Jump to content

EVGA GeForce GTX 460 2WIN Dual-GPU


Recommended Posts

როგორც ჩანს, EVGA არ ელოდება GeForce GTX 590-ს და აანონსებს თავის დუალ-ბირთვის მქონე ბარათს იმისათვის, რომ კონკურენცია გაუწიოს Radeon HD 6990-ს. თუმცა, GeForce GTX 460 2WIN-ის გამოშვება ცოტათი დაგვიანებულია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პირველად ის იანვრის CES გამოფენაზე გამოჩნდა. ახალი პროდუქტი აღჭურვილია 1-1 გბ მეხსიერებით და გააჩნია SLI-ს მხარდაჭერაც.

EVGA GTX 460 2WIN-ის ქარხნული სიხშირეები შეადგენს 700 მჰზ-ს - ბირთვზე, 900 მჰზ (3600 მჰზ GDDR5 ეფექტური) მეხსიერება. თითოეული GF104 ჩიპს გააჩნია გააქტიურებული 336 CUDA core, საერთო ჯამში ეს ციფრი აღწევს 672-ს. ბარათი გრილდება კომპანიის საკუთარი ქულერით, ის წარმოადგენს ფართო ჰითსინკს, რომელსაც ჰაერის ნაკადით უზრუნველყოფს სამი 80 მმ-იანი ფენი. შესაძლებელია მეორე ასეთი პროდუქტის დაყენებაც - GTX 460 quad-SLI-ს მისაღებად. კვება წარმოდგენილია 8-პინიანი PCI-E კონექტორებით. დისპლეი გასასვლელები შეიცავს სამ DVI-სა და ერთ mini-HDMI-ს, მხარდაჭერილია 3-მონიტორიანი 3-display NVIDIA 3D Vision კონფიგურაციაც მხოლოდ ერთი ასეთი ბარათის მეშვეობით.

EVGA-მ ასევე გამოაქვეყნა ბარათის წარმადობის საკუთარი გრაფიკები, სადაც მან მიიღო 5-10%-ით უფრო მეტი სისწრაფე ვიდრე EVGA GeForce GTX 580-მა. ფასსა და გამოსვლის თარიღზე ცნობები არ ვრცელდება.

a8aaa115f170.jpg

ea4aa7b254b8.jpg

33070d2feeca.jpg

42b9128083c5.jpg

08b6c8e2d552.jpg

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

ჰმ, SLI ბრიჯი აქვს ანუ quad SLI შეუძლია განბლოკილ 460-სს? არადა სტანდარტულ 460-ს მარტო 2-way SLI შეუძლია.

Link to comment
Share on other sites

ვაუ საინტერესოა ძალიან

მადლობა ინფოსთვის

თუ რევიუ გაიჩითა ამ კარტაზე დავწერე ეგრევე

Link to comment
Share on other sites

ამაზე გრძელი ვიდეოკარტა არ მინახავს ჯერ

Link to comment
Share on other sites

ჰმ, SLI ბრიჯი აქვს ანუ quad SLI შეუძლია განბლოკილ 460-სს? არადა სტანდარტულ 460-ს მარტო 2-way SLI შეუძლია.

quad SLi? :D

ეგ ხუმრობაა?

Link to comment
Share on other sites

აშკარად დააგვიანდათ მაგის გამოშვება... აი GTX 560-ები რომ გამოეშვათ საინტერესო იქნებოდა მაგრამ...

Link to comment
Share on other sites

ეს კარტა ჩემს კეისში ნაღდად ვერ ჩაეტევა რა :) რამხელაა ტო

Link to comment
Share on other sites

ძალიან მაგარია, თან პირველად ვხედავ EVGAზე ნორმალურ გაგრილებას :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.