Jump to content

Sparkle GeForce GTX 550 Ti


Recommended Posts

სხვა მწარმოებლებთან ერთად, რასაკვირველია Sparkle-მაც წარმოადგინა GeForce GTX 550 Ti ბარათის თავისი ვერსია, რომელიც აღჭურვილია მის მიერ წარმოებული გაგრილების სისტემით, თუმცა ქარხნული სიხშირეებით.

ბარათი დაფუძნებულია NVIDIA-ს 40-ნმ GPU GF116-ზე და გათვლილია, რომ დაიკავოს GeForce GTS 450-ის პოზიცია, რომელთან შედარებითაც, ის 28%-ით უკეთესია წარმადობის მხრივ, რეფერენსულ მაჩვენებლებზეც კი. მისი ბირთვი მუშაობს 900 მჰზ-ზე, ხოლო მეხსიერება კი 4100 მჰზ-ზე.

3a707fb3826e.jpg

e1ed30618034.jpg

მწარმოებლის თქმით, ეს ბარათი, პერფორმანს/გამოყენებულ სიმძლავრის შეფარდებით, სჯობს თავის წინამორბედს 20%-ით.

თუმცა, მაქსიმალური სიხშირეების მიღების მოყვარულები, სურვილისამებრ, ისარგებლებენ ამ პროდუქტის ოვერქლოქინგის პოტენციალითაც - ასე ირწმუნება პრეს-რელიზის შემდგენელი. კომპანიის შეფასებით, ბირთვის მაჩვენებლის გაზრდა შესაძლებელი იქნება 1 გჰზ-მდე. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ბარათი, რომელსაც გააჩნია DirectX 11, NVIDIA 3D Vision, PhysX და SLI ტექნოლოგიების მხარდაჭერა, გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი - ფასი/შესაძლებლობების მხრივ.

პროდუქტი აღჭურვილია 1 გბ GDDR5-ით, საფირმო იისფერი პლასტიკური ორი ცალი DVI-თა და mini HDMI გასასვლელით.

37a524ec31e9.jpg

da7509e35544.jpg

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

როგორც ყოველთვის სპარკლე თავის სტიქიაშია

Link to comment
Share on other sites

  • 11 years later...

რამდენი წლის თემაა :D 

ესეთი მქონდა სულ ახალი ვიყიდე ამაზონიდან

04-geforce-gtx550ti-sparkle-calibre.jpg

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, Gamer-4ever said:

ესეთი მქონდა

მეც მქონდა 2012 წელს ამ ვერსიის ხილვის სიამოვნება :D 

 

11.jpg

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

9 minutes ago, Gogla1990 said:

მეც მქონდა 2012 წელს ამ ვერსიის ხილვის სიამოვნება :D 

ლამაზი კარტები ქონდა სფარკლს , ანბოქსინგმაც მაგრა გაასწორა რო გავხსენი თავის დროზე

8 minutes ago, david_888 said:

მაგარი კუანა კარტები იყო

კი ეგრე იყო , მეც რო ვიყიდე დიდათ ვერ ვერკვეოდი მაშინ  GTX -ი რო ეწერა მაგარი მეგონა :D 

Link to comment
Share on other sites

12 minutes ago, Gamer-4ever said:

ლამაზი კარტები ქონდა სფარკლს , ანბოქსინგმაც მაგრა გაასწორა რო გავხსენი თავის დროზე

კი ეგრე იყო , მეც რო ვიყიდე დიდათ ვერ ვერკვეოდი მაშინ  GTX -ი რო ეწერა მაგარი მეგონა :D 

ეს რო ვიყიდე ეგ არაფერი, მეორადი ვიყიდე მახსოვს 150 ლარად (ძაან იაფი იყო იმ დროისთვის) მერე გავყიდე და 200 ლარად დავითრიე Gigabyte HD 5870 ეგეც სკმაოდ იფად გამომივიდა, ამაზე ბევრად მოშნი იყო 560ტი-ს დონის იყო

მარა მერე გამოვიდა 600 სერია და მაგრად მივქარე 280 ლარად zotac gtx 650 ვიყიდე ახალი ჯერ ტესტებიც კი არ იდო წამრადოს მარა კაი რაღაცეებს უქადდენ წინასწარ, დავგოიმდი და იგივე 550ტი შემრჩა :lol2:

2 კვირაში გავყიდე და ვიყიდე msi gtx 560ti twin frozer 

 

 

 

 

 

 

5.jpg

 

1593-front.jpg

IMG_3434-750.jpg

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მე ზოტაკი მქონდა. როგორ მიხაროდა GTA 4 რო ქაჩავდა მაღალ გრაფიკაზე :D

 

964-front.jpg

რა ფასები იყო, GTX 580 ღირდა 800 ლარი მაღაზიაში... ეხლა რო 4080 ღირდეს :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

 

11 hours ago, მშვილდოსანი said:

რა ფასები იყო, GTX 580 ღირდა 800 ლარი მაღაზიაში... ეხლა რო 4080 ღირდეს :D

ფასიც გაიზარდა და კარტების ზომამაც მოიმატა :D  იმხელებს უშვებენ რო ვეღარ ჩატევ ყუთში მალე :D

 

 

 

 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

იდიოტობაა ეს ფასების ზრდა. მე მქონდა zotac gtx 560 და ახალი ვიყიდე მაღაზიაში 500 ლარად მგონი. 3060-ს არც შეგახედებენ ამ ფასად და მითუმეტეს 4060 რომ გამოვა. რა გაძვირდა ასეთი ტექნოპროცესი რომ ამხელაზე  ავარდა ფასები. ახლაც ხო არაა მაინინგი. თუ გართულდა სქემები ტექონოლოგიაც ხო დაიხვეწა და რა უნდათ არ ვიცი. 999$ მეტი ტოპ კარტა არ უნდა ღირდეს ისიც რაიმე ტიტანის სერიიდან. სამომხმარებლო სეგმენტის ალბათ 899$. 

Link to comment
Share on other sites

22 minutes ago, MaKaSaRa said:

იდიოტობაა ეს ფასების ზრდა. მე მქონდა zotac gtx 560 და ახალი ვიყიდე მაღაზიაში 500 ლარად მგონი. 3060-ს არც შეგახედებენ ამ ფასად და მითუმეტეს 4060 რომ გამოვა. რა გაძვირდა ასეთი ტექნოპროცესი რომ ამხელაზე  ავარდა ფასები. ახლაც ხო არაა მაინინგი. თუ გართულდა სქემები ტექონოლოგიაც ხო დაიხვეწა და რა უნდათ არ ვიცი. 999$ მეტი ტოპ კარტა არ უნდა ღირდეს ისიც რაიმე ტიტანის სერიიდან. სამომხმარებლო სეგმენტის ალბათ 899$. 

მაინინგმა გაზარდა ფასები და ზომაშიც რო გაიზარდა მეტი ნაწილები ჭირდება ჩემი აზრით, თან ერთი რო მოემატა ფასები აიშვეს

კონკურენციაც მარტო  AMD ა ბაზარზე , ჩინელები აქტიურობენ და მგონია შემოიტანენ ჩინურ კარტებს , ალიზე იჩითება RX580 8GB   70-80$  ბევრი განხილვა ვნახე მაგ თემაზე იუთუბზე, ანუ ყიდულობენ ფასის გამო და ამუშავებენ

რახამც ესეთი მოძრაობები დაიწყო უფრო ძლიერ კარტებზეც გადავლენ და დააგდებენ ფასს , ის ჩინური არ იქნება ისეთი ხარისხიანი როგორც ორიგინალია მაგრამ ფასზე მაინც იმოქმედებს 

Link to comment
Share on other sites

ყველაფერი ერთად, თუმცა მაინინგში კაპიკებს აკეთებს უკვე, მაგალითათ ჩემი ძველი რიგი 2021 წლის ნოემბერში 27$ დებდა დღეში მომენტებში და საშვალოთ 18-20$ დღიურ ვირუჩკას დიდხანს დებდა ეგ რიგი, აღარაფერს ვიძახი 3000 როცა გამოვიდა 40$ დებდა მგონი 4-5 ცალი სულ პირველი 3080 თავის ფასში ვინც მოასწრო ყიდვა მაგარი მაყუთი იშოვა ლამის 6 თვეში, ეხლა დებს 1$ მაქსიმუმ დღიურ ვირუჩკას 4 ცალ 1080+1080ti, ანუ დენის ფულსაც ვერ ამოაგდებს და გამოვრთე, ნუ მაგის გარდა კოვიდმა მოუღო ყველაფერს ბოლო, უბედური აგრანიჩენიები დაადო ფაბრიკებს ჩინეთმა და მაგან აწია მურტლათ ფასები და გაზარდა სერიოზულათ დეფიციტი, მაგას მოყვა კიდე დეფიციტი მეტალებზე რითიც მზადდება ეგ ჩიპები, მაგის ფასიც კარგი 20% გაიზარდა და საერთო ფასი მგონი ჩიპების დამზადების მარტო 1000 ნვიდიას სერიიდან მოყოლებული 40%-ით გაზრდილა, ეგ თავისი ფასია რაც უჯდება ნვიდია-ამდ მაგ ჩიპების ყიდვა TSMC იქნება თუ სამსუნგი მანამდე, ისეთი პირი უჩანს რომ კიდე უფრო გაუარესდება სიტუაცია მაინინგის გარეშეც კი, ანუ კიდე უფრო დიდი დეფიციტი იქნებაო და კიდე უფრო გაძვირდებაო მაგ ჩიპის დასამზადებელი ფერადი მეტალები, ეგ კიდე აწევს ფასებს კარტებზე, ამიტომ მიდ-ენდ კარტას მალე 650$ მეტი ედება, იგივე 6060 თუნდაც თუმცა მეორე მხრივ ეგ კარტა უკვე 3090Ti ძლიერი იქნება მარტო 16-20გბ რომ ჩაუდონ სხვა რაღაცეებით აჯობებს მაგ ძველს უკვე, ანუ იზრდება სერიოზულათ წარმადობაც, RT წარმადობა იქნება თუ საერთო ძალიან დიდზეა გაზრდილი უკვე, მოკლეთ ბევრი რამის გამოა ეგრე რომ ავარდა ფასები და ეგრე თუ გაგრძელდა 6090 აჯახებენ 2500$ სტარტოვი ფასს და 6060 650$ სანატრელი გვექნება კარგათაც რომ შეკვეცონ წარმადობა ფლამგანთან შეფარდებაში, მაინც მაღალი პერფორმანსი დარჩება, მაგრამ იმედია რამე საშვალოზე შეჩერდებიან მაინინგმა თუ არ გამოიღვიძა ისევე და მაგხელაზე აღარ გაიზრდება უკვე მაგ ახალ სერიებზე ფასები, ერთადერთი მანდ იგივე 4080Ti კი აქვს 12გბ მაგრამ 3090Ti დონეა ფაქტიურათ, რომელიც 800$ კი არა და 1300$ ღირდა როცა გამოვიდა არც თუ ისე დიდი ხნის უკან, თან თავიდან 2000$+ ედო ეგრევე მაინინგის გამო და დიდი დეფიციტის მაგ კარტაზე, მაგარ გატეხილში იქნებიან ეგენი ვინც ეგ კარტა ეგრე ძვირათ დაითრია და ეხლა 800$ ფაქტიურათ იგივე სიმძლავრე აქვს თამაშებში უკეთესი თუ არა RT მაგ ახალ 900$ კარტას, ნუ ეგრე ჯდება შედარებით ნორმა მოდელები საშვალოთ მაგ მოდელზე ჯერ, ისე მაგ კარტებს კი ედო ეგეთი ფასები, მაგრამ წარმადობა ქონდა ბევრათ მცირე, დაჟე შედარებაც არ შეიძლება, დაჟე შეგიძლია ჩემი პროცესორი შეადარო 13600K, ნუ ასე 100% მეტის თავი ექნება ალბათ მინიმუმ ახალზე https://cpu.userbenchmark.com/Compare/Intel-Core-i7-4770-vs-Intel-Core-i5-13600KF/1978vsm1950757 , როცა RTX580 VS 4070Ti კი საოცრათ დიდი სხვაობაა, რავიცი 500%+ თუ რამდენია გაზრდილი, აბა ერთი ბენჩმარკებში შევიხედავ, მოკლეთ რა 500%, ლამის 1000% არტყამს სხვაობა, ანუ ათჯერ მძლავრია ძველზე ახალი და ფლაგმანიც არაა ეგ და მაქს 200$ ძვირი ღირს მაგ კარტაზე მგონი: https://gpu.userbenchmark.com/Compare/Nvidia-RTX-4070-Ti-vs-Nvidia-GTX-580/4146vs3150 ბევრ თამაშებში დარწმუნებული ვარ 2K 10-ჯერ მეტია განსხვავება ფპს-ში და კიდე ბევრი რამე აკლდა ეგეთზე მაინც გრაფიკულათ, ფლაგმანთან ასე 1500% იქნება ზოგან განსხვავება, ანუ 4090 რომ შეადარო თუნდაც GTX590 აი ესეთი სხვაობაა ლოლ უკვე https://gpu.userbenchmark.com/Compare/Nvidia-RTX-4090-vs-Nvidia-GeForce-GTX-590-SLI-Disabled/4136vsm8041 ანუ ზოგან 2000% განსხვავება და რა ჯდებოდა ეგ 590 2014 რომ გამოვიდა სადღაც 8.5 წლის უკან, დაახლოებით 700$, ანუ შედარებაც არ შეიძლება მართლა ეხლანდელ პერფორმანსთან მაგ 8-9 წლის უკანდელი კარტის და ორი კაპიკი არც მაგას ედო, ეგეც არის გასათვალისწინებელი, მოკლეთ გაძვირდა მოშნათ ყველაფერი და მაგის ბრალია ეგეთი ფასებიც + ეგეთი მაღალი წარმადობის, რომლის გამოყენება ეხლა არა მარტო თამაშებში შეუძლიათ უზერებს, ბევრგან იყენებენ უკვე მაგ ძლიერ გეიმერულ კარტებს და ეგეც უმატებს ფასს, მარტო გეიმინგში სამწუხაროთ აღარ იყენებენ მაგ კარტებს, ისე გაცილებით ნაკლები სპროსი იქნებოდა და შეიძლება უფრო ნაკლები პერფორმანსი ჩაედოთ და ფასიც კარგათ დაეწიათ მაგის გამო

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.