Jump to content

Recommended Posts

იტოგში ჩემს კარტას მიცვლიან სულ ახალ/დალუქულ evga 3060 ti-ში ჩემგან 100 ლარის დამატებით. ულაპარაკოდ გავცვლიდი რომ არა 1 ნიუანსი. ის ბარათი სამაინინგოდ არ გამოდგება. ჰეშრეითზეა შეზღუდულიო. ვაფშეტა სამაინინგოდ მეც არ მინდა, მხოლოდ სათამაშოდ და რაიმე პრობლემა ან ლაფსუსები ხო არ აქვთ მასეთ ბარათებს? 

Link to comment
Share on other sites

არანაირი, სამაინინგოთ გამოდგება, ოღონდ ეთერეუმზე ჯერ მარტო 40მჰ/სეკ დებს, ძველი დებდა 60, აი ეგაა სხვაობა, ფპს არანაირი აგრანიჩენია არა აქვს და არც RTX, ანუ რეიტრეისინგში, მარტო ზოგიერთ ალგორიტმებზე აქვს აგრანიჩენია, ნახევარზე მეტი უკვე მოხსნენს მაგ დადებული ლიმიტის, ამიტომ არანაირი პრობლემა არ იქნება დაჟე რომც ამაინინგო, 6700XT არც ისე ბევრით ჩამორჩება ეგ მოდელი, რეიტრეისინგში კი ჯობია კიდეც, ნვიდიას კარტებიდან დაახლოებით 2080სუპერის დონისაა რამდენიმე თამაშის გარდა, ერთი 3 კვირის უკან ქონდა ულტრას გაყიდვაში და 2800 ლარი ედოთ მაშინ, ისე ზაფხულში ძველი ვერსიები 4000-4500 ლარში იყიდებოდა ავარდნილი ფასები რომ იყო

Link to comment
Share on other sites

ესეიგი გავცვალო, რას მირჩევ? თამაშებში, იუთუბზე რო გადავავლე თვალი, სადღაც 20-25 ფპს-ით აქვს მეტობა. თავის დროზე ძაან მაგარი მუღამი მქონდა მაგ ბარათის და.... თან მე ჯერ ისევ 1080-ზე ვარ მონიტორის ამბავში

Link to comment
Share on other sites

გასაცვლელი სათამაშოდ არის კი მაგრამ რამდენად დასამატებელი გაქვს თანხა ეგ საკითხავია. თუ არ დაეზარა ადამიანს მაგ შენს კარტას უფრო ძვირად გაყიდის და 3060ti-იც მოუვა და თანხაც დარჩება. თუმცა არის თუ არა კარტებზე ტაციაობა ეგ არ ვიცი

Link to comment
Share on other sites

დეფიციტი რამდენად არის მეც არ ვიცი, მაგრამ მარკეტზე რო გადავხედე ან ძაან მაგრად აფრენენ ეგენი, ან არა და არ ვიცი ვაფშემც რა ხდება. 3700 არის ყველაზე იაფი რაც უდევთ. და ჩემნაირი ვერსია საერთოდ არაა. უფრო სწორად არის ერთი, ზუსტად მე რო მაქ ისეთი და 4800 ლარი უწერია გუშინ დადებულ განცხადებაზე :D 

Link to comment
Share on other sites

100 ლარი ჩემი აზრით ღირს გეიმინგისთვის თუ იღებ, მაინინგში შენი 55მჰ.სეკ უბერავს ეთერეუმზე, ეგ კი შევკეცილი ვერსია თუა მაქს 40, მაგრამ თამაშებში მართლა ჯაბნის შენსას, უფრო 2080 სუპერის დონისაა, 2070 სუპერსაც ჯობია ეგ კარტა უმრავლესობა იგრებში, 6600 ჯობია, 6700XT ჩამორჩება ზოგან, დაჟე 2K გათამაშებს ნორმალურათ ეგეთი, 1080P დიდხანს გეყოფა

Link to comment
Share on other sites

თამაშში რომ სჯობს ეგ ცხადზე უცხადესია მაგრამ რატო უნდა იზარალოს კაცმა. ჩემი აზრით თუ კარტის შეცვლა გინდა გაყიდე ეგ უფრო ძვირად და 3060ტი-ც მოგივა და უკეთესიც თუ მართლა გადის ეგეთ ფასებში როგორ მარკეტზეა. აღარაა ისეთი დეფიციტი როგორც ადრე ნვიდიას კარტებზე. თან როგორც მახსოვს სრულიად ახალი იყიდე და მაინინგზე ნამუშევარი არაა. თან მაგარი ვერსიაა. 

Link to comment
Share on other sites

ნუ თუ მართლა მაინინგის გამო და 55მჰ.სეკ ჰეშრეიტის იყიდება რეალურათ 4500 ლარათ, მაშინ ალბათ გაყიდვა ჯობია, რახან უკვე 3070-იც უნდა მოგივიდეს მაგ ფასში, ისე 4500 ლარზე ბევრათ ნაკლები არც 6700XT ჯდება ეხლა მაიმარკეტზე, მაგრამ არ ვიცი რამდენათ სწრაფათ გაიყიდება მაგ ფასათ, 3060TI 3300-აც უდევთ თუ რეალურია, თუმცა უბრალო lhr ვერსიები მეტი არ უნდა ღირდეს, ერთი პერიოდი იშოვებოდა და ალბათ მაგაზე იაფათაც ექნებათ გამოწერილი, 3070 lhr ექნებათ, მაგრამ თამაშებისთვის ეგ პრობლემას არ წარმოადგენს

Link to comment
Share on other sites

კი, სულ ახალი იყო ყუთით საბუთებით და რაც მოყვება ყველაფრით. მაინინგზე ვაფშე ერთხელაც არ გამიშვია. გაყიდვა მეც ვიფიქრე, მარა მერე დამეზარა... თან არც ვიცი რეალური ფასი რა უნდა დავადო. ვინც მიცვლის ის გაყიდვას უპირებს ფერმერზე. 

გასაგებია იტოგში. მე რაც მაინტერესებდა გავიგე. იმას კიდე ის აქვს პლიუსი, რო სულ ახალია ამისგან განსხვავებით, კიდე დენსაც ნაკლებს მოიხმარს როგორც ვიცი. evga-ს ფირმისაა. რავი დავფიქრდები კიდე მაინც

Link to comment
Share on other sites

კი ნუანსებიც ბევრს გადაწყვიტავს, თუმცა ალბათ ლუბოი 3070 აჯობებს მინიც კი კარგ 3060Ti დაჟე ალბათ ნახმარი, შენ შემთხვევაში ყველა ვარიანტში გაგეზრდება ფპს-ი, უბრალოთ 3070 თუ გამოკრავ ხელს ასე 15% კიდე მოგემატება საშვალო წარმადობა 3060Ti შეფარდებაში, ეგ კარტა ნამდვილათ ჯობია 6700XT, მაგრამ ჩამორჩება 6800, რომელსაც უფრო 3070Ti უწევს კონკურენციას (RTX სხვა თემაა, მანდ დაჟე 3070Ti 6900XT უტოლდება რეიტრეისინგში თამაშებში), თუ მართლა იყიდება შენაირი კარტა 4500 ლარათ, მემგონი მოასწრებ ჯერ კიდევ 3070 აღებას სანამ ავარდებოდეს ფასები ისევე, ეგ არაა გამორიცხული, ბევრი დაცემას უცდის, მაგრამ შეიძლება კიდე მოუწიოს ლოდინი, ისე ალტაში ქონიათ 3 ფანიანი გიგაბიტის 6700XT გაყიდვაში ეხლა, ფასი 4500 ლარი, ეგრე ჯდებოდა სხვაგანაც რომ ვნახე, მაგის ფონზე 2800 ლარათ ძალიან კარგი ვარიანტი იყო სექტემბრის დასაწყისში ულტრაში ზოტაკის მცირე ზომის 3060Ti, აი ეს კარტა ქონდათ 1 წლიანი გარანტიით 2800 ლარში მანდ https://www.zotac.com/us/product/graphics_card/zotac-gaming-geforce-rtx-3060-ti-twin-edge

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.