#Skinhead Posted March 29, 2011 Share Posted March 29, 2011 ტექნოლოგიის Intel Thunderbolt მხარდამჭერი პირველი მოწყობილობების გამოჩენის კვალდაკვალ, სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია აცხადებს მოცემული გადაწყვეტის საკუთარ პროდუქტებში გამოყენების მზაობის შესახებ. იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში მაღალსიჩქარიანი ინტერფეისი კომპანიის პროდუქტებში იქნება გამოყენებული, განაცხადა კორპორაციის Canon ქვეგანყოფილების Video Products Group შემსრულებელმა დირექტორმა ჰირუ ედაკუბომ (Hiroo Edakubo) განაცხადა: «ჩვენ მოხარულნი ვართ Intel-ის პერსპექტიული ტექნოლოგიის Thunderbolt გამოყენება დავიწყოთ და ვთლით, რომ ეს ვიდეოკამერების შექმნის ბაზარზე სიმარტივისა და მწარმოებლობის ახალი სიმაღლეების მიღწევაში დაგვეხმარება». შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ოფიციალურად წარმოდგენილი ტექნოლოგია Thunderbolt, მანამდე ცნობილი, როგორც Light Peak, მონაცემთა გადაცემის მაღალსიჩქარიან ინტერფეისს წარმოადგენს, რომელიც სარტყელის PCI Express და ინტერფეისის DisplayPort გამოყენებაზეა დაფუძნებული. Thunderbolt-ის გამოყენებით, მომხმარებელს სხვადასხვა სახის მოწყობილობების ფართო სპექტრის ჩართვა შეეძლება. ადაპტერების დახმარებით მისაწვდომია აგრეთვე მხარდაჭერა აღჭურვილობისა ინტერფეისებით USB, FireWire, Gigabit Ethernet და Fibre Channel. ინტერფეისის გამტარუნარიანობა 10 გბიტ/წმ-ში აღწევს, ხოლო პორტის მიერ უზრუნველყოფილი კვების სიმძლავრე 10 ვტ, საკმარისი უნდა იყოს მოწყობილობათა უმეტესობისთვის, რომლებიც დამატებით კვების სადენს აიცილებენ თავიდან. წყარო: intel.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.