Jump to content

ვიდეოკარტაზე რჩევა

Recommended Posts

სალამი ბიჭებო, მაინტერესებს ეს ვერსია ჩუმია თუ არა? ან საერთოდაც როგორი ვერსიაა 3070 ებში ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს გქონიათ შეხება ამ ვიდეოკარტაზე რას მეტყვით? ტესტები დავძებნე ინტერნეტში და ძალიან ცოტა ინფორმაციაა და ვერ გავიგე ზოგგან წერენ საილენთიაო ზოგგან წერენ ხმაურიანიაო და ვერ გავიგე დანამდვილებით როგორია ეს კარტა და თქვენი დახმარების იმედი მაქვს ❤️

https://www.asus.com/motherboards-components/graphics-cards/dual/dual-rtx3070-o8g-v2/

Link to comment
Share on other sites

ისიც და ესეც როგორც დააყენებ დუალ ბიოსიანია:

asus_dual_geforce_rtx3070-4.png

პერფორმანსზე უფრო მაღლა ბუსტავს კორზე და ფანის აბაროტებიც მეტზე ადის, მეორე ვარიანტი უფრო ეკონომ რეჟიმია, შენთვითონაც შეგიძლია ჩასტოტების დაყენება და ანდერვოლტი, მოკლეთ არაა ძალზე ხმაურიანი ეგ ვერსია, თუმცა უფრო ჩუმებიც არსებობს

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

სხვა ვერსიების ძაან ბევრი ტესტები დევს და იმენა ამ ვერსიაზე ვერ ვნახულობ რა როგორია, არადა ხმაურზე გართულება მაქვს მაგარი და ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა 😶😶😶

ნოქტუას და ასუსის ერთობლივი ვერსიაა ყველაზე ჩუმი 3070 მაგრამ ძაან ძვირი ღირს ეგ კიდე არადა დატვირთვაზე 23 დეციბალი აქვს და საილენთია ყველა ტესტში და განხილვაში მაგას იძახიან მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე ძაან ძვირი ღირს ეგ ვერსია 🥺

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Gurami Chichikoshvili said:

ვიდეოკარტაზე რას მეტყვით?

მე იმას გეტყვი რო 8გბ კარტა აწი აღარ უნდა იყიდო, მინიმუმ 12 და უმჯობესია 16

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

3 hours ago, Gurami Chichikoshvili said:

ეს ვერსია ჩუმია თუ არა? ან საერთოდაც როგორი ვერსიაა 3070 ებში

ჩუმი ფანები აქვს საკმაოდ, ხმა არ შეგაწუხებს 100%-ზეც კი, დროსელებიც მინიმალურ ხმას გამოსცემენ, მოკლედ ჩუმი კარტაა(მე რაც შემხვედრია ეგრე იყო :) )

დიდად გრილი არაა, თუმცა არც მაგ მხრივ აქვს პრობლემა, 75-ს ფარგლებში მუშაობს

საერთო ჯამში გადასარევი არა, მაგრამ ცუდი ვერსია არაა, ფასი თუ კარგი აქვს, იყიდე :) 

აგერ ეს კაი ვარიანტია

https://forum.ge/?f=54&showtopic=35266546

ან ცოტაც დაამატე და 3080 აიღე

ამდ ვიცი არ გენდომება, თორე კაი 6800XT-ს ყიდვა შეიძლება მაგათ ფასად, 3070-ს გვერდითაც არ დაიყენებს :D 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

აუ მადლობა გოგლა, ჯიგარი ხარ. ანუ ეს ვერსია გქონდა შენ და ჩუმია? რავი ზოგი წერდა ჯოჯოხეთური ხმა აქვსო ზოგი წერდა საილენთიაო და ვერ გავიგე, აქ მაგიტომ დავწერე რომ იქნებ ჩვენ ბიჭებს ვინმეს ქონდა თქო უშუალოდ შეხება. ან რატოა ესე მწირი ინფორმაციები ამ კარტაზე ინტერნეტში, ვერ გავიგე ეგეც.

Link to comment
Share on other sites

Just now, Gurami Chichikoshvili said:

ანუ ეს ვერსია გქონდა შენ და ჩუმია?

არ მიხმარია, მაგრამ გამიტესტია რამოდენიმე

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

1 minute ago, Gogla1990 said:

არ მიხმარია, მაგრამ გამიტესტია რამოდენიმე

და არ აქვს ესე იგი ხმაურიანი ფანები? მე ბევრჯერ ავღნიშნე აი გიჟურად მაღიზიანებს ხმაური და მაქსიმალურად ვაქცევ ხოლმე ამ თემას ყურადღებას, თან ეგ ორი რეჟიმი რო აქვს, quite მოდზე განა რა ხმა ექნება ისეთი რო შემაწუხოს თქო, გამიხარდა მაგრად რა ისეთი თემაა გაუხსნელია ყუთში და ამოვიღო დავტესტო და არ მინდა ყიდვა თქო მასეც არ გამოვა 🥺

Link to comment
Share on other sites

ფურმარკში ფანები 80%-მდე ტრიალებდა და ხმას არ ირებდა, სხვა რა გითხრა :) 

პ.ს
ახალ 3070-ს ეხლა რატომ ყიდულობ ეგაა საინტერესო :D 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

აქვე გკითხავ რა ძმურად, ეხლა მე მაქვს Rx 6600xt pulse, ეს კარტა ძაან ჩუმია რა ტესტებში 27 დეციბალს უწერენ და შენ თუ გქონია ეს მოდელი და ხმაურის დონეს ამ ორ კარტისას როგორ შეაფასებდი შენი აზრი მაინტერესებს რა.  არ ვიცი რაღაც სპონტანურად მოხდა ისე რო შეიძლება ეს ჩემი კარტა ახლობელს მივცე და იმისივე დახმარებით ეგ მოდელი შევიძინო და მაგიტომ ვარკვევ სასწრაფოდ რო ისე არ მინდა უხერხულში გამოვიდე რა ეს კარტა დავთმო და მაგ ასუსზე ვთქვა არ მომწონს ხმაურიანია თქო.

თორე საერთოდ არ მქონდა გეგმაში კარტის შეცვლა მითუმეტეს ვიცი რო ჩემი პროცესორი ვერ გაწურავს მაგ 3070 ს მაგრამ რაღაც წინსვლა მემგონი მექნება 6600xt სთან შედარებით.

Link to comment
Share on other sites

არ მქონია ეგ კონკრეტული მოდელი და შედარებას ვერ გავაკეთებ

5 minutes ago, Gurami Chichikoshvili said:

რაღაც წინსვლა მემგონი მექნება 6600xt სთან შედარებით

მაგ სისტემაზე არანაირი

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

ხოო ეხლა ეს ვარიანტი არ მინდა გავუშვა ხელიდან და მერე ალბათ გადავიდოდი ახალ პროცესორზე. იაფად გამომდის ძაან მაგ მოდელის ყიდვა და მაგიტომ "ავტყდი" 🥺 ისე კი ეს კარტა რაც მაქვს ძაან კარგი მოდელია, საკმაოდ ჩუმია რაც შეეხება ტემპებს 70-75 მდე მაქსიმუმ არადა აგრესიული ფანები აქვს, 1700 ბრუნზე ადის მაგრამ ყური რო მივადო კეისს მაიც არ ისმის ხმა.

Link to comment
Share on other sites

ყველა კარტას აქვს ზერი ფენის ფუნქცია და თამაშის დროს ყველა ფენს აქვს ხმა მეტ ნაკლებად, თუ ყურსასმენებით თამაშობ მაინც ვერ გაიგებ მაგ ზმუილს და თუ დინამიკებში, მაინც ვერ გაიგებ თუ სულ არ ჩაუწრვ დდ მთავარია ქოილ ვაინი არ ქონდეს, ეგ მართლა შემაწუხებელია უკვე.

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

5 hours ago, G1ORG1 said:

ყურსასმენები არ მიყვარს, გასაგებია გიო, მადლობა.♥️

Link to comment
Share on other sites

მეც საშინლად ვერ ვიტან ხმაურს და არც ყურსასმენებს ვხმარობ, ჩემი კარტა ისედაც არ იყო ხმაურიანი, მარა ადრენალინში ისე გავუწერე ბრუნები რო ღამე რო ვთამაშობ ძაან დაწეული ხმით მაშინაც  არ ისმის 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

5 hours ago, david_888 said:

მეც საშინლად ვერ ვიტან ხმაურს და არც ყურსასმენებს ვხმარობ, ჩემი კარტა ისედაც არ იყო ხმაურიანი, მარა ადრენალინში ისე გავუწერე ბრუნები რო ღამე რო ვთამაშობ ძაან დაწეული ხმით მაშინაც  არ ისმის 

კი დავით აი წარმოუდგენლად მაღიზიანებს ხმაური, მაგიტომ ქეისის ფანები ასუსის მოდელები დავაყენე ოთხივე xf 120 ები. ძალიან ჩუმი და მაგარი ქულერებია რა, უბრალოდ ძვირია ცოტა მაგრამ მიღირდა რადგან დავისვენე, არქტიკის ქულერები მეყენა და მაინც ოდნავ ხმაურობდა და დავხსენი და ოთხივე ასუს xf120 ები დავაყენე 🥰😇

Link to comment
Share on other sites

57 minutes ago, Gurami Chichikoshvili said:

კი დავით აი წარმოუდგენლად მაღიზიანებს ხმაური, მაგიტომ ქეისის ფანები ასუსის მოდელები დავაყენე ოთხივე xf 120 ები. ძალიან ჩუმი და მაგარი ქულერებია რა, უბრალოდ ძვირია ცოტა მაგრამ მიღირდა რადგან დავისვენე, არქტიკის ქულერები მეყენა და მაინც ოდნავ ხმაურობდა და დავხსენი და ოთხივე ასუს xf120 ები დავაყენე 🥰😇

მე არქტიკები მაქ მარა ცუმად არიან, 700-800 აბაროტზე მაღლა არ ვუშვებ

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

ხოო ჩემები ცოტა მაღალზე მეყენა 1000 აბაროტამდე და შეიძლება მაგიტომ, ეხლა ეს ასუსები 800-1000 ის ფარგლებშია და ძალიან ჩუმებია რა, იმენა საილენთები, პროსტო ცოტა გაბერილი ფასი კი აქვს ცალი 70 ლარამდე ღირს მაგრამ 400 000 სთ აქვს მუშაობის დრო და რავიცი ერთხელ ვყიდულობ და მინდა ყოველთვის მაქსიმალურად კარგი შევარჩიო ხოლმე რო მერე არ ვინანო და გატეხილში არ დავრჩე ❤️ 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

საბოლოოდ ისე მოხდა რომ სრულიად ახალი, გაუხსნელი 6700 ავიღე. ზუსტად ეს მოდელი

https://www.xfxforce.com/shop/xfx-speedster-swft-309-amd-radeon-tm-rx-6700-core-gaming-graphics

ძალიან გრილი ბარათია, მაქსიმუმ 63 გრადუსზე ადის, რაც შეეხება ხმაურის დონეს, ჩუმია მარა საილენთი არაა, ოდნავ აქვს ხმა თუმცა არა შემაწუხებელი. მეორადი ბარათი არ მინდოდა და მაგიტომ ეს მისაღებ ფასში გაიჩითა და ავიღე. მომავალში უკვე სისტემას შევცვლი მთლიანად რადგან სხვა ბარათის დაყენებას აზრი არ ექნება 🐧.

xfx ის კვება მქონდა ადრე, სხვა შეხება არ მქონია ამ ბრენდთან, ძალიან ხარისხიანი და სტაბილური ბარათია, ზუსტად ჩაეტია თან ჩემ ქეისსში, 1 სმ იც არ დარჩა ადგილი სიგრძეში 😅. იმედია მომიწონებთ არჩევანს, მეორად ნაწილებზე "ალერგია" მაქვს. თორე უკეთესის ყიდვაც შეიძლებოდა მაგრამ პარკებს რომ ვაძრობ ეგ მანიჭებს დიდ სიამოვნებას 😚🎉🎉🎉

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

On 7/13/2023 at 8:52 AM, Gurami Chichikoshvili said:

მშვიდობაში ძმაო მშვენიერი შენაძენია და ანბოქსინგი მთელი კაიფია მართლა.სამწუხაროდ ნაწილებზე ვერა მაგრამ პერიფერიაზე ცელოფნის გადაძრობით მეც ვკაიფობ ხანდახან.

ერთადერთი ეს ვიდეო კარტა მაჩუქეს თავის დროზე ახალი და მაქსიმალურად ნელა ვხსნიდი სიამოვნება რო გამეხანგძლივებია 😀

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

13 hours ago, vechny said:

მადლობა დიდი, გაიხარე ♥️♥️♥️

Link to comment
Share on other sites

On 7/13/2023 at 8:52 AM, Gurami Chichikoshvili said:

xfx ის კვება მქონდა ადრე, სხვა შეხება არ მქონია ამ ბრენდთან, ძალიან ხარისხიანი და სტაბილური ბარათია, ზუსტად ჩაეტია თან ჩემ ქეისსში, 1 სმ იც არ დარჩა ადგილი სიგრძეში 😅. იმედია მომიწონებთ არჩევანს, მეორად ნაწილებზე "ალერგია" მაქვს. თორე უკეთესის ყიდვაც შეიძლებოდა მაგრამ პარკებს რომ ვაძრობ ეგ მანიჭებს დიდ სიამოვნებას

კაი კარტები აქ xfx-ს ამ სერიაში, მეც XFX 6700XT მაქ  ოღონდ ტოპ ვერსია

On 7/13/2023 at 8:52 AM, Gurami Chichikoshvili said:

ჩუმია მარა საილენთი არაა, ოდნავ აქვს ხმა

ეგ ოდნავიც შეგიძლია გააქრო ადრენალინიდან, მე ისე გავუწერე საერთოდ არ ისმის დატვირთვაზეც ღამის სიჩუმეში

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

28 minutes ago, david_888 said:

კაი კარტები აქ xfx-ს ამ სერიაში, მეც XFX 6700XT მაქ  ოღონდ ტოპ ვერსია

ეგ ოდნავიც შეგიძლია გააქრო ადრენალინიდან, მე ისე გავუწერე საერთოდ არ ისმის დატვირთვაზეც ღამის სიჩუმეში

კი დავით, გავაქრე ეგ ოდნავი ხმაც, ადრენალინიდან quite მოდი დავაყენე და ვსო საილენთი გახდა, ძაან გამიხარდა, როგორც იქნა მივაღწიე იმას რო სრულიად მშვიდად შევძლებ გეიმინგს 🥰

amdს ეს მაგარი ფუნქცია ჰქონია, ისე ნვიდიას აქვს ესე მარტივად რო დადგეს ფანები ჩუმად? ბოლო ორი კარტა ორივე ამდ მაქვს და ნვიდია როცა მქონდა მაგის კონტროლ პანელში არ მახსენდება მსგავსი ფუნქცია რომ ჰქონოდა, msi afterburner და სხვა პროგრამებიდან რო ყენდება ვიცი მაგრამ ადრენალინში ძაან მარტივად დადგა არაფერი ჩალიჩი არ დამჭირდა.

Link to comment
Share on other sites

11 minutes ago, Gurami Chichikoshvili said:

ნვიდია ჩარჩენილია დროში 15 წლის წინანდელი ინტერფეისი და ფუნქციონალი აქ

  • Haha 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.