Jump to content

RX 580 გამოსახულება არ გამოაქვს


Recommended Posts

გამარჯობა
ვიდეო ბარათი rx 580 და deep cool 600w ასე ანთებს ჩართვისას

No description available.

კვება ესაა

No description available.

Link to comment
Share on other sites

სხვა ბარათი მუშაობს? კარტა სხვა სისტემაზე მუშაობს?

არ იქნება კვებაში საქმე, მე დედაპლატა მგონია დამნაშავე

პ.ს
3 არხიან ოპერების სისტემის მქონე პლატაზე რომელსაც სუსტი წერტილი სწორედ ოპერების გამტარობა აქვს, 1 მოდული გიზის ისიც არასწორ ადგილას :D 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Just now, Luka_Lucha said:

მადლობა მოგვარდა

მიზეზი რა იყო?

Link to comment
Share on other sites

On 10/22/2022 at 7:19 PM, Gogla1990 said:

1 მოდული გიზის ისიც არასწორ ადგილას :D 

ეს :D 

Link to comment
Share on other sites

კარგია რაკი უმტკივნეულოდ მოგვარდა :D 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

RX 580- ის თემაა და ბარემ აქვე დავწერ 

მოკლედ ამ თემიდან თემა საკაიფოდ მუშაობს იმის შემდეგ და  ერთი იყო დარჩენილი დროსელების თემა რომელიც თამაშის დროს რახარუხი გაუდიოდა 

და მეგონა რო დროსელები იყო , ხოდა  დღეს ისევ დავშალე ვინტილიატორები კარგათ გავწმინდე და დავზეთე სადაც ტრიალებს იმ ღერძში ჩავასხი , მერე რადაიტორი ვნახე ერთ ადგილას თითქოს მოძრაობდა ერთი მხარე , გავასწორე ეგეც ავაწყე და საკაიფოდ უბერავს ამ შუა თამაში რო ვარ კიდე დაიწყო რახა-რუხი  ვსიო მეთქი ნაღდად დროსელებია და ეტყობა კარტას ერხევა თქო , მერე რატომღაც მივადე ხელი ყუთს სადაც კარტაა მიმაგრებული და თურმე მანდ ყოფილა მოშვებული ერთი ბუდე რომელიც იწვევდა რაწკა -რუწკს :D  შევასწორე შურუფიც დაუჭირე და ჰოი სასწაული არანაირი ხმა , როგორც ახალი ისე მუშაობს , ვინტილიატორებს ხმა საერთოდ არააქ , თან მუდმივ ბრუნის რეჟიმზე მყავს დრაივერიდან სულ ტრიალებს , დაბალ ბრუნზეა მაგრამ ეგრე ჯობია გაგრილდეს მეტხანს იმუშავებს ჩემი აზრით

ხო კიდე ორი ბიოსიდან ერთი არ მუშაობდა მაშინ რო არ ირთვებოდა მაგის ბრალი იყო , ანუ ერთ ბიოსზე მუშაობდა და მეორეზე გამოსახულება არ ქონდა 

იუთუბზე ვნახე ეგეც როგორ ხდება , ესეიგი თუ ერთი ბიოსი აჩმახებს უნდა გადართო მეორეზე შემდეგ ჩართულზე გადართო გადამრთველიდან და შემდეგ განაახლო ბიოსი და ეგაა, ეგრე ვქენი და ორივე ბიოსი საკაიფოდ უბერავს , მაშინ რო გაუბერა ვცადე ბიოსის განახლება და ვერ ჩაწერა წესივრად , ეხლა მუშაობს როგორც ახალი 

რამდენ პრობლემას გადავაწყდი , ჯერ აგრესიულ ბიოსზე ეყენა და მე მეგონა ვინტილიატორები აჩმახებენო, მერე მაუსი და კლავიატურა აჩმახებდა დრაივერზე, ეგეც გავასწორე , მერე რო გავწმინდე და აურია , მერე ბიოსის განახლება და მერე ვითომ დროსელების ხმა :D 

მოკლედ აღარც ესეთი კარტა მინდა და არაფერი აღარ მინდა , რაც მე ვიდარდე :D 

ჯანდაბას ყველაფერი მთავარია რო მუშაობს და გაწმენდილია თან ფანებიც დაზეთილი 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

3 hours ago, Gamer-4ever said:

მთავარია რო მუშაობს და გაწმენდილია თან ფანებიც დაზეთილი 

:thumbsup:

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

მეგობრის 580 დავშალე დღეს გასაწმენდად და ისეთი რაღაც დამხვდა ცხოვრებაში რომ არასოდეს მინახავს :) თერმალ ბალიშების ნაცვლად თერმო პასტა ესვა ჩიპებს თან ისე რომ არ ქონდა რადიატორთან 100% კონტაქტი...100% კი არა აი რო გაიწელება თხელი თერმოპასტა და ოდნავ წვერით რომ ეხება რადიატორს ზუსტად მასე იყო )) იმდენად შოკში ვიყავი სურათის გადაღებაც არ მომივიდა თავში აზრად..ეს სურათი დაახლოებით გავს ამ სიტუაციას თუმცა ეს ლეპტოპის ფოტოა თან როგორც ჩანს კარგი კონტაქტი აქვს რადიატორთან..ვიდეო ბარათზე საერთოდ ჰაერში ეკიდა :D ან როგორ მუშაობდა ? ვიღაცამ გახია მაინერში და შესაცვლელი თერმო ბალიშები რომ არ ქონდა ასეთი მზეობა მოხია :) დაჟე ისეთ დეტალებზე ესვა თერმო პასტა რასაც რადიატორთან არასოდეს არანაირი კონტაქტი არ აქვს და არ ჭირდება გაგრილება...

2 კაპიკის გამო ყველაფერს კადრულობენ მოკლედ :) ფრთხილად იყავით მაინერიდან მოხსნილ ბარათებს რომ ყიდულობთ დაათვალიერეთ ვიზუალურადაც.

b4d1f5785d575dce68c5b60a3356510f.jpg

Link to comment
Share on other sites

20 minutes ago, REDWOOD said:

მეგობრის 580 დავშალე დღეს გასაწმენდად და ისეთი რაღაც დამხვდა ცხოვრებაში რომ არასოდეს მინახავს :) თერმალ ბალიშების ნაცვლად თერმო პასტა ესვა ჩიპებს თან ისე რომ არ ქონდა რადიატორთან 100% კონტაქტი...100% კი არა აი რო გაიწელება თხელი თერმოპასტა და ოდნავ წვერით რომ ეხება რადიატორს ზუსტად მასე იყო )) იმდენად შოკში ვიყავი სურათის გადაღებაც არ მომივიდა თავში აზრად..ეს სურათი დაახლოებით გავს ამ სიტუაციას თუმცა ეს ლეპტოპის ფოტოა თან როგორც ჩანს კარგი კონტაქტი აქვს რადიატორთან..ვიდეო ბარათზე საერთოდ ჰაერში ეკიდა :D ან როგორ მუშაობდა ? ვიღაცამ გახია მაინერში და შესაცვლელი თერმო ბალიშები რომ არ ქონდა ასეთი მზეობა მოხია :) დაჟე ისეთ დეტალებზე ესვა თერმო პასტა რასაც რადიატორთან არასოდეს არანაირი კონტაქტი არ აქვს და არ ჭირდება გაგრილება...

2 კაპიკის გამო ყველაფერს კადრულობენ მოკლედ :) ფრთხილად იყავით მაინერიდან მოხსნილ ბარათებს რომ ყიდულობთ დაათვალიერეთ ვიზუალურადაც.

 

ვაა რა ცუდია, აქ ნაყიდია თუ ჩამოიტანა ?

გადარჩენილია კიდე რო ნახე და არაფერი გადაიწვა,  რო გაწმინდავ ფენით კარგათ გამოაშერე და მერე ააწყე , ოდნავ სისველე რო დარჩეს შეილება პრობლემები გამოიწვიოს

ჩემი კარტაც ნამაინინგარი იყო რო ჩამოვიტანე , და რაღაც მაინინგის ბიოსი ეყენა აგრესიული ფენის რეჟიმი ქონდა, რაც მე ვიწვალე რო ჭკუაზე მომეყვანა და კიდე კაი ჩვენი ფორუმელი გოგლა დამეხმარა თორე თვალებს დახუჭავდა

სულ სპირტით გავწმინდე და ფენებიც კარგათ დაუზეთე , ეხლა მუშაობს საკაიფოდ 

 

Link to comment
Share on other sites

On 11/27/2022 at 8:46 PM, Gamer-4ever said:

ვაა რა ცუდია, აქ ნაყიდია თუ ჩამოიტანა ?

აქ იყიდა.

 

On 11/27/2022 at 8:46 PM, Gamer-4ever said:

გადარჩენილია კიდე რო ნახე და არაფერი გადაიწვა,  რო გაწმინდავ ფენით კარგათ გამოაშერე და მერე ააწყე , ოდნავ სისველე რო დარჩეს შეილება პრობლემები გამოიწვიოს

გასუფთავებული და მოწესრიგებულია ამ ეტაპზე :) ძველი 280x მეგდო და იმის თერმო ბალიშები გამომადგა ტემპერატურებიც კარგად უჭირავს.

 

On 11/27/2022 at 8:46 PM, Gamer-4ever said:

ჩემი კარტაც ნამაინინგარი იყო რო ჩამოვიტანე , და რაღაც მაინინგის ბიოსი ეყენა აგრესიული ფენის რეჟიმი ქონდა

სულ ვიძახდი რომ მაინერი განაჩენი არ არის თუ წესიერ პირობებში აქვთ ბარათები თქო :)  ზოგი ისეთია მართლა უვლის და ბევრ გეიმერზე კარგ პირობებში აქვს ვიდეო ბარათები.

ამ სიტუაციაზე რა ვთქვა არ ვიცი :) ყველაფერს კადრულობენ ტიპები განა რა გაუხდა 10 ლარზე მეტი დაუჯდებოდა ის თერმობალიშები? 10 ლარის თერმოპასტა კი ქონდა ზედ დათხაპნული მაგრამ ფეხებზე კიდიათ ტიპებს 1 საათიან გარანტიას არ გაძლევენ რო რამე და ხელებში თუ ჩააკვდებოდა პასუხსაც ვერავის მოკითხავდა :) მე ის მიკვირს ამდენი ხანი როგორ იმუშავა საერთდ 🤦‍♂️

Link to comment
Share on other sites

5 კარტა მაქვს ნამაინინგარი და არაფერი არ ჭირს არცერთს, ჩართე ითამაშე, არც ფანი გაუფუჭდა არც თერმობალიშები აქვს გამოსაცვლეი, თერმოპასტაც არ გამომიცვლია, ტემპებიც არ გაზრდილა, ვწმინდავდი მთელ რიგს ძირფესვიანათ ყოველ 3 თვეში ერთხელ და დღემდე ყველაფერი კარგ ფორმაშია, ეხლა გამოვრთე დროებით, აზრი არა აქვს მაინინგს ეგეთ უსლოვიებში, თუ მართლა ავიდა 80000$ და ეგეთებზე მერე შეიძლება კიდე გაშვება, ეხლა ეთერეუმის მაინინგიდან გასვლის შემდეგ მოკვდა ფაქტიურათ ვიდეოკარტებით მაინინგი, მარტო გადაარჩენს დიდი დაბუსტვა ბიტკოინ-ეთერეუმის, უნდა მოუარო ნორმალურათ, კარგი კვება და კარტების ანდერვოლტი ძალიან ბევრს ნიშნავს მაინინგში, რაზგონით გახევა და ლიმიტზე მუშაობა კი მალე გააფრთხობინებს სულს ან მაღალ ფანების აბაროტებზე, ფანებიც იბრიდება და მერე ფანებს კარტაც მიყვება თუ დროულათ არ გამოუცვალე გაფუჭებული ფანი, თან რაც მაღალზე ამუშავებ ფანს მით უფრო მალე გაუბერავს, რეგულარული გაწმენდებიც მტვრისაგან საკმაოთ ვაჟნი პროცედურაა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...