G10RG1 Posted March 20 Share Posted March 20 სალამი მოკლედ კომპიუტერი მეთიშება მაღალ დატვირთვაზე. ჯერ იმით დაიწყო რო იფრიზებოდა არაფერზე რეაგირება არ ჰქონდა მაგრამ კომპი აგრძელებდა მუშაობას. მიწევდა რესტარტი ქეისიდან ან დენიდან პირდაპირ. ახლა კიდევ დაეწყო სრული გათიშვები. ვცადე გაწმენდა ყველაფრის სპირტით სლოტებიც გავწმინდე პროცესორზე ახალი თერმოპასტაც წავუსვი პინები შევამოწმე სოკეტში და ყველაფერი რიგზეა მანდ. იგივე ვიდეობარათზეც და ოპერატიულის სლოტებზეც. ოპერატიულებიც შევამოწმე memtest86 ით მთელი ღამით გავუშვი ტესტზე და არანაირი ერორი არ ამოაგდო ამიტო ეს გამოვრიცხე. კონდენსატორები შევამოწმე დედაპლატაზეც და კვების ბლოკშიც გარედან არანაირი ვიზუალური დაზიანება არ შეინიშნება არც გაშავებული არც გაბერილი არ არის არცერთი. შემდეგ დავიწყე hwinfo ში ქექვა ვოლტაჟის შესამოწმებლად. მოკლედ ამოვწიე 1 ფანჯარა hwinfo თი სადაც ვოლტაჯს აჩვენებს ყველაფერზე და მეორე მხარეს OCCT და გავუშვი power ტესტ ზე. ყველაფერს ტვირთავს 100% ზე პროცესორს ვიდეობარათს ოპერატიულებს და რაც შეიძლება მეტ დენს მოიხმარს ამ დროს კომპი. შევამჩნიე რო 12v დატვირთვის გარეშე 12.240 ზე არის მაგრამ როგორც კი გავუშვებ ბენჩმარკს 11.2-11.4 მდე ვარდება. 5v ც შევამოწმე და ნორმალურად 4.8 ზე არის როცა ბენჩმარკს გავუშვებ ვარდება დაბლა 4.4-4.5მდე. ამიტო ვიფიქრე კვების ბრალი იქნებათქო შევცვალე კვების ბლოკი სხვა ბლოკით რომელიც 300ვატამდე გამოიმუშავებს გავუშვი ბენჩმარკი და იგივე გააკეთა იმ ბლოკზეც 12.2 დან 11.0 ზე ჩამოაგდო ვოლტაჟი და გათიშა კომპი იმ განსხვავებით რო 5v აღარ დააგდო სხვა კვების ბლოკზე. როგორც ვიანგარიშე 140-150 ვატზე მეტი არ მჭირდება ესაც 100 % დატვირთვაზე. I5-3570 Gtx 750ti არაფერი არმაქვს ოვერქლოქზე ყველაფერი დიფოლტზეა ბიოოსიც შევამოწმე არც xmp არის ჩართული და არც Fsb, BLCK არის აწეული. Dram voltage ც აუტოზეა 1.5ვოლტზე. ვფიქრობ რო ეს ნაგავი დედაპლატა ვერ იტანს როცა ვიდეობარათი და ცპუ ერთად ითხოვენ დიდი რაოდენობით ვატს. მოკლედ დავწერე პოემა უკვე და იქნებ ვინმეს გქონდეთ რამე იდეა ეს ბენჩმარკამდე: ეს ბენჩმარკის დროს. შევამჩნიე რო ვოლტაჟს ცპუ სტრესზე არ აგდებს. როცა გპუ გავუშვი ტესტზე მაშინ დააგდო 11.2მდე 12დან. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 20 Share Posted March 20 მანდ 2 ვარიანტია სულ ერთი კვება, მეორე მაზერი უეჭველი კვებააო ვერ იტყვი, რადგან მაზერი ზომავს მანდ ვოლტაჟს და შეიძლება კვება რეალურად 12-ს აწვდის მაგის გამოსარიცხად ან ერთი უნდა შეიცვალოს ან მეორე (ან ტესტერი თუ გაქვს კაბელებში გაიზომოს ვოლტაჟი) კვების გამოცვლა იგივენაირი ტიპით, ანუ 15 ამპერიანი საოფისე კვებით არ მოგცემს ზუსტ პასუხს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G10RG1 Posted March 20 Author Share Posted March 20 12 minutes ago, Gogla1990 said: მანდ 2 ვარიანტია სულ ერთი კვება, მეორე მაზერი უეჭველი კვებააო ვერ იტყვი, რადგან მაზერი ზომავს მანდ ვოლტაჟს და შეიძლება კვება რეალურად 12-ს აწვდის მაგის გამოსარიცხად ან ერთი უნდა შეიცვალოს ან მეორე (ან ტესტერი თუ გაქვს კაბელებში გაიზომოს ვოლტაჟი) კვების გამოცვლა იგივენაირი ტიპით, ანუ 15 ამპერიანი საოფისე კვებით არ მოგცემს ზუსტ პასუხს მეორე კვება რომელიც ვცადე 12 ვოლტზე 20 ამპერი უწერია. თუ სწორად დავითვალე 140 ვატი მჭირდება ორივე ცპუ და გპუ ზეც ესაც 100% დატვირთვაზე. მარტივი მათემატიკით 240 ვატი მივიღე იმ ძველ კვებაზე მაგრამ ისევ გათიშა 140ვატი თუ ჩემი 750ტი მართლა 60 ვატზე ავიდოდა 38 ვატზე აქვს ლიმიტი მაგის ზემოთ არ ადის. cpu კიდევ 45-50 ვატს არ სცილდება ამიტო 140 კიარა უფრო ნაკლებს ვიყენებ თუ სწორად ვხვდები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 20 Share Posted March 20 მაინც გამოსაცვლელია ეგ კომპი და არ ღირს მაგაზე ბევრი დროს და მით უმეტეს ფინანსების ხარჯვა ჩემი აზრით მიაყიდე რა დეტალიც ჯანმრთელია და 1200 სოკეტზე ანაც 1700 სოკეტზე i3 რომ აიღო უკვე ბევრად მძლავრი და თანამედროვე სისტემა გამოვა პ.ს მაქვს რამოდენიმე საოფისე კვება, აირჩევა ისეთი რომელიც გატესტილია და 200 ვატს რეალურად გამოიმუშავებს, თუ თბილისში ხარ წაიღე თუ გამოგადგება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G10RG1 Posted March 20 Author Share Posted March 20 როგორ გაიაფებულა 10 სერიის პროცესორები 470 ლარად პისი რუმში მომივა ზუსტად I3 10100f და asus H510M-K + ოპერატიული ddr4 8gb ვიდეოკარტას იგივეს დავიტოვებ რადგან ახალ თამაშებს არ ვთამაშობ და იმედია ეგ სისტემა მაინც არ გამაწვალებს. მადლობა დიდი. პს. არა თბილისში არ ვარ სამწუხაროდ მაგრამ არაუშავს ავაწყობ რაც მირჩიე ჯიგარი ხარ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 20 Share Posted March 20 4 minutes ago, G10RG1 said: როგორ გაიაფებულა 10 სერიის პროცესორები კი, საკმაოდ დავარდა ფასები, 10100-ები ბოლოს 150 ლარებში ჩავაბარე რომ არ იყიდებოდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G10RG1 Posted March 20 Author Share Posted March 20 ამ ნაწილებს კი ვიყიდი და ავაწყობ მარა კვების ბლოკზე გავიჭედე გადავხედე პისი რუმზე კვებებს მერე psu tier list ზე შევიხედე და ყველა აქ განთავსებული კვება 200ლარს ქვემოთ არის c d e ტიერში და ზოგს აწერია არ გირჩევთო. ვერ გავიგე deep cool, zalman, chieftec ესენი ცუდი კვების ბლოკებია ? 80+ სტანდარტები კი უწერიათ მაგრამ არვიცი სანამ ვიყიდი ვიფიქრე ვიკითხავდი. რომელს მირჩევდი ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 20 Share Posted March 20 იაფიანი და კარგი კვების ბლოკი არ არსებობს, თუმცა შეიძლება არჩევა სისტემის და ბიუჯეტის გათვალისწინებით მაგ ბრენდებს აქვთ ნორმალური კვების ბლოკებიც და აქვთ ბიუჯეტური ნაგვებიც, მაღაზიაში ახალი რომელიც 100 ლარი ღირს რომელ კატეგორიაში იქნება არაა ძნელი მისახვედრი 6 minutes ago, G10RG1 said: პისი რუმ მარკეტზე DN500 უდევთ 80 ლარად, ნორმალური კვებაა და მსგავს სისტემაზე უპრობლემოდ მუშაობს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.