირველი საიტი რომელმაც პუბლიკაციები შეწყვიტა და რომელზეც გული დამწყდა იყო Jonnyguru.com 

თუმცა ჯონი გურუსგან განსხვავებით AnandTech-ი საიტს არ წაშლის და პუბლიკაციების ნახვა შესაძლებელი იქნება ისევ.

 

ტექნოლოგიის სფეროში რადიკალური ცვლილებებია დაწყებული და სამწუხაროდ უარესისკენ არის ეს ცვლილებები.

ამის მიზეზები რამოდენიმეა ჩემის აზრით:

ჩიპების წარმოების ტექნოპროცესი თავის ფიზიკურ ზღვარს უახლოვდება და ნანომეტრების შემცირება შეუძლებელი ხდება.

ამის გამო ახალი ჩიპების, ვიდეო დაფების, პროცესორების და ა.შ. წარმოება შექმნა გაძნელებულია. (მაგალითად პირველი RTX 40 სერიის ვიდეო დაფები Nvidia-მ 2022 წლის სექტემებერში წარმოადგინა, ზუსტად 2 წლის წინ და ახალი სერიის ანონსი 2025 წლისთვის არის გადაწეული)

მწარმოებლებიც გადასული არიან ძირითადად მარკეტინგზე და ფულის კეთებაზე.

ტექნოლოგიური სიახლეები ჩაანაცვლა უმეტესად დიზაინის ცვლილებებმა და გაუმჯობებსება ახალ მოწყობილებებში ისეთი მინიმალურია, რომ წარმადობის ზრდა ახალ ტელეფონებში თუ ვიდეო დაფებში თუ პროცესორებში და ა.შ. 10%-ს ძლივს აღწევს. (Intel 14th Gen პროცესორები შეიძლება ითქვას ვერაფრით ჯობია 13th Gen პროცესორებს და 14 Gen თავისი ტექნიკური პრობლემების გამო შეიძლება უარესადაც ჩაითვალოს)

შესაბამისად როცა ტექნოლოგიური სიახლეები არ არის, მიმოხილვასაც ვერაფერზე დაწერ.

მაშინ როცა ტექნოლოგიების ფიზიკური გაუმჯობესება უფრო და უფრო ძნელი ხდება, ძირითადი აქცენტი და იმედი AI-ზეა.

AI-ს დახმარებით შთამბეჭდავი შედეგებია ზოგიერთ საკითხებში მაგალითად ფოტოების დამუშავება ტელეფონებში (რაც მე გამომიყენებია იმას ვამბობ).

მაგრამ მე პირადად ვერ ვხედავ რომ AI-ს გამოყენებით პროცესორების თუ ვიდეო დაფების წარმადობა მნიშველოვნად გაიზარდა.

 

რას ფიქრობთ რა მომავალი აქვს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს?

რაში ხედავთ კომპიუტერული ტექნოლოგიების მომავალს?

AI-სთან ხშირი ურთიერთობა არ მაქვს და ბევრს ვერ დავწერ. თქვენ რას ფიქრობთ ბევრი რამე შეცვალა, გააუმჯობესა ხელოვნურმა ინტელექტმა?

  • სოსო changed the title to Anandtech 27 წლის შემდეგ დაიხურა!
Posted
7 hours ago, სოსო said:

(მაგალითად პირველი RTX 40 სერიის ვიდეო დაფები Nvidia-მ 2022 წლის სექტემებერში წარმოადგინა, ზუსტად 2 წლის წინ და ახალი სერიის ანონსი 2025 წლისთვის არის გადაწეული)

ეს ძალიან კარგია, რა უბედურებაა ყოველ წელს ახალი ვიდეო და პროცესორიები, მინიმუმ 3 ლიანი შუალედები მაინც უნდა იყოს მეტი თუ არა

Posted

ყოველ წელს თუ არ გამოვა ვიდეო და პროცესორები რა ჯობია ნაყიდი არ გაქვს და შემდეგ თვეს უკვე ახალი სერიის გამოდის :D 

Posted

მაგის თაობაზე დიდათ არასდროს მიდარდია, როცა მაქვს ხოლმე საჭირო თანხა ასე 6-8 წელში ერთხელ მერე ვთრეულობ ხოლმე ახალ სისტემას, კარტების აპგრეიდი აღარც მიწევს ამ ეტაპზე, რახან მთლიანათ შევეშვი 2018 წლის შემდეგ გეიმინგს, რაც შეეხება AI ჯერ ისეთი არაფერია განსაკუთრებული, მითუმეტეს სერიოზული პერფორმანსის ზრდა რომ დაედო ვიდეოკარტებზე, თუმცა ნვიდიას ახალი DLSS და AMD FSR AI იყენებს, განსაკუთრებით ის ვერსიები რაც ჯერ არ გამოსულა იქნება AI, უტუბმაც დაამატა რაღაცა AI ფიშკები ეხლახან, ვისაც აინტერესებს შეუძლია დატესტოს, მცირე სხვაობა არის, ისეთი არაფერი მემგონი, მიკროსოფტი და ინტელიც ჩალიჩობს AI რაღაცეებს, იგივე რეკოლი და ახალ პროცესორებზე აქვს ნოუტბუკებს AI მხარდაჭერა უკვე, მე ჯერ სკეპტიკურათ ვუყურებ, მაგრამ შეიძლება გაისროლოს მომავალში მაგ ტეხნოლოგიამ

Posted
18 hours ago, სოსო said:

მაგალითად პირველი RTX 40 სერიის ვიდეო დაფები Nvidia-მ 2022 წლის სექტემებერში წარმოადგინა, ზუსტად 2 წლის წინ და ახალი სერიის ანონსი 2025 წლისთვის არის გადაწეული

სამაგიეროდ საპონს ყიდის დიდი წარმატებით, გადაუსვავ მონიტორზე და მეტი fps გაქვს :D

იგივე იქნება შემდეგშიც, გაყიდის პიროპითად ინტელი იქნება თუ ენვიდია კარტა/პროცს, მერე გამოუშვებს ყოველ წელს ახალ დრაივერს/პროგრამულ უზრუნველყოფას და გეტყვის, თუ გინდა აღარ იყიდო ახალი კარტა, დრაივერში გადაიხადე ფული და იგივე წარმადობას მიიღებო, თუ არ გადაიხდი არაო, კი შეუძლია შენ კარტას, მარა ჯერ ფული დადე და მერე შადეო :D 

იგივეს აკეთებს BMW, უშვებს მანქანას რომელსაც თითქმის ყველაფერი აქვს, მაგრამ მაგისთვის ფულის დამატებაა საჭირო, თუ არა და არ მუსაობს ესა თუ ის ფუნქცია :D 

18 hours ago, სოსო said:

27 წლის შემდეგ ცნობილი ტექ სიახლეების საიტი წყვეტს მიმოხილვების გაკეთებას

საწყენია, ეგ და techpowerup მომწონს ყველაზე მეტად

Posted

ისე მაგ ინფოს რამდენიმე კვირის წინ მოვკარი თვალი, დაგდება მინდოდა უტუბის ვიდეოსი სადაც კარგათ იყო ეგ ყვეალფერი გარჩეული, მაგრამ მერე დამავიწყდა, ალბათ შეიძლება პოვნა, ბევრი პრასმოტრები კი ქონდა უკვე, სანამ დაიხურებოდენ ბოლო წლებში რაღაც ჩუმათ იყვნენ, იმ მხრივ რომ სხვა საიტებზე ან უტუბზე მაგათ შესახებ აღარაფერი მხვდებოდა უკვე, თუმცა მანდ ალბათ ფინანსური პრობლემების გამო დაიხურებოდნენ უფრო, ისე ნვიდიამ მაგ AI უზარმაზარი თანხები იშოვა და დაფინანსებაც არ აკლიათ, მარტო ინდოეთმა ჩადოო 3$+ მილიარდის ინვესტიცია ნვიდიაში AI ტეხნოლოგიებზე, ისე კი მგონი ლამის 100$ მილიარდიანი ინვესტიციები ჩაიდო უკვე და მაგის ხარჯზე გაიზარდა ნვიდიას აქციების ფასიც ბოლო წლებში, თან მანდ ვიდეოკარტებზე კი არა და ცალკე AI ტენხოლოგიებზეა ლაპარაკი, მანდ შეყარეს დიდი ფული განსაკუთრებით ნვიდიაში, აჩერედნოი ჰაიპია თუ გაამართლებს ეგ ტენხოლოგია რამდენიმე წლის შემდეგ მაგას დრო გვიჩვენებს, ბევრს კიდე ერთი ჰაიპი გონია 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.