Jump to content

2011 წლის გამოსაშვები გამოცდები - პრეტესტი


Recommended Posts

მემგონი ამ ფორუმზე ბევრი ვართ აბიტურიენტები და წინ ეროვნული გამოცდებამდე საატესტატო გამოდები გველოდება, რომლის პრეტესტიც უკვე დაიდო www.naec.ge და ალბათ ბევრი თქვენგანი ცდის თავის თავს. მე ვფიქრობ რომ, აქ დავდოთ ტესტები ან მათი სქრინები რომლებიც შეგვხვდება. ფორუმზე დაგროვებული ტესტებით შემდგომშიც შეგვეძლება მეცადინეობა თუ გამეორება თუ (რაც გინდათ დაარქვით)

ამას ერთ-ერთ საიტზე წავაწყდი, (მემგონი უმეტესობას ფიზიკის ეშინია :D)

ხვალ იმ ტესტებსაც დავდებ რაც შმეხვდება. აბა არ დაიზაროთ გავუზიაროთ ერთმანეთს პრეტესტი.

ფიზიკა

35 კგ მასის ბიჭი ზის ველოსიპედზე, რომლის მასაა 5 კგ და მოძრაობს 2 მ/წმ სიჩქარით. რამდენი ჯოულით მეტია ბიჭის კინეტიკური ენერგია ველოსიპედის კინეტიკურ ენერგიაზე?

40 ჯ–ით

60 ჯ–ით

80 ჯ–ით

120 ჯ–ით

კინეტიკური ენერგია აქვს მოძრავ სხეულებს და გამოითვლება ფორმულით K=mvv/2 სადაც m არის მასა, v სიჩქარე. (vv-ს ვწერ v კვადრატში-ს ნაცვლად)

K(ბიჭის)=(35) (2) (2) / 2 =70 ჯოული

K(ველოსიპედის)=(5) (2) (2) / 2 =10 ჯოული

ესე იგი 60 ჯოულით მეტია..

თუ ჩვენი სისტემა იქნებოდა ორივე ერთად მაშინ M მასა იქნებოდა 40 კგ ანუ ორივესი ერთად.

ბავშვმა გაიარა 60 მ აღმოსავლეთის მიმართულებით, შემდეგ კი – 80 მ სამხრეთის მიმართულებით. ამ დროს ბავშვის გადაადგილების მოდულია:

20 მ

70 მ

100 მ

140 მ

გადაადგილება ეს არის საბოლოო პოზიციას გამოკლებული საწყისი.

გადაადგილება ხდება სიბრტყეზე და ეს ბავშვი, არ ვიცით რატომ, მაგრამ ჯერ მიდის რაღაც მიმართულებით 60 მეტრს და შემდეგ მართობულად 80 მეტრს.

მთავარი იდეა სწორედ ესაა რომ გამოგვივა მართკუთხა სამკუთხედი სადაც კათეტებია 60 და 80 და გვაინტერესებს ჰიპოტენუზა. შემდეგ პითაგორას თეორემით გაიგებთ ჰიპოტენუზას და მიიღებთ 100-ს და თქვენ 2 ქულა უკვე გაქვთ ;)

რომელი ქვემოთმოყვანილი ნახაზი გადმოსცემს სწორად თავისუფლად ვარდნილი სხეულის დედამიწიდან სიმაღლის დამოკიდებულებას მის V სიჩქარეზე?

1

2

3

კითხვაში მოცემული ნახაზები არ არის აქ, მაგრამ სწორი რაღაც ამდაგვარი იყო.

ანუ სიმაღლე იკლებს სიჩქარე იმატებს. სწორედ ეს ჩანს ამ hv გრაფიკზე. მსგავსი გრაფიკი იყო ოღონდ წრფივი და ის არასწორია, იმიტომ რომ დედამიწის F გრავიტაციული ძალა ააჩქარებს ამ ჩვენ სხეულს და სიჩქარე იზრდება ჩამოვარდნისას

ელექტრული დენი ეწოდება

დამუხტული ნაწილაკების ნებისმიერ მოძრაობას.

ნაწილაკების მიმართულ მოძრაობას.

მხოლოდ ელექტრონების მიმართულ მოძრაობას.

დამუხტული ნაწილაკების მიმართულ მოძრაობას.

მუშამ 60 კგ მასის ტვირთი 10 წთ–ში აიტანა 15 მ სიმაღლეზე. რა საშუალო სიმძლავრე განავითარა მუშამ ამ დროს?

1,5 ვტ

15 ვტ

150 ვტ

900 ვტ

სიმძლავრე გამოითვლება ფორმულით P(power)=W/t სადაც t (time) არის დრო და W (work) მუშაობა. ასევე, უნდა იცოდეთ მუშაობა გამოითვლება ძალისა და გადაადგილების ნამრავლით W=(F)(d)

ახლა დავიწყოთ ამოხნსა. P-ს გამოსათვლელად დრო ვიცით W არა, ამიტომ გავიგოთ ჯერ W მუშაობა რას უდრის. მაგრამ არც F ძალა ვიცით თუმცა გეტყვით ეს არის იგივე წონა F=mg=(60)(9,8)=588 ნიუტონი

W=(588)(15)=8820 ჯოული

ეხლა P=8820/(10)(60)= 14,7 ვატი ~ 15 ვატი

სხეული გაათბეს 100ºC–ით. ტემპერატურის ნაზრდი კელვინებში არის:

-173 K

100 K

273 K

373 K

კელვინები და ცელსიუსების დანაყოფები ერთი და იგივეა.

ორი ტოლი სიდიდის ელექტრული წინაღობა ერთხელ შეაერთეს მიმდევრობით, ხოლო მეორეჯერ – პარალელურად. რისი ტოლია Rმიმდ/Rპარ ფარდობა?

1/4

1/2

2

4

ვთქვათ ეს წინაღობები ტოლია 1-ის. მიმდევრობით შეერთებისას იკრიბება და არის 2. პარალელური შეერთებისას ნაწილდება ორივეზე და სრული R გამოდის 0,5.

2/0,5=4

ქვა აისროლეს ვერტიკალურად ზევით. როგორია მისი აჩქარება ტრაექტორიის უმაღლეს წერტილში? (ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით)

ნულის ტოლია

g/2, მიმართულია ქვევით

g, მიმართულია ქვევით

g, მიმართულია ზევით

დაიმახსოვრეთ, რომ დედამიწიდან ასვლა ჩასვლისას ყოველთვის მოქმედებს ყველაფერზე g=9,8 მ/წმ^2 აჩქარება და მიმართულია ქვევით, დედამიწის ცენტრისკენ.

ამ კითხვაში დამაბნეველია ის რომ უმაღლეს წერტილში ჩერდება სხეული და ყველა პირველ პასუხს შემოხაზავდა მაგრამ სიჩქარეს სწორედ ეს უარყოფითი აჩქარება ანულებს და შემდეგ ‘აუარყოფითებს’

თოკის გაჭიმვისას მაქსიმალური დაჭიმულობის ძალა, რომელზეც იგი ჯერ კიდევ არ წყდება, არის 400ნ. თოკზე რიგრიგობით უმატებენ 4 კგ-იან საწონებს. მერამდენე საწონის ჩამოკიდების შემდეგ გაწყდება თოკი?

მე–10

მე–11

მე–100

101–ე

4 კგ ნივთს რომ კიდებენ თოკზე, ამ დროს ეს ნივთი ქვემოთ ექაჩება რაღაც F ძალით. მაგალითად 4 კგ ნივთი ექაჩება F=39,2 ნიუტონი ძალით.

ეს გამოვითვალე იქიდან რომ სხეულის წონა ტოლია მასის აჩქარებაზე ნამრავლის, ანუ ნიუტონის მეორე კანონი. F=ma სადაც a=g=9,8.

ესე იგი 4კგ მოქმედებს 39,2 ნიუტონით. ახლა უბრალოდ შემთხვევით გავამრავლოთ ეს 10-ზე და მივიებთ 392. ესე იგი, 10 4კგ-იანი საწონი მოქმედებს 392 ნიუტონი ძალით.

და მეთერთმეტეს თუ დავუმატებთ ეს ძალა გახდება 400-ზე მეტი ესე იგი თოკი ვეღარ გაუძლებს.

რომელია უფრო ინერტული?

100 კგ მასის მქონე მოჭიდავე, რომელიც წევს ტატამზე.

75 კგ მასის სპრინტერი, რომელიც გარბის 10 მ/წმ სიჩქარით.

60 კგ მასის მქონე ჭოკით მხტომელი, რომელიც გარბის 5 მ/წმ სიჩქარით.

60 კგ მასის მქონე სიგრძეზე მხტომელი, რომელიც გარბის 7,5 მ/წმ სიჩქარით.

საერთოდ, იცოდეთ რომ მასა არის ინერტულობის საზომი. რაც იმას ნიშნავს რომ რაც უფრო ნაკლები გაქვთ მასა ქარმა რო დაგიბეროთ უფრო ადვილად გადაგაგდებთ.

აქ 60 კგ-იანი ყველაზე ‘უმასოა’ და უფრო ინერტულია. და უფრო სწრაფად მოძრავი კი უფრო ინერტული იმიტომაა, რომ “უძრავის ამოძრავება უფრო რთულია ვიდრე მოძრავის” უხეშად რომ გითხრათ.

სხეულმა 15 ºC–ით გაცივებისას გასცა 900 ჯ სითბოს რაოდენობა. სითბოს რა რაოდენობას გასცემს ეს სხეული 45 ºC –ით გაცივებისას?

20 ჯ

60 ჯ

300 ჯ

2700 ჯ

ეს უბრალოდ მათემატიკაა.

15-ით გაცივებისას 900 ჯ სითბოს კარგავს.

მაშინ 30-ით გაცივებისას 900+900=1800 ჯ-ს დაკარგავს

და 45-ის შემთხვევაში 900+900+900=2700 ჯ

მოცემულია სამი სხეული. პირველის სიმკვრივეა 1,1 კგ/მ3, მეორის – 1,3 კგ/მ3, მესამის – 1,5 კგ/მ3 . რომელი მათგანი ჩაიძირება სითხეში, რომლის სიმკვრივეა 1,4 კგ/მ3?

არცერთი

მხოლოდ პირველი და მეორე

მხოლოდ მესამე

სამივე

წყალში ჩაიძირება ის რომლის სიმკვრივეც მეტია წყლის სიმკვრივეზე.

თუ ტოლია გაჩერდება იქ სადაც მოვათავსებთ.

და იტივტივებს თუ ნაკლებია.

Link to comment
Share on other sites

რთულები იყო საკმაოდ.

მე იქით კვირიდან ვიწყებ ფიზიკაში მისვლას რეპეტიტორთან.

ბიოლოგიას და ქიმიას ვსწავლობ

თუმცა მაგარი რთულები იყო.

Link to comment
Share on other sites

ქიმია კარგად ვიცი მაგრამ რაც შემხვდა სულ პრაქტიკული იყო, შეიძლება აბიტურიენს ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე რაღაც ნაცნობი თემა შეხვდეს, მაგალითად ორბიტის შეფუთვაზე რომლეი ქიმიური ელემეტია გამოსახლუი და რამე, და კიდევ ქიმიაში უფლება უნდა გვქონდეს პერიოდულობის სისტემის შეტანის თორემ, ზეპირად მეც არ ვიცი ვანადიუმი რიგით მერამდენე ნომერია.

Link to comment
Share on other sites

და კიდევ შეძლებისდაგავრად, საგნების მიხედვით ამოხსნებიც მოაყოლეთ თუ გინდათ

Link to comment
Share on other sites

ვინმემ ამიხსენით რატომ უნდა იცოდეს მაგალითად იურისტმა ფიზიკა :D

აბა მე რა ჩემი ფეხები ვარ? :shuatiti:

Link to comment
Share on other sites

ადვილები და ნორმალურები იყო :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

მე მე-10 კლასში ვარ და კარგად ვსწავლობ ყველა საგანს. ყველაფერი ადვილი იყო რაც გავაკეთე ყველაზე რთულად ფიზიკა მომეჩვენა : ) ბიოლოგია ქიმია უადვილესი იყო :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

რა იყო ხალხო ადვილი :| ჰუმანიტარები ნახეთ რამდენი ჩაიჭრება ლიჩნად მათემატიკაში.

8საგანში ვემზადები +სკოლა.და მე-9ს ვიმატებ.გაწყდება 93იანი თაობა :D

-----------------------------

რამდენი ბავშვი მოიკლავს თავს ბავშთა დაცვის დღეს :D

იხუმრე ??? ბიოლოგიაა ადვილი???

Link to comment
Share on other sites

ნამდვილად არ იყო მინიმალური.

ისტორიაში მინიმალური არის, დიდგორის ბრძოლა, გეორგიევსკის ტრაქტატი და ა.შ

ურარტუს მეფე რომელიც მეფობდა ძვ. წელთაღრიცხვით რომელიღაც საუკუნეში ეგ არაა მინიმალური. (ისე კი მეთვითონ გამიკვირდა საიდან მახსოვდა ეგ :D)

და საერთოდ რაც ადრე დადეს ისინი უადვილესები იყო მართლა და ეხლა ეს იყო ბევრად ძნელი იმასთან შედარებით. გეოგრაფია ადვილი იყო მაგარი. რავიცი რა, ფიზიკის ნახვა ვერც გავბედე :( აზრზე არ ვარ ფიზიკის და გამომყვება ხო ვიცი

Link to comment
Share on other sites

ის დალინკეთ აბა,

რაღაც online პროგრამა რო გაიჩითაო naec ზეო,

საატესტატო ტესტებს რაშიც ჩააბარებენ წელს აბიტურიენტები,

კურიერში მოვკარი მგონი ყური.

Link to comment
Share on other sites

წინა წელსაც ასე რო ყოფილიყო კი ვიდგებოდი ბირჟაზე :D ბევრმა არ იცის ქიმია და ფიზიკა თან არც დასჭირდება და იმან რა უნდა ქნას :SNEMOTICON13:

Link to comment
Share on other sites

რა იყო ხალხო ადვილი :| ჰუმანიტარები ნახეთ რამდენი ჩაიჭრება ლიჩნად მათემატიკაში.

8საგანში ვემზადები +სკოლა.და მე-9ს ვიმატებ.გაწყდება 93იანი თაობა :D

-----------------------------

რამდენი ბავშვი მოიკლავს თავს ბავშთა დაცვის დღეს :D

იხუმრე ??? ბიოლოგიაა ადვილი???

ეს არის ძნელი? მე-9 კლასის მასალაა. ყველა სწორად გავაკეთე ბიოლოგიის ტესტში.

1. oboba ikvebeba qselSi gabmuli mwerebiT. gansazRvreT

urTierTdamokidebulebis romeli formaa am organizmebs Soris?

a) parazitizmi B) konkurencia

g) simbiozi d) mtacebloba

2. CamoTvlTagan romel daavadebas iwvevs virusi?

I – Sidss II _ grips III _ tuberkulozs

a) mxolod I B) mxolod II

g) mxolod I da II d) mxolod I da III

3. CamoTvlilTagan gulmkerdis RruSi mdebareobs:

a) xaxa B) filtvebi g) Tormetgoja nawlavi d) kuWi

4. organuli nivTierebebis daSla saWmlis momnelebel arxSi xdeba:

a) hormonebiT B) vitaminebiT

g) fermentebiT d) antisxeulebiT

5. sisxlis romeli ujredebi monawileoben Jangbadis gadatanaSi?

a) limfocitebi B) Trombocitebi

g) eriTrocitebi d) fagocitebi

Link to comment
Share on other sites

მე მე-10 კლასში ვარ და კარგად ვსწავლობ ყველა საგანს. ყველაფერი ადვილი იყო რაც გავაკეთე ყველაზე რთულად ფიზიკა მომეჩვენა : ) ბიოლოგია ქიმია უადვილესი იყო :chojinfc:

ფიზიკა ძნელი იყო. გეოგრაფია წყალივით :D

Link to comment
Share on other sites

ხომ არ იცით სხვა ვარიანტების დადებას აპირებენ?

Link to comment
Share on other sites

ეს კი არა დღეს რაღაც ორგანიზაცია მოვიდა ტესტები გვაწერინეს IQ 3 საათი ვწერდი მომწყდა ტვინ, ხელ, თვალები

Link to comment
Share on other sites

ხომ არ იცით სხვა ვარიანტების დადებას აპირებენ?

იდეაში არ დევს როგორც ვიციი +))) სულ ეს იყო ინფორმირება :P

Link to comment
Share on other sites

ეს კი არა დღეს რაღაც ორგანიზაცია მოვიდა ტესტები გვაწერინეს IQ 3 საათი ვწერდი მომწყდა ტვინ, ხელ, თვალები

მე თავის დროზე უარი ვუთხარი მაგ IQ ტესტზე, უფრო საინტერესო გაკვეთილი მქონდა თუ არ ვცდები.

Link to comment
Share on other sites

გავაკეთე მეც ეგ პრე-ტესტები და ერთ დასკვნამდე მივედი

თავ-პირის მო%%ვნა მომიწევს გაისად

Link to comment
Share on other sites

გავაკეთე მეც ეგ პრე-ტესტები და ერთ დასკვნამდე მივედი

თავ-პირის მო%%ვნა მომიწევს გაისად

რატო ვერ გააკეთე ? :შ

Link to comment
Share on other sites

ქიმია,ფიზიკა,ბიოლოგია :vis:

თორე დალშე NO PROBLEM

ქიმია არც მინახავს. ბიოლოგია ისე რა ცოტა გამიჭირდა ფიზიკაც ძნელია..

Link to comment
Share on other sites

აუ მაგრად დამენძრა.

სკოლაში მაგრა ვატრაკებთ მთელი კლასი და მასწავლებლებმა გამოცდები მოითხოვეს, თუ ვერ ჩავაბარეთ ვერ გადავალთ :D

შეიძლება კლასიც დაშალონ და კაროჩე რა :D

Link to comment
Share on other sites

ქიმია არც მინახავს. ბიოლოგია ისე რა ცოტა გამიჭირდა ფიზიკაც ძნელია..

უბრალოდ არ მქონია არასდროს ქიმიის და ბიოლოგიისადმი ინტერესი თორემ

სასკოლო პროგრამაში დიდ სასწაულებს არ ასწავლიან მაგ საგნებში,

მაგრამ არ მაინტერესებდა არასდროს და ამიტომ არც ვარ კომპეტენტური,

ნუ ფიზიკა კიდე ხო, რაღაც შინაგან სურვილს ვგრძნობ მაგ მეცნიერების მიმართ :)

მაგრამ იტოგში რომ ვთქვათ მაინც დამერხა :D

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.