Jump to content

AMD-ს აქციები Apple MacBook-ის გამოსვლის შემდეგ გაიზარდა


Recommended Posts

features_graphics_icon201102241.jpg

Advanced Micro Devices-ის აქციებმა კომპანიის Apple მიერ ნოუთბუქების განახლებული ხაზის MacBook Pro დაანონსებისთანავე მკვეთრად მოიმატა ფასში, რომლის უფროსი მოდელებიც დისკრეტული გრაფიკით Radeon აღიჭურვებიან. AMD-ს აქციების ზრდა შთამბეჭდავი 6,4%-ით გამოიხატა და ერთ ცალზე $9,1-ს მიუახლოვდა.

Nomura Equity Research-დან ანალიტიკოსი რომიტ შაჰი (Romit Shah) მიუთითებს, რომ კომპანიის Apple მიერ გრაფიკის Radeon ამორჩევა NVIDIA-ს გადაწყვეტების ნაცვლად, რომელიც წინა თაობის ნოუთბუქებში იყო გამოყენებული, AMD-თვის პოზიტიური სიახლეა. და მიუხედავად იმისა, რომ ნოუთბუქების MacBook Pro მიწოდებები მნიშვნელოვანი არ არის AMD-ს გრაფიკის მიწოდების მთლიან მოცულობაში, იგი ვარაუდობს, რომ ორ კომპანიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება.

ანალიტიკოსმა პატრიკ ვანგმაც (Patrick Wang) აღნიშნა, რომ AMD-მ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა MacBook Pro-თვის გრაფიკის მიწოდების მოგებით, მაგრამ, მისი აზით, Apple გრაფიკის არჩევისას NVIDIA და AMD-ს მონაცვლეობას განაგრძობს საკუთარი პროდუქტების მომავალ თაობებში, რადგანაც ორივე მწარმოებელი მორიგეობით უსწრებენ ერთმანეთს ტექნოლოგიების, ბაზარზე გამოსვლის დროისა და პროდუქტების ფასების პოზიციონირების თვალსაზრისით.

ბატონი ვანგი ახალ სტანდარტსაც Intel Thunderbolt შეეხო, რომელიც Macbook Pro-შია გამოყენებული. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის იგი მხოლოდ Apple-ის გადაწყვეტებზეა ხელმისაწვდომი, მომავალში (3-5 წელიწადში) იგი სავსებით შესაძლებელია ინდუსტრიულ სტანდარტად იქცეს.

8cmbd9rd1.jpg

წყარო: marketwatch.com

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

მადლობა ინფოსთვის. ყოველთვის მიხარია AMD ზე რამე კარგს რო ვიგებ ხოლმე :user:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.