Jump to content

i7 860 ქართულად


Recommended Posts

i7 860 ქართულად

by overclockers.ge

ამ პროცესორმა ჩემი ყურადღება გამოსვლისთანავე მიიპყრო i7 860 VS i7 920 გარკვეულ წილად ძეგლიც კი დავუდგი :)

მოკლედ გადავწვი ჩემი ბიოსტარი და ისევ 775 სოკეტზე დარჩენას ვარჩიე ახალ პლატფორმაზე გადასვლა. მართალია მირჩიეს 1366 ჯობია მაგრამ მე ხომ სვანი ვარ :D ხოდა ვიყიდე 1156 დედა დაფა P7P55D Deluxe და i7 860

მოდი ვნახოთ რა მონაცემები აქვს ამ პროცესორს

be3875090dd2.jpg

ამ მონაცემებით ახლოს დგას 920-თან, აქვს მეტი ტაქტური სიხშირე, მეტი turbo boost სიხშირე, მეტი მეხსიერების სიხშირე მაგრამ ნაკლები არხების მხარდაჭერა და ნაკლები გამტარობა. ასევე ნაკლები TDP.

8b3db67d6636.jpg

თუ კრისტალს შევხედავთ ვნახავთ რომ პროცესორში Bloomfield ბირთვისგან განსხვავებით, მეხსიერების კონტროლერთან ერთად გადატანილია PCI express კონტროლერიც, სულ 16 არხი, ანუ ერთი ვიდეო შეგვიძლია ვამუშაოთ 16X რეჟიმში ან ორი ვიდეო 8X,8X რეჟიმში.

ed3d74328e0a.png

როგორც სურათიდან ჩანს ინტეგრირებული მეხსიერების და PCI-e კონტროლერების გამო ჩრდილოეთ ხიდი სრულად გაქრა P55 ჩიპსეტზე.

ეხლა გავეცნოთ თავად ჩემს პროცესორს

BOX შეფუთვა

39c373553809.jpg

Spec code: SLBJJ და ჯერჯერობით ერტადერთი სტეპინგი B1

e95d6e2aecc1.jpg

Batch Nomber: L936B380 რაც მე ვიპოვე ინტერნეტში batch ნომრები დიდი სხვაობა აჩქარების პოტენციალში არ იყო, თუმცა ზუსტად ასეთს ვერ მივაგენი...

53d12244233c.jpg

პროცესორი შედარებით მცირე ზომისაა და დაახლოებით 775 სოკეტის პროცესორების ტოლია, ხოლო 1366 სოკეტის პროცესორებზე პატარა

9a338f028936.jpg

პროცესორი BOX ქულერთან ერთად

50b40ac0ea3at.jpg30a2430d012dt.jpgc2eb1f160444t.jpg

საკმაოდ მცირე ზომის არის BOX ქულერი, 1366 სოკეტის ქულერებისგან განსხვავებით და სპილენძის მხოლოდ ძირი აქვს, დანარჩენი ალუმინი. თუმცა ავღნიშნავ რომ ძირი კეთილსინდისიერად არის გასწორებული.

სატესტო სისტემა:

i7 860

P7P55D Deluxe

OCZ 1333 CL8 2X1 GB

Hitachi 320 GB 7200 RPM, 16 mb Cache

Corsair TX 850W

Ati Radeon X1550

Windows XP SP3

მთავარი მიზანი მქონდა მენახა რა შესაძლებლობები აქვს ამ პროცესორს და რა სიხშირეების მიღწევა შეიძლებოდა საბენჩაოდ. აჩქარება ძირითადად ვინდოუსიდან ხდებოდა, ბიოსში რამოდენიმე პარამეტრი დავაფიქსირე რადგან ბიოსიდან BCLK მატების შემთხვევაში "ჭკვიანი" დედა დაფა შედარებით ზრდიდა ძაბვას პროცესორზე და მეხსიერების ინტეგრირებულ კონტროლერზე.

მოკლედ ბიოსიდან გამოვრთე ყველა ენერგოდამზოგველი ფუნქცია C1E, EIST და მისთანები, ასევე მულტიპლერს ვაფიქსირებდი ხელით თავისი Turbo Boost გათვალისწინებით. როცესორის მამრავლით მანიპულირება საკმაოდ ადვილია. მინიმალური მამრავლი არის 9, როცა 4-ვე ბირთვი ჩართულია მაქსიმალური მამრავლი 22 იყო, 2 ჩართული ბირთვით მაქსიმალური მამრავლი 25, ხოლო მომდევნო 21, ანუ მამრავლს 22-ს 2 ბირთვზე ვერ დააყენებ, ხოლო ერთი ჩართული ბირთვით მაქსიმალური მამრავლი 26 მომდევნო აქაც 21. მამრავლის დაფიქსირება ხელით მიწევდა რადგან ტემპერატურის მატებისას ტროტლინგს რთავდა პროცესორი და თავისით აგდებდა მამრავლს და შესაბამისად სიხშირეს. Hyper threding ჩართული მქონდა, Thermal monitor function გამორთული მაგრამ 100 გრადუსზე პროცესორი ყველა შემთხვევაში ითიშებოდა. მეხსიერების სიხშირე მინიმალურზე მეყენა რათა არ დაველიმიტებინე აჩქარებისას.

ვტესტავდი შემდეგ პროგრამებში:

Eeverest - Memory and cache bench,

Wprime 32 MB

3D mark 06 მხოლოდ CPU ტესტები

ჩემთვის მთავარი მიზანი იყო მაქისმალური სიხშირე რომელსაც ბენჩებში მივაღწევდი.

საინტერესოა რომ BOX ქულერით, 22 მამრავლი BCLK - 133 ნუ 2940 Mhz სიხშირეზე პროცესორმა Linx 20 წუთიანი ტესტი ვერ გაიარა, ტემპერატურა 100 გრადუსამდე ავიდა და დაარესტარტა.

იგივე მონაცემებით ძაბვის გაზრდის გარეშე (CPU V - 1.16 IMC V - 1.1) მაქსიმალური სიხშირე რომელზეც ტესტები გაიარა BOX ქულერზე იყო 3505 MHz

160d221a4601t.jpg

ძაბვის გაზრდამ პროცესორზე 1.3 ვოლტამდე ასეთი შედეგი მომცა

BCLK 169 ხოლო სიხშირე 3728 Mhz

b852325f8fa8t.jpg

შემდგომში ძაბვის მატება ამაზე უკეთეს შედეგს არ მაძლევდა რადგან პროცესორი ხურდებოდა და არესტარტებდა. ფაქტია შემდგომი აჩქარებისთვის უკეთესი გაგრილება მჭირდებოდა, ხოდა ვიპოვე უკეთესი გაგრილება - > ”უკეთესი გაგრილება”

Ultra 120-ზე ტემპერატურა ბევრად დაეცა, BOX ქულერზე მქონდა 50-60-ის ფაგლებში, ხოლო ულტრაზე Idle რეჟიმში ტემპერატურა 40 გრადუსს არ ცდებოდა. ამ გაგრილებით BCLK 133 და მამრავლი 22 პროცესორი Linx ტესტს ბოლომდე გადიოდა და ტემპერატურაც 60 გრადუსს არ გასცდენია.

a60b0e7c46a8t.jpg

მაქსიმალური სიხშირე ძაბვის შეცვლის გარეშე (CPU v- 1.15 IMC v- 1.1) დიდად არ შეცვლილა BCLK 160, სიხშირე 3534 Mhz

4ac0e5f2a116t.jpg

შემდეგი ეტაპი იყო CPU v-1.4 IMC v-1.1 მაქსიმალური სიხშირე 3707Mhz

1b576175d8aet.jpg

შემდეგ უკვე გავზარდე IMC ძაბვა 1.3-მდე CPU v - 1.4 და მაქსიმალური სიხშირე 3861Mhz

47d9a204b5edt.jpg

შემდგომი აჩქარებისთვის მომიწია ძაბვის გარზდა პროცესორზე CPU v-1.5 IMC v-1.3 მაქისმალური სიხშირე 4106Mhz

2feb700e2a2dt.jpg

მაქსიმალური BCLK რომელზეც ეს ტეტსტები გავატარე 190

5392488fdc84t.jpg

შემდგომი სიხშირის და ძაბვის მატება კიდევ უკეთეს გაგრილებას მოითხოვდა...

გამოვრთე ორი ბირთვი და შესაბამისად პროცესორის სითბოს გამოყოფამ შედარებით იკლო და სულ ოდნავ უკეთესი შედეგების მიღწევა შევძელი

ძაბვა ავტომატურად მაღალი მისცა მეტი turbo boost რეჟიმის გამო Multiplier 25 CPU voltage 1.232, მაქისმალური სიხშირე რომელზეც ბენჩები გაიარა 3762 Mhz

52873919b013t.jpg

CPU 1.4 ვოლტზე და IMC 1.1 ვოლტზე მაქსიმალური სიხშირე 4186 Mhz

1d2eef624f1bt.jpg

CPU 1.5 ვოლტი, IMC 1.3 ვოლტი, მაქსიმალური სიხშირე 4237 Mhz

ca32d956a530t.jpg

შემდგომში ძაბვის მატებამ პროცესორზე და მეხსიერების კონტროლერზე შედეგი არ მომცა პროცესორი ცხელდებოდა...

db1d73ed40a8t.jpg

ჩემი ოპერებით მაქსიმალური შედეგები რაც wprime 32 და superpi 1MB ტესტებში დავაფიქსირე ესენია

http://s48.radikal.ru/i121/1002/29/1c89dd12e7ea.jpg

http://s005.radikal.ru/i209/1002/80/84a86bcca255.jpg

მაქსიმალური ტაქტური სიხშირე ერთი ბირთვით 4694 Mhz

http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=1056823

მასიმალური BCLK 216

http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=1039799

პრინციპში BCLK 200-ის დაფიქსირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა ამ კონფიგურაციით

რა თქმა უნდა ამ სიხშირებზე არანაირ სტაბილურობაზე ლაპარაკი არ იყო

შემიძლია ვთქვა რომ პროცესორს ნორმალური აჩქარების პოტენციალი აქვს თუმცა ჩემი პირადი აზრით 920-ს აშკარად ჩამოუვარდება, თუ თამაშებისთვის და ზოგადად სამუშაოდ გინდათ ეს პროცესორი მეტი ტაქტური სიხშირის და მეტი Turbo Boost რეჯიმის გამო უკეთესი არჩევანია, აჩქარებაც შეუძლია, 4GHz-ის დადება პრობლემა არ უნდა იყოს ჰაერის გაგრილებით, ხოლო თუ თქვენი მიზანი მხოლოდ აჩქარებაა 1366 სოკეტი აშკარად უკეთესი, ნაკლები ძაბვა სჭირდება აჩქარებისას და მეტი პოტენციალი აქვს.

ვაღიარებ

შევცდი :D

ვყიდი ჩემს სისტემას

920 მინდა :D

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

  • 7 months later...
  • 3 months later...
  • 1 year later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.