Jump to content

Red Dead Redemption 2 (2019)


Gobro

Recommended Posts

10 minutes ago, Gurami Chichikoshvili said:

ხოო ძაან კაი, მართლა ისე მომეწონა ეს თამაში რო არ მინდა დამთავრდეს რა 🥺😍💞

იმხელა სამყაროა რო თავისუფლად შეგიძლია თვეები გააქაჩინო. თან ყველგან რაღაცა ხდება. რავი რომელ ერთი გითხრა. მანიაკის ძებნით დაწყებული, ვამპირით დამთავრებული. ისე მაგ ვამპირს დანას ახევ როგორც მახსოვს. ხოო კიდე გამომგონებელი როა, თავიდან პატარა დისტანციურ კატერს რო ატარებ, არ გამაზო მაგის მისიები. 

მე ახლა პირველი rdr dlc-ის ვხურავ და მერე ისევ დაუბრუნდები ამას. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

ისევ დაეწყო, რა უბედურება სჭირს, აბა შედის შენთან?

Link to comment
Share on other sites

20 minutes ago, მშვილდოსანი said:

ისევ დაეწყო, რა უბედურება სჭირს, აბა შედის შენთან?

აღარ გამოვსულვარ, რო ისევ ისე არ დაემართოს თქო და ვთამაშობ მას მერე რაც გასწორდა, მერე ვცდი აბა რომ მოვრჩები თამაშს, როცა შესულიხარ და თამაშობ უკან არ გაგდებს ესე იგი, როცა გამოდიხარ მერე ვეღარ აკეთებს ავტორიზაციას 🥺

30 minutes ago, მიშკა said:

იმხელა სამყაროა რო თავისუფლად შეგიძლია თვეები გააქაჩინო. თან ყველგან რაღაცა ხდება. რავი რომელ ერთი გითხრა. მანიაკის ძებნით დაწყებული, ვამპირით დამთავრებული. ისე მაგ ვამპირს დანას ახევ როგორც მახსოვს. ხოო კიდე გამომგონებელი როა, თავიდან პატარა დისტანციურ კატერს რო ატარებ, არ გამაზო მაგის მისიები. 

მე ახლა პირველი rdr dlc-ის ვხურავ და მერე ისევ დაუბრუნდები ამას. 

კი კი, მადლობა მიშკა, გავითვალისწინებ აუცილებლად, ხო ვცდილობ ყველაფერი შევასრულო, მარტო იმ მისიამ დამტანჯა და დროებით შევეშვი, ვეტერანი როა ხის ფეხით, ვერა და ვერ ამოვაგდე ის დამპალი თევზი ან რა თევზია ეგეთი რო ვერ ამოვწიე წყლიდან.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

35 minutes ago, Gurami Chichikoshvili said:

ვეტერანი როა ხის ფეხით, ვერა და ვერ ამოვაგდე ის დამპალი თევზი ან რა თევზია ეგეთი რო ვერ ამოვწიე წყლიდან.

მაგ ეპიზოდს ვერ ვიხსენებ

Link to comment
Share on other sites

7 minutes ago, მიშკა said:

მაგ ეპიზოდს ვერ ვიხსენებ

ვეტრანს, მაყუთს გთხობვს და რაღაცეებს გაბოლებს, რამდენჯერმე უნდა შეხვდე, თავიდან  ველენტაინშია მგონი 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

1 hour ago, მშვილდოსანი said:

ისევ დაეწყო, რა უბედურება სჭირს, აბა შედის შენთან?

ეხლა ვცადე და შევიდა ჩვეულებრივ, ნახე აბა ძმაო, გასწორდებოდა შენთანაც

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

არ მაგინოთ ძმურად გეხვეწებით😀.

 

მარა ცხენოსნობის სიმულატორია რა.60 საათი ვითამაშე (ამ დაწყებაზე) და ვსო რა ნამეტანია.ცხენით დავკაკუნობდი   35 საათი,18  საათი ისტორიას ვუსმენდი,მერე იქ რუკის გახსნა რამე რუმე და კაი 2 საათი კი ვითამაშე თამაში.60 საათიდან 😀 ვითამაშე რა ამოიღე ესროლე.გეიმფლეი არ აქ თამაშს.

 

სლოკინზე შევატყობ იცოდეთ 😀

Link to comment
Share on other sites

7 minutes ago, vechny said:

არ მაგინოთ ძმურად გეხვეწებით😀.

 

მარა ცხენოსნობის სიმულატორია რა.60 საათი ვითამაშე (ამ დაწყებაზე) და ვსო რა ნამეტანია.ცხენით დავკაკუნობდი   35 საათი,18  საათი ისტორიას ვუსმენდი,მერე იქ რუკის გახსნა რამე რუმე და კაი 2 საათი კი ვითამაშე თამაში.60 საათიდან 😀 ვითამაშე რა ამოიღე ესროლე.გეიმფლეი არ აქ თამაშს.

 

სლოკინზე შევატყობ იცოდეთ 😀

ეჭვიც არ მეპარება რო არ მოგეწონებოდა, გითხარი არაათქო საშენო

9 minutes ago, vechny said:

მარა ცხენოსნობის სიმულატორია რა

ხანდახან მაგის გამო ვრთავ როლმე თამაშს, ცოტას გავისერნებ ხოლმე და გამოვდივარ, ამ თამაშში მთავრი მუღამი სერნობაა და გარემოს შესწავლა დათვალიერება

Link to comment
Share on other sites

ამიტოა ნათქვამი, გემოვნებაზე არ დავობენო 😄

ვერ წარმომიდგენია ეს თამაში როგორ არ უნდა მოგეწონოს 😁

აშკარად არაა შენი სტილი :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

სთორიზე ორიენტირებულ თამაშებს არ ვცემ პატივს რა.."კარგი თამაშის" გაკეთების მარტივი გზაა.

მაგრამ მაინც გემოვნების ამბავია ❤️

Link to comment
Share on other sites

15 minutes ago, vechny said:

სთორიზე ორიენტირებულ თამაშებს არ ვცემ პატივს რა.."კარგი თამაშის" გაკეთების მარტივი გზაა.

ვახ, არადა მე სულაც არ მგონია მარტივი, პირიქით, რამხელა შრომაა ჩადებული, რამდენი სცენარისტები არიან ჩართული და მთელი ამბები :)

მაგას რო თავი დავანებოთ, რამხელა ოფენ ვორლდია ამ თამაშში და უამრავი დეტალი, ამას ხო შექმნა ჭირდება...

გეიმინგ ხელოვნების ნიმუშია ეს თამაში :D

აი მაგალითად, დეტროიტი რო ვითამაშე იმხელა შტაბეჭდილება დატოვა ჩემზე რო რავიცი, მარა ბევრი თამაშად არც თვლის.

გემოვნების თემაა ნამდვილად ❤️

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

დეტროიტი მაინც სხვა პონტია, მე როკსტარის თამაშებს არ შევადარებდი დეტროიტს, ეგ უფრო ფილმივით მიდის, ეგ კი ყველა გამოცდილ გეიმერს არ დააკმაყოფილებს, საერთოდ თუ ჩაითრია ცალკე სიუჟეტის და ატმოსფეროს ხარჯზე, ბევრი მოქმედება არ გჭირდება და გეიმპლეის დამუღამება რომ შეძლო ბოსების და მეტოქეების დამარცხება, მე ყოველთვის მომწონდა როკსტარის იგრები, პირველ რიგში GTA სერია, არცერთი არ გამიმაზია აქამდე რაც გამოვიდა მესამედან დაწყებული, RDR შეცვალა როკსტარმა სტილისტიკა, ეგ უკვე ვესტერნია ცხენებით, ქუჩური რაზბორკების მაგივრათ კავბოისკი რაზბორკებია, მანქამები კარეტებით და ცხენებით ჩაანაცვლეს, თანამედროვე იარაღი ძველი პისტოლეტებით და კოლტებით, დარწმუნებული ვარ მაღალი დონის იგრა იქნება, გეიმინგს შევეშვი თორე, რომ დავიწყო ისევე ერთ-ერთ პირველს დავხურავდი, რაც შეეხება god of war, არ ჩანს ცუდი იგრა, თუ ძალიან მაგარი არა,  მაგრამ მთლათ ჩემი ფავორიტი ჟანრი ეგ არაა, მაგ ჟანრში შეიძლება ტოპია, მაგრამ სონის იგრებიდან უფრო last of us ველოდებოდი, მაგას და uncharted ნაკლებათ უფრო, ეგ ბოლო ისე რასაც ვუყურებ ტომბ რაიდერის ტიპის იგრა ჩანს, მაგის და ინდიანა ჯონსის ნაჯვარია

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

რა თქმა უნდა გემოვნების ამბავია კაცო რა გინება რის გინება, ზოგს მოსწონს რაღაც ზოგს არ მოსწონს, რაც შეეხება uncharted ს, პირადად მე ძაან მომეწონა, დღეს დავხურე და 10 დან 9 ს დავუწერდი რადგან ძაან დიდი სიამოვნება მომანიჭა, ცოტა რთულიცაა ტომ რაიდერთან შედარებით მაგრამ ორივე საუკეთესოა თავის ჟანრში. ისედაც ნაკლებობაა მაგ სტილის იგრების და არ დაიწუნება ნამდვილად არც uncharted და არც tomb raider, რდრ კიდე რავი ძმაო ძალიან მაგარი თამაშია ალბათ შენი სტილი რო არაა მაგიტომ არ მოგეწონა, მასე სტრატეგიებზე ხალხი აფანატებს, მაგრამ მე ჭირივით მეზიზღება 😳🤣🤝🤝🤝

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Gurami Chichikoshvili said:

 მასე სტრატეგიებზე ხალხი აფანატებს, მაგრამ მე ჭირივით მეზიზღება 😳🤣🤝🤝🤝

მეც ეგრე ვარ, სტრატეგია არასდროს მითმაშია და არც ვითამაშებ , კიდე MMO RPG  ლაინეიჯის სტილის თამაშები არასდროს მომწონდა , არადა ძაან ბევრი თამაშობს , როგორც დიაბლოს მომკალი და მათამაშე 

 

 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

მე მიყვარდა სტრატეგიებიც, თუმცა ჩემი ფავორიტი ჟანრი არასდროს ყოფილა, თან ყველაზე რთულ სიძნელეზე ვხურავდი ხშირათ, სტარკრაფტ 2 თუნდაც, ყველა მისია მაქსიმალურ სირთულეზე დავხურე მგონი, ძალიან რთული დასახური თამაშია, სინგლ კამპანია, იგნორში მაქვს ყველანაირი ტიპის ონლაინ თამაში, მათ შორის კოოპერატივიც კი, აგრეთვე სიმულაციები ლუბოი ტიპის, რეისინგების ჩათვლით + ალბათ RTS, დაფასავით თამაშები რომაა, არ ვთამაშობ უკვე დიდი ხანია აგრეთვე ფაიტინგებს და აღარც პლატფორმერებს ვთამაშობდი პს-ზე უკვე, JPRG არ დამიიგნორებია როგორც ეგეთი, თუმცა აქამდე დიდათ არც მაქვს არცერთი დახურული მაგ ტიპის თამაშებიდან, არც ჰორორებს ვაიგნორებდი, მაგრამ ეგეთიც ცოტა მაქვს საკმაოთ დახურული, ყველაზე მეტათ მომწონს GTA ტიპის იგრები, თვითონ ეგ სერია და პირველი მაფია თუნდაც, ფავორიტი ჟანრია RPG, ყველაზე პრახადნოი ალბათ შუტერი მაინც, მანდვეა ახლოს რეისინგ არკადები და სტრატეგიები, ეკშენ-ადვენტურებიც საკმაოთ მომწონდა, ხო არ მიყვარს კიდე თამაში რომ ფილმივით მიდის და ბევრი არაფრის გაკეთება არ გჭირდება, არასდროს მომწონდა ეგეთი იგრები ბავშობიდან მოყოლებული

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

მეც მიყვარდა სტრატეგიები, Age Of Empires ით კარგად ვერთობოდი თავის დროზე და მესამე ნაწილი რო გამოვიდა, მახსოვს მაგის გულისთვის ჩავაყენე პირველად ვიდეო კარტა :D

კი, GTA ჩემი საყვარელი თამაში იყო (RDR2 გამოსვლამდე), Vice City დან დაწყებული :D

Mafia 2 მაც მაგრად მასიამოვნა თავის დროზე, თუმცა ეგ როკსტარის არ ყოფილა.

როკსტარის იგრები ყველა მაგარია, La Noire გამოუშვეს ძალიან მაგარი რამე იყო, Max Payne, კაროჩე ყველა რა :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო მთლად ფილმივით რო მიდის მასეთი თამაშებიც არ მიზიდავს დიდად, მოსაწყენია.  ისე კი 2013 დან პაუზა მქონდა გეიმინგში და ამ 10 წელში ძალიან ბევრი კაი თამაშია გამოსული რომელსაც დიდი სიამოვნებით ვითამაშებ. თან ჩემმა სისტემამაც ისეთი სახე მიიღო საბოლოოდ რო ზუსტად მაგ პერიოდში გამოსულ თამაშებს გაქაჩავს კარგად. არ შემიძლია low გრაფიკაზე თამაში რაც არ უნდა მომწონდეს და მინდოდეს რო ვითამაშო, მოკლედ ვიზუალურადაც თუარ მომწონს რაც არ უნდა კაი იყოს ვერა რა, ასე ვარ. ხო და კიდე ასაკსაც ალბათ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, 30 ის ვარ მაგრამ ისევ იმ მუღამით ვთამაშობ როცა ჩავუჯდები როგორც ადრე 18 და 20 ის რო ვიყავი. უბრალოდ ჩვენს გარშემო ბევრი ცუდი რამ ხდება, ხანდახან არც მინდა კომპის ჩართვა, ხანდახან კი გულს ვაყოლებთ, რას ვიზამთ, ვერ შევაჩერებთ ამ უსამართლობას, და ვცდილობ ინფორმაციებიც აღარ ვნახო მეტი რო ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე ამდენი ხალხის დაღუპვა და ამდენი უბედურება. სრულიად აპოლიტიკური ვარ და არც ვიწყებ მსგავს თემას ცუდად არ გამიგოთ. ეს ისე ავღნიშნე, რო პირადად ჩემზე და არამარტო, დიდ ზეგავლენას ახდენს ცხოვრებისეულ სტილზე და განწყობაზე.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მასე ვარ მეც. ყელშია ამოსული ყველაფერი, ტელევიზორსაც აღარ ვუყურებ, ერთი ამით ვერთობი ცოტა :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო რა მეხმარება მეც გეიმინგი და რაღაც დოზით იმ კონკრეტულ დროს აღარ მაფიქრებს ცუდზე. სამუშაოდან მოდიხარ დაღლილი და სულ ნეგატივი, ნეგატივი. უფრო მაგიტომ განვაახლე სისტემა, ნუ კვება და კარტა შევცვალე, რო ცოტა განვიტვირთო, და ეს დონე თამაშები რდრ ის თამადობით ნამდვილად ქაჩავენ ისე რო ცოტა ხნით მაინც  კაი განწყობა შეგიქმნან და სიამოვნება მოგანიჭონ. როქსტარს ბრავო კიდევ და კიდევ ამ შედევრის შექმნისთვის.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კი, ერთგვარი ჰობია, მე გეიმინგს ისე ვუყურებ როგორც ხელოვნებას. პრინციპში არის კიდეც. ნუ ქაუნთერს და მაგნაირ თამაშებს თუ არ ჩავთვლით :D ეგ უკვე სპორტია უფრო :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, მშვილდოსანი said:

კი, ერთგვარი ჰობია, მე გეიმინგს ისე ვუყურებ როგორც ხელოვნებას. პრინციპში არის კიდეც. ნუ ქაუნთერს და მაგნაირ თამაშებს თუ არ ჩავთვლით :D ეგ უკვე სპორტია უფრო :D

კი, გეთანხმები 100% . 😇🥰 

Link to comment
Share on other sites

Red Dead Redemption 3 ინფოების შეკრებას შეეცადნენ რუსულ ოვერებზე: https://overclockers.ru/blog/chtomiznaemo-RedDeadRedemption/show/93712/vse-chto-my-znaem-o-vozmozhnom-vyhode-novoj-igry-v-serii-red-dead-redemption-3 ჯერ-ჯერობით ჯერ არაფერია საინტერესო მესამე ნაწილის შესახებ, ეგრე შეიძლება თამამათ პირველი ნაწილის რიმეიკიც გაარჩიო ნექსტ ჯენ გრაფიკით, რომლის გამოსვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა ამ ეტაპზე, არც მესამეზე დაიდო რაიმე კონკრეტული ინფო ჯერ, ეგ GTA6 განსხვავებით, რომელზეც რაღაც ინფოებმა უკვე გაჟონა ნეტში, ნუ თუ გამოვა მესამე უფრო GTA6 გამოსვლის შემდეგ, ანუ 2027-2028-მდე ალბათ უფრო არა ვიდრე კი, ისე კი gta6 დროებითი ექსკლუზივი იქნებაო ნექსტ ჯენ კონსოლების, პს-ზე თუ გამოვიდა რამდენიმე წლის შემდეგ უკვე, ანუ კარგათ გაიწელება მაგ ნაწილის პს-ზე დახურვა, შეიძლება 2028-მდეც კი ან 2027

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.