Popular Post ჯამბო Posted October 31, 2010 Popular Post Posted October 31, 2010 1) რა არის SSD(SOLID STATE DRIVE)? ეს არის ახალი თაობის მყარი დისკები, იგი მეხსიერების შენახვისათვის იყენებს მეხსიერების ჩიპებს (როგორც წესი DDR RAM ან FLASH MEMORY) მონაცემების ჩაწერა/წაკითხვისათვის. SSD-ებს ბევრად ნაკლები წვდომის დრო (access time) აქვთ ვიდრე HDD-ებს. მაგალითად Texas Memory System-ის RAM solid state disk-ს გააჩნიათ 15 მიკროწამით წვდომის დრო, რაც 250-ჯერ სწრაფია ჩვეულებრივ HDD-სთან შედარებით. 2)რა განსხვავებაა SSD-სა და USB FLASH DRIVE (ეგრეთწოდებული "ფლეშკა")-ს შორის?! SSD-ებს გააჩნიათ სპეციალური პროცესორი ECC(შეცდომების გასწორების კოდი)-ს მხარდაჭერით მონაცემების დაზიანების რისკის შესამცირებლად. თქვენი მონაცემები უფრო მეტად დაცულია,საიმდოობა გაზრდილია თითოეულ უჯრედში სწორი განაწილების შედეგად (კონკრეტული ადგილი კონკრეტულ მიკროსქემაში Fლეშზე) ეს ფუნქციები "ფლეშკას" არ გააჩნია 3)რა პლიუსები და მინუსები აქვს მას? დავიწყოთ რაღათქმა უნდა პლიუსებით : ა) SSD-ები არ გამოცემენ ხმას ბ) არ აქვს მოძრავი ნაწილები და შესაბამისად მასზე ცუდად არ მოქმედებს არც რყევა და არც დავარდნა (ანუ არის დარტყმაგამძლე,რათქმა უნდა გარკვეულ დონემდე) გ) ისინი ჩვეულებრივ მყარი დისკისაგან განსხვავებით (HDD) გამოიყენებენ ნაკლებ ენერგიას რაც შესაბამისად გულისხმობს იმას რომ ისინი ნაკლებ სითბოს გამოყოფენ, შესაბამისად არ სჭირდება დამატებითი ფენები გაგრილებისათვის და ასევე ეს ყველაფერი მოქმედებს ენერგომოხმარებაზე დ) ძებნის დროს გაცილებით ნაკლებია HDD-სთან შედარებით ე) არის გაცილებით მსუბუქი და ზომებშიც მცირე რაღათქმა უნდა ისევ და ისევ HDD-სთან შედარებით ( ) გადავიდეთ მინუსებზე: ა) SSD-ს გააჩნია განსაზღვრული რაოდენობის წაკითხვა/ჩაწერის ციკლი. როდესაც ციკლების რაოდენობა მიაღწევს ზღვარს , ის იწყებს ცუდად მუშაობას ბ) ფასი თითოეულ GB-ზე HDD-სთან შედარებით გაცილებით მაღალია (თუმცა ამ ბოლო დროს მაინც იგრძნობა ფასის ვარდნა ჩვენდა სასიხარულოდ ) 4) რას ნიშნავს SLC და MCL და რა განსხვავებაა მათ შორის ? SSD მოწყობილობებში გამოიყენება სხვადასხვა სახის მეხსიერება , SLC (single level cell- ერთი დონის საკნები (უჯრები)) და MLC (მრავალდონიანი უჯრედები) SLC-ს თითოეულ უჯრედში 1 ბიტი გააჩნია, ხოლო MLC-ს 2 ბიტი. MLC ტექნოლოგიით დამზადებული SSD-ები შედარებით იაფი ჯდება მაგრამ ამავდროულად შემცირებულია პერფორნამსი(ასე უფრო გასაგები იქნება ) და გაზრდილია ენერგომოხმარება , აგრეთვე ისინი ნაკლებად საიმედონი არაინ და არ გამოიყენება HIGH-END მოხმარებისთვის (ალბათ ნაგულისხმებია მაგალითად სერვერებისთვის) SLC-თი დამზადებული SSD-ების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგეს 100 წელიწადს, მაშინ როდესაც MLC-სი მხოლოდ და მხოლო 5 წელია (თუმცა ეს მაინც მეტია ვიდრე HDD-სი) დღესდღეისობით MLC ტიპის მეხსიერებები უფრო ხშირად გამოიყენება 5) რა ტემპერატურას უძლებს SSD მოწყობილობები? მათ შეუძლიათ იმუშაონ -5-დან +75 გრადუსის დიაპაზონში, მათი შენახვა კი შესაძლებელია -55-დან +95 გრადუსის დიაპაზონში (რათქმა უნდა სავალდებულოა ისინი დაცული იყვნენ კონდესატისაგან) 6) შესაძლებელია თუ არა SSD-ებს ქონდეთ BAD sector-ები (დაზიანებული სექტორები) მსგავსად HDD-სი? შესაძლებელია. SSD-ების შემთხვევაში მათ BAD block-ებს უწოდებენ. თუ ასეთი ბლოკები არსებობს ინფორმაცია რომელიც ინახება მათში ავტომატურად გადადის დაუზიანებელ ბლოკებში , რაც უზრუნველყოფ მონაცემების მთლიანად შენახვას. არსებობს აგრეთვე დამალული "spare block" (სათადარიგო ბლოკები) რომლის საშუალებითაც SSD-ს მოცულობა არ იკლებს. 7) რა არის აუცილებელი ასეთი ტიპის მოწყობილობის შეძენისას? ყველაზე მთავარი რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ : ა) I/O ოპერაცია წამში. აქ მოქმედებს მარტივი წესი: რაც მეტია მით უკეთესია . ამ მაჩვენებელს შეუძლია არც თუ მცირე რამ გვითხრას პერფორმანსზე .მაგალითისთვის: ინტელის x25-E გააჩნია 35000 I/O ოპერაცია წამში კითხვის შემთხვევაში და 3300 ჩაწერის , რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ბ) სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე. იგი მოცემულია მეგაბაიტების რაოდენობით წამში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ კარგ მონაცემად წაკითხვისათვის ითვლება მინიმუმ 150 მეგაბაიტი/წამში , ხოლო ჩაწერისათვის 80+ . საუკუთესო მოდელებს ამ მოწყობილობისა რომელიც დღეს არსებობს ბაზარზე გააჩნიათ დაახლოებით 250მბ/წმ წაკითხვა და 200მბ/წმ ჩაწერა (რათქმა უნდა ნაგულისხმები არაა SSD-ები რომლებიც რაიდშია...) ______________ კრიტიკას არ ვართ, ისედაც თვალები მტკივა უკვე მერე დავამატებ კიდე რაღაცეებს By mischaia88 SSD კონტროლერი ხშირად მესმის ხოლმე SSD-ს მთელი მუღამი ისაა, რომ კონტროლერი აქვსო. ჰოდა გადავწყვიტე გამერკვია რა არის ეს კონტროლერი და რას აკეთებს. უკვე კარგად იცით რას წარმოადგენს DRAM ტიპის მეხსიერება. ის საკმაოდ სწრაფი გახლავთ. მათზე ჩაწერა-წაშლა ნანოწამებში ხდება, ფაქტობრივად CPU-ს ტაქტთან შეწყობით. უპირატესობა HDD-სთან შედარებით შთამბეჭდავია. HDD-ს ხომ ფიზიკური დრაივი აქვს, დისკები, მაგნიტური წამკითქველი, მოკლედ მექანიკური ნაწილები, რომლებიც მოძრაობენ, ამას კი დრო სჭირდება...აი, მაგალითად ყველაზე სწრაფი HDD 7 მილიწამს ხარჯავს დისკიდან ინფორმაციის წაკითხვაში მაშინ, როცა CPU-ს ამ დროში ასი ათასი ოპერაციის ჩატარება შეუძლია...სხვაგვარად რომ ვთქვათ, HDD CPU-სთვის მეტისმეტად ნელია. აქაა DRAM-ის მთავარი პლიუსი - სისწრაფე, მაგრამ DRAM-ს აქვს უარყოფითი მხარეც - თუკი მასში შენახულ ინფორმაციას პერიოდულად არ გაუკეთდება განახლება (refresh), იგი იკარგება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც DRAM მოწყობილობას გამორთავთ, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მასში ინახება, დაიკარგება. NAND ფლეშ მეხსიერება "ოქროს შუალედია", ის სწრაფიცაა და არც მონაცემებს "აორთქლებს". ეს მეხსიერება შედგება სპეციალური ტრანზისტორ MOSFET-ისგან (MOSFET - metal–oxide–semiconductor field-effect transistor), მასში მუხტის გატარების შემდეგ აღარაა საჭირო refresh-ი - ინფორმაცია აღარ იკარგება. ერთი MOSFET-ი მხოლოდ ერთ ბაიტ ინფორმაციას "აკავებს", ასე რომ NAND ჩიპებს მწკრივებად განლაგებული მილიონობით მოსფეტი აქვთ, რომლებიც შემდეგ ჯგუფებადაა დაყოფილი. ამ ჯგუფებს page (პეიჯი რა). თანამედროვე page 4KB ზომისაა. მოსფეტში ინფორმაციის ჩაწერა მარტივია, მაგრამ ინფორმაციის წაშლისას ერთი მოსფეტის გასუფთავება შეუძლებელია, სუფთავდება მოსფეტების მთელი ბლოკები. NAND ჩიპის ბლოკი ძირითადად 128 პეიჯისგან შედგება (ანუ 512KB). ანუ თუკი მე მინდა ამ ბლოკში ერთი page-ს წაშლა (4KB), ამისათვის დანარჩენი 127 page-ც უნდა წავშალო (508KB). ხშირი წაშლა-ჩაწერა კი ჩიპისთვის საზიანოა, 10000 ციკლის შემდეგ იგი უკვე შეცდომებს უშვებს. ჰოდა ზუსტად იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ერთსადაიმავე ბლოკში ხშირი წაშლა-ჩაწერა და ნაადრევად არ გამოვიყვანოთ იგი მწყობრიდან, საჭიროა კონტროლერი. კონტროლერი არის მოწყობილობა, რომელიც ყველა ბლოკზე თანაბრად ანაწილებს ჩაწერის და წაშლის ციკლებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კონტროლერის წყალობით ჩვენ არ გაგვიფუჭდება მთელი მეხსიერების რომელიმე ნაწილი 2 დღეში, არამედ გაგვიფუჭდება მთელი მეხსიერება, ოღონდ, მაგალითად 2 წელიწადში . გარეგნულად იგი ჩვეულებრივი ჩიპია, სურათზე - ზედა მარცხენა კონტროლერი იმახსოვრებს, რომელი ბლოკია წაშლილი, რომელი - ჩაწერილი, რომელი ცარიელი და რომელი - წასაშლელი (ასეთად მიიჩნევა ბლოკი, რომელშიც ყველაზე მეტი "ნაგავია"). ყველაფერი ეს აადვილებს ძებნასაც და ასწრაფებს SSD-ს მუშაობას, მაგრამ საკუთარ მეხსიერებაში ქექვისთვის კონტროლერს რათქმაუნდა გარკვეული დრო ეხარჯება. დრო, რომელსაც ლატენტურობა ეწოდება და უკვე კარგად იცით რას ნიშნავს . ქვემოთა სურათზე თქვენ ხედავთ ზოგიერთი SSD-ს კონტროლერის საშუალო ლატენტურობას მილიწამებში როგორც ხედავთ საშუალო ლატენტურობა საკმაოდ დაბალია, მაგრამ იმის ცოდნაც საჭიროა, რომ მაქსიმალური ლატენტურობა დაახლოებით 350-ჯერ მეტია, აი ასე: კონტროლერს შეუძლია ინფორმაცია დაყოს და სხვადასხვა ბლოკებში ერთდროულად ჩაწეროს ან წაშალოს. დაახლოებით ისე, როგორც სურათზეა. შედეგი - უფრო მეტი სისწრაფე. SSD იგებს. ყველაზე პატარა ინფორმაცია, რისი დაყოფაც საჭირო არაა, 4KB სიდიდისაა. ხოლო თუკი გვაქვს ცარიელი ბლოკები, ინფორმაცია იყოფა თანაბარ ნაწილებად და ისე იწერება ბლოკებში (რომ ისინი რიგრიგობით არ გაფუჭდეს, ამაზე ზევით ვილაპარაკე). ფაილის წაშლისას კი ხდება შემდეგი: ან თუკი ფაილი უფრო მცირე ზომისაა: იმედია ცოტა მაინც გაერკვიეთ იმაში, თუ რა არის SSD-ს მეხსიერების კონტროლერი და რამხელა მნიშვნელობა აქვს მას SSD-ს სიცოცხლის გახანგრძლოვებისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი მონა-მორჩილი, მიხეილ რ. 17 Quote
NEIRON Posted November 1, 2010 Posted November 1, 2010 Используемые в твёрдотельных накопителях типы памяти нам хорошо известны. SLC (single-level cell) отличается высокой скоростью передачи информации и повышенной долговечностью, но страдает из-за высокой цены. Более дешёвая память типа MLC (multi-level cell) уже способна хранить в одной ячейке не один, а два бита информации. При сопоставимых с микросхемой памяти типа SLC размерах это делает её более ёмкой. Компания Intel объявила, что в рамках совместного предприятия с Micron она начинает поставки образцов памяти типа TLC (triple-level cell), выпущенной по 25 нм технологии. Каждая ячейка памяти этого типа способна хранить три бита информации, что позволяет при равных с MLC ёмкостях довольствоваться на 20% меньшими физическими размерами микросхемы. Восемь гигабайт информации можно разместить на микросхеме площадью 131 кв.мм. Увы, память типа TLC имеет и свои недостатки. Во-первых, она медленнее MLC, а потому вряд ли заинтересует производителей SSD. Во-вторых, она имеет более низкую долговечность, поэтому годится разве что для карт памяти и USB-флэшек. Массовые поставки 25 нм памяти типа TLC компании Intel и Micron начнут к концу этого года. მეხსიერებას SLC და MLC-ს შეემატა კიდევ TLC,რაზეც ციტატაშია განხილული. Quote
ჯამბო Posted May 1, 2011 Author Posted May 1, 2011 ამას გულისხმობ? SLC-თი დამზადებული SSD-ების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგეს 100 წელიწადს, მაშინ როდესაც MLC-სი მხოლოდ და მხოლო 5 წელია (თუმცა ეს მაინც მეტია ვიდრე HDD-სი) Quote
sauron Posted May 1, 2011 Posted May 1, 2011 ჰო მაგრამ SSD ს გარკვეული დროის შემდეგ სისწრაფე და მეხსიერება აკლდებაო და HDD საც მოსდის მსგავსი რამ? :spy: Quote
NEIRON Posted May 2, 2011 Posted May 2, 2011 ჰო მაგრამ SSD ს გარკვეული დროის შემდეგ სისწრაფე და მეხსიერება აკლდებაო და HDD საც მოსდის მსგავსი რამ? :spy: კი,ჰდდ-საც მოსდის მაგრამ ჰდდ-ს მინუსი კიდევ ისიცაა,რომ ბევრი მოძრავი დეტალი აქვს მაგნიტური თავაკი,დისკოები.. 3 Quote
სოსო Posted May 2, 2011 Posted May 2, 2011 ჰო მაგრამ SSD ს გარკვეული დროის შემდეგ სისწრაფე და მეხსიერება აკლდებაო და HDD საც მოსდის მსგავსი რამ? :spy: მეხსიერება იმ პონტში აკლდება რომ შეიძლება დაზიანდეს გარკვეული ბლოკები დროთა განმავლობაში bad block-ების ანალოგიურად ვინჩესტერზე სიჩქარეს რაც შეეხება რაც უფრო გადაავსებ SSD-ს მით უფრო ნელდება გარკვეული სივრცე სჭირდება სამუშაოდ 1 Quote
Classical Posted May 3, 2011 Posted May 3, 2011 მეხსიერება იმ პონტში აკლდება რომ შეიძლება დაზიანდეს გარკვეული ბლოკები დროთა განმავლობაში bad block-ების ანალოგიურად ვინჩესტერზე სიჩქარეს რაც შეეხება რაც უფრო გადაავსებ SSD-ს მით უფრო ნელდება გარკვეული სივრცე სჭირდება სამუშაოდ რამდენადაც ვიცი როცა ბლოკები ზიანდება სარეზერვო ბლოკებს იყენებს და მოცულობაში არ იკლებს მანამ სანამ რეზერვი არ ემოეწურება 1 Quote
სოსო Posted May 3, 2011 Posted May 3, 2011 რამდენადაც ვიცი როცა ბლოკები ზიანდება სარეზერვო ბლოკებს იყენებს და მოცულობაში არ იკლებს მანამ სანამ რეზერვი არ ემოეწურება ეგ სარეზერვო ბლოკები ვაბშე პირველად გავიგე მაგრამ საბოლოოდ ალბათ ეგ რეზერვიც ამოიწურება ერთი ჩვენი რეზერვია ამოუწურავი :D 2 Quote
Classical Posted May 3, 2011 Posted May 3, 2011 ეგ სარეზერვო ბლოკები ვაბშე პირველად გავიგე მაგრამ საბოლოოდ ალბათ ეგ რეზერვიც ამოიწურება ერთი ჩვენი რეზერვია ამოუწურავი როგორც ვიცი ეხლანდელ ყველა ნორმალურ ssd ს აქვს "რეზერვი" (slc საც და mls საც) ნუ ხო ამოწურვადია თავისთავად btw ეხლა ვნახა ეს http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16820227581 და მგონი ოპერატიულზე უფრო სწრაფია :ugly_confused2: Quote
სოსო Posted May 3, 2011 Posted May 3, 2011 როგორც ვიცი ეხლანდელ ყველა ნორმალურ ssd ს აქვს "რეზერვი" (slc საც და mls საც) ნუ ხო ამოწურვადია თავისთავად btw ეხლა ვნახა ეს http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16820227581 და მგონი ოპერატიულზე უფრო სწრაფია OCZ-ს ეგ SSD-ეები ჩვენ დიდი ხანია ვნახეთ რაიდშია მანდ მეხსიერების ჩიპები პლუს მაგას ჩიპების დამატება და შეცვლა შეიძლება :) Quote
mishka---777 Posted July 29, 2011 Posted July 29, 2011 ეს ყველაფერი კარგია და საინტერესო ინფოა,,მაგრამ კიდევ რამეს თუ დაამატებდით უფრო უკეთესი იქნებოდა. ანუ: როგორც ცნობილია SSD-ს დაფორმატება და დეფრაგმენტაცია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, და საინტერესოა სხვა რა უტილიტები არსებობს,რომლითაც შესაძლებელია SSD-ს გასუფთავება.მაგალითად ვინდის გადაყენებისას. :ugly_confused2: Quote
სოსო Posted July 29, 2011 Posted July 29, 2011 სწრაფი ფორმატირებით შეიძლება მხოლოდ SSD-ს დაფორმატება და დეფრაგმენტაცია საერთოდ არ არის საჭირო ისედაც "დეფრაგმენტირებულია" ზედ ინფორმაცია კონტროლერის ერთ-ერთი საქმე ეგ არის Quote
Fatal Fighter Posted July 30, 2011 Posted July 30, 2011 სწრაფი ფორმატირებით შეიძლება მხოლოდ SSD-ს დაფორმატება და დეფრაგმენტაცია საერთოდ არ არის საჭირო ისედაც "დეფრაგმენტირებულია" ზედ ინფორმაცია კონტროლერის ერთ-ერთი საქმე ეგ არის და სევენის დაყენებისას რა უნდა მიუთითო სოსო ? Delete ? Quote
სოსო Posted July 30, 2011 Posted July 30, 2011 და სევენის დაყენებისას რა უნდა მიუთითო სოსო ? Delete ? სევენის ფორმატირება იგივე quick format-ია delete მთლიან პართიშენს წაშლის და მერე ხელახლა გექნება შესაქმნელი Quote
გათი Posted August 1, 2011 Posted August 1, 2011 ეს ყველაფერი კარგია და საინტერესო ინფოა,,მაგრამ კიდევ რამეს თუ დაამატებდით უფრო უკეთესი იქნებოდა. ანუ: როგორც ცნობილია SSD-ს დაფორმატება და დეფრაგმენტაცია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, და საინტერესოა სხვა რა უტილიტები არსებობს,რომლითაც შესაძლებელია SSD-ს გასუფთავება.მაგალითად ვინდის გადაყენებისას. შესაძლებელია firmware-ის "დაფორმატების" პონტში და ისევ ახალივით იქნება SსD. Quote
fashisti Posted August 4, 2011 Posted August 4, 2011 როგორც ვიცი ეხლანდელ ყველა ნორმალურ ssd ს აქვს "რეზერვი" (slc საც და mls საც) ნუ ხო ამოწურვადია თავისთავად btw ეხლა ვნახა ეს http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16820227581 და მგონი ოპერატიულზე უფრო სწრაფია ოპერატიულზე სწრაფი ნამდვილად არაა მაგრამ მაგარი ბანძი SSD არის (ანუ ძალიან ძვირი წარმადობასთან შედარებით) ეგ უკვე მოძველდა კარგა ხანია ახალი მეფე ესაა http://www.fusionio.com/products/iodrive-octal/ (რამე კიდევ უფრო ახალი თუ არ გამოვიდა ამ პერიოდში) სოსო ანუ სრული ფორმატირება არ შეიძლება? და რატომ? შესაძლებელია firmware-ის "დაფორმატების" პონტში და ისევ ახალივით იქნება SსD. ეგ რა პონტში? ანუ ინფოს ვეღარ აღადგენ მაქედან? Quote
გათი Posted August 6, 2011 Posted August 6, 2011 ეგ რა პონტში? ანუ ინფოს ვეღარ აღადგენ მაქედან? Anandtech-ზე ერთ-ერთ რევიუზე გადავაწყდი ინფოს რომ ინტელის (და ალბათ სხვებისაც) SSD-ს firmware-ის გადაწერა ყოველთვის შეიძლებაო, რაც თავდაპირველ წარმადობას აღადგენსო, ფაქტობრივად ქარხნულ ვარიანტს აღადგენს იმიტომ რომ TRIM ფუნქციის გამოყენების შემდეგ SSD დეგრადაციას განიცდის ჩაწერის სიჩქარეში. რა თქმა უნდა firmware-ის გადაწერა გაფუჭებულ ბლოკებს ვერ აღადგენს :D Quote
caldera Posted November 14, 2011 Posted November 14, 2011 fashisti ოპერატიულზე სწრაფი ნამდვილად არაა მაგრამ მაგარი ბანძი SSD არის (ანუ ძალიან ძვირი წარმადობასთან შედარებით) ეგ უკვე მოძველდა კარგა ხანია ახალი მეფე ესაა http://www.fusionio.com/products/iodrive-octal/ (რამე კიდევ უფრო ახალი თუ არ გამოვიდა ამ პერიოდში) Read Bandwidth (64 kB) 6.0 GB/s Write Bandwidth (64 kB) 4.4 GB/s Access Latency (512 Byte) 30µs Operating Systems: 64-Bit Microsoft XP/Vista/Win7/Server 2003/Server 2008, RHEL 4/5/6, SLES 10/11, OEL v5, VMware ESX 4.0/4.1/ESXi 4.1, Solaris 10 U8/U9 (x64) :dabolili: Quote
don't send Posted December 2, 2011 Posted December 2, 2011 აქვე ვიკითხავ ბარეღამ, ssd-ს ყიდვას ვაპირებ sata 2-ზე (sata 3-თან შედარებით დიდი მოცულობის მომდის თითქმის იგივე ფასში) და ვიგრძნობ სხვაობას სისწრაფეში? (თამაშების ლოადინგებში მაგალითად) Quote
სოსო Posted December 4, 2011 Posted December 4, 2011 აქვე ვიკითხავ ბარეღამ, ssd-ს ყიდვას ვაპირებ sata 2-ზე (sata 3-თან შედარებით დიდი მოცულობის მომდის თითქმის იგივე ფასში) და ვიგრძნობ სხვაობას სისწრაფეში? (თამაშების ლოადინგებში მაგალითად) თუ SSD-ს წაკითხვა ჩაწერა 300 მეგაბიტს არ აჭარბებს ფაქტიურად ვერნაირ განსხვავებას ნახავ ხო sendforce კონტროლერზე არ იყიდო intel-ის კონტროლერზე იყიდე ინტელის ან crucial SSD ძალიან ბევრი ემდურის sendforce კონტროლერს Quote
giorgi_500 Posted December 10, 2011 Posted December 10, 2011 SSD ვინტის ქონას ააქ აზრი რეალურად თუ არა ? ვისაც რეალურად გაქვთ ეს ვინჩესტერები და რეალურად ნახეთ ან ვერ ნახეთ სხვაობა იმათი აზრია საინტერესო ინტერნეტში ნნანახი ტესტებით ვერ გადამიწყვეტია ყიდვა თითქოს დიდი სხვაობა ვერ უნდა იყოს როგორც ჩანს ეს ორი ვინჩესტერი შევარჩიე და ალბათ ამეებიდან ვიყიდი რომელიმეს თუ გადავწყვიტე. თან რეიტინგებში ერთერთ საუკეთესოებია: Intel 320 Series 160 GB SATA 3.0 Gb-s 2.5-Inch Solid-State Drive Retail Box http://www.amazon.com/Intel-2-5-Inch-Solid...d=1CEODDHU99ZN4 Corsair Force GT 180 GB SATA III/6G SATA 6.0 Gb-s 2.5-Inch Solid State Drive - CSSD-F180GBGT-BK http://www.amazon.com/Corsair-Force-2-5-In...d=1CEODDHU99ZN4 Quote
GIVI-1990 Posted December 10, 2011 Posted December 10, 2011 giorgi_500 მე მაქვს და ძალიან დიდი სხვაობაა 1.ბევრად სწრაფად ტვირთავს ვინდოუსს 2.ძალიან სწრაფად ხსნის პროგრამას (ყველას) 3.სწრაფად აინსტალირებს (თამაშებსაც და პროგრამასაც) 4.არ გამოსცემს არანაირ ხმას მოკლედ ძალიან კარგი რაღაცაა, დავისვენე რაც ეგ ვიყიდე Quote
giorgi_500 Posted December 10, 2011 Posted December 10, 2011 giorgi_500 მე მაქვს და ძალიან დიდი სხვაობაა 1.ბევრად სწრაფად ტვირთავს ვინდოუსს 2.ძალიან სწრაფად ხსნის პროგრამას (ყველას) 3.სწრაფად აინსტალირებს (თამაშებსაც და პროგრამასაც) 4.არ გამოსცემს არანაირ ხმას მოკლედ ძალიან კარგი რაღაცაა, დავისვენე რაც ეგ ვიყიდე შენ რომელი მოდელი გაქ? ესეგი რეკომენდაციას იძლევი :) Quote
სოსო Posted December 10, 2011 Posted December 10, 2011 ინტელი აიღე ან crucial მოკლედ ინტელის კონტროლერით შეარჩიე რაღაც არ აქებენ sendforce კონტროლერს მიუხედავად იმისა რომ სწრაფია Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.