Jump to content

IDC: ჩიპსეტებთან Sandy Bridge დაკავშირებული Intel-ის პრობლემები AMD-ს ვერ დაეხმარება


Recommended Posts

კონკურენტის მიერ დაშვებული შეცდომა ძალიან ხშირად ეხმარება მეორეს ბიზნესის გაფართოებაში, მაგრამ როგორც IDC თვლის, Intel-ის ბოლოდროინდელი პრობლემები Cougar Point ჩიპსეტებთან დაკავშირებით (პროცესორებისთვის Sandy Bridge), ვერ დაეხმარება AMD-ს ბაზარზე საკუთარი წილის გაზრდაში.

amd-logo1.png

ანალიტიკოსის შეინ რაუს (Shane Rau) აზრით, მომავალი პროცესორების (კოდური დასახელება Llano) შეფერხება, რომლებიც Sandy Bridge-თან კონკურენციისთვის იყო შექმნილი, ვერ იქნება AMD-თვის ხელსაყრელი შესაძლებლობა Intel-ის ჩიპსეტებში შეცდომის ხარჯზე საკუთარი წილის გასაზრდელად. ჩიპები Llano, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისში უნდა გამოსულიყო, წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეფერხდა და როგორც ჩანს, წლის შუაპერიოდამდე არც გამოჩნდება.

AMD_Llano_wafer-DougGrose_6151.jpg

Intel-მა იანვრის დასაწყისში ახალი პროცესორები Core iX წარმოადგინა არქიტექტურით Sandy Bridge, მაგრამ ამ ჩიპების მიწოდება შეჩერებულია ჩიპსეტების Cougar Point დიზაინში შეცდომის გამო. ამის გამო მრავალი მწარმოებელი იძულებული გახდა ახალი პროცესორების ბაზაზე აგებული საკუთარი პროდუქტების გამოშვება შეეჩერებინა. Intel-მა გამოსწორებული ჩიპების მიწოდება 14 თებერვალს დაიწყო.

სურდა რა გამოეყენებინა Intel-ის ჩიპსეტების პრობლემა, AMD-მ 18 თებერვალს განაცხადა, რომ საკუთარი პროცესორებისა და ვიდეოკარტების წინ წასაწევად ახალ მარკეტინგულ პროგრამას გაუშვებს. ბატონი რაუ თვლის, რომ მსგავსი აქციები ბაზარზე AMD-ს წილზე ვერ იმოქმედებენ: კომპანიას ჯერ კიდევ ხელთ არ აქვს პროცესორების Sandy Bridge ანალოგი, რომელთა მიწოდება მთელი ძალით აპრილის შუა რიცხვებისთვის აღდგება. AMD-ს თანამედროვე გადაწყვეტები ჩიპების Intel Core i3, i5 და i7 (არქიტექტურის Westmere ბაზაზე) კონკურენტად უფრო შეიძლება განვიხილოთ, რომლებიც ჯერ კიდევ აქტიურად მიეწოდება ბაზარზე.

intel_sandy_bridge1.jpg

ამასთან, IDC-ის მონაცემებით კომპანიამ AMD გასული წლის უკანასკნელ მეოთხედში Intel-ს ბაზრის საკუთარი წილის ნაწილი დაუთმო. Intel პროცესორების 80,8% აწვდის, მაშინ როდესაც 2009 წლის იმავე კვარტალში მის მიერ უკვე იყო მიწოდებული 80,5%. ამასთან, AMD-ს წილი 19,5%-დან 18,9%-მდე შემცირდა 2010 წლის განმავლობაში. Llano-ს გაშვებამდე AMD-ს ზრდა შესამჩნევი იქნება, ძირითადად ენერგოეფექტური ჩიპების Fusion მიწოდებაში, რომელთა შესახებაც პირველი მონაცემები საკმაოდ წამახალისებლად გამოიყურება. პლატფორმის Brazos ჩიპები ერთ კრისტალზე აერთიანებენ პროცესორს x86 და გრაფიკას DX11 და ნეთბუქებსა და ნეთტოპებზეა გათვლილი.

მთლიანობაში, IDC-ის შეფასებით პროცესორების მიწოდების ზრდა მიმდინარე წელს 10,1% (2010 წელს ეს მაჩვენებელი 17,1%-ს აღწევდა) იქნება. ზრდა ძირითადად უზრუნველყოფილი იქნება, საშუალო და მსხვილი კორპორაციების მიერ ნოუთბუქების შეძენით, მაშინ როდესაც სამომხმარებლო მოთხოვნა დაბალი დარჩება ეკონომიური პრობლემებისა და პლანშეტების მხრიდან კონკურენციის გამო.

amd-zacate1.jpg

წყარო: computerworld.com

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.