George Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 2 Days to Vegas - 2 დღე ვეგასისკენ - GTA-like open-world shooter/action/advanture game... Developer: Steel Monkeys Publisher: Unknown Genre: Third-person shooter/Action/Advanture Release Date: December, 2008 Preview / პრევიუ 2D2V-ის სიუჟეტი ვითარდება ერთი პერსონაჟის სახელად ვინის (Vinny) გარშემო, რომელიც ახლახანს გამოვიდა რაიკერსის ციხიდან (Rikers Prison, NY) და გაიგო, რომ თავის უმცროს ძმას ტონის (Tony) რაღაც პრობლემები აქვს ლას ვეგასში (Las Vegas). 48 საათის განმავლობაში მოთამაშე მთელს ამერიკას გადაკვეთავს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, გაჩერდება რა დიდ ქალაქებში ვეგასისკენ მიმავალ გზაზე. ჯერ მხოლოდ ორი ქალაქია ცნობილი: ნიუ იორკი და ლას ვეგასი. რაც შეეხება თამაშის ვიზუალურ მხარეს, ცნობილია, რომ ის რეალობასთან ძალიან ახლოს იქნება. თვითონ ქალაქები უმაღლესი სიზუსტით იქნება დეტალირებული; დიზაინერები დროდადრო სტუმრობენ ხოლმე სხვადასხვა ქალაქს და შემდეგ ცდილობენ, მაქსიმალურად რეალური და ბოლო მონაცემი გამოიყენონ თამაშში გარემოს დეტალირებისთვის. მაგალითად, თამაშის შემქმნელებმა ქალაქების დეტალს დაუმატეს ე.წ. "ნაგვის გენერეტორი" ("Garbage Generator"), რაც რეალობის განცდას მატებს ქალაქში მყოფ მოსიარულეს. 2D2V-ის თამაშისა ნამდვილად არ მოიწყენთ, ნონ-სტოპ ექშენი გარანტერუბული გვაქვს. თამასის შემქმნელები გვპირდებიან, რომ თამაშში ხშირად შევხვდებით მოულოდნელობებს, რაც მოთამაშისთვის საინტერესო და დამაინტრიგებელი იქნება. თამაში ძალიან წააგავს ჩვენსთვის კარგად ცნობილ GTA-ს თავისი მანქანების რბოლებით, ბანდების შეტაკეტებით, სროლებითა და სხვა დეტალებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ თამაშის შემქნელებს ძალიან რთული სამუშაო აქვთ შესასრულებელი, რათა სასურველ შედეგამდე მივიდნენ. მართლაც, აღმოჩნდა, რომ სამუშაო პროცესში ჯგუფს ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია, მათ შორის აღსანიშნავია თამაშის ზომა. მაგრამ კომპანია სონის (Sony Corp.) მიერ შემუშავებული ბლურეი დისკი (Blu-ray Disk) ამ პრობლების გადაჭრა გახდა. 2D2V-ის გამოსვლას 2008 წლის დეკემბრამდე უნდა ველოდოთ. თამაში სრულად თავსებადია PC-თან, X-BOX 360-თან და PS3-თან, ამ უკანასკნელის მფლობელებს კი ცოტა ლოდინი მოუწევთ: PS3-თვის თამაში 2009 წლის პირველ კვარტალში გამოვა. ================================================================================ Comparison / შედარება რადგანაც GTA ამ ჟანრის თამაშებში ლიდერად ითვლება, გადავწყვიტე იგი ვიზუალურად შემედარებინა 2D2V-თან. დასკვნების გამოტანას თქვენთვის მომინდვია: ================================================================================ Videos / ვიდეოები ახლა კი გთავაზობთ 2D2V-ის რამდენიმე ვიდეოს: პირველი, ეს გახლავთ თამაშის გეიმპლეის სადემონსტრაციო ვიდეო. გაითვალისწინეთ, რომ ამ ვიდეოში ნაჩვენებია თამაშის საბოლოო ხარისხის მხოლოდ 50%. Watch the Gameplay Demo მეორე, ეს გახლავთ თამაშის ტექნიკური მხარის სადემონსტრაციო ვიდეო ჰარდკორ გეიმერთათვის, რომელთაც აინტრესებთ თუ რა ტექნოლოგიურ სიახლეებს იხილავენ 2D2V-ში. აქ არის არასრული სია იმ ტექნოლოგიებისა, რომლებიც გამოყენებულია თამაშში: Dynamic shadowsDiffuse texturesNormal mappingGlossFresnel ReflectionRefractionWater Effects (turbid water, sun glint, dynamic light)Ambient OcclusionPoint LightProjective spotlightMo-cap and animation blending Watch the Tech Demo მესამე, ამ ვიდეოში ნაჩვენებია თამაშის შექმნის პროცესი და ერთ-ერთი დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული ტექნოლოგიის, კერძოდ Motion Capture-ის დემონსტრაცია. Mo-cap-ი 2D2V-ის შექმნისთვისაცაა გამოყეენბული. Watch the Mo-cap Trailer Source: psu.com Translated and edited by: chitishvili ბოლო ინფორმაციის მიხედვით ეს თამაში TBA 2010 ანუ ალბათ ამასაც 2011 წელს გამოსვლა ელის, ისე 2009-ის ბოლოდან წელავენ უკვე ამ თამაშის გამოსვლას და ალბათ საშინელება გამოუვიდათ და ცდილობენ გააუმჯობესონ, ეტყობა მაფია 2-ის ნაირათ რაღაც პრობლემები შეექმნათ და ბოლოს რაღაც სირობა გამოვა როგორც ხშირ შემთხევაშია ხოლმე როცა ასე იწელება თამაშის რელიზი Link to comment Share on other sites More sharing options...
SainT Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 ალბათ ძალიან ცუდი ოპტიმიზაცია+გრაფიკა ექნება მე რაც ვნახე მასე იყო და თუ ენჯინი შეცვალეს არ ვიცი. Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 20, 2011 Author Share Posted February 20, 2011 ეს თამაში 2011 წელს გამოდისო, ზუსტი დატა ჯერ-ჯერობით უცნობია Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 26, 2011 Author Share Posted November 26, 2011 ნეტა ამ თამაშის გამოსვლას თუ ვეღირსებით ოდესმე პს-ზე, მემგონი არა, დღემდე უწერია 2011 წლისთვისაა დაგეგმილიო Link to comment Share on other sites More sharing options...
kane19906 Posted March 8, 2012 Share Posted March 8, 2012 თამაში დროებით გადაიდო შეიძლება სულაც აღარ გამოვიდეს Link to comment Share on other sites More sharing options...
luka21 Posted March 8, 2012 Share Posted March 8, 2012 2005 წლის თამაშს გავს :D 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
eXtreme-Hunter Posted March 8, 2012 Share Posted March 8, 2012 თამაში დროებით გადაიდო შეიძლება სულაც აღარ გამოვიდეს ეგ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, 2012 წელს გამოსული ასეთი დონის თამაშები კანონით უნდა ისჯებოდეს! Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 9, 2012 Author Share Posted March 9, 2012 2007-ში დაანონსდა მგონი, გამოსვლით შეიძლება გამოუშვან მაგრამ ვერ გაამართლებს ალბათ დიდათ ან საერთოდ ნაგავი იქნება თორე აქამდე გამოუშვებდენ უკვე, ერთი სიტყვით ვხურავ დროებით თემას, აგ.რუ-ზე საერთოდ უწერია რომ შეაჩერესო პროექტი დროებით Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts