Jump to content

შეკრების იდეა ფორუმელებისთვის


Recommended Posts

შემომაქვს იდეა ჩემო ფორუმელებო, მოკლედ და კონკრეტულად, შევიკრიბოთ, გავიცნოთ ერთმანეთი ახლოდან (წლებია უკვე ფორუმზე ვართ და ასე თუ ისე შორიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ონლაინში რაღაც დონის ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ჩემი დიდი სურვილია ერთმანეთი უკეთესად გაგვეცნო), თქვით თქვენი მოსაზრებები, არ ვიცი აქამდე ეს იდეა თუ არსებობდა ვინმესგან, მარა მე ვიძახი ახლა, სათითაოდ რო არ დავიწყო ჩამოთვლა, დიდი სურვილი მაქ გაგიცნოთ ახლოდან გოგლა, დავიდ, ჯორჯ, ფატალ ფაითერ და ა.შ. ვინც სურვილს გამოთქვამს, ვიცი რამდენიმე რუსთაველი გვყავს აქ და რუსთავში გეპატიჟებით (ჩემი ხარჯებით :D) დავთქვათ დღე და პატარა გემრიელი პური ვჭამოთ, თუ იქნებით მომხრე 👍

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მეც სიამოვნებით გავიცნობდი აქაურებს.

+1 თუ რამე

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ისე რუსთაველები მართლა ბევრი გროვდება ამ ფორუმზე, დაჟე ადრე ძველი სასტავიდან კიდე რამდენიმე იყო მახსოვს, ეხლა აღარ შემოდიან დიდათ ან უცხოეთში გადავიდნენ საცხოვრებლათ, ადრე მინიმუმ 10 კაცი დაგროვდებოდა ცალკე რუსთავიდან ალბათ, ეხლა არ ვიცი ზუსტათ, ისე კოვიდმა კი თითქოს ჩაიარა, მაგრამ ეხლა ვითომ ახალი მაგაზე უარესი გრიპი მოდისო, ვინც არაა აცრილი ერიდოს, თუმცა არ ვიცი მაგას აცრა რამდენათ უშველის

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

არ ვენდობი არც მაგათ აცრებს და არც არაფერს, რა ვქნა :D

ისე კი დარწმუნებული ვარ, კიდევ შემოაგდებენ ახალ ვირუსს მასონები (თუ მანამდე ომმა და უბედურებამ არ გადაბუგა დედამიწა).

მაგრამ თემიდან გადახვევა რო არ გამოგვივიდეს, დაპლიუსდით აბა ვისაც მოსწონს შეკრების იდეა და მერე დავთქვათ ერთი ლამაზი დღე :)

 

არ იქნება ზედმეტი ნამდვილად რამდენიმე კაი კაცის გაცნობა და დამეგობრება, აბა დაველოდოთ რამდენი კაცი გამოთქვამს სურვილს 👍

Link to comment
Share on other sites

საერთოდ თანამოაზრეს პოვნა რთულია , ერთი იდეოლოგიის ხალხი ვართ , მე ძაან მსიამოვნებს აქ ყოფნა და ურთიერთობა ფორუმელებთან 

ჩვენი კომიუნიტი განსხვავებულია სხვა ფორუმებისგან , თან ამდენი წელია არსებობს ეს ფორუმი, და რაც მთავარია პოლიტიკა არ გვაინტერესებს , უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს აბა რა და უნდა შევხვდეთ კიდეც , მაგრამ ისეთი სამსახური მაქ რო არც შაბათი და არც კვირა არ მაქ თავისუფალი , კვირა დღე არაა დასვენება საქართველოში , ანუ იმის თქმა მინდა რო დამსაქმებელზეა დამოკიდებული როგორც თვითონ აწყობთ ისეთ გარემოს გიქმნიან , უქმე რო იყოს კვირას შევიკრიბებოდით ვისაც სურვილი აქ და გავიცნობდით ერთმანეთს ახლოდან , ვერ შეგპირდებით წამოვალ თუ არა სამწუხაროდ 

ფეისბუკზე დამამატეთ გამოვგზავნი პირადში 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო, ნაღდად მასეა :)

მე პირადად სმენებში ვარ, ხან როგორ მემთხვევა ხან როგორ. ძნელია ნამდვილად, ბავშვობის ძმაკაცები ვერ ვახერხებთ ხოლმე ყველა ერთად შეკრებას ეგ კი არა. მარა ვეცადოთ რავი შეძლებისგადვარად :)

კარგი აზრია, ფეისბუქზე მაინც დავიმატოთ ერთმანეთი პირველ ეტაპზე 👍

 

Link to comment
Share on other sites

პოლიტიკა და ქვეყნის ბედ იღბალი დარწმუნებული ვარ ყველას აინტერესებს.

მეც გაგიცნობდით, მამაპაპურად ჩავუჯდებოდი თქვენთან ერთად :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

მაინც წამოვწევ თემას, ბევრი მსურველი არაა, მაგრამ იქნებ გამოვიდეს ნელნელა :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.