Jump to content

“ატომური” ჩიპების მამა Intel-ს დატოვებს


Recommended Posts

კომპანიის Intel ვიცე-პრეზიდენტი და ქვეგანყოფილების Ultra Mobility Group გენერალური მენეჯერი, რომელიც ულტრამობილური კომპიუტერებისთვის, მობილური ინტერნეტ- და ჯიბის მოწყობილობებისთვის გადაწყვეტების შემუშავებითაა დაკავებული, ანანდ ჩანდრასაჰერი (Anand Chandrasekher), პროცესორების უმსხვილეს მწარმოებელს მალე მიატოვებს. მისი წასვლის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ეს Atom პროცესორების დახმარებით სმარტფონების ბაზრის დაპყრობასთან დაკავშირებით Intel-ის გეგმების ჩავარდნას უკავშირდება.

an1.jpg

კომპანიაში Intel ჩანდრასაჰერის მუშაობის სტაჟია 24 წელი. იგი მრავალი წარმატებული პროექტის მონაწილეა, 2003 წელს მობილური პლატფორმის Intel Centrino გაშვების ჩათვლით. მაგრამ, უკანასკნელ წლებში Ultra Mobility Group-ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩიპის გამოშვება იყო, რომელსაც სმარტფონების ბაზარზე ARM გადაწყვეტების შევიწროება შეეძლებოდა. ამ ამოცანას ჩანდრასაჰერის ჯგუფი ვერ გაუმკლავდა.

მწარმოებლების მიერ დაანონსებული მრავალი მოწყობილობა Moorestown-ის ბაზაზე, სერიული გამოშვების სტადიაშიც ვერ გადავიდა. გასული წლის გამოფენაზე CES 2010 კომპანიამ LG ტელეფონი GW990 წარმოადგინა ოპერაციული სისტემის Moblin მართვით, რომელიც შემდგომში მაღაზიებში ვერ მოხვდა. სხვა პროდუქტი, რომელიც Moorestown ანონსის დროს იყო წარმოდგენილი, კომპანიის Aaya მიერ 1.5 გჰც პროცესორების ბაზაზე სერიიდან Intel Atom Z6xx და ОС Moblin ასევე “გაიყინა” რეფერენსული დიზაინის დასრულების სტადიაში.

intel_lwgw990.jpg

Intel-ის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და Intel Architecture Group-ის გენერალური მენეჯერი დევიდ პერლმუტერი (David Perlmutter) აღნიშნავს, რომ კომპანია არ აპირებს “მობილური” მიმართულების გაუქმებას და სმარტფონებისა და ჯიბის მოწყობილობებისთვის გადაწყვეტების შემუშავებას განაგრძობს. ჩანდრასაჰერის წასვლის შემდგომ მის მოვალეობებს ერთმანეთში Intel Architecture Group-ის ვიცე-პრეზიდენტები დეივ ვეილენი (Dave Whalen) და მაიკლ ბელი (Mike Bell) გადაინაწილებენ.

წყარო : intel.com

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.