Jump to content

ინტელექტუალური გამოკითხვა


Recommended Posts

დღეს იმედის "ექსპერიმენტს" ვუყურე და გაოგნებული დავრჩი.ხალხმა უბრალო და სასაცილო კითხვებზე ვერ გასცა პასუხი,მაგალითად ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი და ვინ არის საქართველოს პრემიერ მინისტრი.მოკლედ მინდა რამოდენიმე კითხვა მე შემოგთავაზოთ,ზლაიან უბრალოები და პასუხები მაინტერესებს:

1. როდის მეფობდა შოთა რუსთაველი?

2. ვინ არის ასტრონავტი?

3. რა არის კინოლოგია?

4. რა არის ობსერვატორია?

5. ვინ იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი?

6. რამდენი გვერდი აქვს სამკუთხედს?

7. ვინ გაიმარჯვა საქართველო - ვიეტნამის ომში 1956 წელს?

8. ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი?

9. ვინ იყო წმინდა ილია მართალი?

10. ვინ არის ფიდელ კასტრო?

11. რა რელიგიას მისდევენ ბუდისტები?

12. რა რელიგიას მისდევენ ებრაელები?

13. ლათინურ ამერიკაში ლათინურად ლაპარაკობენ?

14. ვინ არის საქართველოს პრემიერ მინისტრი?

15. ვინ იყო იოსებ ჯუღაშვილი?

16. რითია ცნობილი ჰიროსიმა და ნაგასაკი?

17. ალქაიდა უფრო ძლიერი ტერორისტული დაჯგუფებაა თუ ალჯაზირა?

აი სულ უბრალო კითხვებია და ამ კითხვებზე სტუდენტების უმეტესობამ პასუხი ვერ გასცა,სამაგიეროდ კარგად იციან ბიჭოლა,ანრი ჯოხაძე და ნინო ჩხეიძე.ამის მერე ბევრი მართლა არაა ღირსი ატესტატი რომ აიღოს,ატესტატი კი არა მეცხრე კლასამდეც არ არის მისაშვები.იმედია გუგლს არ გამოიყენებთ ან სხვა საძიებო სისტემას :) ცოტა ხანში ლინკსაც დავდებ რა პასუხებს იზახიან ამ კითხვებზე

Link to comment
Share on other sites

9 ტოპიკი გაიხსნა მგონი ამაზე

ბევრი იქნებოდა რომლებმაც გასცეს

უბრალოდ ის ნაწილი ამოარჩიეს რომლებმაც ვერ გასცეს პასუხი და მოაწყვეს სკანდალი

ხალხს უყვარს ინტრიგა, სკანდალი და ჯონდი ბაღათურია.

Link to comment
Share on other sites

ეგ მეც მივხვდი რომ ბევრმა გასცა მაგრამ პროსტა სახეები თუ გაქვთ ნანახი ამ უბრალო კითხვებზე როგორ ტვინს იჭყლიტავენ :D თუმცა რა არის გასაკვირი ხელს არ გიწყობენ,საჯარო ბიბლიოთეკაში 2 კვირაა ჩაწერა მინდა და ვერ მივდივარ.ჩაწერა 3 საათამდეა და სკოლას 2ზე ვამთავრებ,სანამ თავისუფლებამდე გავალ 4 გახდება ანუ გამოდის უნდა გავაცდინო.სკოლის ბიბლიოთეკა ხომ ვაბშე,შესვლაც არ გინდა,იცი რომ უაზრობაა მანდ შესვლა და უბნისაში არ ჩამწერეს :| რო ვიკითხე რატო თქო დროებით შეუძლებელიაო

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=13-03-2011%2014:38

აჰა ნახეთ და იღადავეთ :D ვიდეოს დააკვირდით პროსტა,ამასწინათ ამბობდნენ თბილისი ნაგვის გარეშეო და რეპორტაჟის დასაწყისში ჩანს როგორ აგდებს ბიჭი ქაღალდს :D ასევე რეპორტაჟის ბოლოსაც ჩანს გოგო რომ ნაგავს აგდებს ქუჩაში.ესეთ რამეებზე მაგრად ვღადაობ :D ვითომ ტიპობენ და ელემენტარულები არ იციან :D

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.