Jump to content

Intel-ის ჩიპსეტებთან დაკავშირებული პრობლემები HP და Acer-ის ნოუთბუქების 6%-ზე მეტს არ შეეხება


Recommended Posts

დავუბრუნდეთ Intel-ის (Cougar Point) ოჯახის მეექვსე თაობის ხარვეზიანი ჩიპსეტების პროცესორებისთვის Sandy Bridge თემას და გვსურს გაცნობოთ, როგორ აპირებენ პრობლემასთან გამკლავებას ნოუთბუქების ბაზრის უმსხვილესი წარმომადგენლები Hewlett-Packard და Acer. ორივე კომპანიიდან შიდა წყაროები ამტკიცებენ, რომ 2011 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ხარვეზი HP და Acer-ის მიერ მიწოდებული ნოუთბუქების მთლიანი რაოდენობის 5-6% და 3-4%-ზე მეტს არ შეეხება (შესაბამისად). არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით HP-ს მენეჯმენტმა AMD პროცესორების ბაზაზე არსებული მოდელების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, აგრეთვე ნოუთბუქების დამატებითი პარტიის გამოშვება გადაწყვიტა Intel-ის წინა თაობის ჩიპსეტებზე. წინასწარი გათვლებით, HP თებერვალ-მარტში შეყოვნება მოუწევს და მარტიდან აპრილზე 200-400 ათასი ერთეული ტექნიკის მიწოდების გადატანა.

Acer, თავის მხრივ, აცხადებს, რომ გამყიდველებისთვის მიწოდებული იმ ნოუთბუქებს გაიწვევს, რომლებიც ხარვეზიან ჩიპებზეა აწყობილი. გაწვევას ნოუთბუქების სამი მოდელი ექვემდებარება: Aspire 8950G, 5950G და 4750G, და მაგიდის კომპიუტერის ორი მოდელელი: .Predator G3600 და Aspire M3920

Intel-ის მტკიცებულების მიუხედავად დეფექტიანი ნაკეთობების შეცვლის კომპენსირებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მწარმოებელი მიუთითებს, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ ჩიპებისა და დედა პლატების შეცვლის კომპენსაციას ახდენს, მაშინ, როდესაც ხარვეზიანი ნაკეთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ზარალი მზა გადაწყვეტების მწარმოებლების კისერზე რჩება. ამას გარდა, მწარმოებლებს კიდევ ერთი ნეგატიური ეფექტის გადალახვა მოუწევთ, რომელიც სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირებასა და მყიდველთა უნდობლობასთანაა დაკავშირებული.

წყარო: digitimes.com

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

სკინჰედ რა დაგემართა? :D

პ.ს. მადლობთ ნიუსისთვის

Link to comment
Share on other sites

სკინჰედ რა დაგემართა? :D

პ.ს. მადლობთ ნიუსისთვის

არაფრის.

და რა უნდა დამმართნოდა? :D

Link to comment
Share on other sites

მადლობა ნიუსისთვის.

ინტელის ამ შეცდომას რაც შეეხება, დადებითი მხარეც აქვს...

AMD-ს გაყიდვები აიწევს და იქნებ ბაზარზე უფრო დიდი კონკურენცია გაუწიოს ინტელს...

რითაც ჩვენ, მომხმარებლები ვისარგებლებთ...

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.