Jump to content

ყველაფერი ჩოგბურთზე


Recommended Posts

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე Web-dl 1080P-ში მადრიდის მასტერსიდან, ჯერ ქალების ფინალი ვნახე, არინა სობოლენკა ხვდებოდა ეშ ბარტის, საკმაოთ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, პირველ სეტში არაფერი გამოუვიდა ავსტრალიელ ტენისისტკას და 6-0 დამარცხდა მწარეთ რაც არ ეკადრება მაინც მსოფლიოს პირველ ჩოგანს, მეორეში უკვე ბარტის ქონდა უპირატესობა და 6-3 გაიმარჯვა, მესამეშიც თავიდან ბარტი თამაშობდა უკეთესათ, მაგრამ ბოლო მომენტში გააძლიერა თამაში სობოლენკამ და 6-4 გაიმარჯვა დაახლოებით 2 საათში, ეგ რიგით მეათე ტურნირი იყო უკვე მაგ ბელორუსელი ტენისისტის და პირველი პრემიერ 1000 სერიიდან, უკვე მეოთხე ადგილზე გადავიდა რეიტინგში, კასპერ რუდის და მატეო ბერეტინის ნახევარფინალიც ვნახე, ეგ ისეთი საინტერესო და დაძაბული არ გამოსულა, თან სეტანტას ტრანსლიაცია იყო, კრივოი Web-dl 1080P 50fps ტრანსფერი ლაგებით, ევროსპორტი აღარ დაუდიათ რატომღაც, ორივე სეტში იტალიელმა ტენისისტმა გაიმარჯვა 6-4 ანგარიშით და საათსა და 22 წუთში გავიდა უპრობლემოთ ფინალში, ეგ მაგ ტენისისტის პირველი მასტერსის ფინალი ყოფილა კარიერაში, გადმოვწერე ეგეც და როგორც ჩანს 3 სეტიანი ყოფილა, რახან 3 საათი მიდის ტრანსლიაცია დაჯილდოვებით, ხვალე ვნახავ მაგ შეხვედრასაც 

Link to comment
Share on other sites

  • Replies 265
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

დღეს კაცების ფინალიც ვნახე მადრიდის მასტერსზე, ამჯერათ უკვე 1080i რუსული ევროსპორტის ტრანსლიაცია დაიდო მაღალი ბიტრეიტით, რაც ბოლო პერიოდში იშვიათათ იდებოდა ტენისის რელიზებში, საკმაოთ უპორნი რუბილოვკა გამოვიდა ზვერებს და ბერეტინის შორის, პირველი სეტი ტაიბრეიკზე გადაწყდა, 5-0 იგებდა ბერეტინი მაგრამ მერე დაეწია ზვერევი და მარტო მერე შეძლო უკვე ბერეტინიმ ლამის 10-8 გამარვჯება მგონი, მეორე სეტში უკვე ზვერევი ფლობდა უპირატესობას და 6-4 გაიმარჯვა, მესამეში კი უკვე 6-3 და 2 საათსა და 40 წუთში მოიგო თავის კარიერაში მეოთხე მასტერსი, ბერეტინის მეორე სეტში შეეძლო გამარჯვება მაგრამ ბოლო მომენტში ანერვიულდა და დაკარგა თავის პადაჩა, მერე კი უფრო ნაკლები შანსები დარჩა უკვე რომ დაიღალა მესამე პარტიაში, დაიწყო რომის მასტერსიც და ჩავუჯდები მაგასაც ამ ვიკენდზე

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე რომის მასტერსის ნახევარფინალების Web-dl 1080P-1080i-ში, ჯერ კაროლინა პლიშკოვა-პეტრა მატრიჩის შეხვედრა ვნახე, საკმაოთ უპორნი თამაში გამოვიდა, პირველ სეტში განადგურდა პეტრა 6-1, მაგრამ მეორეში დაალაგა თამაში და 6-3 გაიმარჯვა, მესამეში ისევ ათამაშდა პლიშკოვა და მატრიჩმა დაიწყო შეცდომების დაშვება და 6-2 გაიმარჯვა ჩეხმა ტენისისტკამ და დაახლოებით 2 საათში გავიდა ფინალში, ნადალი ამერიკელი რაილი ოპელკას თამაშიც ვნახე, მანდ არ გამოვიდა სერიოზული ბრძოლა, თუმცა ამერიკელი კარგათ აწვდიდა და ბევრი პადაჩები არ წაუგია, ორივე სეტში 6-4 გაიმარჯვა ნადალმა და 1.5 საათში გავიდა ფინალში, ჯოკოვიჩი-სანოგოს ნახევარფინალიც გადმოვწერე და მაგას უკვე ხვალე ვნახავ

Link to comment
Share on other sites

დღეს სამ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-1080P-ში, ჯერ ჯოკოვიჩის და ლორენცო სონოგოს თამაში ვნახე ნახევარფინალზე, სონოგომ პირველი სეტი ადვილათ დათმო 6-3, მეორეშიც უჭირდა მაგრამ ბოლო მომენტში დაბრუნდა თამასში და მერე ტაიბრეიკში გაიმარჯვა, მაგრამ მესამე სეტი ადვილათ აიღო უკვე ჯოკოვიჩმა 6.2 და დაახლოებით 2.5 საათში გავიდა ფინალში, თუმცა მანამდეც ქონდა იმავე დღეს ნათამაშები და უკვე ვეღარ გაქაჩა ფინალში ნადალის წინააღმდეგ, ქალების ფინალიც ვნახე, მანდ მწარეთ დამარცხდა პლიშკოვა იგა შვიონტეკთან, 6-0 და 6-0 სულ რაღაც 45 წუთში, ტრამვა თითქოს არ ქონია და სირბილიც არ უჭირდა მაგრამ უშანსოთ წააგო და პოლონელმა ტენისისტკამ თავისი პირველი პრემიერ 1000 ტურნირი მოიგო, რაც კაცების მასტერსის ტოლფასია ქალების ტურში, თუმცა მანამდე როლან გაროსიც აქვს უკვე მოგებული და შევიდა მაგ მოგების შემდეგ ათეულში, ნადალი-ჯოკოვიჩის აჩერედნოი უკვე 56 დაპირისპირება ვნახე, ნუ 29-27 კი იგებდა მაქამდე ჯოკოვიჩი ნადალის წინააღმდეგ, მაგრამ თიხაზე დიდი ატრივითაა წინ ნადალი ლამის ორმაგი სხვაობით მგონი, არც ეგ თამაში გაუშვია ხელიდან, თუმცა არაა აშკარათ ოპტიმალურ ფორმაში და მგონი ბოლომდე ტრამვა კიდე არ მოურჩენია, პირველი სეტი მაგარი უპორნი გამოვიდა და ლამის 1.5 საათი თამაშობდენ, ნადალმა გაიმარჯვა დიდი გაჭირვებით 7-5, მეორე სეტში კი უკვე ჯოკოვიჩმა დაჩაგრა ნადალი და 6-1 აიღო უპრობლემოთ ეგ პარტია, მესამეში ისევ ათამაშდა ნადალი, ჯოკოვიჩს კი გამოელია ენერგია და 6-2 წააგო, თამაში თითქმის 3 საათი მიდიოდა და ნადალმა თავისი მეათე რომის მასტერსი აიღო და დაეწია მოგებული მასტერსებით ჯოკოვიჩს და ფედერერს, ორ კვირაში როლან გაროსიც იწყება უკვე

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

დღეს სამ მეოთხედფინალს ვუყურე როლან გაროსზე 1080i-2060P-ში რუსული ევროსპორტის ტრანსლიაციებს, პირველი ქალების მეოთხედფინალი არ დაიდო ნორმალურ ტრანსფერში და 50ფპს-ში და აღარ გადმომიწერია ეგეთ ვიდში, თუმცა კარგი 2.5 საათიანი ბიტყვა იყო ბადოსას და სლოვენიელ ტენისისტკას შორის, კაკრაზ ტამარა ზიდანშეკი მოხვდა გრენდ სლემის ნახევარფინალში პირველათ არა მარტო თავის კარიერაში არამედ ეგ პირველი სლოვენიელი ტენისისტკა ყოფილა ადინოჩკებში მაგ სტადიაზე ვინც გავიდა ტენისის ისტორიაში, 7:5,4-6,8-6 გაუმარჯვია სამ მძიმე სეტში, მეორე ქალების მეოთხედფინალიც ეგეთივე უპორნი გამოვიდა და ეგეც 2.5 საათამდე მიდიოდა, ორი რუსული წარმოშობის ტენისისტკა თამაშობდა ვეტერანი პავლუჩენკოვა და კაზახსტანის სახელით მოასპარეზე ელენა რიბაკინა, რომელმაც მეოთხე კრუგში თვითონ ლეგენდარული სხვერხვეტერანი სერენა გამოაგდო ორ სეტში თან, პირველ სეტში რიბაკინამ გაიმარჯვა ტაიბრეიკზე, თუმცა პავლუჩენკოვა მეორეში ათამაშდა და ფიზიკაც მაგას უფრო უკეთესი ქონდა და არ დაღლილა მალევე, მესამეში თავიდან იგებდა მაგრამ მერე გათანაბრდა თამაში და მარტო 9-7 გამარჯვება შეძლო რუსმა ტენისისტკამ და პირველათ თავის კარიერაში გრენდ სლემის ნახევრაფინალში გავიდა და კაკრაზ სლოვენიელ ტენისისტკას შეხვდება, თუმცა ოპიტი რუსს მეტი აქვს მაინც, თუ ეყო ძალები მასეთი მძიმე შეხვედრის შემდეგ, აი ზვერევის და ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინას შეხვედრა მალე დასრულდა ძალიან, რეკორდულ 1 საათსა და 37 წუთში ლოლ, ნადალი ხანდახან 1 ტაიბრეიკიან სეტს თამაშობს ხოლმე მაგდენი ხანი იგივე ჯოკოვიჩთან ან ვინმე ძლიერ იგროკთან, ზვერევმა კი 3 სეტის მოგება შეძლო, მარტო პირველში იყო შედარებით ბრძოლა და 6-4 გაიმარჯვა ზვერევმა, მეორე და მესამე კი 6-1 მოიგო და უპრობლემოთ გავიდა ნახევარფინალში, მედვედევი-ციციპასის მეოთხედფინალი უკვე 2060P-ში დაიდო, ეგ უფრო ინტენსიური თამაში იყო თუმცა ეგეც 3 სეტში დასრულდა, ნუ მედვედევი მეორე რაკეტკა კი არის მაგრამ თიხაზე ლამის ისე ცუდათ თამაშობს როგორც თავიდან ფედერერი თამაშობდა და ადრე პიტ სამპრასი, ანუ უჭირს საკმაოთ, 6-1 უგებდა ბერძენს მაგ შეხვედრამდე თუმცა მანდ არაფერი გამოუვიდა და 3 სეტში წაასხა 2 საათსა და 20 წუთში დაახლოებით, თუმცა იყო ბრძოლა, პირველ სეტში 6-3 მოიგო ციციპასმა, მეორეში დაიძაბა უფრო თამაში და ტაიბრეკში გაიმარჯვა მარტო ბერძენმა, მესამეშიც უპორნი ბრძოლა მიდიოდა და 7-5 მოიგო ბერძენმა და ეხლა ზვერევს ხვდება, მაგასთან კაკრაზ 5-2 იგებს მგონი ლიჩნი ვსტეჩებში და ფორმაც ხოშიანი აქვს და არაფერი აწუხებს, დღეს კიდე ოთხი მეოთხედფინალია და კაცებში ნადალი და ჯოკოვიჩი ითამაშებს, თუ გაიმარჯვეს ერთმანეთს შეხვდებიან ნახევარფინალში

Link to comment
Share on other sites

დღეს სამ მეოთხედფინალს კიდე ვუყურე 1080i-2160P-ში როლან გაროსიდან ევროსპორტის ტრანსლიაციებს, ჯერ ქალების მეოთხედფინალები ვნახე, საკმაოთ უცნობი ტენისისტები იღებდენ მონაწილეობას მაგ ეტაპზე ორის გარდა, პირველ შეხვედრაში ახალგაზრდა კორი გაუფი ჩეხ ბარბარა კრეიჩიკოვას ხვდებოდა, რომელიც იანა ნოვოტნას შეგირდი ყოფილა მანამდე (ეგ ცნობილი ჩეხი ტენისისტკა კიბოთი გარდაიცვალა), უფრო ეგ ტენისისტკა ცნობილია როგორც კარგი პარნი იგროკი, ადინოჩკებში რამე დიდი მიღწევები არ ქონია აქამდე, თუმცა მაგ ტურნირამდე მელკი ტურნირში გაუმარჯვია პირველათ და მანდაც კარგ ფრომაში იმყოფებოდა, გაუფი იყო მაინც ფავორიტი მაგ თამასში, პირველი სეტი ძალზე უპორნი გამოვიდა, გაუფს მგონი 5 სეტ ბოლი ქონდა მაგრამ ვერ გამოიყენა და მერე მძიმე ბრძოლაში ტაიბრეკზე დამარცხდა, მეორეში კი გატყდა ფსიხოლოგიურათ და 5-1 აგებდა და 6-3 გაიმარჯვა ჩეხმა და დაახლოებით საათსა და 40 წუთში პირველათ თავის კარიერაში ნახევარფინალში გავიდა გრენდ სლემის ადინოჩკებში, მეორე მეოთხედფინალში ბერძენი მარია საკარი რომელიც ოცეულშია რეიტინგში წინა წლის გამარჯვებულს პოლონელ ახალგაზრდა ტალანტს იგა შვიონტეკს ხვდებოდა, რაღაც ვერ აჩვენა კარგი თამაში მაგ შეხვედრაში იგამ, მემგონი ტრამვაც მიიღო პირველ სეტში, პირველი სეტი 6-4 მოიგო საკარიმ, თუმცა თავიდან აგებდა მარია, მეორეში კი უკვე უპირატესობა ქონდა და 6-4 გაიმარჯვა დაახლოებით 1.5 საათში და ეგ ტენისისტკაც პირველათ მოხვდა ნახევარფინალში თავის კარიერაში, მეორე ნახევარფინალისტკებიც პირველათ თამაშობენ ნახევარფინალში, ანუ მაგარი სტრანნი სასტავია დარჩენილი და მაქედან ლუბოის შეუძლია გამარჯვება, თუმცა მცირე უპირატესობას მე საკარის მივცემდი მაინც, ეგაა რეიტინგით ყველაზე მაღლა მაინც, ნადალი-შვარცმანის მეოთხედფინალიც ვნახე, ეგ 2160P დაიდო როგორც ჯოკოვიჩის თამაში, ნადალს ადვილათ არ მოუგია მთლათ ეგ შეხვედრა, ქონდა გარკვეული პრობლემები, პირველი პარტია 6-3 აიღო, მაგრამ მერე ანერვიულდა და შეცდომების დაშვება დაიწყო, დიეგო კი კარგათ უბერავდა, მეორე სეტი დიეგომ აიღო 6-4, თუმცა მესამეში ისევ ათამაშდა ნადალი და 6-4 გაიმარჯვა უკვე არც თუ ისე ადვილათ, მაგის შემდეგ მორალურათ გატყდა არგენტინელი (10-1 იყო მაგ შეხვედრამდე ნადალის სასარგებლოთ ანგარიში) და 6-0 დამარცხდა ფაქტიურათ უშანსოთ, დაახლოებით 2 საათსა და 45 წუთში გავიდა ნადალი ნახევარფინალში ანუ ძალიან არ დაღლილა, მემგონი არაფერი აწუხებს დიდათ და ტრამვირებული ამჯერათ არაა, მაგრამ ისეთ ფორმაშიც არ იმყოფება მაგის დამარცხება რომ არ შეიძლებოდეს, ჯოკოვიჩის შეხვედრას ხვალე ვნახავ, ჯერ ნახევარფინალები არ დაუდიათ ქალებში, მაგეებსაც ხვალე ვუყურებ და ალბათ ერთ-ერთი ნახევარფინალსაც კაცებში ზვერევის და ციციპასის შეხვედრას, ქალებთან განსხვავებით კაცებში სერიოზულია სასტავია მოგროვილი მაგ სტადიაზე უკვე

Link to comment
Share on other sites

დღეს სამ შეხვედრას ვუყურე კიდე როლან გაროსზე რუსული ევროსპორტის ტრანსლიაციებს 2160P-ში, ჯერ ჯოკოვიჩის და ბერეტინის მეოთხედფინალი ვნახე, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა მიუხედავათ იმისა რომ ბერეტინიმ ერთი ბრეიკის ვერ გააკეთა მაგ შეხვედრაში, თავიდან ცოტა ინერტული იყო ჯოკოვიჩი მაგრამ მაინც ადვილათ აიღო პირველი სეტი 6-3, მეორეში კიდე უფრო ადვილათ გაიმარჯვა 6-2, მაგრამ მერე ცოტა ბუქსაობა დაიწყო და ბერეტინიც უფრო ათამაშდა, ტაი ბრეიკზე ბერეტინიმ გაიმარჯვა, მეოთხეშიც უპორნი თამაში მიდიოდა, მაგრამ მაინც შეძლო ჯოკოვიჩმა 7-5 გამარჯვება, მაყურებლები წავიდნენ მესამე სეტის დასასრულისკენ უკვე, კომენდატის საათი იწყებოდა პარიზში კოვიდის გამო, ჯოკოვიჩმა დაახლოებით 3.5 საათი კი მოანდომა ნახევარფინალში გასვლას, ანუ ნადალზე ბევრი ენერგია დახარჯა მაინც, თუმცა დღეს მაინც მაგარი ბოი აიწევა ალბათ აჩერედნოი მაგათ ჯახში, ქალების ნახევარფინალებიც ვნახე, ჯერ პავლუჩენკოვას და ზიდანჩიკის თამაში ვნახე, ორივე ტენისისტკა პირველათ გავიდა თავის კარიერაში გრენდ სლემის ნახევარფინალში, პავლუჩენკოვა მარტო მეშვიდე პაპიტკიდან მოხვდა ნახევარფინალში მგონი, ზიდანჩეკი კი საერთოდ პირველათ გავიდა მეოთხედფინალშიც კი, ორივე სეტში საკმაოთ უპორნი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ რუსმა სძლია მაინც, პირველი სეტი 7-5 მოიგო პავლუჩენკოვამ, თუმცა თავიდან აგებდა, მეორეში კი 6-3 გაიმარჯვა, მაგრამ თავიდან მანდაც მიდიოდა ბრძოლა, დაახლოებით საათსა და 50 წუთში შეძლო ფინალში გასვლა, ნუ პირველი სეტი იყო უფრო დაძაბული მაინც და მძიმე, მეორე ნახევარფინალი ნამდვილი ტრილერი იყო, 3 საათი და 20 წუთი რაღაც არ მახსენდება ქალები რომ თამაშობდენ, საკმაოთ იშვიათი მოვლენაა 3 სეტიანი შეხვედრისთვის ქალებში, თუმცა ფიქსირდება ხოლმე ხანდახან ეგეთი გრძელი შეხვედრებიც, პირველივე სეტში სერიოზულ ბრძოლა გაიმართა, ბარბარა კრეიჩინოვაც პირველათ გავიდა ნახევარფინალში და ბერძენი მარია საკარიც, პირველ სეტში დიდი გაჭირვებით შეძლო ჩეხმა გამარჯვება 7-5, თუმცა თავიდან აგებდა 3-1, მერე 5-3 იგებდა და 5-5 გახდა ანგარიში, მეორეში უკვე ბერძენი ჯობდა ცოტათი და 6-4 შეძლო გამარჯვება, მესამეც ძალზე უპორნი გამოვიდა და არც ტაიბრეიკი არ იყო თან მესამეში და 9-7 მოიგო ბარბარამ და ეხლა ნასტია პავლუჩენკოვას ხვდება ხვალე ფინალში, ვინც გაიმარჯვებს ალბათ მაგარ გასწორებულში დარჩება, რახან მეეჭვება რომელიმეს კიდე ქონდეს რეალური შანსები გრენდ სლემის მოგების მაგ ტურნირის შემდეგ, ზვერევი-ციციპასის ნახევარფინალიც დაიდო და ვიწერ და ჩავუჯდები კაკრაზ მაგ შეხვედრასაც, აი ნადალი-ჯოკოვიჩის თამაშს (შეიძლება სხვერხგრძელი შეხვედრაც კი იყოს) უკვე ხვალე ვნახავ, ევროც იწყება დღეს და ხვალე ვნახავ მინიმუმ 3 შეხვედრას ალბათ, რახან ტენისებიც საყურებელი მაქვს და ბოლო თამაში მაინც ძალზე გვიან ჩატარდება ჩვენი დროით

Link to comment
Share on other sites

შაბათს, გუშინწინ და გუშინ კიდე ოთხ შეხვედრას ვუყურე როლან გაროსიდან 2160P-ში რუსული ევროსპორტის ტრანსლიაციებს, სხვათაშორის მაგ ფორმატზე სხვა კომენტატორები ზიან რატომღაც, 1080i სხვა იგივე მატჩებზე, შაბათს ზვერევი-ციციპასის ნახევარფინალიც ვნახე, ნუ უკვე შაბათი იყო დაწყებული, ეგ თამაში ცოტა გვიან დაიდო რახან დიდხანს მიდიოდა საკმაოთ, ნუ 3.5 საათი გაგრძელდა დაახლოებით, თუმცა 5 სეტი კი ითამაშეს, კაჩელიებივით მიდიოდა ეგ შეხვედრა, თავიდან არაფერი გამოსდიოდა ზვერევს, მანამდეც 5-2 აგებდა ციციპასთან ლიჩნი ვსტრეჩებით, პირველი ორი სეტი ბერძენმა უპრობლემოთ მოიგო 6-3, მაგრამ მერე დაწყნარდა ზვერევი და ციციპასიც მოდუნდა ცოტათი, შემდეგი ორი სეტი 6-4 აიღო ზვერევმა, თან სულ წინ იყო ფაქტიურათ და ძალზე კარგათ აწვდიდა, თუმცა მეხუთეში უკვე ისევ დაეწყო პრობლემები პადაჩაზეც და შეცდომების დაშვებაც დაიწყო რომ დაიღალა და მიუახლოვდენ უკვე 3 საათს, ძალიან ინტენსიური და სწრაფი თამაში მიდიოდა თან, მეოთხეში ბერძენმა შეძლო გამარჯვება 6-3 და პირველათ თავის კარიერაში გრენდ სლემის ფინალში გავიდა, ეგ საერთოდ პირველი ბერძენი ტენისისტი იყო ადინოჩკებში ვინც მოხვდა გრენდ სლემზე, რახან საკარიმ მანამდე წააგო თავისი ნახევარფინალი, კვირას ნადალი-ჯოკოვიჩის აჩერედნოი ტრილერიც ვნახე, ჯოკოვიჩს ქონდა შანსები ნადალის დამარცხების თავის საყვარელ კორტებზე, რახან ვერ იყო ესპანელი ოპტიმალურ ფორმაში და უკვე კარგათაც მობერდა და ფიზიკა ისეთი კარგი აღარა აქვს მაინც მაგდენი ტრამვების შემდეგ, თუმცა მაინც ქონდა კარგი შანსები მაგ შეხვედრაში მინიმუმ მეხუთე სეტში გადაეყვანა თამაში, ეგ შეხვედრა მიუხედავათ იმისა რომ 4 სეტი მიდიოდა 4 საათი და 15 წუთი გაგრძელდა დაახლოებით, პირველი სეტი მაგარი უპორნი და ნერვნი გამოვიდა, შეძლო ნადალმა გარკვეული პრობლემების შემდეგ 6-3 გამარჯვება, თუმცა მეორეში უკვე პრობლემები დაეწყო და მოიგო ჯოლოვიჩმა 6-3, მესამე სეტი იყო ძალზე მნიშვნელოვანი ალბათ, მანდ სეტ ბოლი ქონდა ჯოკოვიჩის პადაჩაზე ნადალს და რეალურათ შეეძლო მესამე სეტში გამარჯვება, მაგრამ გამაზა და მერე ტაიმბრეიკშიც უბრალო შეცდომები დაუშვა და დამარცხდა 7-4, მეოთხე სეტში კი ძალები აღარ ეყო და 6-2 წააგო უკვე, მეორე მხრივ მეხუთეში ალბათ უკვე კიდე უფრო მცირე შანსები დარჩებოდა გამარჯვების, ქალების ფინალიც ვნახე კვირა რომ იყო უკვე დაწყებული, სამ სეტიანი ფინალი იყო, თუმცა ისეთი უპორნი არ გამოსულა და დაახლოებით საათსა და 50 წუთში გაიმარჯვა ჩეხმა ტენისისტკამ, პირველ სეტში უშანსოთ დაამარცხა პავლუჩენკოვა 6-1, მეორეში უკვე რუსი ჯობდა და 6-2 გაიმარჯვა, მაგრამ ტრამვა მიიღო ფეხის და მესამეში 6-4 დამარცხდა, თან უკვე დაიღალა, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც მცირე ტრამვა იყო კრეიჩიკოვამ კი პირველათ თავის კარიერაში გრენდ სლემი მოიგო, გუშინ კაცების ფინალსაც ვუყურე, ნამდვილი ტრილერი იყო რასაც ქვია 4 საათზე ცოტა მეტი მიდიოდა თამაში, ციციპასმა მშვენივრათ დაიწყო ეგ ფინალი, ჯოკოვიჩი კი შეცდომებით თამაშობდა მომენტებში და აგებდა პადაჩებს, პირველ სეტში სერიოზული ბრძოლა მიდიოდა და შეძლო ციციპასმა ტაიბრეიკში გამარჯვება, მაგან გატეხა ჯოკოვიჩი და მეორეში ისე კარგათ უკვე აღარ გამოიყურებოდა და 6-2 დამარცხდა ფაქტიურათ უშანსოთ, მაგრამ მერე ისევ მაღალ დონეზე ათამაშდა, ციციპასმა კი რეზკათ დააგდო თამაშის დონე და ბევრი შეცდომების დაშვება დაიწყო, მესამე სეტში 6-3 მოიგო ჯოკოვიჩმა, მეოთხეში კი 6-2, ვერც მეხუთეში შეძლო თამაშის შემოტრიალება ციციპასმა, თან უკვე დაიღალა საკმაოთ, ჯოკოვიჩი კი უფრო კარგათ გამოიყურებოდა 34 წლის ასაკში ლოლ, რობოტივით თამაშობდა რასაც ქვია, მინიმალური შეცდომებით და 6-4 გაიმარჯვა მეხუთეშიც და მეორე როლან გაროსი მოიგო თავის კარიერაში, თუმცა ნადალის 13 ტიტულამდე ძალზე ბევრი უკლია, მაგრამ სხვა იგროკებს კი ჯობია ყველას ნადალის პერიოდში, ველოდებით ეხლა ვიმბელდონს, კაკრაზ ევროს ნახევარფინალებს უწევს მაგ ტურნირის მეოთხედფინალები მგონი

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

დღეს უემბლდონის მეოთხედფინალები ვნახე ქალების ადინოჩკებში Web-dl 1080P-1080i-ში, ჯერ ორი მეოთხედფინალი დაიდო ბელორუსული კანალის რუსული კომენტარით, დანარჩენი ორი რუსული ევროსპორტის ტრანსლიაცია დაგვიანებით დაიდო, ამიტომ ჯერ საბალენკა-ჟაბერის მეოთხედფინალი ვნახე, რომელიც პლიშკოვა-გოლუბიჩის შეხვედრის შემდეგ ჩატარდა, მოკლეთ არცერთი მეოთხედფინალი არ გამოვიდა დაძაბული და გრძელი, როგორც როლან გაროსზე იყო თუნდაც, სუყველა საკმაოთ მალე დასრულდა 1.5 საათიც არ მოანდომეს, ბელორუსმა უშანსოთ გაიმარჯვა ფაქტიურათ ტუნისელი ტენისისტკას წინააღმდეგ, თუმცა ონსი საკმაოთ კარგათ თამაშობდა მაინც, მაგრამ იგრავოი კლასი არ ეყო, პირველ სეტში 6-4 გაიმარჯვა არინამ, მეორეში კი 6-3 და პირველათ თავის კარიერაში უემბლდონის ნახევარფინალში გავიდა საათსა და 14 წუთში სადღაც, ტუნისელი ტენისისტკაც პირველათ თამაშობდა მეოთხედფინალში როგორც ბელორუსელი თავის კარიერაში, დაჟე პირველი არაბი ქალი ტენისისტკა ყოფილა ოპენ ერაში ვინც გრენდ სლემის მეოთხედფინალში მოხვედრილა ადინოჩკებში, პლიშკოვა-გოლუბიცის თამაშიც ვნახე, ეგ შეხვედრაც მაქს საათი და 21 წუთი მიდიოდა მგონი, მანდ კიდე უფრო ადვილი ანგარიშით გაიმარჯვა პლიშკოვამ, თუმცა იყო ბრძოლა ზოგიერთ გეიმებზე, ორივე სეტი 6-2 დასრულდა და პლიშკოვა ეხლა საბალენკას შეხვდება ფინალში გასასვლელათ, კერბერი-მუხოვას თამაშიც ვნახე, მანდაც ყველაფერი საათსა და 15 წუთში დასრულდა, გერმანელი ვეტერანი ისევ მოვიდა ფორმაში და უშანსოთ გაიმარჯვა ფაქტიურათ, მაგრამ მემგონი მუხოვას ფეხი ტკიოდა ცოტათი, პირველ სეტში 6-2 გაიმარჯვა გერმანელმა, მეორეში კი 6-3 და გავიდა ნახევარფინალში, მაგ ტენისისტკას აქვს ისე უემბლდონი მოგებული,როგორც ავსტრალიან და უს ოპენი, თუმცა ბოლო პერიოდში ვეღარაფერს აჩვენებდა უკვე კარანტინი რაც დაიწყო მაგის შემდეგ, ეშ ბარტის და აილა ტომლიანოვიჩის თამაშიც ვნახე, ეგ მთლათ საათსა და 6 წუთში დასრულდა, არც ვაპირებდი 4 შეხვედრის ყურებას ეგეთი მოკლე შეხვედრები რომ არ ჩაეტარებინათ, ფაქტიურათ ორი ერთ უპორნი შეხვედრას უდრიდა, მანდ უკვე აშკარა სხვაობა იყო იგრავოი კლასში, აილაც პირველათ მოხვდა უემბლდონის მეოდხედფინალში ადინოჩკებში თავის კარიერაში, ამიტომ ზედმეტათ ნერვიულობდა და არაფერი გამოუვიდა მსოფლიოს პირველ რაკეტკასთან, პირველი სეტი 6-1 მოიგო ბარტიმ, მეორე კი 6-3, თან უშეცდომოთ არც თამაშობდა და ქონდა ბრეიკების შანსები აილასაც, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ბარტის კი კარგი შანსები აქვს ფინალში გასვლის, თუმცა კერბერის დამარცხება არც ისეთი ადვილი იქნება, დღეს კაცების მეოთხედფინალებია უკვე, ჯოკოვიჩი და ფედერერიც თამაშობენ, ორივეს საკმაოთ კარგი შანსები აქვს მინიმუმ ნახევარფინალში გასვლის და შეიძლება ფინალში ერთმანეთსაც კი შეხვდენ ისე, მაგრამ ჯერ ადრეა მაქამდე

Link to comment
Share on other sites

დღეს მარტო ერთ შეხვედრას ვუყურე უიმბლდონის მეოთხედფინალებიდან კაცების სეტკაში 1080i-ში, ნუ დანარჩენი სამი დაიდო ინტერშუმით მარტო ევროსპორტის ტრანსლიაციები და კომენტარის გარეშე დამეზარა ეგეთ ვიდში ყურება მაგდენი საათი თან, სეტანტას ტრანსლიაცია დაიდო რუსული კომენტარით ფედერერის და ჰურკაჩის შეხვედრა, ისე ცუდათ ითამაშა ფედერერმა რომ შეიძლება ეგ მაგ ლეგენდარული ვეტერანი ტენისისტის ბოლო უიმბლდონიც აღმოჩნდეს, პოლონელმა ჰურკაჩმა სამ სეტში გაანადგურა, პირველ სეტში საკმაოთ ადვილათ გაიმარჯვა 6-3, მარტო მეორე სეტში იყო ბრძოლა, ფედერერს ქონდა შანსები მაგ სეტში გამარჯვების, 4-2 იგებდა, მერე ტაიმბრეიკამდე მივიდნენ და მანდაც გრუბი ორი შეცდომა დაუშვა და დამარცხდა ტაიბრეიკზეც, მესამეში კი გაუტყდა და გატყდა თან მორალურათ და აღარაფერი გამოუვიდა, მოკლეთ პოლონელმა 6-0 გაიმარჯვა და სულ რაღაც საათსა და 50 წუთში გავიდა პირველ ნახევარფინალში გრენდ სლემებზე თავის კარიერაში, დანარჩენ სამ მეოთხედფინალში ხაჩანოვს წაუგია 5 სეტიან ტრილერში კანადელ შაპოვალოვთან, ჯოკოვიჩმა 3 სეტში დაამარცხა ვენგრი ფუჩოვიჩი და შაპოვალოვს ხვდება კაკრაზ ეხლა ნახევარფინალში, ჰურკაში კი იტალიელ ბერეტინის, რომელმაც 4 სეტში კიდე ერთი კანადელი ოჟერ-ალიასიმი დაამარცხა, წელს ალბათ ჯოკოვიჩი ბერეტინის შეხვდება ფინალში, თუმცა გარკვეული შანსები ჰურკაჩს ალბათ ექნება მაინც, დღეს ქალების ნახევარფინალებია და ალბათ მაგას მაინც დადებენ უკვე რუსული კომენტარით, თან სეტანტაც აჩვენებს უმბლდონს წელს, ბელორუს 5-იც რუსულათ და თვითონ ევროსპორტიც

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ ნახევარფინალს ვუყურე უიმბლდონზე ქალების სეტკიდან 2160P-ში, რჯფუტბოლზე აღირსეს 4K ევროსპორტის დადება, სხვაობა არის ნამდვილათ ჩემ 2K მონიკზე დეტალიზაციაში, თუმცა ფერები ცოტა უფრო მუქი აქვს სტანდარტულ 1080i ტრანსლიაციას თუ შეადარებ, ჯერ ავსტრალიელი ეშლი ბარტის და გერმანელი პოლონური წარმოშობის ვეტერანის ანჟელიკ კერბერის შეხვედრა ვნახე, მაგ ტენისისტკას უკვე ქონდა მოგებული უემბლდონი და კიდე ორი შლემი აქვს აღებული თავის კარიერაში მაგის გარდა, თუმცა ბარტისაც აქვს გრენდ სლემები უკვე, მაგრამ უიმბლდონზე ეგ პირველი ავსტრალიელი იყო ვისაც ფინალში გასვლა შეეძლო ქალებში ლამის 1971 წლიდან მოყოლებული, მაშინ აბორიგენი წარმოშობის ევონ გოოლაგონგი გავიდა ფინალში, მშვენიერი თამაში აჩვენა ბარტიმ, პირველ სეტში უპრობლემოთ გაიმარჯვა ეშლიმ 6-3 , მეორეში უფრო სერიოზული ბრძოლა გაიმართა, მანდ უკვე კერბერი იყო წინ, მაგრამ ბოლო მომენტში დაეწია ეშლი და ტაიმბრეიკში გაიმარჯვა და გავიდა თავის პირველ უიმბლდონის ფინალში, დაახლოებით 1.5 საათში, მეორე ნახევარფინალში უფრო უპორნი ბრძოლა გაიმართა, პლიშკოვას არაერთი პრეიკბოლი ქონდა პირველ სეტში, მაგრამ ვერ შეძლო საბალენკას გატეხვა და მერე 7-5 დამარცხდა, თუმცა მაგის შემდეგ ფაქტიურათ უპრობლემოთ შეძლო ბელორუსელის დამარცხება, ანუ ბევრი შანსები ალინას არ ქონია ბრეიკის, დაჟე ბრეიკბოლიც კი არ ქონია და 6-4,6-4 გაიმარჯვა პლიშკოვამ და ეგ ტენისისტკაც პირველათ გავიდა უემბლდონის ფინალში თავის კარიერაში, ბარტის წინაამღმდეგ ექნება ალბათ შანსები, თუმცა ბარტისაც შეუძლია კიდე ერთი გრენდ სლემის აღება, თუმცა პლიშკოვა მარტო ერთხელ იყო გრენდ სლემის ფინალში აქამდე უს ოპენზე 2016 წელს ეგეც და ალბათ გაუჭირდება გამარჯვების მოპოვება, მაგ მხრივ ბარტის უფრო დიდი ოპიტი აქვს ბოლო წლებში, კაცების პირველ ნახევარფინალს უკვე ვიწერ ბერეტინი-ჰურკაჩის შეხვედრას 4K-ში ისევე და ხვალე ჩავუჯდები ორივეს და ქალების ფინალსაც უკვე

Link to comment
Share on other sites

დღეს სამ შეხვედრას ვუტურე კიდე უემბლდონზე 2160P-ში რუსული ევროსპორტის ტრანსლიაციებს, ჯერ კაცების ნახევარფინალები ვნახე, არც მანდ გამოვიდა ძალზე დაძაბული შეხვედრები, ალბათ იმიტომ რომ ორივე ნახევარფინალში იავნი ფავორიტი იყო, პირველში ბერეტინი ხვდებოდა პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს, რომელიც ისე გაიქაჩა რომ მაგ თამაშამდე უკვე 11 ადგილზე გადაინაცვლებს რეიტინგში, თუმცა მაგ შეხვედრაში არაფერი გამოუვიდა დიდათ, პირველი ორი სეტი ადვილათ აიღო იტალიელმა, 6-3 და მეორეში მთლათ ბარანკა დაუდო პოლონელს, ანუ 6-0, მესამეში ცოტა ათამაშდა პოლონელი და იტალიელიც მოდუნდა, ტაიბრეიკამდე მივიდნენ სადაც ჰურკაჩმა გაიმარჯვა საკმაოთ ადვილათ, მაგრამ მეოთხეში ისევ ბერეტინიმ სძლია 6-4 და 2 საათსა და 35 წუთში თავის პირველ გრენდ სლემის ფინალში გავიდა, მეორე ნახევარფინალში კიდე უფრო იავნი ფავორიტი იყო, თუმცა მანდ სამივე სეტში უპორნი ბრძოლა მიდიოდა, შაპოვალოვს შეეძლო პირველი სეტის აღებაც და მეორეშიც არაერთი ბრეიკბოლი ქონდა, პირველში რომ აწვდიდა ანერვიულდა და ტაიბრეიკზე დამარცხდა მოგვიანებით, მეორეში ბევრი ბრეიკები მაზა და ჯოკოვიჩმა მოიგო ბოლო მომენტში 7-5, მესამეში კი ბანალურათ დაიღალა უკვე და ფსიხოლოგიურათაც გატღდა და 7-5 დათმო ეგ სეტიც 2 საათსა და 45 წუთში სადღაც, ჯოკოვიჩი თავის 30 გრენდ სლემის ფინალში გასულა და მგონი 7 უიმბლდონის, თუ გაიმარჯვა დღეს დაეწევა მოგებული გრენდ სლემებით ნადალს და ფედერერს, ნუ ფედერერი მემგმონი უკვე ვეღარაფერს მოიგებს და მალე დაასრულებს თავის კარიერას, ნადალიც კითხვის ნიშნის ქვეშაა თუ ტრამვები მოირჩინა შეიძლება კიდე რამე ქნას, ისევ თავის საყვარელ როლან გაროსზე ალბათ, თუმცა ჯოკოვიჩი იავნი ფავორიტია მაგ ორს მინიმუმ რამდენიმე გრენდ სლემით გაუსწროს, თუმცა ეგეც კარგათ მობერდა უკვე, მაგრამ ტრამვები და ფიზიკური ფორმა ჯერ არ აწუხებს დიდათ, ქალების ფინალიც ვნახე, ეშ ბარტი ხვდებოდა კაროლინა პლიშკოვას, საკმაოთ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, თავიდან ცუდათ დაიწყო ეგ შეხვედრა პლიშკოვამ, ბარტიმ 6-3 გაიმარჯვა პირველ სეტში, მეორეში გათანაბრდა თამაში, პლიშკოვა მიდიოდა წინ მაგრამ მერე დაეწია ბარტი, ტაიბრეკში კი პლიშკოვამ გაიმარჯვა საკმაოთ ადვილათ, მესამე სეტში ისევ ბარტი ათამაშდა კარგათ და 6-3 მოიგო და პირველათ თავის კარიერაში უმბლდონი აიღო, ეგ უკვე მეორე გრენდ სლემია მაგ ავსტრალიელი ტენისისტკას როლან გაროსის შემდეგ და მესამე ავსტრალიელი ტენისტისტკაა ქალების ადინოჩკებში ვინც გაიმარჯვა უიმბლდონზე აქამდე, პლიშკოვა კი ისევ მიუახლოვდა ხუთეულს ფინალში გასვლის შემდეგ, თორე მაგ ტურნირამდე ათეულიდანაც გამოვარდა უკვე, დღეს კაცების ფინალია და ვნახავ მაგასაც საღამოს

Link to comment
Share on other sites

დღეს უიმბლდონის ფინალიც ვნახე კაცების ადინოჩკებში 2160P-ში, ჯოკოვიჩი თუ 30 გრენდ სლემის ფინალში იღებდა მონაწილეობას, ბერეტინი კარიერაში პირველ ფინალში გავიდა, პირველ სეტში ცუდათ არ დაუწყია ჯოკოვიჩს, 5-3 იგებდა და მერე რაღაც ნამეტარი ანერვიულდა და ტაიბრეიკზე ბერეტინიმ გაიმარჯვა 7-4 საკმაოთ ადვილათ, თუმცა მაგას დიდი გარდატეხა თამასში არ მოუტანია, ჯოკოვიჩი ფაქტიურათ იგივე სტილში თამაშობდა დანარჩენ სამ სეტსაც, მეორეში 6-4 გაიმარჯვა, როგორც მესამე სეტში, მეოთხე კი 6-3 მოიგო და 3 საათსა და 25 წუთში მოიგო თავისი 20 გრენდ სლემი კარიერაში და დაეწია ფედერერს და ნადალს, ერთადერთი ფედერერს 31 გრენდ სლემის ფინალი ქონდა ჩატარებული, ნადალს კი 28, თუმცა ყველაზე კარგი შანსები კიდე ფინალებში გასვლის და გამარჯვების ალბათ მაგ სამიდან მაინც ჯოკოვიჩს ექნება ფორმის გათვალისწინებით და ასაკის, თუ რამე მძიმე ტრამვა არ მიიღო რა თქმა უნდა, ველოდებით ოლიმპიადას მაყურებლების გარეშე და მერე მგონი მასტერსებიც ტარდება, უს ოპენი წელს ლამის 20 სექტემბერს ტარდება, ნუ მეოთხედფინალები, დაწყებით უფრო ადრე იწყება, თუმცა ადრე სექტემბრისთვის ლამის სრულდებოდა ხოლმე მახსოვს

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

მოკლეთ მივაღწიე ტოკიოს ოლიმპიადაზე ტენისის ფინალურ სეტკსასაც, დღეს კაცების პარების ორი შეხვედრა ვნახე 2160P-1080i-ში ინგლისური კომენტარებით, რახან რუსული კომენტარით ნორმალურ ხარისხში ეგ თამაშები არ დაუდიათ, ჯერ ამერიკული პარის და ახალ ზელანდიელების შეხვედრას ვუყურე ბრონზაზე, ახალ ზელანდიელების პარა ნაკლებათ ცნობილი პარაა დანიელ-ვენუსი, მე საერთოდ პირველათ მესმის ეგ სახელები, სანდგრენი-კრაიჩეკის პარა კი ბევრათ უფრო ცნობილია, ტენის სანდგრენი ადინოჩკებშიც გამოდის ხოლმე, თუმცა მანდ ახალ ზელანდიელებმა გაიმარჯვეს, პირველი სეტი იყო ძალზე დაძაბული და მარტო ტაიბრეიკზე მოიგეს, მეორე კი 6-2 აიღეს და პირველათ ოლიმპიადებზე ახალ ზელანდიელებმა მედალი აიღეს ტენისში, აქამდე არ ქონიათ არცერთი მედალი ავსტრალიელებისგან განსხვავებით, ფინალი მთლათ 2160P დაიდო ნბს ტრანსლიაცია იყო თან HDR-ში და ხოშიანი ფერები და განათება ქონდა, მანდ პირველათ ისტორიაში მგონი ორი ხორვატიური პარა ხვდებოდა ერთმანეთს ფინალში, ჩილიჩი-დოდიგი ნომერ პირველ პარას ეთამაშებოდა მსოფლიო რეიტინგის პავიჩი-მაკტიჩი, ეგენი იყვნენ კაკრაზ ფავორიტები, თუმცა მე არ მქონდა არასდროს ნანახი მაგათი თამაში, ძალიან შეთამაშებული პარაა, პირველი სეტი 6-4 აიღეს, თუმცა მეორე დათმეს 6-3 და დიდი ტაიბრეიკი დაინიშნა, პარებში მესამე სეტი არაა ოლიმპიადებზე, ტაიბრეიკი ფავორიტებმა აიღეს და პირველათ გაიმარჯვეს ოლიმპიადებზე, მანამდე ორი ბრონზა ქონიათ აღებული, მაქვს ყველა ფინალი კაკ მინიმუმ გადმოწერილი და ზოგიერთი ბრონზაზე თამაშიც, ნუ რაც დაიდო 50ფპს+ ადამიანური ბიტრეიტით გადმოვწერე რუსულ-ინგლისური კომენტარით და ნელ-ნელა ვნახავ, უს ოპენი მაინც სექტემბრის შვა რიცხვებამდე არ ტარდება, ნუ მეოთხედფინალები და მანამდე მთლიანათ მოვასწრებ ზაფხულის ოლიმპიადის ყურებას, ჯერ დაახლოებით 1 კვირიანი ჩამორჩენით ვუყურებ, იმდენი რაღაცაა მაგას ვერ მოასწრებ ეგრე სწრაფათ ნახვას, დაჟე ზოგიერთი სახეობები მთლიანათ რომც გამოტოვო, ნუ ყველაფერი ბოლომდე არც დაუდიათ პრინციპში, მაგრამ აბიომები მაინც ძალზე დიდია

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე სამ შეხვედრას ვუყურე ტენისში ტოკიოს ოლიმპიადიდან 1080i-ში, მატჩის ტრანსლიაციებს, ჯერ ჯოკოვიჩი-ბუსტას შეხვედრა ვნახე, ჯოკოვიჩმა მანამდე ნახევარფინალში მძიმე ბრძოლაში ზვერევთან წააგო, თუმცა პირველი სეტი საკმაოთ ადვილათ მოიგო, მაგრამ მერე ძალები აღარ ეყო და წააგო ფაქტიურათ უშანსოთ შემდეგი ორი პარტია, მაგ შეხედრაშიც ძალზე გადაღლილი ჩანდა, ბუსტა უბრალოთ ცდილობდა გაეწელა შეხვედრა და დაეღალა ჯოკოვიჩი და მშვენივრათ გაჭრა მაგ ტაქტიკამ, დაახლოებით 2,5 საათი კი მოანდომეს ისე 3 სეტს, პირველში ესპანელმა მოიგო 6-4, მეორეში მძიმე ბრძოლაში შეძლო ჯოკოვიჩმა ტაიბრეიკზე გამარჯვება, თუმცა მესამე სეტში ძალები აღარ დარჩა და 6-3 დამარცხდა საკმაოთ ადვილათ, რაც მაგ ტენისისტს კრუპნი ტურნირებზე არ ჩვევია, ესპანელებმა კი ბრონზა აიღეს ნადალის გარეშეც ადინოჩკებში, სხვათაშორის მაგ თამაშის შემდეგ ჯოკოვიჩი მიქსტშიც გამოდიოდა ბრონზაზე, მაგრამ მანდ უარი უთქვია და ავტომატურათ ავსტრალიელებს შეხვდათ ბრონზა, კუდერმეტოვა/ვესნინას და პიგოსი/სტეფანის ქალების პარნი შეხვედრაც ვნახე ბრონზაზე, ეგეც ძალზე უპორნი შეხვედრა გამოვიდა, ნუ პარებში მესამე სეტს არ თამაშობენ და ეგრევე კარალევსკი ტაიბრეიკი ინიშნება 10 ქულამდე, ნუ რუსები იყვნენ მაგ შეხვედრაში ფავორიტები, მაგრამ მომენტებში ძალზე ნერვიულობდენ რაც უშლიდათ ხელს და ბევრ შეცდომებს უშვებდენ, პირველი სეტი 6-4 აიღეს, მეორეში ბრაზილიელები ათამაშდენ, განსაკუთრებით ლაურა პიგოსი და 6-4 შეძლეს გამარჯვება, ტაიბრეიკზე რუსები 5-9 იგებდენ მაგრამ მერე მთლათ ანერვიულდენ და ბრაზილიელებმა ისევ შემოატრიალეს ფაქტიურათ წაგებული თამაში და 11-9 გაიმარჯვეს და ბრონზაც აიღეს, რიბაკინა-სვიტოლინას თამაშიც ვნახე, რიბაკინა რუსული წარმოშობის ახალგაზრდა ტენისისტკაა რომელიც კაზახსტანის სახელით გამოდის, სვიტოლინა კი მონფილს გაყვა ცოლათ ფრანგ ზანგ ტენისისტკას და უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა თამაშის დროს, ეგეც მაგარი რუბილოვკა გამოვიდა 2.5 საათიანი სულ მცირე, პირველ სეტში განადგურდა სვიტოლინა 6-1, სხვათაშორის მეორეშიც ცუდათ დაიწყო და 3-1 აგებდა, თუმცა ნელ-ნელა დაალაგა თამაში და ტაიბრეიკზე შეძლო მძიმე ბრძოლაში გამარჯვება, მესამე სეტშიც თავიდან რიბაკინა ჯობნიდა, მაგრამ მაინც სვიტოლინამ გაიმარჯვა 6-4 და ბრონზაც აიღო, ისე უკრაინელებმა 1 ოქროს მედალი აიღეს მარტო მაგ ოლიმპიადაზე და 12 ბრონზა, ანუ ლიჩნი ზაჩოტში ჩვენც კი ვაჯობეთ 2 ოქროთი და მაგათ საკმაოთ სერიოზული შემადგენლობა ყავდათ მაინც ატლეტიკაში და არა მარტო, ბენჩიჩი-ვანდრაუშოვას ფინალი დამრჩა ოლიმპიადის 8 დღის სესიიდან და მაგას ხვალე ვნახავ, დაახლოებით 2 კვირა კიდე ვაპირებ ოლიმპიადის ყურებას, ხვალე 1 აგვისტოს სესიას ჩავუჯდები, გადმოწერილი მაქვს დობრათ რაღაცეები, მათ შორის ტენისიც, რომელიც კაკრაზ 1 აგვისტოს დასრულდა ამ ოლიმპიადაზე

Link to comment
Share on other sites

დღეს ქალების ადინოჩკების ფინალიც ვნახე ტოკიოს ოლიმპიადიდან 1080i-ში, ეგეც სხვერხდაძაბული შეხვედრა გამოვიდა 2.5 საათიანი, ბელინდა ბენჩიჩი ხვდებოდა როლანდ გაროსის ფინალისტკა მარკეტა ვონდროუშოვას, ბენჩიჩი პარნი ფინალშიც იყო გასული ოლიმპიადაზე, თუმცა ადინოჩკებში გამარჯვება მაინც უფრო პრესტიჟულია პარებზე, პირველივე პარტიაში სერიოზული ბრძოლა გაიმართა, ბელინდამ დიდი გაჭირვებით შეძლო 7-5 გამარჯვება, თუმცა მეორეში უკვე ჩეხი ტენისისტი თამაშობდა უფრო დამაჯერებლათ, მარკეტამ უშანსოთ გაიმარჯვა 6-2, მესამეც არ დაუწყია ცუდათ, მაგრამ მერე ისევ ათამაშდა ბენჩიჩი და შეძლო თამაშის შემოტრიალება და 6-3 გაიმარჯვა მესამე სეტში და ოქროს მედალიც აიღო, არც მახსოვს ჰინგისს და ფედერერს აქვთ თუ არა მოგებული ოლიმპიადის ოქრო, მგონი ვიღაცამ კიდე აიღო ადრე შვეიცარიის სახელით, კიდე რამდენიმე ფინალი მაქვს საყურებელი და ვნახავ ამ დღეებში დარჩენილ შეხვედრებსაც ოქროს მედლებზე, სხვათაშორის მაყურებლები ფორმალურათ იყვნენ სტადიონზე, ნუ მომსახურე პერსონალის გარდა დელეგაციები იყო ნაკრებების და ჯამში ერთი 100 კაცამდე კი ბალელშიკოვდა

Link to comment
Share on other sites

დღეს ზვერევი-ხაჩანოვის კაცების ფინალიც ვნახე ტოკიოს ოლიმპიადაზე 1080i-ში, ამჯერათ რუსული ევროსპორტის ტრანსლიაცია დაიდო, მოკლეთ არ გამოვიდა ეგ დაპირისპირება საინტერესო, ზვერევი ძალზე მოშნათ თამაშობდა ფინალში, ხაჩანოვს კი ბანალურათ იგრავოი კლასი არ ეყო, მეორე სეტში კი გატყდა უკვე მორალურათ, პირველი სეტში მცირე ბრძოლა იყო, მაგრამ ზვერევმა გაიმარჯვა 6-3, მეორეში დაჟე 5-0 იგებდა და 6-1 გაიმარჯვა დაახლოებით 1 საათსა და 10 წუთში და პირველი ოქრო მოუტანა გერმანიას კაცების ადინოჩკებში ოლიმპიადებზე, მანამდე ფინალში ქონდა მიხაილ შტიხს წაგებული კაფელნიკოვთან 2000 ოლიმპიადაზე, ნანახი მაქვს ეგ თამაშიც, 5 სეტიანი ტრილერი იყო, ამ ოლიმპიადაზე მგონი ფინალში პირველათ ჩატარდა 3 სეტიანი შეხვედრა, მანამდე 5 სეტიანი ფორმატი იყო კაცების ადინოჩკებში, ორი ფინალი დამრჩა საყურებელი 1 აგვისტოს რასპისანიიდან და მაგითი ამოიწურება ტენისი ოლიმპიადაზე, თუმცა 1 კვირიანი რასპისანია კიდე დამრჩა საყურებელი და აგვისტოს ბოლომდე ჩავათავებ ალბათ ყველაფერს უკვე, მანამდე მაინც მაქს ვედუში ჩემპიონატების 1-2 ტურები ჩატარდება ფეღბურთსი, რამე საინტერესო შეხვედრები თუ დაიდო ვნახავ მაგეებსაც დაგვიანებით, როგორც ფორმულა 1 რამდენიმე გრანპრის

Link to comment
Share on other sites

დღეს დარჩენილი ორი ფინალიც ვნახე ტოკიოს ოლიმპიადიდან 1080i-ში მატჩის და რუსული ევროსპორტის ტრანსლიაციები, ჯერ ქალების პარების ფინალი ვნახე, ნომერ პირველი პარა ჩეხიიდან სინიაკოვა-კრეიჩანოვა ხვდებოდა ბენჩიჩი-გოლუბიცის პარას, ნუ ფავორიტები ჩეხი ტენისისტკები იყვნენ მაგ შეხვედრაში, პირველ სეტში გაჭირვებით გაიმარჯვეს ჩეხებმა 7-5 და საკმაოთ როვნი თამაში მიდიოდა, მეორეში უკვე დიდი უპირატესობა ქონდათ და 6-1 მოიგეს ეგ პარტია და საათსა და 25 წუთში გაინაღდეს პირველი ოქროს მედალი ჩეხიისთვის ტენისში ოლიმპიადებზე, მიქსტის ფინალი უფრო საინტერესო გამოვიდა, მანდ როგორც კაცების პარებში ხორვატია ორივე პარა რუსეთიდან იყო, კარაცევი-ვესნინა ხვდებოდა რუბლიოვ-პავლუჩენკოვას, პირველ სეტში მეოთხე სეინი პარამ გაიმარჯვა 6-3, მეორეში ვესნინა-კარაცევის დუეტი უკეთესათ გამოიყურებოდა თუმცა ყველაფერი ტაიბრეიკზე გადაწყდა, მაგის შემდეგ კარალევსკი ტაიბრიეკი დაინიშნა, სადაც თავიდან ვესნინა-კარაცევი იყვნენ წინ 7-4, თუმცა 13-11 გაიმარჯვა მაინც რუბლიოვი-პავლუჩენკოვას პარამ საათსა და 53 წუთში და რუსეთმა ოქრო აიღო ტენისში, ვხედავ და უკვე ტორონტოს მასტერსი დაწყებულა, ნუ მაგ ტურნირს ალბათ გამოვტოვებ, ან თუ გადმოვწერე მაქს ფინალი მოგვიანებით, ჯერ მინდა ოლიმპიადა ჩავათავო ბოლომდე, ჯერ 2 აგვისტოს რასპისანიამდე ვარ მისული და ბევრ რაღაცეებს ვუყურებ, ბევრი საინტერესო ახალი სპორტის სახეობაა, რომლისთვის აქამდე არც მიყურებია, მათ შორის ექსტრიმალური სახეობებიც დაუმატებიათ, სადაც ზაპროსტო შეიძლება კისრის მოტეხვა

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

დღეს დიდი დაგვიანებით ქალების პრემიერის ფინალს ვუყურე მონრეალიდან 1080i-ში სეტანტას ტრანსლიაცია იყო რუსული კომენტარით, წელს მანდ ჩატარდა ქალების სეტკა, კაცების კი ტორონტოში, ეგეც გადმოწერილი მაქვს ისე და ხვალე ვნახავ, ამჯერათ კაროლინა პლიშკოვა, რომელსაც არაერთი ფინალი ქონდა უკვე წელს წაგებული კამილა ჯიორჯის ხვდებოდა, რომელიც ეგეთ კრუპნი ტურნირზე ფინალში პირველათ იყო გასული, სხვათაშორის საკმაოთ კარგათ ითამაშა მაგ იტალიელმა ტენისისტკამ სიმპატიური სახით, რაც არც ისე ხშირი მოვლენაა ქალების ტენისში, პირველ სეტში 6-3 გაიმარჯვა, მეორეში გათანაბრდა თამაში მაგრამ ჯორჯიმ მოიგო ეგ სეტიც ბოლო მომენტში 7-5 და დაახლოებით 1 საათსა და 55 წუთში პირველი პრემიერი მოიგო, ნუ კაცების მასტერსის ანალოგია, გამარჯვებულს წელს მგონი 221000$ გადაუხადეს, მაყურებელი ესწრებოდა სტადიონზე გარკვეულ დოზებში, ოთხივე ფინალი გადმოვწერე ისე მასტერ-პრემიერის ქალებ-კაცებში რაც ჩატარდა აგვისტოში, უს ოპენი კი უკვე დაიწყო და მეოთხედფინალებიდან ჩავუჯდები მაგ ბოლო გრენდ სლემსაც, მანდაც ესწრება მგონი მაყურებელი უკვე

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-Web-dl 1080P-ში, გუშინ მედვედევი-ოპიელკას ფინალი ვნახე ტორონტოდან, კლასით რუსი ტენისისტი ჯობდა, მაგრამ მთლათ ადვილათ არ გაუმარჯვია, რახან ძლიერი პადაჩა ქონდა მაგ ამერიკელ ტენისისტს, რომელიც უს ოპენის მესამე რაუნდში ჩვენ ბასილაშვილს უნდა შეხვდეს მალე, პირველი სეტი 6-4 მოიგო მედვედევმა, მეორეში კი 6-3 გაიმარჯვა და მეოთხე მასტერსი მოიგო კარიერაში, დაახლოებით საათსა და 45 წუთში გაიმარჯვა ისე, დღეს სინსინატის ფინალიც ვნახე ქალების სეტკაში, ეგ სეტანტას ტრანლიაცია იყო, წინა კი რუსული ევროსპორტის, ეშ ბარტი, ნომერ პირველი რაკეტკა ხვდებოდა შვეიცარელ ჯილ ტაიხმანს, რომელიც სენსაციონალურათ მივიდა ფინალამდე, ოსაკაც დაამარცხდა მანამდე სამ სეტში, პლიშკოვაც და კიდე რამდენიმე ძლიერი იგროკი, თვითონ კი მაგ ტურნირამდე 76 ადგილას იყო რეიტინგში, თუმცა ნამეტარი ნერვიულობდა უკვე ფინალში და ეშ ბარტის არ გაჭირვებია აჩერედნოი ტიტულის მოგება, პირველ სეტში 6-3 გაიმარჯვა, მეორეში კი კიდე უფრო ადვილათ 6-1 და საათსა და 20 წუთში მოიგო ეგ პრემიერი, ეგ ქალების WTA ტურში კაცების მასტერსის ანალოგს უდრის, მეორენაირათ ქვია კიდე wta 1000, კაცების ფინალიც გადმოწერილი მაქვს და მაგას ხვალე ვნახავ, არც მანდ გამოვიდა ძალზე დაძაბული ფინალი

Link to comment
Share on other sites

დღეს ზვერევი-რუბლიოვის ფინალიც ვნახე ცინცინატის მასტერსიდან Web-dl 1080P 50fps რუსული ევროსპორტის ტრანსლიაცია, არც ეგ ფინალი გამოვიდა საინტერესო, ძალზე ადვილათ წააგო უკვე მეხუთეჯერ პადრიათ ზვერევთან რუბლიოვმა, პირველ სეტში 6-2 გაიმარჯვა ზვერევმა, მეორე კი 6-3 მოიგო და დაახლოებით 1 საათში მეხუთე მასტერსის ტურნირი აიღო თავის კარიერაში, ახლოვდება უს ოპენის მეოთხედფინალებიც და ჩავუჯდები მალე მაგ ტურნირის შეხვედრებსაც, შეიძლება მუგურუსა-კრეიჩიკოვას შეხვედრაც გადმოვწერო დღეს რომ უნდა ჩატარდეს, ეგ ერთადერთი შეხვედრაა ამ წელს კაცების და ქალების სეტკაში სადაც ორი ათეულის სეინი ხვდება ერთმანეთს მეოთხე რაუნდში უკვე, ბენჩიჩი-სვიონტეკის შეხვედრა უნდა იყოს კიდე საინტერესო და ჰალეპს წაუგია ორ სეტში სვიტოლინასთან მეოთხე რაუნდში უკვე დღეს, ბარტიც გამოვარდნილა ამ წლის როზიგრიშიდან საკმაოთ მალე, თუმცა ქალებში არც თუ ისე სუსტი სასტავია დარჩენილი, მაგრამ რამდენიმე მეორე პლანის იგროკი წელსაც ითამაშებს მინიმუმ მეოთხედფინალში, კაცებშიც ეგეთივე სიტუაციაა, თუმცა ჯოკოვიჩი და მედვედევი ზვერევთან ერთად აგრძელებენ ჯერ ასპარეზობას, ციციპასი და რიობლიოვი კი გამოვარდნენ, ნადალი კი არ გამოდიოდა ტრამვის გამო, როგორც ფედერერი

Link to comment
Share on other sites

დღეს კრეიჩიკოვა-მუგურუზას თამაშს ვუყურე 1080i-ში რუსული ევროსპორტის ტრანსლიაცია უს ოპენის 1/8 ფინალიდან, საკმაოთ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა და ნერვნი, მეორე სეტში ჩეხმა ტენისისტკამ ტრამვა მიიღო, გავიდა კიდეც მოედნიდან, მუგურუზას არ გამოურათლა მაგ შეხვედრაში, თავიდან ცუდათ დაიწყო თამაში და 3-0 აგებდა, მაგრამ მერე 3-3 გახადა და ბრეიკბოლებიც ქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და მერე ისევ შეცდომებით თამაშობდა და 6-3 გაიმარჯვა ბარბარამ, მეორე სეტში უკვე მუგურუსა ჯობდა, თუმცა ბოლოს ისევ მოდუნდა და ორი სეტ ბოლი გაუშვა ხელიდან, მერე მედიცინსკი პერერივის შემდეგ ბარბარამ შეძლო ტაიბრეიკამდე მისვლა და ტაიბრეიკზე გამარჯვება, დაახლოებით 1 საათსა და 55 წუთში შეძლო მეოთხედფინალში გასვლა, ამჯერათ მემგონი ნადალი და ფედერერის გარდა და უკვე ტრამვირებული ენდი მიურეის, დელ პოტროს და ვავრინკას, რომლების მაღალ დონეზე თამაშობდენ წინა წლებში (უფრო ეხება 2018 წელს და მანამდე რაც ხდებოდა ალბათ) მაგარი სტრანნი სასსტავია დარჩენილი, ფაქტიურათ ჯოკოვიჩია შემორჩენილი და ახალი სასტავიდან მედვედევს და ზვერევს აქვს კარგი შანსები ალბათ წელს ბოლო სტადიამდე მისვლის, დაჟე ქალებში უფრო მეტი სეინი იგროკები დარჩა, თუმცა მანდაც იყო სენსაციები, ხვალე იწყება უკვე მეოთხედფინალები და ჩავუჯდები შეიძლება დაჟე ოთხივეს ვუყურო თუ დროულათ დაიდება, აი რასპისანიაც: https://www.usopen.org/en_US/scores/schedule/schedule15.html კაცების სეტკაში ისეთი პირი უჩანს რომ ნახევარფინალამდე სერიოზული ბრძოლა არც იყოს შეიძლება, თუმცა ერთი გამონაკლისი მაინც იქნება ალბათ ოთხი მეოთხედფინალიდან, უფრო ბერეტინი-ჯოკოვიჩის იმედი მაქვს, ეგეთი სუსტი სასტავი უს ოპენის მეოთხედფინალებზე კარგა ხანია არ მახსოვს კაცების ადინოჩკებში

Link to comment
Share on other sites

დღეს სამ მეოთხედფინალს ვუყურე უს ოპენზე Web-dl 1080P-1080i-ში რუსული ევროსპორტის ტრანსლიაციებს, პირველ ზაპუსკზე ელინა სვიტოლინა, რომელიც გაელ მონფილს გაყვა ზანგ ტენისისტს ცოლათ და 19 წელს შესრულებული ჯერ-ჯერობით ნაკლებათ ცნობილი ლათინური წარმოშობის კანადაში დაბადებული ლეილა ფერნანდესი, იმდენათ მუქი ფერისაა, რომ შეიძლება მამა ყავდეს მულატი, საკმაოთ საინტერესო და უპორნი 3 სეტიანი შეხვედრა გამოვიდა, პირველ სეტში კანადელი ჯობდა, რომელიც ეხლა ფლორიდაში ცხოვრობს, ტრენერი საკუთარი მამა ყოფილა მაგ ტენისისტის, მაგრამ თან არ ახლდა მაგ ტურნირზე, 6-3 გაიმარჯვა პირველ სეტში, თუმცა მერე ალინაც ათამაშდა და შეცდომებიც შეეპარა კანადელს და მეორე სეტი უკვე უკრაინელმა აიღო იგივე ანგარიშით, მესამე სეტში უპორნი ბრძოლა მიდიოდა ბოლომდე, საბოლოო ჯამში 2 საათსა და 25 წუთში შეძლო ლეილამ ალინას დამარცხება ტაიბრეიკზე და პირველათ თავის კარიერაში ნახევარფინალში ითამაშებ, ვერ ვიტყოდი რომ გაუმართლა ან რამე, მანამდე დაამარცხა არც თუ ისე უცნობი ტენისისტები, 19 წლისთვის საკმაოთ კარგ ტენისს თამაშობს, თან არ გამოირჩევა დიდათ ფიზიკურათ, მედვედევი და ჰოლანდიელი 117 რეიტინგიანი ტენისისტის ბოტიკ ვან დერ ზანდსხულპის შეხვედრაც ვნახე, ძალზე ადვილათ მედვეედევს არ გაუმარჯვია, თავიდან ერთი მიმართულებით მიდიოდა თამაში, პირველი სეტი 6-3 აიღო დანიელმა, მეორეში კი ბარანკა დაფიქსირდა 6-0 გაიმარჯვა რუსმა ტენისისტმა და უკვე ნომერ მეორე რაკეტკამ, მესამე სეტში ჰოლანდიელიც ათამაშდა და 6-4 გაიმარჯვა არც თუ ისე გაჭირვებით ბოტიკმა, მეოთხე სეტშიც საკმაოთ გაუჭირდა მედვედევს, მაგრამ საბოლოო ჯამში გააკეთა ბოლო მომენტში ბრეიკი და 7-5 გაიმარჯვა, ეგ შეხვედრაც 2 საათი და 25 წუთი გრძელდებოდა, აი მესამე მეოთხედფინალში დიდათ არ გამოვიდა ბრძოლა და საათსა და 25 წუთში შეძლო ალინა საბალენკომ კრეიჩიკოვას დამარცხება, მემგონი ტრამვა აწუხებდა ბარბარას, პირველ სეტში 6-1 გაიმარჯვა ალინამ, მეორე ცოტა უფრო დაძაბული გამოდგა და 6-4 მოიგო ბელორუსელმა და უკვე ნომერ მეორე რაკეტკამ და ეხლა უს ოპენის ნახევარფინალში ითამაშებს პირველათ თავის კარიერაში, თუმცა უიმბლდონის ნახევარფინალში მონაწილეობდა უკვე, მეოთხე მეოთხედფინალის ყურებაც მინდოდა, მაგრამ მაგ რელიზს აგვიდანდება და ჯერ არავის აუტვირთია ტრეკერებზე, მანდ 55 რაკეტკა ესპანელი კარლოს ალკარასი კანადელ ალიასიმს ხვდებოდა, რომელსაც ჩვენი ბასილაშვილი არაერთხელ შეხვედრია და მგონი ძირითადათ აგებდა ხოლმე სულ 

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს 5 მეოთხედფინალს ვუყურე Web-dl 1080P 50ფპს-1080i-ში, გუშინ ჯერ გვიან დადებულ ბოლო მეოთხედფინალს ვუყურე სადაც კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი (მამამისი ტოგოდან ყოფილა კანადაში ჩასული) ხვდებოდა ესპანელ კარლოს ალკარასს, ეგ ტენისისტი 55 რაკეტკა ყოფილა, ტრენერი კი ხუან კარლოს ფერერო ყავს, ვისაც ახსოვს ეგეთი ცნობილი ესპანელი ტენისისტი, რომელიც ნადალი როცა იწყებდა აქტიურ კარიერას მაშინ იყო კარგ ფორმაში და ერთი როლან გაროსიც აქვს მოგებული და თუ სწორათ მახსოვს კიდე ორჯერ არის გრენდ სლემის ფინალში გასული, კანადელ ტენისისტს, რომელიც უახლოვდება უკვე მსოფლიო ათეულს კი რაფა ნადალის ბიძა და ყოფილი ტრენერი ტონი ნადალი მოუწვევია ტრენერათ, არ გამოვიდა მაგ შეხვედრაში დიდათ ბრძოლა, პირველ რიგში ალბათ მაინც ალკარასის ტრამვის გამო, ფეხი ატკივდა მეორე სეტის დასაწყისში, პირველი სეტი ფელიქსმა აიღო უპრობლემოთ 6:3, მაშინ მე ვერანაირი ტრამვა ვერ შევამჩნიე დიდათ, თუმცა კანადელი ჯაბნიდა კლასითაც და ბევრ პრომახებს უშვებდა თან ესპანელი ტენისისტი, მეორეშიც მალევე ტრამვა მიიღო და 3-1 რომ გახდა ანგარიში უარი თქვა თამაშის გაგრძელებაზე ალეასიმი კი პირველათ თავის კარიერაში გრენდ სლემის ნახევარფინალში ითამაშებს და უს ოპენის, ეგეც საკმაოთ ახალგაზრდა ტენისისტია, ალკარასი 18 წლის ყოფილა და ეგ 21, შეიძლება რაონიჩზე მეტს მიაღწიოს თუ ტრამვას არ მიიღებს, რაონიჩს კაკრაზ ტრამვებმა გაუფუჭეს კარიერა, თორე ხუთეულის იგროკი იყო ფაქტიურათ ტრამვამდე ეხლა კი საერთოდ აღარ თამაშობს დელ პოტროს არ იყოს ტრამვების გამო, დღეს ჯერ ემა რადუკანუს და ოლიმპიური ოქროს მედალისტის შვეიცარელი ბელინდა ბენჩიჩის მეოთხედფინალს ვუყურე, ფავორიტი მაინც ბენჩიჩი ითვლებოდა მაგრამ ფაქტიურათ უშანსოთ დამარცხდა 150 რაკეტკასთან, რომელიც კვალიფიკაციით მოხვდა უს ოპენის ასნავნოი სეტკაში და ეგ პირველი ტენისისტკა ყოფილა ისტორიაში ვინც მაგ სტადიიდან ნახევარფინალში გასულა აქამდე, სულ 18 წლისაა, ანუ დაჟე ცოტათი ლეილა ფერნანდესზე პატარა, კი კანადაში დაბადებული რუმინელი ემიგრანტის 
შვილი კარგათ თამაშობდა, მაგრამ ბენჩიჩიც ბევრ შეცდომებს უშვებდა და ვერ აჩვენა თავისი მაქსიმუმი, პირველ სეტში 6-3 გაიმარჯვა ბრიტანელმა, მეორეში კი 6-4, დაახლოებით საათსა და 25 წუთში, ანუ ფლობდა საკმაო უპირატესობას და ბევრი შანსები ზაცეპკის ბენჩიჩს არც ქონია მაგ თამასში, ზვერევის და სამხრეთ აფრიკელი ლოიდ ხარისის მეოთხედფინალიც ვნახე, ეგ ტენისისტი 47 რაკეტკა იყო მგონი, თუმცა ეხლა წინ წავიდოდა კიდე, სხვათაშორის მიშამ ცუდათ დაიწყო პირველი სეტი და ქონდა რეალური შანსები სამხრეთ აფრიკელს მაგ სეტის მოგების, დაჟე სეტ ბოლიც ქონდა 6-5 რომ იყო ანგარიში თავის პადაჩაზე მაგრამ მაინც შეძლო ზვერევმა ტაიბრეიკამდე მისვლა და გაიმარჯვა, მანდაც ქონდა სეტ ბოლი თუ სწორათ მახსოვს ლოიდს, მერე კი გატყდა მორალურათ რომ წააგო პირველი სეტი, მეორეში 6:3 დამარცხდა უკვე, მესამე სეტში კი 6-4, თუმცა ზვერევმა ისევ დაიწყო შეცდომების დაშვება და ერთი ბრეიკი უკან დაიბრუნა სამხრეთ აფრიკელმა, დაახლოებით 2 საათსა და 5 წუთში ზვერევი გავიდა ნახევარფინალში, კაროლინა პლიშკოვას და მარია საკარის მეოთხედფინალიც არ გამოვიდა ძალზე დაძაბული, არაფერი გამოუვიდა ჩეხს მაგ თამასში, თან ძალზე რთული თამაში ქონდა საკარის კანადელ ანდრეესკუსთან მოგებული,რომელიც ერთი პერიოდი დაჟე მესამე რაკეტკაც იყო მგონი თუ მეოთხე, მაგრამ ტრამვის შემდეგ ნელ-ნელა ჩამოქვეითდა რეიტინგში, მოკლეთ ეგ შეხვედრაც დაახლოებით 1 საათი და 25 წუთი გაგრძელდა და 6-4,6-4 გაიმარჯვა ორივე სეტში საკარიმ, პლიშკოვას ძალზე ცოტა შანსები ქონდა წინ გასვლის ორივე სეტში, მარტო თავისი პადაჩის ხარჯზე არ წააგო მაგაზე დიდი ანგარიშით ალბათ, პრინციპში არც მეოთხე დღევანდელი მეოთხედფინალი არ გამოვიდა ძალზე უპორნი, ნუ პირველი სეტის გამორიცხვით, ბერეტინი ხვდებოდა ჯოკოვიჩს, მანამდე 3-0 იყო ჯოკოვიჩის უპირატესობა წინა შეხვედრებში, პირველ სეტში იყო მარტო ძალზე უპორნი ბრძოლა, ეგ სეტი ლამის საათი და 20 წუთი მიდიოდა და 7-5 შეძლო ბოლო მომენტში გამარჯვება ბერეტინიმ 5-5 ბრეიკი რომ გააკეთა და მერე აიღო თავის პადაჩაც, მაგრამ მაგის შემდეგ ჯოკოვიჩმა არანაირი შანსი არ დაუტოვა და შემდეგი 3 სეტი 6-2,6-3 და 6-2 მოიგო, თუმცა პირველი გრძელი სეტის გამო კი თამაშობდენ 3 საათი და 22 წუთი სადღაც, ანუ ძალზე სწრაფათ როგორც ზვერებს ნოვაკს არ მოუგია თავისი მეოთხედფინალი, მოკლეთ დღეს ქალების ნახევარფინალები ტარდება ჩვენი დროით დილით ადრე უნდა დაიდოს, ხვალე კი იმავე დროს უკვე კაცების, ჯოკოვიჩი-ზვერევი იქნება ყველაზე საინტერესო ალბათ ოთხი ნახევარფინალიდან, თუმცა ეგ ფურცელზე და ისე რა გამოვა მარტო თამაში გვიჩვენებს

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ ნახევარფინალს ვუყურე 1080i-ში ქალების სეტკიდან უს ოპენზე, ისევ რუსული ევროსპორტის ტრანსლიაციები იყო, პირველ ნახევარფინალში ლეილა ფერნანდესი, რომლის მამა და ტრენერი ეკვადორელი ყოფილი ფეღბურთელი იყო ნაკლებათ ცნობილი ხვდებოდა მსოფლიოს მეორე რაკეტკას ალინა საბალენკოს ბელორუსიიდან, აზარენკას გზას ადგია ეგ ტენისისტკა, მაგრამ ჯერ ბევრი უკლია ტიტულებით მაგ ტენისისტკამდე, ფერნანდესი კი მაგ ტურნირამდე ბევრს არაფერს წარმოადგენდა და სკრომნი რეიტინგი ეკავა, თუმცა ჯერ მარტო 19 წლისაა და უს ოპენზე სამი ტოპ-5 რეიტინგიანი ტენისისტკა გამოაგდო პადრიათ და სამივე 3 სეტში ლოლ, ქალების ტენისის მერკებით სხვერხუპორნი ბრძოლა გამოვიდა 3 სეტიანი, რომელიც 2 საათი და 20 წუთი გრძელდებოდა დაახლოებით, პირველ სეტი მოშნათ დაიწყო საბალენკომ და 4-1 იგებდა თავიდან, მაგრამ მერე ანერვიულდა და ფერნანდესიც ათამაშდა და ტაიბრეიკამდე მივიდა საქმე, რომელშიც კანადელმა გაიმარჯვა, 2019 წელს უკვე მოიგო ისე კანადელმა ტენისისტკამ უს იპენი, მაშინ რუმინული წარმოშობის ბიანკა ანდრეესკუმ მოიგო, მგონი ეგ პირველი ქალი კანადელი ტენისისტკა იყო ვინც გაიმარჯვა გრენდ სლემის ადინოჩკებში, მეორე სეტში ისევ საბალენკას ქონდა თავიდანვე უპირატესობა, თუმცა ამჯერათ უფრო სტაბილურათ თამაშობდა და 6-4 გაიმარჯვა, მესამე სეტშიც ბრძოლა მიდიოდა, თუმცა ბოლო გეიმებში კანადელი ჯობდა და 6-4 შეძლო გამარჯვება და პირველათ თავის კარიერაში გრენდ სლემის ფინალში გასვლა, უკვე უახლოვდება ოცეულს, თუ გაიმარჯვა შევა ოცეულში, მეორე ნახევარფინალი არ გამოვიდა ეგეთი საინტერესო, დაახლოებით საათსა და 20 წუთში დასრულდა ეგ თამაში, ბერძენი მარიან საკარი (რომ გაემარჯვა პირველი ბერძენი ტენისისტკა იქნებოდა ვინც გრენდ სლემის ფინალში მოხვდებოდა) ხვდებოდა კვალიფაიერს ბრიტანეთიდან ემა რადუკანუს, ეგეც კანადაში ყოფილა დაბადებული, მამა ყოფილა რუმინეთიდან დედა კი ჩინური წარმოშობის, ეგ ტენისისტკა სხვათაშორის უიმბლდონზეც არ გამოსულა ცუდათ, იქ ტრამვის გამო ვეღარ შეძლო მეოთხე რაუნდში თამაშის გაგრძელება, ამ ტურნირზე კი რეკორდი დაამყარა უკვე, პირველათ ისტორიაში კვალიფიკაციიდან შეძლო ფინალამდე მისვლა, რაც აქამდე არც კაცებში და არც ქალებში არავის არ გაუკეთებია ჯერ გრენდ სლემების ისტორიაში, პირველ სეტში 6-1 გაანადგურა საკარი, რომელიც უახლოვდება მსოფლიო ათეულს და მაგ თამასში რომ გაემარჯვა უკვე ახალი რეიტინგით ათეულში იქნებოდა ორშაბათიდან, მეორე სეტში მაგხელა უპირატესობა აღარ ქონია ემას, მაგრამ მაინც ეგ იყო წინ და შეძლო 6-4 გამარჯვება და პირველათ თავის კარიერაში გრენდ სლემის ფინალში მოხვედრა, ეგ პირველი ტენისისტკა ყოფილა ადინოჩკებში ბრიტანეთიდან ვინც უს ოპენის ფინალში გავიდა 1968 წლის შემდეგ ლოლ და პირველი ვინც გრენდ სლემის ფინალში მოხვდა ბრიტანეთის სახელით 1977 წლიდან, ორივე შემთხვევაში ვირჯინია ვაიდი იყო ისე ფინალებში მაშინ, რომელიც ესწრებოდა მაგ შეხვედრას, მოკლეთ 18 წლის ტენისისტკა 19 წლისას ხვდება, რაღაც არ მახსენდება ეგეთი ახალგაზრდა ფინალი გრენდ სლემებზე, მემგონი წლებია უკვე აღარ ყოფილა ქალებშიც და კაცებშიც, კაცების პირველი ნახევარფინალი უკვე დაიწყო და მაგეებს ხვალე ვნახავ, შეიძლება ქალების ფინალიც ვნახო, არ ვიცი ზუსტათ რომელ საათზე იმართება ეგ თამაში ჩვენი დროით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.