Jump to content

წითელი ვარსკვლავი, დიდი მიწისძვრა და პოლუსთა გადაწევა


Recommended Posts

ჩემი დიდი ინტერესი ამ თემით რამდენიმე თვის წინ, შემთხვევით დაიწყო, როცა ინტერნეტში ვბოდიალობდი და ამერიკულ ქალაქ როზუელთან მომხდარ, უფო-ს ავარიაზე სტატიას ვკითხულობდი. იქ ზოგიერთი ინფორმაციის წყაროდ ნახსენები იყო სხვა ვებ გვერდი, სახელად http://www.zetatalk.com. ამ გვერდის არსებობის შესახებ ადრეც ვიცოდი, მაგრამ სერიოზულად არ აღმიქვია და დიდ ყურადღებას არ ვაქქცევდი. ამჯერად შევიჭყიტე და გამაოგნებელი აღმოვაჩენა გავაკეთე.

როდესაც ამ გვერდზე პირველად მოხვდებით, გეგონებათ, რომ ის უფოლოგიას და უცხოპლანეტელებს ეხება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი მისი მთავარი თემა, მოსალოდნელი კატაკლიზმები და მათთვის მომზადების საშუალებებია. ეს გვერდი მოიცავს მოსალოდნელი მოვლენების კონკრეტული ქრონოლოგიას და მათგან თავის დაღწევისთვის საჭირო რჩევებს. არსებობს ასევე ქვეყნების სია, სადაც მითითებულია ამა თუ იმ რეგიონის სამომავლო ბედი (კატაკლიზმების თვალსაზრისით). მაგრამ ყველაზე საინტერესო იქ ჩემთვის აღმოჩნდა ის, რომ ეს კატაკლიზმები, მიწისძვრები, ყველა მოახლოებული გლობალური მოვლენები და პოლუსთა გადაწევაც კი, ერთი წითელი ვარსკვლავის მოახლოებას უკავშირდება. იგი იქ ნიბირუდ ანუ პლანეტა იქსად მოიხსენიება. აი მაშინ ამოტივტივდა მეხსიერებაში ის ზაფხულის არდადეგები და მონათხრობი სიზმარი.

მას მერე ხშირად შევდივარ ხოლმე ამ გვერდზე და იქ გამოქვეყნებული მრავალი ათასი სტატიიდან, (ჩემთვის საინტერესო) რამდენიმეს ვკითხულობ.

ნაწილი II: რას ველოდოთ კონკრეტულად

ალბათ იკითხავთ, რაო რას წერენ და ვითომ კონკრედულად რა იქნებაო? მოგიყვებით.

სანამ zetatalk.com-ზე შეხვიდოდეთ და კითხვას დაიწყებდეთ, გაითვალისწინეთ, რომ იქ დაახლოებიტ 29.600 გვერდია და ყველას წაკითხვას ალბათ აზრიც არ აქვს. მთავარზე უნდა შეჩერდე. ამიტომ აქ მეც მხოლოდ ძირითადს შევეხები.

ამ საიტის დამაარსებელი და რედაქტორი მართალია ერთი პიროვნებაა, ქალბატონი ნენსი ლიდერი (Nancy Lieder), მაგრამ ის თვითონ არაა ამ ინფორმაციების ავტორი. იგი ირწმუნება, რომ მის უკან ზეტები დგანან და ინფორმაციის ავტორებიც ისინი არიან. ზეტები, უცხოპლანეტელები არიან, ზეტა-რეტიკულის თანავარსკვლავედიდან. აქედან მათი სახელიც. მათი განცხადებით, ისინი დედამიწელთა მიმართ კეთილად განწყობილნი არიან, მაგრამ არსებობენ საპირისპირო განზრახვიანი უცხოპლანეტელებიც.

რაც შეეხება კატაკლიზმებს.

ზეტებმა განაცხადეს, რომ ისინი კონკრეტულ წელიწადს არ დაასახელებენ, მაგრამ გვეტყვიან მოვლენათა ქრონოლოგიას (იხილე ქვემოთ), რითიც ჩვენ თვითონ უნდა ამოვიცნოთ, რომ დიდი მიწისძვრა მოახლოებულია. ე.ი. საუბარია მოსალოდნელ უძლიერეს მიწისძვრაზე, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მიწისძვრა განაპირობებს დედამიწის ყველა შენობის და ნაგებობის (ზოგიერთი მთებისა და კლდეებისაც კი) ნგრევას. ასევე გამოიწვევს, სანაპირო რეგიონების ცუნამებით დატბორვასაც. ამიტომ ზეტები მათ, ვინც ზღვიდან 160 კმ რადიუსში და ამავე დროს ზღვის დონიდან 60 მეტრის ქვემოთ ცხოვრობს, ურჩევენ, რომ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ასევე მოსალოდნელია ყველა ჩამქრალი ვულკანის ხელახალი ამოფრქვევა და შესაბამისი საფრთხეები. მაგრამ ეხლავე გეტყვით, რომ ნუ დაპანიკდებით, რადგან ზეტები ირწმუნებიან, თუ რჩევებს გავითვალისწინებთ, გადარჩენა უდაოდ შესაძლებელია.

აქ ჩნდება შეკითხვა - თვითონ იმ მიწისძვრას რაღა იწვევს? და თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამხელა მიწისძვრას, სწორედ ის წითელი ვარსკვლავი იწვევს, რომელიც ნელ-ნელა დეამიწას უახლოვდება. მალე იგი დედამიწას ჩაუქროლებს და თავისი, ბევრად უფრო ძლიერი გრავიტაცით, დედამიწაზე, დიდ ზემოქმედებას მოახდენს, რაც ამ კატაკლიზმებს გამოიწვევს.

მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ზეტები ირწმუნებიან, რომ კაცობრიბისთვის ყველაზე დიდი საფრთხე დიდი მიწისძვრა კი არ არის. არამედ ის რაც შემდეგ მოხდება. როდესაც აღარ იარსებებენ მაღაზიები, სუპერმარკეტები, საწყობები, გზები, იმპორტ-ექსპორტები, ელექტრო სადგურები და ა.შ. დაიწყება შიმშლობა. განსაკუთრებით ქალაქებში. და მათი ცნობით, კაცობრიობის უმეტესი ნაწილი სწორედ მაშინ დაიღუპება. ზოგი შიმშილობით, ზოგი სიცივით და ზოგიც დეპრესიით ამ ყველაფრის შემხედვარე. ე.ი მათი მტკიცებით მთავარი საფრთხე არის მოუმზადებლობა. ამიტომ ურჩევენ ხალხს დატოვონ ქალაქები, გადავიდნენ სოფლებში და დაიწყონ ავტონომიური მეურნეობა. ეს ნიშნავს რომ არაფერს ყიდულობ და ყველაფერს - პურიდან ტანსაცმელამდე - თვითონ ამზადებ. მათი მტკიცებით ფული გაუფასურდება. ყველაზე მდიდარი იქნება ის, ვისაც სახნავ სათესი მიწა და სუფთა წყალი ექნება.

სუფთა წყლის პრობლემა

წითელი ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს დიდი რაოდენობით მძიმე მეტალებისგან შემდგარი მტვერი. როდესაც იგი დედამიწას ჩაუქროლებს, მართალია თვითონ არ შეეხება ჩვენს პლანეტას, მაგრამ შეგვეხება მისი მტვერის დიდი “სარტყელი”. დედამიწაზე გადმოიყრება წითელი მტვერი, რომელიც ჩაიყრება წყალსაცავებში, რაც სასმელ წ#$%ბს დაწამლავს. ასეთი წყლის დალევა სასიკვდილოა. ამიტომ ურჩევენ ადამიანებს, მხოლოდ გამოხდილი წყალი სვან. ამისთვის უნდა მოამზადონ წყლის სახდელი მოწყობილობები. zetatalk.com-ზე წყლის სახდელი მოწყობილობათა აღწერილობაც კი არის.

ნაწილი III: მოვლენათა ქრონოლოგია

მოსალოდნელ მოვლენათა ქრონოლოგიის მოკლე შინაარსი კი ასეთია (თარგმანი ჩემია, ამიტომ შეცდომებისთვის მომიტევეთ):

1. რამდენიმე თვის მანძილზე დედამიწა იწყებს ე.წ. თრთოლას (wobble) [ეს კონკრეტულად როგორ შეიგრძნობა ჩემთვისაც გამოცანაა - მთარგ.]

2. შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, დედამიწა დაიწყებს ნელ-ნელა გადახრას, სანამ მისი ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზის ჩდილში არ მოექცევა და ამის შედეგად დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარ სფეროში სამდღიანი ღამე დადგება, ხოლო სამხრეთში, კი სამდღიანი დღე.

3. ექვსი დღის განმავლობაში დედამიწა ეცდება ამ ჩრდილიდან გამოსვლას და გასწოერებას. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია მზე დასავლეთიდან ამოვიდეს.

4. დაიწყება დედამიწის ბრუნვის შენელება. ამას შეატყობთ იმიზე, რომ მზე უფრო გვიან ჩავა ვიდრე წესით, წელიწადის ამ დროს უნდა ჩასულიყო. როდესაც ეს განსხვავება საათებს შეადგენს, (უგვიანეს ეხლა) დროა დატოვოთ ყველა შენობა და უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლოთ.

5. დაახლ. 5,9 დღის განმავლობაში დედამიწის ტრიალი გაჩერდება. ამ ხნის მანძილზე არ დაღამდება და არ გათენდება. ზეტების განცხადებით დედამიწა კივილს დაიწყებს. ამ ხმას ყველა გაიგებს. ასევე გაიზრდება ვულკანური აქტივობა. დაიწყება წითელი მტვერის ცვენა.

6. 5,9 დღიანი პერიოდის ბოლოს, ერთი საათის განმავლობაში, დედამიწის ქერქი ასცდება მის ბირთვს და დაიწყებს მისგან დამოუკიდებელ სრიალს სხვა მიმართულებით. ამ დროს მოხდება გეოგრაფიულ პოლუსთა გადაწევა. სამხრეთ ამერიკა მოექცევა ჩრდილოეთში, ხოლო ინდოეთი გახდება სამხრეთ პოლუსი. ასევე ამოვარდება ურაგანისებრი ძლიერი ქარები.

7. ხოლო როდესაც ქერქი გაჩერდება (1 საათის შემდეგ) მოხდება ის დიდი მიწისძვრა, რომელიც ყველაფერს დაანგრევს. მიწისძვრები მანამდე წლებშიც მომრავლდება, მაგრამ ასეთი სიძლიერის მხოლოდ ერთხელ იქნება. ამის შემდეგ შეგიძლიათ თავშესაფრებიდან გამოხვიდეთ.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარუნო და პანიკაში არ ჩავარდე. ამიტომ ზეტები ადამიანებს ურჩევენ მიწისძვრის შემდეგ, აუცილებლად, რაიმე საქმით დაკავდნენ, რომ საპანიკოდ არ ეცალოთო.

ნაწილი IV: ტრანსფორმაცია მეოთხე სიმკვრივეში

ზეტების განცხადებით, ზემოთაღნიშნული კატაკლიზმების შემდეგ, დაგეგმილია დედამიწის და დედამიწელთა გადაყვანა ამჟამინდელი მესამედან, მეოთხე სიმკვრივეში.

სიმკვრივეები რა არის, ჩემთვისაც ცოტა ძნელი გასაგებია, მაგრამ $#^#(|დები ავხსნა. Zetatalk.com- ის თანახმად, ჩვენ, ადამიანები ვიმყოფებით მესამე სიმკვრივეში, მაგრამ არსებობს მატერიის უფრო ნაკლებად მატერიალური, ანუ ნაკლებად მკვრივი ფორმა, ე.წ. მეოთხე სიმკვრივე, რომელსაც ასევე რეალურად არსებობს. მატერიის ეს ორი ფორმა ერთმანეთთან კონტაკტში არ არის და შეუძლიათ ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას არსებობდენ, ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. მაგალითად ზეტები, სწორედ მეოთხე სიმკვრივეში ცხოვრობენ. ამ მომენტში ისინი შეიძლება ჩვენს ადგილას იდგნენ, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დავინახავთ და ვერ შევეხებით, რადგან მათი სიმკვრივე უფრო მაღალია. მათთვის ჩვენი კედლები დაბრკოლება არაა და შეუძლიათ თავისუფლად გაიარონ მასში. თუ მათ სურთ, რომ დავინახოთ, ძალუწთ შეიცვალონ თავისი და თავიანთი ხომალდების სიმკვრივე და მაშინ გამოჩნდებიან ხოლმე ცაზე. ისინი მეოთხე სიმკვრივეში ისევე იბადებიან და კვდებიან როგორც ჩვენ. მაგრამ ამბობენ, რომ უფრო დიდხანს ცოცხლობენ. იქაც არსებობენ მეოთხე სიმკვრივის ცხოველები და მცენარეები, კვება, მონელება, ტკივილი, სიამოვნება და ა.შ. ამავე დროს არსებობს მათზე უფრო მაღალი, მეხუთე სიმკვრივეც, რომელსაც ისინი ვერ ხედავენ. პირველი და მეორე სიმკვრივე ცალკე არ არსებობს. მათში ცხოველთა (მეორე) და მცენარეთა (პირველი) დონე იგულისხმება. ასე ვთქვათ მათი სულის დონე.

როდესაც ზეტებს, მეოთხე სიმკვრივეში ჩვენი გადაყვანის თარიღზე ეკითხებიან, ისინი პასუხობენ, რომ ეს დრო არავინ იცის, რადგან იგი თვითონ ადამიანებზე, უფრო სწორედ, მათ სულიერ მზადყოფნაზეა დამოკიდებულო. როცა დეამიწის მოსახლეობის უმეტესობა აღარ იქნება ისეთი ეგოისტური, როგორც ეხლაა, მაშინ გადაგიყვანენო.

გაგრძელება იქნება...

მიმართვა მკითხველს:

თუ თქვენ წარსულში გაგჩენიათ დიდი სურვილი, მიატოვოთ ქალაქი და გადახვიდეთ საცხოვრებლად სოფელში; თუ თქვენ გაგიჩნდათ უცნაური ფორიაქი, შესაძლებელ მომავალ მოვლენებთან და კატაკლიზმებთან დაკავშირებით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს; თუ თქვენ გაქვთ სიზმრები დიდი მიწისძვრებისა და წარღვნის შესახებ, ან თუ თქვენ სიზმარში ამის შესახებ ვინმეს უყვებით, ან რაიმე ამდაგვარი, ეს ნიშნავს იმას, რომ კეთილმოსურნე არსებებმა მეოთხე განზომილებიდან, ძალიან დიდი პატივი დაგდეს, ქვეცნობიერ დონეზე პირადად თქვენთან დაამყარეს კონტაქტი (ცნობიერი კონტაქტები ძალიან იშვიათია) და ზემოთაღწერილი ინფორმაცია გადმოგცეს. ამის შესახებ თვითონ ზეტები წერენ. ამიტომ თუ თქვენ ანალოგიური რამ შეგემთხვათ ან ვინმეს იცნობთ ასეთი “გასაჭირით”, რომელი წელიც არ უნდა იყოს კარზე, გთხოვთ ნუ დაიზარებთ და ერთი პოსტი დატოვეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

ბეჭდვითი შეცდომებისა და არაპროფესიონალური თარგმანისთვის ბოდიშს ვიხდი.

http://www.zetatalk.com/russia/zetahome.htm

Link to comment
Share on other sites

  • Replies 540
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ნინი 1 კითხვა მაქ

გვეშველებაა რამეეე? :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

ნინი 1 კითხვა მაქ

გვეშველებაა რამეეე? :chojinfc:

იავიცი... იქ წერია გადარჩენის გზებიც, მაგრამ ჯერ მაქამდე არ მივსულვარ... ვნახოთ ვნახოთ ... პს: ნინი არა ნიკკი...

Link to comment
Share on other sites

კიდე ეს მინდოდა??

არ დაიჯერო იმიტომ კიარა რომ ჩემი ახირებული აზრია უბრალოდ ბევრია ამდაგვარი "რეალობები" და "მაიას ტომები" მისთანები სად რა იქნება ეგ არავინ იცის ..

Link to comment
Share on other sites

არ დაიჯერო იმიტომ კიარა რომ ჩემი ახირებული აზრია უბრალოდ ბევრია ამდაგვარი "რეალობები" და "მაიას ტომები" მისთანები სად რა იქნება ეგ არავინ იცის ..

ზეტელებს სხვათაშორის მაიას ტომების წინასწარმეტყველებაც აქვთ განხილული და მაგაზეც არის ნალაპარაკები, სამწუხაროდ მაქამდე ვერ მივედი ჯერ :(

Link to comment
Share on other sites

მადლობთ ინფოსთვის!

ჩემი სუბიექტური აზრი:

რატომღაც საიტის პოპულარობასამოფარებულ დაბოლებას აქვს ადგილი

ზეტები,უცხოპლანეტელები კარგი საშვალებაა ფსიქიკის მანიპულაციისთვის,როცა მას რეალობის ნაგლეჯი ახლავს.

Link to comment
Share on other sites

ზეტელებს სხვათაშორის მაიას ტომების წინასწარმეტყველებაც აქვთ განხილული და მაგაზეც არის ნალაპარაკები, სამწუხაროდ მაქამდე ვერ მივედი ჯერ :(

შენც იგივეს გირჩევ გაანებე თავი ეს ჩემი რჩევაა ქრისტიანი ამ თემაზე სერიოზულად არ უნდა ფიქრობდეს ჩემი აზრით ! დანარჩენი თქვენ განსაჯეთ

მადლობთ ინფოსთვის!

ჩემი სუბიექტური აზრი:

რატომღაც საიტის პოპულარობასამოფარებულ დაბოლებას აქვს ადგილი

ზეტები,უცხოპლანეტელები კარგი საშვალებაა ფსიქიკის მანიპულაციისთვის,როცა მას რეალობის ნაგლეჯი ახლავს.

აგი ვახსენე მაღლაც ... და ბევრი იჯერებს ამას ..

Link to comment
Share on other sites

იავიცი... იქ წერია გადარჩენის გზებიც, მაგრამ ჯერ მაქამდე არ მივსულვარ... ვნახოთ ვნახოთ ... პს: ნინი არა ნიკკი...

მე მაპატიეთ ფლიიზ დონთ ცემინგ მი :D

Link to comment
Share on other sites

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა :

ეს სტატია თუ დავწერე არ ნიშნავს იმას რომ მეც ვეთანხმები და მჯერა... უბრალოდ დამაინტერესა და ვკითხულობ, და რახანდ OFF ტოპიკში თემამ მოიტანა ავდექი და დავწერე ის რაც ვიცოდი :( ნუ გამკიცხავთ ამის გამო

Link to comment
Share on other sites

საერთოდ არ მანაღვლებს მე ესეთი ამბები, რა აზრიაქვს დაუშვად და მართლა მოხდეს ყველაფერი, ადამიანები მაინც ვერაფერს მოვახერხებთ და რატომ ვიგლოვო ტყუილად, თუ მოხდება მოხდება რა და თუ არა და არა :D

Link to comment
Share on other sites

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა :

ეს სტატია თუ დავწერე არ ნიშნავს იმას რომ მეც ვეთანხმები და მჯერა... უბრალოდ დამაინტერესა და ვკითხულობ, და რახანდ OFF ტოპიკში თემამ მოიტანა ავდექი და დავწერე ის რაც ვიცოდი :( ნუ გამკიცხავთ ამის გამო

არ გკიცხავ და ისიც არ წამიკითხავს შენი აზრი მართლა :) ხოდა ზემოთ დავწერე მგონი რომ ცუდია ზოგი ამ თემას სხვაგვარად გაიგებს დაიჯერებს დაპანიკდება მითებს ააგებს და ა.შ

Link to comment
Share on other sites

აუ ეს თემა Nathaniel მა არ ნახოს თორეეეე :D :D რა გააჩერებს მერე მაგას :D

ეგ როგორ? :D

Link to comment
Share on other sites

აუ ეს თემა Nathaniel მა არ ნახოს თორეეეე :D :D რა გააჩერებს მერე მაგას :D

ახალი მცნება აღმმოცენდება მისთვის და დაიტანჯება :user:

Link to comment
Share on other sites

ეგ როგორ? :D

როგორ და რაც ამ ფორუმზე ვარ მაგისგან სულ ის მესმის ნეტა 2012 როდის მოვაო :D

ეხლა ამს რომ ნახავს მერე ნახეთ თქვენ :D

Link to comment
Share on other sites

როგორ და რაც ამ ფორუმზე ვარ მაგისგან სულ ის მესმის ნეტა 2012 როდის მოვაო :D

ეხლა ამს რომ ნახავს მერე ნახეთ თქვენ :D

ვანახოთ მერე რა პრობლემაა :D გავუგებთ ჩვენ ერთმანეთს ღრმად მჯერა, ბეევრი ინფოები მაქ ამაზე, სადღაც 2-3 თვე ეყოფა რომ იკითხოს :P

Link to comment
Share on other sites

მოგცლიათ რა :D თქვენ წარმოგიდგენიათ მაინც დედამიწა რო გაჩერდეს რა მოხდება? 5 კლასის ფიზიკის წიგნი გადაშალეთ დედამიწამ ოდნავაც ბრუნი რო შეაჩეროს იმხელას "იბეძგებს" ეს პლანეტა რო მიწისძვრის გადატანის კი არა ჩვენგან 1 ნამცეცი არ დარჩება.. :D რა კივილიო რის კივილიო, ვინც ეს დაიჯერეთ სამაგიეროა იმისთვის სკოლაში ფიზიკის გაკვეთილზე რო ხმაურობდით :D nikiki არ გეწყინოს მაგრამ ისეთი არარეალური ფაქტებია რომ მე მაგალითად როგორც გასართობი კომიქსი ისე წავიკითხე და ზოგ ადგილას ძალიან ბევრი ვიცინე.. ეს ნიშნავს რომ რაც აქამდე კაცობრიობას ცოდნა დაუგროვებია ყველაფერი ტყუილია და ვიღაც არანორმალური შიზოფრენიკის აზრებს და მეგობარ უცხოპლანეტელებს უნდა დავუჯეროთ :) კარგი რა...

Link to comment
Share on other sites

უი ხო ვიდეოებსსაც მოვიძიებ და დავამატებ ეხლა :P

Link to comment
Share on other sites

მოგცლიათ რა :D თქვენ წარმოგიდგენიათ მაინც დედამიწა რო გაჩერდეს რა მოხდება? 5 კლასის ფიზიკის წიგნი გადაშალეთ დედამიწამ ოდნავაც ბრუნი რო შეაჩეროს იმხელას "იბეძგებს" ეს პლანეტა რო მიწისძვრის გადატანის კი არა ჩვენგან 1 ნამცეცი არ დარჩება.. :D რა კივილიო რის კივილიო, ვინც ეს დაიჯერეთ სამაგიეროა იმისთვის სკოლაში ფიზიკის გაკვეთილზე რო ხმაურობდით :D nikiki

ფიზიკაში 5იანი მყავდა და დიდი ასოებით მიწერია , უბრალოდ ინფო დავდე მეთქი ვააა :D

Link to comment
Share on other sites

მოგცლიათ რა :D თქვენ წარმოგიდგენიათ მაინც დედამიწა რო გაჩერდეს რა მოხდება? 5 კლასის ფიზიკის წიგნი გადაშალეთ დედამიწამ ოდნავაც ბრუნი რო შეაჩეროს იმხელას "იბეძგებს" ეს პლანეტა რო მიწისძვრის გადატანის კი არა ჩვენგან 1 ნამცეცი არ დარჩება.. :D რა კივილიო რის კივილიო, ვინც ეს დაიჯერეთ სამაგიეროა იმისთვის სკოლაში ფიზიკის გაკვეთილზე რო ხმაურობდით :D nikiki არ გეწყინოს მაგრამ ისეთი არარეალური ფაქტებია რომ მე მაგალითად როგორც გასართობი კომიქსი ისე წავიკითხე და ზოგ ადგილას ძალიან ბევრი ვიცინე.. ეს ნიშნავს რომ რაც აქამდე კაცობრიობას ცოდნა დაუგროვებია ყველაფერი ტყუილია და ვიღაც არანორმალური შიზოფრენიკის აზრებს და მეგობარ უცხოპლანეტელებს უნდა დავუჯეროთ :) კარგი რა...

დედამიწის გაჩერება გრავიტაციის გაქრობით მოხდება და გრავიტაციის გარეშე გაიფანტები კოსმოსშI და :D

Link to comment
Share on other sites

არ წამიკითხავს დაახლოებით მივხვდი რაზეა და მეცოდინება ისედაც :chojinfc: უცხო პლანეტელების არსებობის მჯერა ამ სტატიის არა : |

Link to comment
Share on other sites

ნიკიკი ძალიან გთხოვ სწორად გაიგე ჩემი პოსტი და არ მიწყინო.. ;)

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.