Jump to content

ნიკოლა ტესლა


Recommended Posts

ხო იმ ქალს რაღაც უდევს ყურთან და იმ მეორე ტიპს განსხვავებულად აცვია, მერე რა? შენთვის თუ ეგ ორი უაზრო ფაქტი საკმარისია იმისთვის რომ დაიჯერო ვიღაც ქალი და კაცი მომავლიდან წარსულში გადავიდნენ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს :)

Link to comment
Share on other sites

  • Replies 101
  • Created
  • Last Reply

If a god were on the earth, he would be Nikola Tesla...

ეს ვარიანტი მომწონს, მე მოვიფიქრე :D

Link to comment
Share on other sites

ხო იმ ქალს რაღაც უდევს ყურთან და იმ მეორე ტიპს განსხვავებულად აცვია, მერე რა? შენთვის თუ ეგ ორი უაზრო ფაქტი საკმარისია იმისთვის რომ დაიჯერო ვიღაც ქალი და კაცი მომავლიდან წარსულში გადავიდნენ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს :)

წესიერად დააკვირდი და ნახავ :)

1940 წელს რა მაგარი ფოტო აპარატები იყო არ ვიცოდი ტო

Link to comment
Share on other sites

წესიერად დააკვირდი და ნახავ :)

1940 წელს რა მაგარი ფოტო აპარატები იყო არ ვიცოდი ტო

ხო ამსე გამოდის რომ არ იცოდი :) გრძელი ობიექტივი რატომ გიკვირს?

Link to comment
Share on other sites

წესიერად დააკვირდი და ნახავ :)

1940 წელს რა მაგარი ფოტო აპარატები იყო არ ვიცოდი ტო

ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს. 1802 წელს ინგლისელმა ტ.უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი.

ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა და ჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით. გამჟღავვნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო.

თითქმის ლ.დაგერთან ერთდროულად ინგლისელმა მეცნიერმა უ.ტალბოტმა დაამუშავა შუქმგრძნობიარე ქაღალდზე გამოსახულების მიღების ხერხი, რომელსაც კალოტიპია ეწოდა. დაგეროტიპისგან განსხვავებით, ამ ხერხით ღებულობენ არა პოზიტივს, არამედ ნეგატივს, რომლიდანაც შეიძლებოდა ნებისმიერი რაოდენობის ოპზიტივების დამზადება. გარდა ამისა, გამჟღავნება კალოტიპიაში ემსახურებოდა არა მარტო ფარული გამოსახულების ვიზუალიზაციას, არამედ მის გაძლიერებასაც (როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიაში).

Link to comment
Share on other sites

ხო ამსე გამოდის რომ არ იცოდი :) გრძელი ობიექტივი რატომ გიკვირს?

efd117c077b0.jpg

ეს უკეთია, რომელიც 60-70 იან წლებში იყო და 40 იან წლებში არ იყო :)

50s welder gogles design

bed3016fa1d2.jpg

და ეს ობიექტივის ლინზები 50 იანი წლებიდან არის :)

c3b16fa90dc3.jpg

ეს კიდე მაგ მასტის სურათია, რამოდენიმე წლის შემდეგ, იგივე ქალაქში

Link to comment
Share on other sites

გაუნათლებლობაზე კიდევ ერთი რაღაც

|:

Link to comment
Share on other sites

დროში მოგზაურობა შესაძლებელია თეორიულად. სინათლის სიჩქარე ისეთი რამეა, რაც ბევრს ცვლის ე.წ. მოძველებულ ფიზიკაში.

Link to comment
Share on other sites

თეორიულად შეიძლება მხოლოდ.

სინათლის სიჩქარეს თუ გადააჭარბებს ობიექტი,გამოდის რომ წარსულში მოგზაურობს :D

Link to comment
Share on other sites

ხო, მაგრამ იქნებ მომავალში გამოგონილი აქვთ უკვე ეგ დროის მანქანა? და წამოვიდნენ წარსულში საგულაოდ? :D

Link to comment
Share on other sites

ზოგადად სამყარო არ არის ის რაც გვგონია. არც ერთი სამყარო არ არსებობს, არსებობს მრავალი სამყარო - ეს თეორიაა და მაგის დამტკიცებაზე ჩალიჩობენ ახლა ცერნში: პარალური სამყაროს არსებობისა. იქ დრო არ არის ისეთი როგორც ჩვენთან. საერთოდ ეს ყველაფერი რომ გაიგოს ადამიანმა, არ უნდა იფიქროს სტანდარტებით. ეჭვი მაქვს, რომ თუ ცერნის პროექტი იმუშავებს, რამდენიმე წელში ახალ ფიზიკას ვისწავლით

Link to comment
Share on other sites

ზოგადად სამყარო არ არის ის რაც გვგონია. არც ერთი სამყარო არ არსებობს, არსებობს მრავალი სამყარო - ეს თეორიაა და მაგის დამტკიცებაზე ჩალიჩობენ ახლა ცერნში: პარალური სამყაროს არსებობისა. იქ დრო არ არის ისეთი როგორც ჩვენთან. საერთოდ ეს ყველაფერი რომ გაიგოს ადამიანმა, არ უნდა იფიქროს სტანდარტებით. ეჭვი მაქვს, რომ თუ ცერნის პროექტი იმუშავებს, რამდენიმე წელში ახალ ფიზიკას ვისწავლით

:yes:

ხო მე ერთს ვფიქრობ რომ იმას ვერ დაადგენ მარტალია ტყუილია "დიდ" ფიზიკაში ბევრი რამე ჩვეულებრივი "მოკვდავისთვის" ბევრი რამე სასაცილოა ... და ასეთი "სასაცილო" ფაქტებით დიდ აღმოჩენებს შეიძლება ვეზიაროთ :)

Link to comment
Share on other sites

მე ის უფრო მაინტერესებს რა განაპირობებს ადამიანის ზე-გენიოსობას: აინშტაინი, ტესლა, კიურები, ბეკერელი, რენტგენი, რეზერფორდი, პლანკი, ბორი, გაბორი..

მეც თან ძალიან.

Link to comment
Share on other sites

ნიკოლას iq როგორც ვიცი 230 ქულა არის

"I do not think there is any thrill that can go through the human heart like that felt by the inventor as he sees some creation of the brain unfolding to success... Such emotions make a man forget food, sleep, friends, love, everything." - Nikola Tesla

"I do not think you can name many great inventions that have been made by married men." - Nikola Tesla

"Mr. Marconi is a donkey." - Nikola Tesla

Link to comment
Share on other sites

efd117c077b0.jpg

ეს უკეთია, რომელიც 60-70 იან წლებში იყო და 40 იან წლებში არ იყო :)

50s welder gogles design

bed3016fa1d2.jpg

და ეს ობიექტივის ლინზები 50 იანი წლებიდან არის :)

c3b16fa90dc3.jpg

ეს კიდე მაგ მასტის სურათია, რამოდენიმე წლის შემდეგ, იგივე ქალაქში

აი ბოლო სურათი რა შუაში იყო ვერ მივხვდი, მასე სუფთად მაგ დროში ვერ პარსავდნენ წვერს და ზნაჩიტ მომავლიდანაა თუ? ის კამერა კიდევ ზაპროსტა ჩასადები იქნებოდა, ანდა მაგ კამერების სურათში 2 ცალს აქვს გამოწეული ობიექტივი და რატო გგონია სხვა მოდელებს მაგათზე გრძელი ობიექტივი არ ექნებოდათ? და ის ქალი კიდევ ჩვენზე მომავლიდანაა ხომ? ანუ სადღაც 2020-2100 წლები არა? ცნობისთვის მაგხელა დიშლა მობილურები 99 წლის მერე არავის არ აქვს და რომელ მომავალზეა საუაბარი? :)

Link to comment
Share on other sites

Some people concider him to have a 230 to a 310 IQ.

არამგონია ტესლას IQ Test გაევლო :)

აი ბოლო სურათი რა შუაში იყო ვერ მივხვდი, მასე სუფთად მაგ დროში ვერ პარსავდნენ წვერს და ზნაჩიტ მომავლიდანაა თუ? ის კამერა კიდევ ზაპროსტა ჩასადები იქნებოდა, ანდა მაგ კამერების სურათში 2 ცალს აქვს გამოწეული ობიექტივი და რატო გგონია სხვა მოდელებს მაგათზე გრძელი ობიექტივი არ ექნებოდათ? და ის ქალი კიდევ ჩვენზე მომავლიდანაა ხომ? ანუ სადღაც 2020-2100 წლები არა? ცნობისთვის მაგხელა დიშლა მობილურები 99 წლის მერე არავის არ აქვს და რომელ მომავალზეა საუაბარი? :)

აუ არ ვიცი რა, მაგრად მკიდია :D

Link to comment
Share on other sites

აი ბოლო სურათი რა შუაში იყო ვერ მივხვდი, მასე სუფთად მაგ დროში ვერ პარსავდნენ წვერს და ზნაჩიტ მომავლიდანაა თუ? ის კამერა კიდევ ზაპროსტა ჩასადები იქნებოდა, ანდა მაგ კამერების სურათში 2 ცალს აქვს გამოწეული ობიექტივი და რატო გგონია სხვა მოდელებს მაგათზე გრძელი ობიექტივი არ ექნებოდათ? და ის ქალი კიდევ ჩვენზე მომავლიდანაა ხომ? ანუ სადღაც 2020-2100 წლები არა? ცნობისთვის მაგხელა დიშლა მობილურები 99 წლის მერე არავის არ აქვს და რომელ მომავალზეა საუაბარი? :)

+1

Link to comment
Share on other sites

ბოლო სურათი პროსტა დავდე

e-nikola-tesla-3.jpg

ეს მიწისძვრებზეა მეიდ ბაი ტესლა

http://nutbarsnz.wordpress.com/2010/10/21/nikola-tesla-and-the-chch-earthquake/

http://www.excludedmiddle.com/earthquake.htm

http://www.angelfire.com/scifi/EclipseLab/Tesla/Oscillator.html

ესეც ვიდეო Mythbusters :)

http://www.youtube.com/watch?v=YPJ34nQxrWo Part 1

http://www.youtube.com/watch?v=bdg6xNQbuU4 Part 2

http://www.youtube.com/watch?v=f-JyUhdcrzk Part 3

Link to comment
Share on other sites

აუ არ ვიცი რა, მაგრად მკიდია :D

ხოდა თუ გეკიდა ამდენი ხანი რაღას მიმტკიცებდი? :)

Link to comment
Share on other sites

ხოდა თუ გეკიდა ამდენი ხანი რაღას მიმტკიცებდი? :)

+1 მგონი რაც არ აინტერესებს ხალხს არც იცის ზოგჯერ :D (საქართველოში მასეა და.. მეტყველებს "მაღალი" განათლების დონე)

Link to comment
Share on other sites

იმოგზაურა და იმოგზაუროს.

უბრალოდ გაგონილი მაქვს და მეც რაღაცაში ეჭვი მეპარება, ხო და უბრალოდ დავდე, თქვენი აზრი მაინტერესებდა რა და მეც შეგეკამათე.

რამე არასწორედ გავაკეთე? :D

Link to comment
Share on other sites

Nikola-Tesla.jpg

tesla_nikola1.jpg

tesla2.jpg

1232.jpg

tesla.jpg

teslawheel.jpg

http://www.youtube.com/watch?v=XRf0UFgJymU&NR=1

Link to comment
Share on other sites

ნიკოლა ტესლა – ადამიანი, რომელმაც გაანათა მსოფლიო. მეცნიერი, რომელმაც შექმნა ცვლადი დენის სისტემა და ჩაანაცვლა ედისონის არაეფექტური მუდმივი დენი. ფიზიკოსი, რომელმაც, მისი თანამედროვეების თქმით, “მეოცე საუკუნე გამოიგონა”. მის შესახებ ხშირად აგორებულა ჭორები და მითქმა-მოთქმა. უამრავ გამოგონებასთან ერთად, რომელთაგან ბევრს დღესაც უცვლელი სახით ვიყენებთ, არის ისეთებიც, რომელთა ისტორია ბუნდოვანია, გაურკვეველია, ტესლამ შექმნა ისინი რეალურად თუ არა. პოსტში სწორედ ორ ასეთ გამოგონებას გაეცნობით – მიწისძვრის მანქანასა და სასიკვდილო სხივს.

ამბები ამ ხელსაწყოზე რეალურ ფაქტს ეფუძნება. 1898 წელს, 42 წლის ასაკში ტესლამ შექმნა მოწყობილობა, რომელსაც ეძახდა “ელექტრომექანიკურ ვიბრატორს”. ის ვარაუდობდა, რომ სამყაროში ყველანაირ მატერიას აქვს უნიკალური, მისთვის დამახასიათებელი “რეზონანსული სიხშირე”, რომლის მანიპულირებასაც ეს მოწყობილობა ახდენდა. ამ ამბავმა ბევრი შეთქმულების თეორია წარმოშვა.

მოწყობილობა საკმაოდ პატარა იყო – 18 სმ-მდე. წონით 700-800 გრამი. ტესლამ ის მანჰეტენში მდებარე მის ლაბორატორიაში შექმნა. ერთხელ, როცა ამ ხელსაწყოს ცდიდა, დაამთხვია იმ შენობის რეზონანსულ სიხშირეს, რომელშიც იმყოფებოდა, რის გამოც ლაბორატორია ლამის ნაწილებად დაიშალა. შორიახლოს მდებარე შენობები ერთი და იმავე მასალით იყო ნაშენები, ძირითადად აგურითა და ხით. ამის გამო უფრო ნაკლებად მტკიცე იყო, ვიდრე დღევანდელი რკინა-ბეტონის ნაგებობები. როცა ტესლამ მოწყობილობა აამოქმედა, მის გამორთვას ვეღარ ახერხებდა. ჰიუსტონის 46 ნომერთან მდებარე ყველა შენობამ ზანზარი დაიწყო, ვიბრაციის სიხშირე კი თანდათან უფრო და უფრო ძლიერდებოდა, თუმცა ხელსაწყოს გაჩერება საბედნიეროდ, მოხერხდა. ქუჩის მაცხოვრებლებმა პოლიცია გამოიძახეს და მიწისძვრის შესახებ შეატყობინეს. რამდენიმე მათგანმა მიწისძვრის დროს ლაბორატორიიდან გამომავალი ზუზუნი გაიგო, ამიტომ შიგნით შესვლა გადაწყვიტეს. რაც იხილეს, ეს იყო გააფთრებული მეცნიერი, რომელმაც მოიმარჯვა ურო და მოწყობილობას რამდენჯერმე დაარტყა, რითაც პატარა ნაწილებად აქცია და საბოლოოდ გამოიყვანა მწყობრიდან. ზუზუნი მიჩუმათდა, ბიძგები შეწყდა და შენობებმაც შეწყვიტეს რხევა.

მოგვიანებით ტესლამ მიწერა წერილი რამდენიმე მნიშვნელოვან პირს, სადაც აცხადებდა, რომ კიდევ 1-2 წუთით რომ დაეტოვებინა, კედლები დაშლას დაიწყებდა და ყველა შენობა მიწასთან გასწორდებოდა.

არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ამბის რეალობაში ეჭვი ეპარებათ. ზოგი ფიქრობს, რომ ტესლა სიმართლეს არ ამბობდა, ზოგს მიაჩნია, რომ ეს წერილები გაყალბებულია. აზრთა სხვადასხვაობის გამო იმდენი ადამიანი დაინტერესდა, რომ დისქავერის გადაცემა “Mythbusters”-ში გადაწყვიტეს იგივეს გამეორება (გადაცემის სანახავად იუტუბის საძიებო ველში ჩაწერეთ Mythbusters – Tesla’s Earthquake Machine). მათ ააგეს ელექტრომექანიკური ვიბრატორი იმ მონაცემებით, რაც შემორჩა, მოიყვანეს მოქმედებაში და მისი ძალა ხიდზე გამოსცადეს, მაგრამ მოწყობილობა არ აღმოჩნდა იმ სიმძლავრის, რომ კონსტრუქცია დაენგრია ან მძლავრად შეერყია. თუმცა ამ ექსპერიმენტს ერთი ნაკლი აქვს – მოწყობილობა არ გათვალეს ტესლას დროინდელ შენობაზე. ვინც არ ეთანხმება გადაცემა Mythbusters-ის ავტორებს, ასევე სვამენ შემდეგ კითხვას: რამდენად შეესაბამებოდა მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა ტესლას გამოგონებას? დადასტურებული ფაქტია, რომ ელექტრომექანიკური ვიბრატორი საკმაოდ მძლავრი რამ იყო, მიუხედავად იმისა, შეეძლო თუ არა გამოეწვია მიწისძვრა. და ის, რომ მისი სავარაუდო სქემა ასე საჯაროა, ეჭვს ბადებს, რამდენად რეალურია ის. ამას დამატებული ის ფაქტი, რომ ტესლას საცხოვრებელში ერთხელ FBI შეიჭრა, მისი ნამუშევრების ნაწილი წაიღო და TOP Secret-ის დაღი დაასვა. თავად FBI აცხადებს, რომ მათ არანაირი საიდუმლო არ აქვთ მეცნიერის შრომებთან დაკავშირებით და FBI-ზე გავრცელებულ მითებში ეს მოსაზრება მეათე ადგილზე გაიყვანეს, თუმცა ვინ იცის. ამასთან, FBI-ს მითვისებულ შრომებში იყო სხვა მნიშვნელოვანი რამეებიც, მათ შორის მოწყობილობა, რომელსაც შემდეგ პუნქტში გაეცნობით.

დღესდღეობით საკამათოა, ტესლას ყველაზე ვერაგული გამოგონება რამდენად რეალური იყო, ანუ საერთოდ გამოიგონა თუ არა. 1957 წელს გამოგონებების ეროვნულმა საბჭომ შეადგინა სია, რისი გამოგონება იყო საჭირო. სიაში მოხვდა სასიკვდილო სხივიც, რომელიც უნდა ყოფილიყო საომარი იარაღი. ტესლა ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა არის ვარაუდები, რომ სიცოცხლეში ის მუშაობდა მსგავს იარაღზე. იარაღის შესაძლებლობები დამანგრეველი იქნებოდა.

1934 წლის 29 ნოემბერს ტესლამ წერილი მისწერა ამერიკელი ფინანსისტისა და ბანკირის, ჯონ მორგანის შვილს. მეცნიერი ფინანსურ დახმარებას სთხოვდა მას რევოლუციური გამოგონებისთვის.

“ახლახანს ისეთი აღმოჩენა გავაკეთე, შეფასებას რომ არ ექვემდებარება. მფრინავმა მანქანებმა უკვე მოახდინა ადამიანების მორალური გახრწნა. მათ იმხელა გავლენა აქვთ, რომ პარიზისა და ლონდონის მაცხოვრებლებს სიკვდილივით ეშინიათ საჰაერო დაბომბვის. ახალი ვარიანტების შემუშავებით მე ვიპოვე გზა, თუ როგორ დავიცვათ თავი მსგავსი და ნებისმიერი სხვა სახის იარაღით შეტევისგან. ამ გამოგონების პატარა მოდელის გამოცდამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ლონდონის დაცვაა და ამიტომ მე მივწერ ლონდონში მყოფ ჩემს გავლენიან მეგობრებს, ვიმედოვნებ, რომ ისინი ჩემს იდეას ჭოჭმანის გარეშე დაეთანხმებიან. რუსები იაპონელებზე არიან გამწარებულნი და სამაგიეროს გადახდა სურთ. მე მათაც შევთავაზებ ამ პროექტის დაფინანსებას და ისინი სერიოზულად შეხედავენ საკითხს.”

ნიკოლა ტესლა იმავე წერილში წერდა: “ჩემს გამოგონებას სამუშაოდ ესაჭიროება მცენარეულის დიდი ოდენობა. მაგრამ ამოქმედებისთანავე მას ექნება უნარი, გაანადგუროს ნებისმიერი რამ – ადამიანები, მანქანები, მოძრავი ობიექტები 200 მილის (322 კმ) რადიუსში. ის, ასე ვთქვათ, წარმოქმნის ენერგიის კედელს, რომელიც იქნება გადაულახავი დაბრკოლება ნებისმიერი ეფექტური თავდასხმის წინააღმდეგ.”

სამწუხაროდ (ან საბედნიეროდ), მისი გამოგონებით არცერთი მხარე არ დაინტერესდა. ეს მათთვის ფანტასტიკის ჟანრის ილუზიები უფრო იყო, ვიდრე რეალობა. თუმცა მოგვიანებით, იდეის სახით ნამდვილად იქცა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის უამრავი წიგნისა და ფილმის სცენარის შემადგენელ ნაწილად.

ტესლა გამოგონებაზე მუშაობას სიკვდილამდე აგრძელებდა, სანამ FBI არ შეუვარდა და დოკუმენტები არ ააცალეს. დოკუმენტები შეიცავდა სქემებს, სადაც ახსნილი იყო სხვადასხვა გამოგონებებისა და პატენტების მუშაობის სისტემა. FBI-ს იმჟამინდელმა თავმჯდომარემ და ხელმძღვანელმა, ედგარ ჰუვერმა ერთხელ განაცხადა: “ეს სერბი ყველაზე საშიში გენიოსია მათ შორის, ვისზეც ოდესმე მსმენია.” FBI სასიკვდილო სხივის შესახებ ნებისმიერი დოკუმენტის გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს და ოფიციალურად ამბობს, რომ მათ მსგავსი საბუთები არ გააჩნიათ. შეთქმულების თეორიის მომხრეებს კი მიაჩნიათ, რომ დოკუმენტების ჩამორთმევიდან მოყოლებული მათი დამუშავება მიდიოდა და გამორიცხული არაა, მსგავსი იარაღი შექმნილი ჰქონდეთ.

მითქმა-მოთქმა უკავშირდება ასევე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარე დედამიწის იონოსფეროს შესწავლისა და ანტისარაკეტო სისტემების შემუშავების პროგრამა HAARP-ს. ამ პროგრამაში მიდის დამუშავება რამდენიმე მძლავრი აპარატისა, რომლებსაც მიიჩნევენ, რომ საფუძვლად ტესლას “სასიკვდილო სხივი” უდევს. გასულ წელს ფრინველებისა და თევზების მასიური ხოცვის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ HAARP-ის ექსპერიმენტებს მიიჩნევენ.

წყარო: ucnauri.com

Link to comment
Share on other sites

ნიკოლაზე ფილმი გამოდის 2012 წელს :)

http://www.imdb.com/title/tt1710622/

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.