Jump to content

Panasonic, Hitachi, Mitsubishi 3D-სათვალეებისთვის საერთო სტანდარტს ქმნიან


Recommended Posts

კომპანიებმა Panasonic და Xpand 3D ცოტა ხნის წინათ სტერეოსკოპული სათვალეებისთვის სტანდარტის შექმნის ინიციატივა წამოაყენეს. M-3DI, რომელმაც უკვე მიიღო ისეთი კომპანიების მხარდაჭერა, როგორიცაა Hitachi, Mitsubishi, ViewSonic და Seiko Epson, მიდგომა ჩამკეტი სათვალეების აქტიურ ტექნოლოგიაში უნივერსალური მიდგომის შექმნის შესაძლებლობას იძლევა არა მარტო თხევადკრისტალური ტელევიზორების ბაზარზე, არამედ პერსონალური კომპიუტერებისა და სახლის პროექტორების სექტორშიც.

იდეალში ტექნოლოგია საკუთარი სათვალეებით 3D-კინოთეატრში ფილმის ყურების შესაძლებლობას მოგცემთ. ინიციატივას მხარს უჭერენ კომპონენტების მიმწოდებლებიც Funai, Hisense და SIM2-ის სახით. ლიცენზირება აპრილში უნდა დაიწყოს. ცნობილი არ არის, საჭირო იქნება თუ არა არსებული კომპანიებისთვის ცვლილებების შეტანა საკუთარი სათვალეების M-3DI სათვალეებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

ახალი ინიციატივა კონფლიქტში მოდის 3D Technologies Working Group-თან Consumer Electronics Association-ის ხელმძღვანელობით. 3DTWG უფრო ადრე შეიქმნა, მაგრამ ფართო აღიარება ვერ მოიპოვა. მეორეს მხრივ, ინიციატივას M-3DI ჯერჯერობით მხარს არ უჭერენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა LG, Samsung და Sony.

პერსპექტივაში აქტიური ჩამკეტი ტექნოლოგიას სავარაუდოდ პასიური პოლარიზაციული ან სულაც ავტოსტერეოსკოპული ჩაანაცვლებს, რომლებსაც სათვალეები არ სჭირდება. თანამედროვე 3D-ტელევიზორები მუდმივად იმსახურებენ კრიტიკას ძვირადღირებული აქტიური სათვალეების გამო, რომლებიც ამასთან საკმაოდ დიდი წონისაა და ბატარეების დატენვას საჭიროებენ.

Panasonic-TH-103VX200U-FI_Glasses_Image.jpg

წყარო: electronista.com

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.