Jump to content

მულტისენსორული ეკრანის მქონე მიკროსკოპი


Recommended Posts

სამეცნიერო კვლევებისას და ახალგაზრდა სპეციალისტების სწავლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი თვალსაჩინოებაა. სწორედ ამის მიღწევა სურთ ფინური მოლეკულარული მედიცინის ინსტიტუტის მეცნიერებს, რომლებმაც წარმოადგინეს მულტისენსორული მართვის მხარდამჭერი დისპლეის მქონე მიკროსკოპი. სისტემა ფინურ კომპანიასთან Multitouch Ltd. თანამშრომლობით აიგო.

multitouch-microscope.jpg

ერთის მხრივ, ამ გამოგონებაში არაფერი ფანტასტიკური არ არის: ეს ვირტუალური მიკროსკოპის (მაღალი გარჩევადობის გამოსახულებების ბრაუზერებიანი კომპიუტერი) მართვისთვის განკუთვნილი პროგრამული პლატფორმაა, აგრეთვე დიდფორმატიანი სენსორული ეკრანი 46 დიუმზე არანაკლები დიაგონალით. ეკრანი მაგიდის სახით მონტაჟდება ან კედელზე პროეცირდება.

ვირტუალური ვებ-მიკროსკოპიის სისტემა რამოდენიმე წლის წინათ ჰელსინკისა და ტამპერეს უნივერსიტეტების მიერ იქნა შემუშავებული. იგი მიკროსკოპიდან გადაღებულ ციფრული სურათების ვირტუალურ ნიმუშებთან მუშაობს. სურათები ვირტუალურ სლაიდებში გარდაიქმნება, რომლებიც ათასობით (50000-მდე) მოზაიკის სახით დაწყობილი გამოსახულებისგან იქმნება; ასეთი მოზაიკის სიდიდე 200 გბაიტს აღწევს. ეს სლაიდები კომპიუტერის, მობილური ტელეფონის ან 46-დიუმიანი ინტერაქტიული ეკრანის ვებ-ბრაუზერში შეიძლება დაათვალიერო.

წყარო: gizmowatch.com

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ვა ძალიან მაგარია ნეტა ესეთი ინსტიტუტში გვქონდეს

Link to comment
Share on other sites

ვა ძალიან მაგარია ნეტა ესეთი ინსტიტუტში გვქონდეს

რაკარგი იქნება

დიდი მადლობა ნიუსისთვის

Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა ნიუსისთვის მაგრამ მინდა მცირე სიცხადე შევიტანო საქმეში :D

თავიდან იყო მიკროსკოპი რომელშიც მხოლოდ თვალით თუ ჩაიხედავდი

მერე გამოჩნდა ელექტრონული მიკროსკოპი რომელზეც აუცილებელი გახდა მონიტორის მიბმა რათა გამოსახულება ეკრანზე გამოეტანა და არა თვალით ჩაგეხედა ოპტიკაში

თავიდან ალბათ ეს მონიტორი იყო CRT და შემდგომში ალბათ LCD მონიტორებს იყენებდნენ :D (ესეც ტექნოლოგიური წინსვლა იყო?!)

მერე ალბათ LED განათებით მონიტორი მიადგეს ამ მიკროსკოპს

ეხლა აიღეს და იგივე მიკროსკოპს სენსორული მონიტორი მიადგეს

ანუ ტექნოლოგიურად არც მიკროსკოპია სიახლე და არც multitouch screen

გამოდის რომ მიკროსკოპი იგივეა პროსტა მონიტორი დაააბგრეიდეს :D

ესაა ჩემი კომენტარი :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

გეთანხმები ზოზო

მადლობა :D

ხო მართლა პირველ ვიდეოზე სურათი რაც არის მგონი უჯრედის უნდა იყოს

მისი შიდა სტრუქტურა (თუმცა დარქმუნებული არ ვარ)

აი მეორე კი აშკარად სისხლია

ერითროციტები და ერთი ცალი განსხვავებული არასწორ კიდეებიანი ფორმიანი ელემენტი ეგ ლეიკოციტი უნდა იყოს platelet :)

Link to comment
Share on other sites

მადლობა :D

ხო მართლა პირველ ვიდეოზე სურათი რაც არის მგონი უჯრედის უნდა იყოს

მისი შიდა სტრუქტურა (თუმცა დარქმუნებული არ ვარ)

აი მეორე კი აშკარად სისხლია

ერითროციტები და ერთი ცალი განსხვავებული არასწორ კიდეებიანი ფორმიანი ელემენტი ეგ ლეიკოციტი უნდა იყოს platelet :)

ამაში არ გეთანხმები.

არ ვიცი და როგორ დაგეთანხმო :givi:

Link to comment
Share on other sites

აშკარადი სისხლია

აგერ ნახე პირველივე სურათი ვიკიპედიაში მარჯვნივ

http://en.wikipedia.org/wiki/Blood

ხო მართლა platelet თრომბოციტია და არა ლეიკოციტი :xelitavi:

Link to comment
Share on other sites

აწი გვეცოდინება დაახლოვებული სისხლი როგორ გამოიყურება :D მაგრამ ნეტა იასამნისფერი რატოა?

პ.ს. ეს მიკროსკოპიც იგივეა ოღონდ ბანძი მონიტორით :D

0011-f.jpg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.