X-treme user Posted March 15, 2011 Share Posted March 15, 2011 Enermax-ი შემდეგ თვეს აპირებს ახალი გეიმერული კეისის, SpineRex-ის გამოშვებას, რომელიც full tower ტიპისაა, დამზადებულია 1 მმ-იანი SECC ფოლადისაგან, შესრულებულია შავ ფერში და გააჩნია E-ATX, ATX და micro ATX სისტემური პლატების მხარდაჭერა. პროდუქტის ზომები შეადგენს 544(D) x 213(W) x 591(H)-ს. I/O პანელი განლაგებულია ზედა მხარეს და ის მოიცავს ოთხ ცალ USB 2.0-ს, ერთ eSATA-ს და აუდიო პორტებს, ხუთ 5.25 განყოფილებას, მოდულურ HDD სექციებს, რომლებშიც შესაძლებელია რვა მყარი დისკის მოთავსება, რელსებზე დაფუძნებულ სამაგრ სისტემას ODD/HDD-ებისათვის, ჭანჭიკებს PCI ბარათებისათვის და რეზინის ჩარჩოიან ოთხ ნახვრეტს უკანა მხარეს - წყლის გაგრილების ტუბისათვის. გაგრილების მხრივ, SpineRex-ს აქვს ლურჯი/წითელი LED-ის მქონე, ორი 120 მმ-იანი Vegas და ერთი 250 მმ-იანი გვერდითა ფენი. წინა სპინერები მუშაობენ 1000, ხოლო დიდი კი 600-დან 900 RPM-ებზე. ასეთი კონფიგურაციით აღჭურვილი ამ კეისის ფასი იქნება 149$. 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.