Jump to content

Sony Eclipse: მუსიკა ფანჯარასთან


Recommended Posts

მედიაფლეერი Sony Eclipse — არა მარტო ლამაზი, არამედ ფუნქციონალური კონცეპტია. მისი ძირითადი ფუნქცია მულტიმედიური დამკვრელია, მოწყობილობა ტელეფონს ან ფლეერს Bluetooth პროტოკოლით უერთდება და მუსიკას ან ვიდეოს უკრავს ნებისმიერი გარე მოწყობილობიდან. ამას გარდა, Eclipse ქსელში მუშაობა, იქიდან ამინდის პროგნოზის ჩამოქაჩვა, ან ინტერნეტ-რადიოსთან მიერთებაც შეუძლია.

sony-eclipse-11.jpg

მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენა აქ კვების წყაროა, კერძოდ კი მზის ელემენტი, რომელიც მოწყობილობის მთელს უკანა ნაწილს ფარავს. შესაბამისად, იმისათვის, რომ მან მუდმივად იმუშაოს, კონცეპტის ავტორები — ჰოან ნიუნი და ან ნიუნი (Hoang M Nguyen & Anh Nguyen) — ფლეერის თვითწებადი საშუალებით პირდაპირ ფანჯარაზე დამაგრებას გვთავაზობენ.

sony-eclipse-21.jpg

კომპლექტში აგრეთვე უფასო პროგრამები შედის მოწყობილობისთვის Android და iOS-ზე. ჰო მართლა, სრული ბედნიერებისთვის, ავტორებმა გაითვალისწინეს შესაძლებლობა იმისა, რომ Sony Eclipse-ი iPhone-ის დოკ-სადგურის სახითაც იქნას გამოყენებული: სმარტფონი დეკაში მაგრდება, როგორც კლასიკური აუდიოკასეტა. ამასთან, კასეტა მის დისპლეიზე გამოისახება. საინტერესო, ლამაზი და ღირსეული იდეაა.

sony-eclipse-31.jpg

sony-eclipse-41.jpg

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ვუააა აი ეს მომეწონაა

კარგად მოუფიქერებიათ

მადლობთ ნიუსისთვის!

Link to comment
Share on other sites

კარგად მოუფიქერებიათ

მადლობთ ნიუსისთვის!

ხო აბა სად ის რომ ბატარეის დატვირთვას რომ უნდა ეჩალიჩო

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ეგ ვაკუუმის საშუალებით ეწეპება ხო? ერთი ის ტეხავს როცა ჩამოვარდება და გატყდება ეგ აპარატი თორე დანარჩენი საკაიფოა :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.