Jump to content

Nvidia GTX 465 Review


Recommended Posts

Nvidia GTX 465 Review

• შესავალი

ერთი თვის წინ კომპანია Nvidia-მ გამოუშვა კიდევ ერთი DX11 ვიდეო დაფების წარმომადგენელი GTX465. იგი აღჭურვილია ზუსტად იმავე გრაფიკული ჩიპით როგორც მისი უფროსი ძმები GTX470 და GTX480, კერძოდ GF100-ით. დღევანდელ ტესტში ჩვენ შევადარებთ GTX465-ს HD5830-თან რომელიც მოგვაწოდა კომპიუტერულმა მაღაზიამ gITec-მა. აგრეთვე შედარებას გავაკეთებთ Nvidia-ს წინა სერიის წარმომადგენელთან GTX260-თან რომელის ადგილიც დაიკავა ახალმა GTX465-მა.

განვიხილოთ GTX465 უფრო დეტალურად. როგორც ვიცით იგი დაფუძვნებულია Nvidia-ს უახლეს არქიტექტურაზე - Fermi-ზე. დღევანდელ ვიდეო კარტების არქიტექტურაში უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს Shader პროცესორების კლასტერები, რომლებიც აგრეთვე ცნობლია როგორც SM (Streaming Multiprocessor) . Fremi-ის არქიტექტურას აქვს 16 shader პროცესორის კლასტერი. მაგალითისთვის GTX480-ს გაუქმებული აქვს 1 ასეთი კლასტერი რაც ჯამში მას 480 Shader პროცესორს აძლევს (თითო კლასტერი შედგება 32 Shader პროცესორისგან). ჩვენს შემთხვევაში GTX465-ს აქვს 11 ასეთი კლასტერი, შესაბამისად 11x32=352 Shader პროცესორი. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბაზარზე არსებული ზოგი POV-ისა და PNY-ის GTX465-ები უბრალო ბიოსის გადაფლეშვით ხსნიან დამატებით 3 კლასტერს და უტოლდებიან GTX470-ს.

GF100 ჩიპი, თავსდება 8-შრიან PCB-ზე GDDR5 მეხსიერებასთან ერთად. GTX465-ს აქვს 4 მეხსიერების მმართველი ერთეული, რაც გვაძლევს 1GB GDDR5 მეხსიერებას (4x256=1024MB). მეხსიერების მმართველ ერთეულებზე აგრეთვე დამოკიდებულია ვიდეო დაფის Bit-ები. GTX465-ის შემთხვევაში გვაქვს 4x64=256bit, რაც საკმარის, 102.6GB/წმ გამტარობას აძლევს 1GB-იან მეხსიერებას რომელიც 800MHz-ზე მუშაობს (3600MHz ეფექტური სიხშირე).

შევადაროთ ერთმანეთს Nvidia-ს GF100-ზე დაფუძვნებული ვიდეო დაფების მონაცემები ერთმანეთს:

არ უნდა გამოგვრჩეს ისიც რომ GTX465-ს აქვს ნაკლები TU-ც, რისი მიზეზი კვლავაც გაუქმებული კლასტერებია (11x4=44 TU).

როგორც ვიცით GF100 ნაწარმოებია 40ნმ ტექნოლოგიით, რამაც მკვეთრად შეამცირა ბირთვის ზომა და ენერგომოხმარება. თუმცა მიუხედავად ამისა GTX465 მაინც მოიხმარს საკმაო სიმძლავრეს 200 ვატის ოდენობით.

• ფოტო გალერეა

q5aolsr99dxd2g1o10u7_thumb.jpg

b1dsoldwkbdew8zb1jfr_thumb.jpg

vnl9ujky9maknjljie09_thumb.jpg

როგორც ხედავთ GTX465 უფრო პატარაა მის წინამორბედზე GTX260-ზე.

• ტესტირება

ტესტირების მიზანი იყო GTX465-ის სიმძლავრის გამოკვლევა თანამედროვე თამაშებში. ამისათვის გამოყენებულ იქნა დღეს-დღეისობით ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული თამაშები. ყველა შერჩეული თამაში თუ ბენჩმარკი იყენებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ძრავას, რაც სრულყოფილ სურათს გვაძლევს ვიდეო დაფის სიმძლავრესა და დრივერების ოპტიმიზაციაზე. უნდა აღინიშნოს ისიც რომ ტესტირებაში გამოყენებულია დღეს არსებული 7-მდე DX11 თამაში/ძრავა: Metro 2033, Dirt 2, Battlefield Bad Company 2, Aliens VS Predators, S.T.A.L.K.E.R. Call of Prypiat, Unigene Heaven, Stone Giant.

ტესტირება ჩატარდა შემდეგ სისტემაზე:

CPU ------ Intel Core i7 920 2.66GHz @ 4.0Ghz

M/B ------ Foxconn BloodRage X58

Ram ----- OCZ 1600MHz CL7 3x1GB

HDD ----- Seagate 500GB (32MB)

Video ---- PNY GTX465, Sapphire HD5830(supplied by gITec), BFG GTX260 MaxCore

PSU ----- Rasurbo 650Watt

OS ------- Windows 7 32Bit

Drivers --- Nvidia Forceware 197.77(GTX260), 258.69 (GTX465) , ATi Catalyst 10.6

სანამ უშუალოდ ტესტირებაზე გადავიდოდეთ უნდა აღინიშნოს რომ სრულყოფილი სიზუსტისთვის ყოველი ტესტი ჩატარდა 3-ჯერ, აქ მოცემული მონაცემები კი არის 3 ტესტირების საშუალო არითმეტიკული. ტესტირება ტარდებოდა რეზოლუციაზე 1400x1050 (გამონაკლისია Final Fantasy XIV: 720p და 1080p).

გრაფიკებში მოყვანილი რიცხვები FPS, არის თუ რამდენი კადრი წამში იყო ნაჩვენები საშუალოდ ტესტის განმავლობაში (Frames Per Second). შეგახსენებთ რომ კომფორტული თამაშისთვის საჭიროა მინიმუმ 30 FPS. (FFXIV და Vantage აჩვენებენ ქულას და არა FPS-ს).

გარდა ამისა განვიხილავთ ვიდეო დაფების გამოსახულების ხარისხს, კერძოდ AF-ს ხარისხს (anisotropic filtering).

სხვადასხვა თამაშის ტესტირებების განხილვისას ზედაპირულად განვიხილავთ ყოველი მათგანის გრაფიკულ ძრავას.

• Metro 2033

პირველ რიგში განვიხილოთ ვიდეო კარტების მწარმოებლურობა DX10 რეჟიმში. რა თქმა უნდა ყველა შესაძლებელი ოპცია აწეულია მაქსიმუმზე რათა მივიღოთ საუკეთესო გამოსახულება.

აღსანიშნავია რომ Metro 2033-ის A4 ძრავი დღეს დღეისობით ყველაზე წინ წაწეულია, ვინაიდან იყენებს მრავალ ახალ ტექნოლოგიას.

d4qofexv3fgqloi178.png

როგორც ხედავთ სამივე ვიდეო კარტამ გადალახა 30FPS-ის ბარიერი. GTX465-ს უმნიშნველო უპირატესობა აქვს HD5830-თან შედარებით.

7t51wlmg9ica7bml1a.png

განსხვავებული სიტუაცია გვხვდება მაშინ როდესაც გადავალთ DX11, აქ წინ გადის HD5830 თუმცა ესეც უმნიშვნელო განსხვავებაა. უნდა აღინიშნოს რომ აქ გააქტიურებულია მხოლოდ ტესელაცია, რაც შეეხება გაუმჯობესებულ depth of field ეფექტს, იგი გაუქმებულია.

dzumu9o1gbaacsph6aw9.png

როგორც კი გავააქტიურებთ depth of field საშუალო FPS ნახევრდება და ორივე ვიდეო კარტას უჭირს უზრუნველყოს კონფორტული სათამაშო 30 FPS. შევნიშნოთ რომ GTX465 კვლავ ცოტათი წინ წავიდა.

საერთო ჯამში კი შეიძლება ითქვას რომ Metro 2033-ში HD5830 და GTX465 ერთ დონეზე არიან. რაც საკმაოდ ცუდი შედეგია GTX465-სათვის.

• Dirt 2

ერთ-ერთი პირველი DX11 თამაში. იგი დაფუძვნებულია EGO ძრავზე, რომელიც საკმაოდ პოპულარულია და ბევრ თამაშშია გამოყენებული. Dirt 2 იყენებს ტესელაცას ძირითადად მაყურებლების დედალიზაციის ასამაღლებლად და წყლის ეფექტებისათვის იყენებს.

ტესტირებისას ყველა შესაძლო ოფცია დაყენებული იყო Ultra-ზე და ასევე დავამატე 8x Multi Sampling Anti-aliasing. GTX260-მა ტესტირება გაიარა DX10 რეჟიმში.

4hq8w4c2qqmp64d8uuqm.png

როგოც ხედავთ GTX465 საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს, იგი 27%-ით უფრო მაღალ შედეგს იძლევა HD5830-თან შედარებით.

• Battelfield Bad Company 2

თამაში დაფუძვნებულია Frostbite 2 ძრავაზე. იგივე ძრავს გამოიყენებენ მომავალ Medal of Honor-ში. რაც შეეხება ტესტირებას, იგი ჩატარდა მაქსიმალურ გრაფიკულ ხარისხსზე 8xMSAA-ით. GTX260-მა ტესტირება კვლავ DX10 რეჟიმში გაიარა.

l4h6gdvqv93lg886rjtp.png

უპრატესობა აქვს GTX465-ს, დაახლოებით 17%. სამივე ვიდეო კარტამ გადალახა 30 FPS-ის ბარიერი ყოველგვარი პრობლემების გარეშე.

• Sniper: Ghost Warrior

ეს თამაში დაფუძვნებულია Chrome Engine 4-ზე, რომელიც იყენებს უამრავ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ისეთებს როგორიცაა HDR, soft shadowing, virtual displacement mapping და სხვა. გარდა ამისა უზრუნველყოფს საკმაოდ კარგ მწარმოებლურობას. იმედია დეველოპერები უფრო ფართოდ გამოიყენებენ ამ ძრავას მომავალში.

რაც შეეხება ტესტებს, ისინი ჩატარდა მაქსიმალურ ოფციებზე, თუმცა AA გათიშული იყო ვინაიდან ATi-ს კარტაზე ვერ მოხერხდა მისი გააქტიურება.

1yfp5nr4m5u8x6itdnj.png

ამ თამაშში HD5830 და GTX465 აჩვენებენ იდენტურ შედეგებს. ეს თამაში შედარებით ახალია და ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ რომ ახლო მომავალში ორივე მწარმოებელი გააუმჯობესებს თავიანთი ვიდეო კარტების მწარმოებლურობას ახალი დრაივერების მეშვეობით.

• Just Cause 2

საკმაოდ საინტერესო თამაშია, აგრეთვე მრავალი სპეცეფექტებით. ყველაზე ეფექტურად ჩემი აზრით ამ თამაშში გამოიყურება შორეული პეიზაჟები და გარემოს ფიზიკა. უნდა აღინიშნოს რომ ეს თამაში იქნმებოდა Nvidia-სთან ახლო თანამშრომლობაში, რაც Nvidia-ს მფლობელებს აძლევს საშუალებას გააქტიუროს მათთვის ექსკლუზიური ეფექტები როგორიცაა სპეციალური ფილტრები და წყლის გაუმჯობესებული ეფექტები. ტესტირებისას ეს Nvidia-ს სპეციალური ეფექტები გამორთული იყო რათა შედარება ყოფილიყო ობიექტური.

ტესტირება ჩატარდა როგორც AA-ის გარეშე, ასევე 4-ჯერადი AA-ით.

შედეგები 0xAA-ზე:

576txn38lvfdz0u8vum4.png

შედეგები 4xAA-ზე:

o3ycxrbrhnk6bur9hiyf.png

როგორც ხედავთ Nvidia-სთან ახლო თანამშრომლობა არა მარტო სპეციალურ ეფექტებში გამოისახა, არამედ იმაშიც რომ Nvidia-ს ვიდეო კარტები იღებენ დიდ უპირატესობას.

• Aliens vs. Predator

კიდევ ერთი თამაში დაფუძვნებული ამ ფილმზე. სხვა მსგავსი თამაშებიდან გამოირჩევა მაღალი დონის გემფლეით და გრაფიკით. იგი იყენებს DX11-ს და ყველა მის შესაძლებლობას.

u7t3bocbndgdrs34aa58.png

ATi-ს ვიდეო კარტას აქვს უმნიშვნელო უპირატესობა. როგორც ხედავთ რაზგონმა HD5830-ს მისცა კიდევ რამოდენიმე დამატებითი FPS.

• Final Fantasy XIV

როგორც იქნა PC გეიმერებს უკვე სექტემბერში საშუალება ექნებათ ითამაშონ Square Enix-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის მორიგი მე-14 ნაწილი. ეს თამაში იქნება MMORPG-ის ტიპის. ამ სტილის თამაშისთვის კი Final Fantasy XIV-ს განსაკუთრებით მაღალი დონის გრაფიკა აქვს.

ტესტირება ჩატარდა სხვადასხვა რეზოლუციაზე. პირველად ვნახოთ შედეგები 720p-ზე.

zxncz3dadtvryd9r92im.png

ეს კი შედეგები 1080p-ზე.

hvwcxl0trr2uyg6xu7.png

ტესტირებიდან ჩანს რომ ATi-ს საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს. უნდა აღინიშნოს რომ ვინაიდან თამაში ჯერ არ გამოსულა, როგორც Nvidia ასევე ATi მომავალში იმუშავებენ თავიანთ დრაივერებზე ამ თამაშისათვის.

• Far Cry 2

Far Cry 2 არც თუ ისე ახალი თამაშია, თუმცა მიუხედავად ამისა საკმაოდ მომთხოვნია ვიდეო კარტებზე. იგი დაფუძნებულია ძრავ Dunia-ზე, ეს ძრავი აგრეთვე გამოყენებულია თამაშში Avatar. ტესტირება ჩატარდა DX10-ზე მაქსიმალური გრაფიკული ოფციებით, 8xMSAA-ით.

wtwbjvufixpxqel0amii.png

Far Cry 2-ში Nvidia-ს ვიდეო კარტებს საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს.

• S.T.A.L.K.E.R: Call Of Prypiat

სტალკერის დღეისათვის უკანასკნელი ნაწილი. იგი იყენებს გაუმჯობესებულ XRay Engine 1.6-ს რომელმაც დაამატა DX11-ის სრული მხარდაჭერა. ტესტირება ჩატარდა 2xMSAA-ზე DX11-ზე მაქსიმალური გრაფიკული ოფციებით. რა თქმა უნდა GTX260-მა ტესტირება გაირა DX10-ზე.

6tyxb3djoi6dy3tbncr.png

უნდა აღინიშნოს რომ GTX260-ს სერიოზული პრობლემები შეექმნა ამ თამაში, იგი საკმაოდ ჩამორჩება HD5830-სა და GTX465-ს.

• Resident Evil 5

ლეგენდალური თამაშის დღეისათვის უკანასკნელი ნაწილი დაფუძვნებულია Capcom-ის ძრავა MT Framework-ის უკანასკნელ ვერსიაზე, მას აქვს DX10-ის მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს რომ მომავალი თამაში Lost Planet 2 გამოიყენებს ამავე ძრავის გაუმჯობესებულ ვერსიას (v.2.0). ტესტირება ჩატარდა მაქსიმალურ ოფციებზე 8xMSAA-ით.

2zrrn1s3vvfwu923zlp.png

აქ მიზერული უპირატესობა აქვს ATi-ის ვიდეო კარტას.

• The Settlers 7: Paths to a Kingdom

ეს თამაში შეიძლება არ იყოს განსაკუთრებულად პოპულარული სტრატეგია, თუმცა იგი განსაკუთრებით საინტერესოა გრაფიკული ძრავის თვალსაზრისით. იგი დაფუძვნებულია Vision Engine-ზე. ხაზი უნდა გავუსვათ იმას რომ მომავალი თამაში Arcania: Gothic 4 დაფუძვნებული იქნება სწორედ ამ ძრავაზე. ტესტირებისათვის კვლავაც გამოყენებული იყო უმაღლესი გრაფიკული ოფციები.

1j8ghkp85l30p0rlqyh.png

ვიდეო კარტების მწარმოებლურობა ამ ტესტში საკმაოდ ლოგიკურად არის განაწილებული.

• Stone Giant

ეს გახლავთ სინთეთიკური ტიპის ტესტი, ანუ ეს ძრავა არ გამოყენება არც ერთ თამაშში, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. ეს ძრავა საკმაოდ კარგად იყენებს DX11-ის შესაძლებლობებს.

vlbi1liq4g9404loqmem.png

როგორც ხედავთ GTX465 საკმაოდ მაღალ უპირატესობას ფლობს, როდესაც მუშაობს მაღალი დონის ტესელაცია. HD5830-ს რაზგონიც დიდი ვერაფრით მოეხმარა.

• Unigene Heaven

მორიგი სინთეთიკური ტესტი. ეს ტესტიც ძალიან კარგად იყენებს DX11-ის ტესელაციის ეფექტს. ტესტირება ჩატარდა ტესელაციის „ნორმალური“ დონის გამოყენებით და 4xAA-ით.

fsakwnaykzszhdjtlvm1.png

აქაც საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს Nvidia-ს დაფებს. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს რომ GTX260 თავს არ იწუხებს ტესელაციის გამოთვლებით, ვინაიდან ტესტი გაიარა DX10-ზე.

• 3DMark Vantage

ყველასათვის კარგად ცნობილი ტესტი, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება.

bsb0ybmj6rqg9xicqk11.png

შედეგები არ არის გასაკვირი. ჩვენ ვიცით რომ ATi-ს ახალი თაობის ვიდეო კარტებს საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვთ ამ ტესტში.

• Image Quality Tests

როდესაც ჩვენ უკვე ვნახეთ თუ რა სიმძლავრე გააჩნია ამა თუ იმ კარტას, შევადაროთ ვიდეო კარტების გამოსახულების ხარისხი. ჩავატაროთ ტექსტურების ფილტრაციის ტესტი.

tjkxxtps28t7xccwd0kv.pngtjkxxtps28t7xccwd0kv.pngdy4oyb2lspadtbm9qrg.png

(თანმიმდევრობა: GTX260 ; GTX 465 ; HD5830)

ამ ტესტში გამოსახულების ხარისხი უფრო მაღალია, თუ ფერადი წრეები ხაზავენ იდეალურ რკალს. როგორც ხედავთ GTX260-სა და GTX465-ს აქვს იდენტური შედეგები, მაშინ როდესაც HD5830-ის რკალი ახლოს არის იდეალურ წრესთან.

• დასკვნა

დასკვნის ნაწილში უნდა ავღნიშნო ის რომ საშუალოდ ყველა ტესტში HD5830-მა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა და GTX260-ს საშუალოდ 29%-ით აჯობა. თავის მხრივ დაძაბულ ბრძოლაში GTX465-მა საშუალოდ 18%-ით დაამარცხა HD5830, თუმცა მე უფრო დიდ სხვაობას მოველოდი. GTX465 გამოირჩევა განსაკუთრებულად მაღალი რაზგონის პოტენციალით. ტესტირებაში გამოყენებულ კონკრეტულ ეგზემპლიარს კი აქვს შესაძლებლობა ზემოთ ხსენებული კლასტერების გახსნის რაც მას სრულყოფილ GTX470-ად აქცევს.

Text & Tests BY NODO-GT (ნოდარ სვანიძე)

მხოლოდ overclockers.ge-სათვის!

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.