Type-X Posted October 11, 2023 Posted October 11, 2023 Steam-ზე: Japanese Drift Master აღწერა: შეიგრძენით იაპონიის საავტომობილო კულტურა და აღმოაჩინეთ გზები, სადაც დრიფტი დაიბადა. მრავალკილომეტრიანი ღია სამყარო იმოგზაურეთ იაპონიის პატარა ქალაქების ატმოსფეროში: რეალურ ტრაფიკთან და დინამიურად ცვალებად ამინდის სიტემაში. რეალური და ცნობილი კილომეტიანი გზები თქვენ მოლოდინშია - დაათვალიერეთ ჰაიკამას ტბის ტურისტული ადგილები და მანქანა გამოსცადეთ როგორც მთიან ასევე ქალაქის დასახლებულ ნაწილში. დაიწყეთ ავტომობილის მოდიფიკაცია JDM-ის სამყარო არ იქნებოდა სრულყოფილი საღებავების მაღაზიის გარეშე, სადაც შეძლებთ თქვენი ავტომობილის პერსონალიზაციას ჭეშმარიტ იაპონურ სტილში. ეწვიეთ ტიუნერების მაღაზიას, მანქანების ფარული პოტენციალის გამოსავლენად, რომელსაც მიიღებთ დილერის მეშვეობით. დრიფტი ასეთი დამაკმაყოფილებელი არასდროს ყოფილა არ აქვს მნიშვნელობა რომელია თქვენი საყვარელი მართვის მოწყობილობა - გეიმპედი, საჭე თუ კლავიატურა - მართვის რეალისტური ფიზიკა სუფთა სიამოვნების გარდა არაფერს მოგანიჭებთ. გაეცანით ისტორიას ითამაშე ისტორია უცხოელის შესახებ, რომელსაც სურს გაითქვას საკუთარი სახელი იაპონურ დრიფტის სცენაზე. ისრიალეთ პირდაპირ სიჩქარისა და სიზუსტის სამყაროში. მონაწილეობა მიიღეთ ჰაშირიას ტიტულისთვის შეჯიბრში, სადაც მოიპოვებთ სასურველ პატივისცემას. იგრძენით ძრავის ხმა რეალური მანქანის ძრავის ხმების ორიგინალი ჩანწერები განხორციელებულია ჩვენი უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით. სწორედ ამ გზით თავს იგრძნობთ ნამდვილ მანქანის საჭესთან. სურათები: ვიდეოები: სისტემური მოთხოვნები: მინიმალური: მოითხოვს 64-bit პროცესორს და ოპერაციულ სისტემას ! ოპერაციული სისტემა: 64-bit Windows 10 პროცესორი: Ryzen 5 2600 ან i5-7400 ოპერატიული მეხსიერება: 8 GB RAM ვიდეო დაფა: GeForce GTX1660 ან Radeon RX580 8GB DirectX: Version 12 თავისუფალი ადგილი: 16 GB თავისუფალ ადგილს მყარ დისკზე (ან SSD-ზე) მაქსიმაური: მოითხოვს 64-bit პროცესორს და ოპერაციულ სისტემას ! ოპერაციული სისტემა: 64-bit Windows 10 პროცესორი: Ryzen 5 3600 ან intel i5 10400f ოპერატიული მეხსიერება: 32 GB RAM ვიდეო დაფა: GeForce RTX3060Ti or AMD Radeon RX6700 DirectX: Version 12 თავისუფალი ადგილი: 16 GB თავისუფალ ადგილს მყარ დისკზე (ან SSD-ზე) 2 Quote
eX-Hunter Posted October 18, 2023 Posted October 18, 2023 ვინმემ თუ იცით, ფანატეკის მხარდაჭერა არ აქვს? გადმოვწერე, მაგრამ რული ვერაფრით დავანახე. თრასთმასტერის და ლოჯიტეკის რაღაც ავტო ნასტროიკა აქვს. პ.ს. რევიუებს გადავხედე და, ფიზიკას ნფს და ფორზას ადარებენ. მხოლოდ ესეც კი საკმარისია, რომ გასინჯვის გარეშე გავუკეთო ანინსტალი:D მაგრამ მუღამზე ვიყავი და მეთქი გავსინჯავ... Quote
Type-X Posted October 21, 2023 Author Posted October 21, 2023 On 10/18/2023 at 4:41 PM, eX-Hunter said: ვინმემ თუ იცით, ფანატეკის მხარდაჭერა არ აქვს? გადმოვწერე, მაგრამ რული ვერაფრით დავანახე. თრასთმასტერის და ლოჯიტეკის რაღაც ავტო ნასტროიკა აქვს. პ.ს. რევიუებს გადავხედე და, ფიზიკას ნფს და ფორზას ადარებენ. მხოლოდ ესეც კი საკმარისია, რომ გასინჯვის გარეშე გავუკეთო ანინსტალი:D მაგრამ მუღამზე ვიყავი და მეთქი გავსინჯავ... გამარჯობა არა, ჯერ არ აქვს მხარდაჭერა. მაგ საკითხზე უკვე მუშაობენ. წესით მალე გამოვა მომავალი პატჩი. 1 Quote
G1ORG1 Posted February 12, 2024 Posted February 12, 2024 ციმციმები არ მუშაობს ჩემს საჭეზე, ისე არაფერი არ მუშაობს, მართო პედლები, კოლოფი და საჭე, დამატებითი პნოპკები არაფერი Quote
Type-X Posted February 12, 2024 Author Posted February 12, 2024 9 minutes ago, G1ORG1 said: ციმციმები არ მუშაობს ჩემს საჭეზე, ისე არაფერი არ მუშაობს, მართო პედლები, კოლოფი და საჭე, დამატებითი პნოპკები არაფერი კი, Demo ვერსიაა ჯერ და 15-ში იხურება ეგეც. 1 წლის მერე გამოვა ალბათ სრული ვერსია. Quote
G1ORG1 Posted February 12, 2024 Posted February 12, 2024 ნორმალურია ისე, საბოლოოდ კაი უნდა გამოვიდეს მგონი. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.