gajaviki Posted November 7, 2010 Share Posted November 7, 2010 კომპანია Cogage-მა გამოუშვა პროცესორის ქულერი სახელად TRUE Spirit. (იხ. სურათი) შეფუთვა და შიგთავსი: როგორც ყველა ქულერი დევს ყუთში () (იხ. სურათი) უკანა მხარეს მას ახატია მისი შემადგენელი ნაწილები და აწერია სპეციფიკაციები. (იხ. სურათი) ამ ქულერის ზომებია 133 x 156 x 38 mm და მისი წონა 670 გრამს შეადგენს. ქულერს გააჩნია 4 სითბური მილაკი რომელზეც "აცმულია" 48 ცალი ალუმინის ფირფიტა. ასევე მას მოყვება ერთი 120mm ფენი რომლის ზომებიცაა 120 x 120 x 25mm, სიჩქარე 1000 ~ 1500 RPM, 35-66.5CFM ჰაერის გამტარობა და ხმაურის დონე 19.6-37.4 dBA-ა. ეს ქულერი განკუთვნილია LGA 1156 და LGA 1336 სოკეტისთვის. ეს ქულერი სულ რაღაც 45$-ია. როგორც ვიცით ქულერში მთავარი მისი ეფექტურობაა და არა დიზაინი, ამისთვისაც წარმოგვიდგინეს ტესტები რომელიც ჩატარდა შემდეგ სისტემაზე: დედაპლატა: Gigabyte GA-EP58-UD4P პროცესორი: Intel Core i7 920 @ 3.8 @ 1.4v ოპერატიული მეხსიერება: Patriot DDR3 PC12800 6GB Tri-Channel ვიდეო კარტა: Sapphire HD3870 Toxic მყარი დისკი: Seagate 7200.11 კვების ბლოკი: Thermaltake Tough Power XT კეისი: Coolermaster CM Sniper ოპერაციული სისტემა: Windows XP SP3 თერმოპასტა: Arctic Silver 5 გამოყენებული პროგრამები: OCCT Real Temp CPU-Z ამ ტესტში მონაწილეობას იღებდა 2 ქულერი: 1) Cogage TRUE Spirit 2) Thermalright Ultra 120 EX საბოლოო ჯამში ულტრა 120-მა აჯობა, მაგრამ ამ ქულერმა ცუდი შედეგი არ აჩვენა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.